Share this...
Facebook
Twitter

იანკო დერევლიანის შესახებ ინტერნეტში არსებობს იმდენივე რესურსი, რამდენი გზაც იარივნიკის მთაზეა, ფაქტობრივად არცერთი, როგორც წესი ხალხი აქ ფეხით ამოდის ხშირად კი შემთხვევით ხვდებიან. ეს ჩვენი ექსპედიციის ერთ – ერთი პირველი ადგილია, რომელთანაც იურას მივყავართ, ქალაქ დიდი ბერეზნიდან მთამდე, მხოლოდ ერთ სოფელს ვუვლით გვერდს სოფელ რუსკი მოჩარს, ნამდვილად რთული გზაა გასავლელი. მაგრამ ზაფხულში, დიდი ბორბლებით ჭაობების გავლით უფრო ადვილია, თოვლთან შედარებით. ზამთარში იურკო, იმისთვის რომ იანკოსთან მივიდეს, ბამპერს თოვლის სათხრელს ამაგრებს, მაგრამ ზოგჯერ ესაც არ შველის.

ანკო დერევლიანი გამოიყურება და ქმნის ისე, როგორც გერმანელი მხატვარი და არქიტექტორი ჰუნდერტვასერი, მისი სახლი და ჩაცმულობა გვახსენებს ტოლკიენის გმირებს, ცხოვრების წესი მას აახლოვებს ბუდა გაუტამასთან, მაგრამ ის ჩვეულებრივი ტრანსკარპატელია, რომელიც ახალგაზრდობაში ქალაქ ელექტროსტალის სამშენებლო ქარხანაში მუშაობდა. ქარხანაში, სადაც კურჩატოვის პროექტით ატომურ ბომბს აკეთებენ.

იანკო მასწავლებლების მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა, ის ყველაზე პატარა იყო და უყვარდა ხატვა. თავისებურად თავისუფალი ადამიანი გახდა, მაგრამ ასეთი თავისუფლების მიუხედავად, ათი წელი წერდა თავის მომავალ ცოლს, ჯარსა და ცხოვრებისეულ მოვლენებზე, შექმნა ოჯახი, გაზარდა ორი შვილი, 35 წელი იცხოვრა ქორწინებაში, შვილებს მაქსიმალურ ყურადღებას აქცევდა და ნებისმიერ შემოქმედებით მიზიდულობას უჭერდა მხარს.

მაგრამ როგორც კი ტრანსკარპატიაში დაბრუნდა – მას ხელს აღარ აძლევდა ჩვეულებრივი ცხოვრება. ის, ფაქტობრივად, 70 – იანებიდან იარვინიკზე ცხოვრობს, როდესაც აქ საბჭოთა ტურისტული ბაზა იყო, სადაც ის მხატვარ – გამაფორმებლად მოიწვიეს. ამ ტურისტულ ბაზას 30 – იან წლებში ჩეხები და სლოვაკები აკეთებდნენ.

იანკოს ბოლო გაჩერება

იარივნიკი უნიკალურია იმით, რომ ეს ერთადერთი მთაა, სადაც წლების განმავლობაში დარჩა ქვის სახლი, სადაც გამუდმებით ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც ტურისტებს მასპინძლობს. რადგან იანკო ამ სახლის გასაფორმებლად მოიწვიეს, ის აქ მუშაობდა და იღებდა ტურისტებს. პირველად იანკო იარვინიკზე 1974 წელს მოხვდა. იმის შემდეგ უამრავი რამ შეცვალა ამ ლოკაციაზე: დააპროექტა და ააშენა სახლი, მას მთელი ოჯახი და მეგობრები ეხმარებოდნენ. დღეს დიდი ბერეზნის ახლოს, მთის მწვერვალზე, შექმნა არატიპური ტურისტული თავშესაფარი.

ჩეხეთსა და სლოვაკეთში ტურისტული ადგილები მთაში, არ არის იშვიათობა. იქ ყოველთვის შეიძლება გაჩერება, დასვენება, საჭმლის მომზადება, სხვა მოგზაურობის გაცნობა. ისინი ამცირებენ მთაში მარტო სიარულის რისკს და ხშირად, ცუდ დროს გადამრჩენები ხდებიან.

– როგორღაც აქ დაიკარგა ორი გოგო კიევიდან. – იანკოს შვილი მარია გვიყვება. – ერთ – ერთი პოლიციის მაიორია. ისინი „დუბოვი ღაის“ ბაზაზე ისვენებდნენ, საიდანაც იარივნიკის მთაზე გასეირნება გადაწყვიტეს. მოულოდნელად ნისლი ჩამოწვა და ისინი დაიკარგნენ, მაშინ ორ მამაკაცს შეხვდნენ, რომლებმაც გზა იანკომდე მიასწავლეს. მართალია, ის იქ არ იყო. მაგრამ, როგორც წესი, კარი ღია დახვდათ, გოგონები შევიდნენ გასათბობად, შეიხვივნენ გადასაფარებლებში და დაიძინეს. სწორედ მაშინ მამა სახლში იყო. მაგრამ იმ დროს, სანამ გოგონები დაიკარგნენ, მამას დაურეკეს და უთხრეს, რომ ორი გოგონა იარივნიკის მთაზე დაბოდიალობს. იანკომ მეორე დღეს, დილით აიღო ჩანთა და წავიდა მთაზე, გზად გოგონებს შეხვდა რომლებიც უკვე ჩამოდიოდნენ. ისინი მიხვდნენ თუ ვინ იყო ის, მან კი ეგრევე ამოიცნო ისინი. მათ მადლობა გადაუხადეს, როდესაც ზევით ავიდა მიხვდა, რომ მათ ფულიც დატოვეს. ერთი წლის შემდეგ გოგონები ტურისტულ ბაზაზე კი არა, არამედ მამას სახლში მოვიდნენ.

ნომრები
43 წელი იანკო მთა იარივნიკს უვლის.

დღეს ეს ადგილი – მთელი მისი ცხოვრებაა, აქ ხალხი არაჩვეულებრივი ადგილისა და იანკო დერევლიანის სანახავად ჩამოდიან. სწორედ ასეთი „სახალხო წოდება“ მას ხესთან მუშაობის გამო მისცეს, როდესაც დუბოვი ღაის სახელოსნოში მუშაობდა. აქ ხალხი ტურისტულ მარშრუტებს, არაჩვეულებრივ ბუნებას პოულობს, რა თქმა უნდა, იანკოსაც. ის არ არის განდეგილი, რომლადაც შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოს, მაგრამ საუბრისას ძალიან მისტიური ადამიანია, ის ჰგავს ფილოსოფოსს, რომელიც ერკვევა ხელოვნებაში, არქიტექტურასა და ცხოვრებაში; ხესთან მუშაობის მეთოდების ახალი აღმომჩენელი, ის ფიქრობს, ეძებს გამოსავალსა და ფანტაზიორობს; ის – უფრო მეტია, ვიდრე მისგან ელოდებიან, ამ ყველაფრით გატაცება მხოლოდ საუბრით შეიძლება, რომლის დასასრულიც არ ჩანს.

დერევლიანის სკულპტურა და არქიტექტურა

იანკო ავეჯს გვაჩვენებს, ინტერიერის ელემენტებს, სახლებსა და საკუთარი არქიტექტურულ გადაწყვეტილებებს, ძირითადად სურათებზე. უმეტესობა მათგანი მიმოფანტულია მსოფლიოში.

მაგალითად, ხეზე ჭრისას როზეტა – მზის სიმბოლოა, რომელმაც ჩვენამდე კერპთაყვანისმცემლობის დროიდან მოდის, – დღეს დანიაშია. ის უკრაინელმა ექიმებმა დანიელი კოლეგებისგან საჩუქრის სახით მიიღეს. მოგვიანებით, ექიმთან, რომელსაც ეს ნამუშევარი სახლში უკიდია, პირადად მივიდა იანკოსთან სტუმრად, ამბობდა, სამუშაო მზეს აგონებს. ამ სურათის დამზადება იანკომ 80 – იან წლებში დაიწყო, როდესაც საბჭოთა ხელისუფლების დროს ასეთი რამ აკრძალული იყო, დაასრულა დამოუკიდებლობის დროს – 95 წელს.

– ბედნიერება – მხოლოდ ის წამებია, როდესაც დაკავებული ხარ იმითი, რაშიც აზრს ხედავ. ეს გამუდმებით ექსპერიმენტია.

ზოგიერთი ნამუშევარი სურათზეც კი გაოგნებს: სამმეტრიანი გამოკვეთილი ჯვარი მზადდება ხის დიდი ნაჭრისგან, რომელსაც იანკო “12 წელი ზიდავდა”, შემდეგ კი ამოჭრა, ახლა ის იტალიის ქალაქ ბასანოში პატარა ეკლესიას რთავს.

– იცით, იქ გვერდით ჩელენტანო ცხოვრობს? – თვითდაჯერებულად ამბობს იანკო.

მას დეფექტიან მატერიალთან შეუძლია მუშაობა, ისეთებთან, რომლებსაც სხვა ხელოსნები არ იღებენ: ავეჯი დახვეული ხისგან არის დამზადებული ან ერთმანეთზე დალაგებული ფიცრებისგან. ის იღებს ფაქტურას, უსადაგებს აზრს მატერიალს, ბუნებრივ ელემენტებს წარმოების სასარგებლოდ იყენებს. მუშაობს “მშრალზე” და არ ივიწყებს სიმბოლოებსა და ნიშნებს.

მისი ნამუშევრების არსენალში ხის ხიდებიც არის: თაღისა და ბოძის ტიპის. ხანდახან იანკოს ესთეტიური გადაწყვეტილებები მისი არქიტექტურული მოთხოვნილებებით არის გამოწვეული. ისე როგორც „ობობა“, რომელსაც სურათზე ადემონსტრირებს – მთავარი ელემენტია, რომელსაც კონსტუქცია უჭირავს, მისგან კი მთელი თორმეტმეტრიანი ტერასის დაფარვა გამომდინარეობს.

– ეს გაკეთებულია იმ ძველ მისადგომებზე. არ მინდა ვთქვა, რომ ეს საავტოროა. ვფიქრობ, რომ ამას ჩემამდეც აკეთებდნენ. მაგრამ ამას საკუთარი ნახაზების მიხედვით ვაკეთებდი. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი მასწავლებლები გაუდი და კალატავრა იყვნენ.

იანკო ძალიან დიდ პატივს სცემს ამ არქიტექტორებს, შთაგონებას იღებს. ანტონიო გაუდი – კატალონიელი ხელოსანი და მხატვარია, რომელმაც ბარსელონის ყველაზე ცნობილი შენობები დააპროექტა. შენობებს გამოსახულებებიანი კოშკებით ავსებდა, არასტანდარტული პროექტული გადაწყვეტილებებითა და დეკორატიული კერამიკით. ის არამხოლოდ ნოვატორად ითვლებოდა, არამედ შეეძლო სამი განზომილების შეგრძნება და ეფიქრა სხვადასხვა სამსახურის ტიპზე: დაკავებული იყო ავეჯის დაპროექტებით.

სანტიაგო კალატავრა – ესპანელი არქიტექტორია, თანამედროვე ფუტურისტული ნაგებობების ავტორი, რომლის სტილი აერთიანებს არქიტექტურასა და სკულპტურას, მის ნამუშევრებს შორის არის ხიდები, შენობები და ევროპის, აზიისა და აშშ – ს გზები.

იანკო იხსენებს უნგრელ მარსელ ბრეერას, რომელსაც ტრანსკარპატიელებს, მისი თქმით, რატომღაც არ მოსწონთ. ის მუშაობდა ამერიკაში და აკეთებდა არჩვეულებრივ საგნებს ქვისა და ბეტონის შერწყმისგან. ბრეერას 20 – მეტრიანი სამრეკოს ინკოს აოგნებს, რადგან ფაქტობრივად, იანკო არ ყოფილა საზღვარგარეთ: ჰქონდა პრაქტიკა მხოლოდ მოსკოვსა და პრიბალტიკაში, და მხოლოდ ერთხელ გაემგზავრა „დაგეგმილ“ მოგზაურობაში ჯერ კიდევ იმდროინდელ ლენინგრადში. სამაგიეროდ, მთელ მსოფლიოში მიმოფანტული საკუთარი ნამუშევრების სურათები აქვს. კითხვაზე, უნდა თუ არა რომ გაემგზავროს გაუდის ნამუშევრების სანახავად, ხელს იქნევს, რომ მას ისედაც აქვს იმ ნამუშევრების სურათი ნანახი, რომლებიც მეგობარმა მოუტანა. იანკოს ვერ წარმოუდგენია, თუ როგორ უნდა დატოვოს იარივნიკი დიდი ხნით. ბრეერას კი აღმერთებს, მის მსგავსად უამრავ რამეს აკეთებდა – კერძოდ, მუშაობდა ბეტონის ფორმებთან.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

იანკო ყურადღებას არ აქცევს ფსევდონიმ დერევლიანის (ხისკაცი), ის არ არის დაკავებული მხოლოდ ხით, არამედ ქვითაც, მეტალით და ბეტონით:

– ბეტონი ჯარში გავიცანი რადგან სამონტაჟო კონსტრუქციების დაბეტონების დიპლომი მქონდა, იქ ვნახე ნამდვილი ბეტონი, ნამდვილი სამუშაო, რადგან ქარხანა ფენომენალური იყო. იმ ქარხანაში კი, სადაც ჩვენ ვიყავით, ყველაფერი კოსმოსისთვის მზადდებოდა. სწორედ იქ ვისწავლე უამრავი რამ, რაც ბეტონისა და მეტალისგან მზადდებოდა. იქ საუკეთესო მეტალი მიდიოდა, რისგანაც იარღი მზადდებოდა. როგორც სუვოროვი ამბობდა: „ტყვია – სულელია, შუბი – ყოჩაღი“, ანუ ბეტონი –სულელია, ჯოხი კი – ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯოხით არავის უნდა თამაში, რადგან ჯოხი ხომ სიმღერაა.

იარივნიკზე ცხოვრება სწრაფად იცვლება. იანკოსთან შესაძლებელია სურათის პოვნა, რომელიც უკვე აღარ არის – ძველი ჩეხური ტყეობა, “სტალიოვა” ტურისტული ბაზა, რომელიც არქიტექტორ შნაიდის მიერ იყო დაპროექტებული, მაგრამ ახლა, იანკოს სახლის გარდა, ყველაფერი ინგრევა. მიუხედავად ყველაფრისა, ის ყველაფრის სრულყოფას ცდილობს, ტურისტებისთვის კომფორტულს აკეთებს, მას შეუძლია 20 ადამიანის განლაგება, მაგრამ უფრო დიდი კომპანიაც არ იქნება სივიწროვეში:

– აქ რამდენიმე ბილიკია, რომელსაც მაღლა მიჰყავხარ, საავტომობილო გზაბიც არის. მაგრამ ყველას არ შეუძია ბილიკზე შესვლა, აქ გზას “ტირინკულს” ეძახიან. მაღლა ძალიან სწრაფად ავდივარ – მოკლე გზები ვიცი, ტურისტები კი რამდენიმე საათი ამოდიან.

მიწა, რომელზეც იანკოს ცხოვრება მიდის, – ერთი ბიჭის საკუთრებაა, რომელიც მისი მეგობრების შვილია.

– პატარა მოდის ჩემთან და მეუბნება: “ბიძია ვანია, მინდა…”. მას არ უთქვამს, რომ მიწა მხოლოდ ცხენებისთვის აიღო და შემდეგ უკვე როგორც აეწყობოდა. მან დაიწყო. გააკეთა პროექტი. ეს რვა წლის წინ იყო.

იმის შემდეგ იანკოს ცხოვრება იარივნიკზე არც ისე მარტოსული იყო, დაახლოებით ხუთი წელი დროდადრო მასთან მუშები ცხოვრობდნენ, რომლებიც სტუმრებისთვის სახლის აშენებაში ეხმარებოდნენ.

აქ რამდენიმე ადამიანი მუშაობდა, რომლებიც ყოფადობას ინარჩუნებდა. ქვევით ცხენების ადგილი იყო, იქ ფენომენალური ცხენი იყო – მისი გახედნაც და მისით ხის წაღებაც შესაძლებელი იყო. შემდეგ გვყავდნენ ცხვრები და თხები. ღმერთო, ეს ხომ ფანტასტიკაა, ნახევრად ველური ჯიშის ცხოველებიც გვყავდნენ.

იანკოს მეზობლები

დამახასიათებელი ცხოველების გარდა, იარივნიკზე ბევრი ველური ცხოველიც არის. სწორედ ისინი, და არა ადამიანები, იანკოს ხშირი სტუმრები არიან. აქ დედოფალას ნახვაც არის შესაძლებელი, რომელსაც არ ეშიანია ადამიანების. სხვათა შორის, დედოფალა – ყველაზე პატარა მტაცებელი ცხოველია მსოფლიოში.

– დედოფალა აბსოლუტურად უშიშარია, შეგიძლია ჯიბეში ჩაიდო. ისინი სუფთები არიან. დადიან და ეჯახებიან ყველაფერს. თაროებზე უთოებიც კი გავწიე, რადგან ისინი დარბიან და შეიძლება თავში მოგხვდეს. წლების მანძილზე ისინი იცვლიან მანერას. თაგვები კი ძალიან ცუდები არიან, ყველაფერს ღრღნიან. მთელი ჯოგით მოდიან. როგორც კი იპოვიან საჭმელს, ყველაფერს ჭამენ. დედოფალას ძალიან უყვარს კექსი, ღრღნის ბადეს, შედის და ჭამს.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

იანკო ამბობს, რომ კატებიც კი ველურდებიან, დიდი ხანი კი ვერავინ ძლებს იარივნიკზე:

– ეს სულის გამოძახილი უნდა იყოს. სხვაგვარად არ შეიძლება. ქვევით ბიჭებს ვუთხარი რომ ხე ამოეტანათ. არ მეკითხებოდნენ არაფერს, უბრალოდ ამომიტანეს. გავიდა წლები, ბავშვები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მათ მამას აქ ხე ამოჰქონდა.

იარივნიკზე კლიმატი იცვლება, მასთან ერთად ფაუნაც იცვლება.

– ადრე აქ ისეთი თოვლი იყო, რომ ძაღლი სახლში მეორე სართულიდან შემოდიოდა, – იხსენებს იანკო, – ბოლო სამი წლის განმავლობაში თოვლი კლებულობს, მალე რთული იქნება ნამდვილი ზამთრის გახსენება. როდესაც პატარა ვიყავი შევხვდი ირემს, ახლა კი საერთოდ არ არიან. შეიძლებოდა იმის ნახვა, თუ როგორ იდებდა ირემი რქებს ზურგზე და შემდეგ უეცრად ქრებოდა. რამდენიმე გარეული ღორია. ოდესღაც ვნახე ჯიხვისა და შევლის თამაში. 14 – 15 წლის ვიყავი. მან გამოირბინა და ჩემ წინ დადგა. ვნახე ჯიხვისა და შველის სასიყვარულო თამაში, როდესაც ჯიხვი მუხლებზე დგება და სთხოვს. ნახევარი საათი ასე უყურებს მას.

იარივნიკის ქვევით წყალია, სადაც ახლაც მოდიან გარეული ღორები, მელიები და მგლები. მაგრამ ცხოველები მხოლოდ კლიმატის შეცვლის გამო არ ქრებიან. იარივნიკი ძალიან მისტიურ ტერიტორიად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრძალის სტატუსი აქვს: აქ სანადიროდ ბერეზნიდან, სოლისა და ზაბროდიადან ჩამოდიან.

იანკოს არ მიჰყავს სტუმრების კონკრეტული აღრიცხვა, ის ყოველთვის მოხარულია მათი. ზღვის დონიდან 1017 მეტრის სიმაღლეზე ხშირად შვილებთან ერთად მიდიან, იანკო მათ საკუთარი საფირმო კერძებით უმასპინძლდება, უყვება თავის ისტორიებს, უმასპინძლდება სპეციალური ჩაით, რომელიც ადგილობრივი ბალახით არის დამზადებული. მისი წყალობით, იარივნიკი ცოცხლდება, დერევლიანი არ ნადირობს თავის მეზობლებზე, ისინი კი, უზრდელი თაგვების გამოკლებით, არ ეხებიან მას, იანკო უთვალთვალებს, ხატავს და უყვება ამას იმათ, ვინც აქ მოდის.

მასალა მომზადებულია

პროექტის ავტორი:

ბოგდან ლოგვინენკო

ავტორი:

სოფია ანჟელიუკი

ფოტოგრაფი:

ვიტალი მარიაში

სერგიი გუსაკოვი

ტარას კოვალჩუკი

ოპერატორი:

დმიტრო ოხრიმენკო

მონტაჟის რეჟისორი:

ანტონ შინკარენკო

ბილდ-რედაქტორი:

ვალენტინ კუზანი

ტრანსკრიბატორი:

მარია შური

ირა ნოსოვა

ტრანსკრიბატორი:

დიმიტრი ჩერენკო

თვალი ადევნე ექსპედიციას