Share this...
Facebook
Twitter

თვალ–ყური ადევნო მეზობლებს ჰორიზონტზე, რომლებიც პორტში შემოდიან – ბერდიანსკის ყველა მცხოვრების ჩვეულებრივი საქმეა. დიდი ამწეკრანები, რომლებიც ჟირაფს გვაგონებენ, გადმოტვირთავენ და შემდეგ ისევ ტვირთავენ გიგანტურ ტრიუმებს. ბერდიანსკის საზღვაო პორტი წლის განმავლობაში ათასობით გემს იღებს, რომელთაგან 4 მილიონ ტონა ტვირთზე მეტს იღებს.

ემებს გაუჭირდებოდათ დანიშნულების ადგილზე მისვლა შუქურის გარეშე. აზოვის ზღვაში ფსკერზე დაჯდომა ადვილია, განსაკუთრებით დიდი ტვირთის გემებისთვის. ბერდიანსკის ღრმული, თავისი ფორმის გამო, ყველაზე სახიფათოა მთელს პრიაზოვიაში. ის სამკუთხედია: ვიწროვდება სამხრეთით შუამდე და ფართოვდება ჩრდილოეთ–დასავლეთით. ამიტომ, შუქურის სიგნალის გარეშე აქ შეუძლებელია. შუქურა გემებს მიუთითებს შემოვლით გზებს, ამით ისინი არჩენენ მათ. სიგნალს შუქურის ზედამხედველი აგზავნის. ის თავის სამუშაოს ნებისმიერ ამინდში ასრულებს. უმნიშვნელოვანესია იყო ადგილზე შტორმის, ქარისა და თოვლის დროს.

ზედამხელდველის გარეშე შუქურა, რომლის ზუსტად მუშაობაზეც დამოკიდებულია მეზღვაურების სიცოცხლე, არ იმუშავებს. ასე იყო ადრე… შავი ზღვის სანაპიროზე რამდენიმე შუქურა უკვე მთლიანად ავტომატიზირებულია: მათ დისტანციურად აკონტროლებენ.

ბერდიანსკში ორი მომუშავე შუქურაა: ვერხნი და ნიჟნი. ვერხნი შუქურა ქალაქის უმაღლეს ადგილზე დგას. ის ააშენეს იმისთვის, რათა გემებისთვის გზა მიესწავლებინა პორტამდე, რომლებიც შემოვიდნენ ბერდიანსკის ყურეში. თვით ყურემდე გზას კი ნიჟნი შუქურა მიანიშნებს. ის ბერდიანსკის ყურის კიდეზე დგას, ხალხისგან მოშორებით, იქ, სადაც ხმელეთი უერთდება აზოვის ზღვას.

რიცხვები
5 / 58 ამ დროისთვის უკრაინაში 58 მომუშავე შუქურაა, მათგან ხუთი – აზოვის ზღვაზეა

— “შუქურები – ზღვის სიწმინდეა, ისინი ყველასია და ამავდროულად ხელუხლებელი, როგორც სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები” – ეს კონსტანტინე პაუსტოვსკის სიტყვებია, რომლებიც ოდესღაც ნიჟნი ბერდიანსკის შუქურის შესასვლელს ამკობდნენ.

შუქურის შექმნის ისტორია 1838 წელს დაიწყო, როდესაც გრაფ ვორონცოვის ბრძანებით აქ 23–მეტრიანი ქვის ნაგებობა აღმართეს. ის თეთრად შეღებეს და შემოსაზღვრეს სტაფილოსფერი ხაზით, რათა ის ზღვიდან კარგად დაენახათ. გასანათებლად მაშინ ნავთს იყენებდნენ, რომელიც ოცდაათი წლის შემდეგ ელექტრო ნათურით შეცვალეს. უკრაინაში ეს მეორე შუქურაა, ოდესის შუქურის შემდეგ, სადაც ელექტრომიწოდება გაჩნდა.

რიცხვები
180 წელი 2018 წელს ამ შუქურას 180 წელი შეუსრულდება. ეს პრიაზოვიას ერთ–ერთი უძველესი შუქურაა.
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

იაკივ ფედირკო. შუქურის ზედამხედველი

უბრალო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით – უცხოელებისთვის, უკრაინაში შუქურაზე მოხვედრა არც ისე ადვილია, რადგან მისი ტერიტორია დახურულ ობიექტად მიიჩნევა. მიუხედვად შეზღუდული ხელმისაწვდომობისა და პროცესების სწრაფი ავტომატიზირების, შუქურაზე მუშაობენ ადამიანები. როგორები არიან ისინი?

ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ნიჟნი ბერდიანსკის შუქურის მუშაობას იაკივ ფედირკო თვალ–ყურს ადევნებს. უკრაინელ ზედამხედველებს შორის, ვინც ახლა მუშაობს – ის ყველაზე უფროსია.

— ადრე იაკივი დღეში ორჯერ, თავდაჯერებულად ლახავდა 99 საფეხურს, რათა გემებისთვის კაშკაშა სინათლე ანთებულიყო.

ახლა მას უჭირს ასეთ სიმაღლეზე ასვლა. მის მაგივრად ამას ახალგაზრდა დამხმარე აკეთებს: იაკივ ფედირკო შუქურასთან ახლო სახლში ცხოვრობს. გარშემო ტერიტორია იცის, ისე, როგორც საკუთარი ხუთი თითი. მუშაობის წლების განმავლობაში ის ცოტა ხნით ტოვებდა ბერდიანსკს. ამბობს, რომ ეს არ მოითხოვდა საჭიროებას. ის აქ კარგად გრძნობს თავს.

ის არ ჩქარობს რაღაცის მოყოლას, მოგონებების გაზიარებას. თუმცა ჩვენთვის მან მოიტანა ძველი სურათები და გაზეთებიდან ამოჭრილი სტატიები, რომლებშიც მის შუქურაზე იყო ლაპარაკი. ეგრევე ჩანს, რომ ის საკუთარი საქმის ფანატია. მაგრამ რა რთულია მისგან სიტყვის დაძვრა… ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ წლების განმავლობაში შუქურაზე ფიქრის გამო მან დროის შეგრძნება დაკარგა.

ომის შემდეგ იაკივის მამას, ეფიმ ფედირკოს, უფროსმა შესთავაზა ნიჟნი ბერდიანსკის შუქურის ტექნიკის თანამდებობა. 1945 წლის ოქტომბერში ოჯახთან ერთად მარიუპოლიდან ბერდიანსკში გადმოვიდნენ. მაშინ იაკივი პატარა იყო. ის იხსენებს:

— მამა ჰიდროგრაფიულ გემებზე მსახურობდა. როდესაც მორჩა მარიუპოლის განყოფილებაში დაბრუნდა, უფროსმა კი შუქურაზე მუშაობა შესთავაზა. მოვიდა, დაათვალიერა, მოეწონა. ასე გადმოვედით აქ.

ასე რომ, იმ მომენტიდან, როდესაც იაკივ ფედირკო პირველად მოხვდა ნიჟნი ბერდიანსკის შუქურაზე, 70 წელზე მეტი გავიდა. იაკივისთვის ეს სამსახური მთელი ცხოვრების საქმეა. ჯერ კიდევ თექვსმეტი წლის ასაკში აქ მამამისს ეხმარებოდა. შემდეგ სამხედრო–საზღვაო სასწავლებლის ჰიდროგრაფიის კათედრაზე სწავლობდა, სხვადასხვა შუქურაზე გადიოდა პრაქტიკას. ხუთი წელი ყირიმის ყიზ–აულსკის შუქურაზე იმუშავა, მაგრამ მაინც დაბრუნდა სახლში, თავისი ნიჟნი ბერდიანსკის შუქურაზე.

— 1971 წელს ჩავიბარე შუქურა, დღემდე ვმართავ მას. მაშინ მმართველი ანდრი გავრილოვიჩ ხოლოდირევი პენსიაზე გადიოდა, მე კი მის მაგივრად მოვედი აქ. სახლში დავბრუნდი.

ჩვენ ჩვენს განყოფილებაში მეზღვაურთა უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ: მარიუპოლი– ბერდიანსკი, ბერდიანსკი – ქერჩი. ყველა ყურეში დგას ნიშანი, შუქურა. ბილოსარაიციშიც, მთელ აზოვის ზღვაზე. ადრე სამმართველო (ჰიდროგრაფიული სამმართველო – რედ.) იყო ქერჩში, ახლა კი, ანექსიის შემდეგ, მიკოლაევს ვექვემდებარებით.

ბერდიანსკში უამრავი გემი შემოდის, განსაკუთრებით ზაფხულში, მოსავლის აკრეფის სეზონის დაწყებისას, როდესაც ჩამოტვირთავენ მარცვლეულობას.

ახლა, იაკივის თქმით, სამუშაო არ არის ისეთი რთული, ყველაფერი ავტომატიზირებულია. შუქურა თავისით ჩაირთვება და გამოირთვება საჭირო დროს. შუქის სიგნალის გარდა რადიოსიგნალსაც აგზავნის:

— ადრე მოწყობილობა ყენდებოდა, ფოკუსის დაყენება იყო საჭირო, რათა სწორად გაენათებინა. თუ ფოკუსის ლინზის მაღლა ან დაბლა იქნება, სხივი არ იქნება ჰორიზონტზე. ახლა კი ყველაფერი თავისით რეგულირდება. მზის ჩასვლისას შუქის სიგნალი – ირთვება, ხოლო ამოსვლისას – გამოირთვება. 2005 წელს აქ თანამედროვე ოპტიკა დააყენეს. იქამდე მზის ჩასვლასა და ამოსვლას უყურებდნენ, ყველაფერს თვითონ აკეთებდნენ.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

— ადრე შუქურის ჩართვამდე ნახევარი საათით ადრე ფარდის აწევა იყო საჭირო. შემდეგ დილით შუქურას რთავ და მიდიხარ ფარდის ჩამოსაწევად, რადგან არჭურვილობა ფუჭდებოდა მზის სინათლისგან. შტორმის შუშაც იწმინდებოდა. ახლაც ვწმენდთ, მაგრამ ფარდის ჩამოწევა აღარ არის საჭირო: ახალ ოპტიკას არ ეშინია შუქის. შუქურის ჩართვამდე ერთი საათით ადრე იქ მიდის ზედამხედველი და ყველაფერს ამოწმებს: შეიძლება სარემონტო სამუშაოებია საჭირო. დასალაგებლად მორიგე ადის. ჩვენი მოვალეობა დალაგებაც არის, შეღებვაც და ტექნიკის მოვლაც.

იაკივი ნოსტალგიით იხსენებს დროს, როდესაც სამუშაო უფრო საინტერესო იყო. გვაჩვენებს ქერჩში უფროსების შეკრების სურათებს. ადრე მასთან ხშირად მოდიოდნენ სტუმრები. მის პირად არქივში დღემდე შენახულია ბერდიანსკისა და ოდესის კორესპონდენტების სურათები. მხოლოდ ამ სურათებზე შეიძლება ნახო ძველი აღჭურვილობა.

ომის დროს შუქურამ დიდი დარტყმა გადაიტანა: ის თითქმის გაანადგურეს. იაკივი გვაჩვენებს 1957 წლის რეკონსტრუქციის შემდგომ სურათებს:

— როდესაც გერმანელები უკან იხევდნენ, ცდილობდნენ, რომ გაენადგურებინათ მთელი აღჭურვილობა, მაგრამ რაღაც არასწორად წავიდა: მხოლოდ შუქურის თავი ააფეთქეს. 1957 წელს მას რესტავრირება ჩაუტარეს. ტექნიკური შენობაც აღადგინეს. გერმანული სიგნალური მიმღები დააყენეს. როდესაც ხედვის უნარი 60 კილომეტრამდე მცირდებოდა, რთავდენენ ხმის სიგნალიზაციას, რათა გემებს ხმის მიხედვით განესაზღვრათ დაშორება შუქურამდე. 1981 წლამდე იყო ასე, შემდეგ კი დააყენეს შუქურა–უკუგება, “ამერიკული თანამედროვეობა”.

— ახლა შუქურის სინათლე თხუთმეტ საზღვაო მილზე ჩანს. ზღვაში სიგნალი შუქურიდან მიდის: ოთხნახევარი წამი – კაშკაშა შუქი, შემდეგ კი სამწამიანი პაუზა.

იაკივთან ერთად სამი ადამიანი მუშაობს. ადრე ჯგუფში 12–ნი იყვნენ. თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლასთან ერთად, ზედამხედველის პროფესია ქრება. ბევრი გემი GPS–ნავიგატორით არის აღჭურვილი, მეზღვაურები სატელიტის მეშვეობით ხედავენ ყველაფერს. შუქურათა უმრავლესობა ავტომატურად მუშაობს, რადიოსიგნალებს ღია ზღვაში, პატარა შუქურა–უკუგებებს უგზავნიან.

შუქურებს უმთავრდებათ საექსპლუატაციო ვადა, ისინი ისტორიულ და არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებად იქცევიან. ხშირად ისინი დეკორატიულ ფუნქციას ასრულებენ ან უბრალოდ დგანან და ნელ–ნელა ნადგურდებიან. მიუხედავად ამისა, ადამიანური ფაქტორი, მაინც რჩება შუქურაზე გადამწყვეტად. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაზე რთულ და სახიფათო საქმეს ავტომატიკა აკეთებს, ადამიანი მაინც აგრძელებს თვალ–ყურის დევნებას, რომ ყველაფერი სწორად მიდიოდეს. რა თქმა უნდა, ზედამხედველს აღარ უწევს ყინვასა და ქარბუქში ზევით ასვლა რათა დაარეგულიროს ნათურის მუშაობა. მისთვის საკმარისია, რომ კვირაში ერთხელ გადაამოწმოს მოწყობილობის გამართულობა.

რთულად სუნთქვის გამო, იაკივი რთულად ადის შუქურაზე, ნაბიჯ–ნაბიჯ. ის ერთი ძველი სურათით ამაყობს, სადაც ის, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, სხვა კორესპონდენტებს აჩვენებს თუ როგორ მუშაობს შუქურის ოპტიკა. ჩვენ წარსულში დაბრუნება გვინდა და გვინდა გადავიღოთ ასეთივე სურათი, მაგრამ უკვე ახლანდელ იაკივთან.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

შუქურის მცველი – საოჯახო საქმე

იაკივ ფედირკოს ოჯახში შუქურაზე ბევრი მუშაობდა:

— აქ ჩემი ძმა მუშაობდა, ქალიშვილიც და ცოლიც. თითქმის დინასტია…

იაკივის მამა, ისე როგორც იაკივი, პენსიაზე გასვლის შემდეგაც მუშაობდა. უმცროსი გოგო ტეტიანა, მიუხედავად იმისა რომ არ ცხოვრობს შუქურაზე, მამასთან ერთად ტექნიკად მუშაობს. ახლა ის ადის მაღლა მამამისის მაგივრად, მისი საქმის გასაგრძელებლად. ყოველ უქმეებზე შვილებთან ერთად მამასთან ჩამოდის. ნამდვილი საოჯახო საქმე, სიყვარული, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა:

— მე არასდროს გავცვლიდი ამ სამსახურს სხვა ნებისმიერზე. აქ ყოველთვის შეიძლება ზღვის ხმაურის მოსმენა, ტკბობა იმითი, თუ როგორ ამოდის და ჩადის მზე, შტორმის ყურება და ტალღების მოსმენა. კარგად უნდა მოუსმინო. შუქურიდან დილით შეგიძლია დელფინების ნახვა. არასდროს მიფიქრია სხვაგან წასვლა.

მსოფლიოში ხშირად, შუქურები პატარა სასტუმროებად და რესტორნებად იქცევა, განვითარების შესაძლებლობით, მიუხედავად ამისა, უკრაინაში ამ ობიექტებზე ჯერ კიდევ მოქმედებს რეჟიმი. ზედამხედველის პროფესია აგრძელებს არსებობას. ჩვენ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა რომ ვნახოთ ისეთი ადამინები, როგორიც იაკივია, რომლებიც ნახევარი საუკუნე გაუჩერებლად უსმენენ ზღვის ხმაურსა და ჯერ არ გეგმავენ საკუთარი პოსტის დატოვებას.

მასალა მომზადებულია

პროექტის ავტორი:

ბოგდან ლოგვინენკო

ავტორი:

ანნა ოსტროვერხა

რედაქტორი:

ევგენია საპოჟნიკოვა

ოპერატორი:

დმიტრო ოხრიმენკო

მონტაჟის რეჟისორი:

მიკოლა ნოსოკი

ფოტოგრაფი:

დმიტრო ბარტოში

ფოტოგრაფი:

სერგიი კოროვაინი

ტრანსკრიბატორი:

ტრანსკრიბატორი:

თვალი ადევნე ექსპედიციას