პატარა ინდოეთი უჟგოროდში

8 მაისი 2017
Share this...
Facebook
Twitter

სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიის გარკვეულ ქალაქებში არის რაიონები, სადაც ინდოელები ცხოვრობენ, რომლებსაც როგორც წესი Little India(პატარა ინდოეთი) ჰქვია. ასევე არის Chinatown, სადაც ჩინელები ცხოვრობენ. ასეთი რაიონები ევროპის ქალაქებშიც არის. სიმართლე რომ ვთქვათ, ისინი უფრო თანამედროვედ გამოიყურებიან, რადგან გადმოსახლება უფრო გვიან მოხდა. უკრაინაში კომპაქტური საცხოვრებლის ადგილები მხოლოდ რომული ჯგუფების არის.

ვენ ხომ ვისაუბრებთ იმაზე, ვინც უკრაინაში სწავლისთვის ჩამოდის. რატომ ჩამოდიან სტუდენტები ინდოეთიდან უკრაინაში და როგორ იღებს მათ უკრაინა? რისი შეთავაზება შეუძლია პატარა ოლქის ცენტრ – უჟგოროდს – სტუდენტებისთვის, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობის მიხედვით მეორე ქვეყნიდან ჩამოდიან?

უკრაინის სახელმწიფო საერთაშორისო განათლების ცენტრის მიხედვით, უკრაინაში 148 ქვეყნიდან დაახლოებით 64000 უცხოელი სწავლობს. მათ შორის 6145 – ინდოელი. აქედან გამომდინარე, ყოველი მეათე უცხოელი სტუდენტი ინდოეთიდან ჩამოდის. უფრო მეტი – აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან.

საერთაშორისო განათლების ცენტრი
უკრაინის სახელმწიფო საერთაშორისო განათლების ცენტრი შეიქმნა 2003 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, საზღვარგარეთ უკრაინის განათლების ხელშეწყობისა და უცხოელი სტუდენტების უკრაინის შესახებ ინფორმირებისთვის.

საერთაშორისო განათლების ცენტრის დირექტორი ოლენა შაპოვალოვა ამბობს, რომ 1,3 მილიარდამდე მოსახლეობით, რომელთაგან ნახევარი ახალგაზრდაა – 21 წლის, ანუ პოტენციური სტუდენტები, ინდოეთი არის მსოფლიოს მეორე ქვეყანა, ჩინეთის შემდეგ, რომლის მოქალაქეები განათლებას საზღვარგარეთ იღებენ. უკრაინაში სასწავლებლად ჩამოსვლა არც ისე ადვილია. ინდოეთი მიგრაციის რისკის ქვეყანა არ არის, მიუხედავად ამისა, არაოფიციალური მონაცემებით, სწორედ ინდოელი სტუდენტებისთვის არის რთული და ძვირი უკრაინული სტუდენტური ვიზის მიღება.

უკრაინის უნივერსიტეტების ხუთეული, რომელშიც სწავლობენ ინდოელი სტუდენტები: ხარკოვის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი, ვ.ნ. კარაზინის ხარკოვის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი, ო.ო. ბოგომოლცის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი, ზაპორიჟიეს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტი. უკანასკნელმა, უცხოელი სტუდენტების სწავლების უფლება 2016 წელს მიიღო. მილიონიანი ქალაქებთან შედარებით – ხარკოვი, კიევი, ზაპორიჟია – პატარა უჟგოროდში ინდოელების ასეთი რაოდენობა ეგრევე თვალში გხვდება და მათთან კონტაქტის საშუალება უფრო დიდია. ამიტომ სწორედ უჟგოროდი ავირჩიეთ, იმისთვის, რომ უფრო მეტი გავიგოთ ინდოელი სტუდენტების შესახებ.

რიცხვები
+59% 2016/2017 სასწავლო წელში, წინა წელთან შედარებით, ინდოეთის მოქალაქეების განაცხადი უკრაინის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შესახებ 2194 – დან 3500 – მდე გაიზარდა. ინდოელი სტუდენტების უმეტესობა უკრაინაში სამედიცინო განათლებას იღებს. ასევე სწავლობენ საავიაციო ინჟინერიას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ეკონომიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებს.

ჰარი კრიშნა

ჩვენ ჩამოვედით ჰარისთან, იმისთვის, რომ გავიგოთ იმის შესახებ თუ როგორ ცხოვრობს ინდოელი უკრაინში. ჰარი სახლს ქირაობს. ამბობს, რომ უცხოელისთვის აქ რთულია სახლის პოვნა: უცხოელი სტუდენტისგან ეგრევე მეტი ფული უნდათ.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

– უჟგოროდი ძალიან წყნარი ქალაქია. აქ შემიძლია რომ მოვიდე ოთახში და გავაკეთო ჩემი საქმე. ინდოეთში რთულია, რადგან იქ ბევრი მანქანა და ხმაურია. აქ კი სიჩუმე და სიმშვიდეა. ჩიტების ჭიკჭიკის გაგონებაც კი შემიძლია. უჟგოროდი პატარაა, ხალხი ძალიან კარგი. აქ ადვილია ჩემთის ცხოვრება, ურთიერთობა, უამრავი უკრაინელი მეგობარი მყავს. აღმოსავლეთ უკრაინის შემდეგ აქ უფრო მოსახერხებელია, ევროპასთან უფრო ახლოა, ხალხი უფრო მომღიმარია. აქ ლუგანსკიდან ჩამოვედი. იქ სხვანაირი ხალხია. მათში აგრესას იწვევს ის, რომ ინგლისურად ვსაუბრობთ. პირველ კურსზე, როდესაც ლუგანსკში ვცხოვრობდი, არაფერი ვიცოდი არც უკრაინულად და არც რუსულად, “გამარჯობისა” და “მადლობის” გარდა.

ფოტოგრაფიით საქმიანობა ჰარიმ ჯერ კიდევ ინდოეთში დაიწყო. ნახევარი წლის განმავლობაში, ის იღებდა სურათებს ადგილობრივი გაზეთისთვის, კიდევ ნახევარი წელი სამოდელო სააგენტოში იმუშავა.

– ვსწავლობ მედიცინას, რამდენიმე წლიანი სწავლის შემდეგ, ვფიქრობ, რომ იდეალური შერწყმაა: სურათი და მედიცინა. ვმუშაობ, როგორც ფენშ–ფოტოგრაფი, ან ქუჩის ფოტორგაფად. უამრავლი ლამაზი შავ–თეთრი სურათი გადავიღე. აქ ახლა ინდოელ ბიჭად მიცნობენ, რომელიც შავ–თეთრ სურათებს იღებს.

– ახლა ბევრი უნდა ვიმუშავო, პირველი წელი ძალიან რთული იყო. ხალხი არ მიცნობდა, მე კი არავის ვიცნობდი უჟგოროდში. იძულებული ვიყავი, რომ მევლო და დამერწმუნებინა, რომ ფოტოგრაფი ვარ, რომ ბევრი მუშაობა შემიძლია.

უცხოელი სტუდენტების გაერთიანება უჟგოროდში არც თუ ისე დიდია, სულ რაღაც 300–400 უცხოელი: ინდოელები, ლათინელები, აფრიკელები, სულ 15–20 ქვეყნის წარმომადგენელი.

– აქ პატარა ყავის სახლია იმისთვის, ვისაც ინდური საჭმლის გასინჯვა სურს, აგრეთვე ინდოელებისთვის, რომლებსაც სახლი მოენატრათ. მე ვამზადებ სახლში, დამოუკიდებლად. აგრეთვე მომწონს უკრაინული საჭმელი, მაგრამ ვეგეტარიანელი ვარ და ზამთარში მიჭირს კარგი ხილისა და ბოსტნეულის მოძიება. რაც შეეხება სუნელებს, ზაფხულში შემიძლია მოვიძიო რამდენიმე სუნელი ბაზარზე “ლიუქსორ–პლამასთან” ახლოს(სც “Luxor Plaza” კორიატოვას ქუჩაზე – რედ.) ზამთარში ისინი ან ძალიან ძვირია, ან არ არის. ზოგჯერ სუნელებს ინდოეთიდან ვუკვეთავ. როდესაც სახლიდან უკრაინაში მოვდივარ, ინდური სუნელებით სავსე ჩანთა ჩამომაქვს, ეს სიმართლეა.

ჰარი გვიყვება, რომ ერთ–ერთი მისი მეგობარი ლუგანსკში ექვსი წელი სწავლობდა და ბოლოს არცერთი სწავლის დამადასტურებელი საბუთი არ მიიღო. ამიტომ ახლა ის უჟგოროდშია და თავიდან სწავლობს მესამე კურსზე. მას სწავლის თავიდან დაწყება მოუწია. სწავლის საფასურს ინდოელი სტუდენტები ან თითონ იხდიან, ან მათ ოჯახი ეხმარება.

— ჩვენ არაფერს ვიღებთ სახელმწიფოსგან. ინდოეთი ძალიან დასახლებულია და ხელისუფლებას არ აქვს საშუალება, რომ სტიპენდია მოგვცეს. უმეტეს წილად მშობლები გვეხმარებიან. იმის წყალობით, რომ მე ვმუშაობ, დამოუკიდებლად შემიძლია ცხოვრება. მშობლები მხოლოდ სწავლის ფულს მიხდიან.

კითხვაზე, თუ რის ნახვას ურჩევდა უცხოელ ტურისტებს უჟგოროდში, ჰარი გვპასუხობს:

— ვოცნებობ, ოჯახის წევრების ჩამოყვანასა და მდინარე უჟის სანაპიროს ჩვენებას, რომელიც ქალაქის ცენტრშია. იქ სეირნობა მიყვარს. უჟგოროდის გარეთ უამრავი საინტერესო ადგილია. ბევრს დავდივარ მთაში. ლამაზი მდინარეები და ტყეებია. მთა პილიპეცი მომწონს, ტყე მუკაჩევოსთან, ციხესიმაგრე პალანოკი მუკაჩევოში.

ჰარი სამხრეთ ინდოეთიდან არის მისი სახლი ოკეანის წინაა. ამბობს, რომ ძალიან არ ნერვიულობს იმაზე, რომ სახლში არ არის.

– დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი ოკენასეთან, ახლა კი სამი წელია რაც მთებთან ვცხოვრობ. განსხვავებული გამოცდილებაა. ინდოეთში ჰიმალაებში ვიყავი, სადაც ძალიან ცივა, ამიტომ ასეთ კლიმატს მივეჩვიე.

ჰარი ლუგანსკში აუტანლობას გრძნობდა, ისე როგორც ინდოელი სტუდენტების უმრავლესობა. უჟგოროდში კი მათ უკეთესად იღებენ.

– ნებისმიერ ქვეყანაში არიან კარგი და ცუდი ადამიანები. თუ მე ავირჩევ კარგ ადამიანებს და იგნორს გავუკეთებ ცუდ ადამიანებს, ბედნიერი ვიქნები. ინდოეთში არიან ადამიანები, რომლებსაც თქვენ არ მოეწონებით, მაგრამ უმეტესობა თქვენ კარგად მოგექცევათ. ახლა უკრაინაში, თავშეუკავლობა ნაკლებია, განსაკუთრებით უჟგოროდში. რამდენიმე წლის წინ, ლუგანსკში მოსახლეობის 60% იყო ნეგატიურად განწყობილი და 40% დადებითად ან ნეიტრალურად. აქ ნეგატიურად განწყობილი მაქსიმუმ 10%–ია. ზოგჯერ გვხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ზოგადად არ მოსწონთ ფერადკანიანი ადამიანები, უმეტეს წილად, ეს უფროსი თაობაა. ახალგაზრდობას, უფროსებისგან განსხვავებით, არ აქვთ კომპლექსი და პრობლემა ინგლისურ ენასთან მიმართებით. მოგზაურობა უფრო ადგვილია, როდესაც იცი უცხო ენა.

– ევროპაში მოგზაურობისას ბევრი შავკანიანი გხვდება. უჟგოროდი ევროპასთან ახლოს არის, ამიტომ ეს აქ ეს ნორმალურია. როდესაც პირველად ჩამოვედი უჟგოროდში, ხალხი მიყურებდა როგორც უცხოპლანეტელს. მაშინ უჟგოროდში ცოტა უცხოელი ცხოვრობდა. იყვნენ სლოვაკები, უნგრელები, რომლებიც დიდად არ განსხვავდებოდნენ უკრაინელებისგან. ფერადკანიანი ხალხი, აქ იშვიათად გხვდებოდა. ამჟამად ეს უკვე აღარ არის იშვიათობა.

ჰარი გვიამბობს, რომ ინდოეთში 30–ზე მეტი სახელმწიფო ენაა. ყველა რეგიონს აქვს თავისი ოფიციალური ენა. ჰარიმ რვა ენა იცის, მათ შორის ოთხი ინდურია. გარკვეული პერიოდი ის დუბაიში ცხოვრობდა, ამიტომ იცის არაბული. ის ცდილობს რომ უკრაინულად გვესაუბროს.

სამედიცინო განათლება: უკრაინა vs. ინდოეთი

ინდოეთის სამედიცინო სკოლაში განათლება საშუალო ფენის ინდური ოჯახისთვის ძვირია – 10–15 ათასი დოლარი წელიწადში. უკრაინაში ეს თანხა უცხოელი სტუდენტისთვის დაახლოებით 2,5 ათასი დოლარია წელიწადში. ამ თანხის სხვაობა ინდოელ მშობლებს აძლევს მოტივს იმისა, რომ დააინტერესონ ბავშვები, რათა უმაღლესი განათლება სამშობლოსგან შორს მიიღონ. ხშირ შემთხვევაში ირჩევენ ჩინეთის, ფილიპინების, ნეპალის, ლატვიის, რუსეთის, საქართელოს, ყირგიზეთსა და უკრაინას შორის. უკანასკნელი, სტუდენტების თქმით, სასარგებლოდ განსხვავდება სხვა ქვეყნებთან შედარებით თავისი გეოგრაფიული მდებარეობით: ცენტრალურ და დასავლეთ ევროპასთან ახლოს და შორს ინდოეთისან. რაც უფრო შორს არის ოჯაგისგან, მით უფრო დიდი შანსია, რომ ახალგაზრდობა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ და პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქეებად.

ინდოეთში ექომობა არა მარტო პრესტიჟული, არამედ მომგებიანია. ექიმის საშუალო შემოსავალი ინდოეთში თვეში არის – 2–დან 5 ათას დოლარამდე, სპეციალობიდან გამომდინარე. უკრაინაში, სახელმწიფო სექტორში ექიმი გამოიმუშავებს საგრძნობლად ნაკლებს. სწავლის დამთავრების შემდეგ უკრაინაში ინდოელებმა სამშობლოში უნდა ჩააბარონ გამოცდა და მიღებული შედეგიდან მიიღონ ექიმის ლიცენზია. მხოლოდ ამის შემდეგ მათ შეუძლიათ მუშაობა.

Ajmal Abdul Majid

აჯამალი ყვება, რომ ინდოეთში საშუალო განათლების მიღების შემდეგ, ძალიან უნდოდა, რომ ესწავლა სამედიცინო სკოლაში, მაგრამ დიდი კონკურენციის, შეზღუდული ადგილების და დიდი საფასურის გამო ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ის სასწავლებლად უკრაინაში გაეგზავნა.

ერთ–ერთ ასეთ სემინარზე ჩარმი შეხვდა უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორს, რომელმაც დაარწმუნა, რომ სწორედ იქ ჩაებარებინა. უცხოელების დადებითად გამოხმაურების ფაქტორი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საფასური. სტუდენტები ყვებიან, რომ გადაწყვიტეს აქ ჩამოსვლა, რადგან უჟგოროდში სწავლობენ მათი უფროსი მეგობრები ან ნათესავები. ამბობენ, რომ აქ კარგი გადმოცემის უნარია და სტუმართმოყვარე გარემო.

ინდოეთში მუშაობს უამრავი სააგენტო, რომელიც გვთავაზობს შუამდგომლობას საზღვარგარეთის უს–ში ჩასაბარებლად, მათ შორის არის უკრაინულიც. ისინი ატარებენ სპეციალურ სემინარებს, სადაც აწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას.

Charmi Ramanuj

ჩარმის ყოველთვის უნდოდა, რომ გამხდარიყო ექიმი, რადგან კარგად ესმის დაავადებებისა და პროცესების, რომლებიც ორგანიზმში ხდება, მას აინტერესებს თუ როგორ მუშაობს სხეული. გარდა ამისა, მას უნდა, რომ დაეხმაროს დაავადებულ ხალხს:

– ინდოეთში, შენ თუ ექიმი ხარ, პატივს გცემენ. დიდი მომავალი გაქვს სიცოცხლის ბოლომდე, რადგან შენ შეგიძლია, რომ გადაარჩინო ადამიანის სიცოცხლე და ამისგან მიიღო დალოცვა. გარდა ამისა, ექიმებზე მოთხოვნა დიდია, რადგან მოსახლეობა ძალიან სწრაფად იზრდება.

შიკუ ყვება, რომ არის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ინდოეთის მოსახლეობა ორმოც წელიწადში შეიძლება გაორმაგდეს. კვალიფიციურ ექიმებზე მოთხოვნაც, გაიზრდება:

– ას ადამიანზე მინიმუმ ერთი ექიმი უნდა იყოს. ამიტომ, ახალგაზრდა თაობა ყოველთვის იქნება უზრუნველყოფილი სამსახურით. ეს ახალი სამედიცინო ბუმია, რომელმაც შეცვალა ინფორმაციული ტექნოლოგიების ბუმი. სულ რაღაც 5–6 წლის წინ ყველა ინდოელ მშობელს უნდოდა, რომ მათი შვილები პროგრამისტები გამხდარიყვნენ.

Shikku Paulose

სწავლის შემდგომ ინდოელი სტუდენტები სამშობლოში დაბრუნებას აპირებენ, რადგან იქ მათი ოჯახია, რომელიც ენატრებათ. მათი ნახვა წელიწადში რამდენჯერმე გამოსდით. აჯმალი აღნიშნავს:

– დიახ, მე ვგეგმავ ინდოეთში დაბრუნებას, მაგრამ ეს არ ნიშბავს იმას, რომ არ მომწონს უკრაინა. უბრალოდ მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში ვიმუშავო.

ზოგიერთი ინდოელი არ გამორიცხავს ინდოეთში დაბრუნებამდე იმის შესაძლებლობას, რომ იმუშაონ უკრაინასა ან რომელიმე სხვა ქვეყანაში.

საკვები და რიტუალები

უჟგოროდში არის რამდენიმე ადგილი, რომელიც დაკავშირებულია ინდოეთთად. არის წერტილი ინდური შაურმითა და ინდური სასადილოთი, სადაც სტუდენტები დროდადრო სადილობენ. კიდევ არის ადგილი, სადაც იკრიბებიან ბუდისტები, კრიშნაიდები. იქ უფასოდ არიგებენ ინდურ საჭმელს. სტუდენტები ამბობენ, რომ იქ კარგი ატმოსფეროა: ახსენებთ სამშობლოს, ყველაფერი ინდური ტრადიციისამებრ არის. თუმცა არის პრეტენზია უკრაინულ “ინდურ” საჭმელზე.

– მაგალითად, აქ კაფეში გვაძლევენ ჯანჯაფილის წყალს, ჩვენ სადილისა და ვახშამის დროს არ ვსვამთ მას. ზოგადად, საჭმელი კარგია, მაგრამ აკლია ნამდვილი ინდური გემო. ვფიქრობ, ეს უფრო უკრაინული და ინდური გემოს მიქსია.

ნამდვილი ინდური ჩაი მასალას გასინჯვას ის “Eat Me Café” – ში გვირჩევს:

– როდესაც მე მას ვსვამ, მგონია, რომ ინდოეთის ქუჩებში ვარ: რამდენად კარგად იციან თუ როგორ გააკეთონ თაფლისა და სხვა საჭირო ინგრედიენტებისგან ჩაი.

ჩარმი, როგორც ჰარი, არ ჭამენ ხორცს და ძალიან ნანობენ, რომ უჟგოროდში თითქმის არ არის დაწესებულება, რომელშიც სთავაზობენ მხოლოდ ვეგეტარიანულ საჭმელს. გამონაკლისი არის ვეგეტარიანული ეკო–კაფე “იასნე სონეჩკო”.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

შიდა გადასახლებულნი: ლუგანსკი – უჟგოროდი

შიკუ სამი წელი სწავლობდა ლუგანსკში და გადავიდა უჟგოროდში 2014 წელს. გამოგვიტყდა, რომ ძალიან ეშინოდა სწავლის:

– 2013 წლის დეკემბერში გავიგეთ მაიდანის შესახებ, რის გამოც შეგვექმნა უამრავი პრობლემა, მაგრამ უნივერსიტეტი(ლუგანსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – რედ.) მუშაობდა 2014 წლის ივნისამდე. იყო პრობლემები ბანკთან მიმართებაში, ჩვენ არ შეგვეძლო თანხის მოხსნა. მაისის ბოლოს ქალაქთან ახლოს ისმოდა აფეთქების ხმა. გვეგონა, რომ შევძლებდით სასწავლო წლის დასრულებას, წავიდოდით ინდოეთში საზაფხულო არდადეგებზე და დავბრუნდებოდით ლუგანსკში, რადგან იქ ყველაფერი დამთავრდებოდა. შემდეგ უნივერსიტეტში ჩამოვიდა ინდოეთის ელჩი უკრაინაში და გაგვაფრთხილა, რომ 72 საათში უნდა დაგვეტოვებინა ქალაქი. ინდოეთის საელჩომ გადაუხადა უცხოელ სტუდენტებს მატარებლის ბილეთების ფული, იმათაც კი ვინც არ იყო ინდოელი. ასე მოვხვდით კიევში, სადაც გარკვეული პერიოდი სასტუმროში ვიცხოვრეთ.

Milap Joshi

ყირიმის მოვლენების დაწყებამდე მილაპი ჩამოვიდა სიმფეროპოლში და იქ ერთი თვე იყო, ჩასაბარებლად ემზადებოდა:

– ყველაფერი მაგარი იყო, შავი ზღვა ახლის, შემდეგ ის ანექსირებული იყო რუსეთის მიერ და აღარ შემეძლო იქ ჩაბარება. ამიტომ ჩამოვედი უჟგოროდში.

2014 წელს ინდოელი სტუდენტები ლუგანსკიდან, დონეცკიდან და ყირიმიდან გადაიყვენეს სასწავლებლად ტერნოპოლში, ლვოვში, უჟგოროდსა და უკრაინის სხვა ქალაქებში.

შიკუ გვიყვება, რომ ლუგანსკში სამი წლის სწავლის შემდეგ, მას ვერ წამროედგინა, რომ უკრაინის სხვა ქალაქში გადასვლა მოუწევდა. ახლა ის ხვდება, რომ უჟგოროდში გადასვლა – საუკეთესოა, რაც კი შეიძლებოდა რომ თავს გადახდენოდა მას და სხვა ინდოელ სტუდენტებს:

– ჩვენ აქ უკეთეს განათლებას ვიღებთ, ვცხოვრობთ უკეთეს პირობებში, გარშემო კარგი ხალხი გვყავს. პედაგოგების უმეტეს ნაწილს აქვს ევროპული განათლება და თავისუფლად საუბრობენ ინგლისურად.

ბიჭმა აღიარა, რომ ლუგანსკში პედაგოგებს ძალიან უყვარდათ ამერიკული დოლარები:

– ზოგჯერ 100 დოლარის გადახდა გვიწევდა, ერთი გამოცდის ჩასაბარებლად. პედაგოგები ამას პირდაპირი ტექსტით გვეუბნებოდნენ. ეს სიგიჟეა! რა თქმა უნდა, ყველა პედაგოგი ასე არ აკეთებდა, მაგრამ რამდენიმე პრობლემური იყო.

ლუგანსკში სამი წლის სწავლების შემდეგ აჯამალი უჟგოროდში ჩამოვიდა. ამბობს, რომ ინდოელი სტუდენტების მიმართ დამოკიდებულება უჟგოროდში უკეთესია, ვიდრე ლუგანსკში:

– განსაკუთრებით კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ უფროს თაობას: ისინი ხშირად გვეკითხებიდნენ თუ როგორ ვგრძნობდით თავს, როგორ მიდიოდა სწავლის საქმე, ასევე გვეკითხებოდნენ ბოლივუდის ძველი მსახიობების შესახებ და ინდირა განდის შესახებ. ალბათ იმიტომ, რომ სსრკ მეგობრობდა ინდოეთთან და უფროსებს ახსოვთ ეს. ლუგანსკში კი მე ასეთი რამ არ მახსენდება.

აგრეთვე ინდოელებმა შენიშნეს, რომ უჟგოროდის განსაკუთრებულობა – რომული გაერთიანებაა. აჯამალი გვიზიარებს თავის დაკვირვებებს:

– შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რომები უჟგოროდში გვიღებენ როგორც ნათესავებს, შეიძლება მუქი კანის ფერის გამო. მათ ეს აქაურ მაცხოვრებელ უკრაინელებსაც კი უთხრეს. ამიტომ ხალხს ეგონა, რომ ჩვენ რომები ვართ, შეიძლება ვიყოთ დაავადების მატარებლები. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადაც ხალხს ჩვენი ყოფნა აღიზიანებდა. კიდევ, საუნის მფლობელმა უარი გვითხრა საუნაში შესვლაზე მუქი კანის გამო.

Aneri

ანერს ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ასევე აქვს ურთიერთობის ნეგატიური გამოცდილება:

– უჟგოროდისთვის ინდოელები – ეს რაღაც ახალია, ამიტომ ხშირად ადგილობრივები გამოხატავენ ღია რასიზმს. ზოგჯერ ნასვამი ხალხი დაგვდევს, იმიტომ, რომ სხვა ქვეყნიდან ვართ და როგორც ისინი ფიქრობენ – დაუცველები ვართ. მაღაზიის გამყიდველს, რომელიც ჩვენი საერთო საცხოვრებლის წინ არის, როდესაც შევდივართ სახეზე აწერიათ “ო ღმერთო, ეს ინდოელები ისევ აქ არიან!” ის გვექცევა უხეშად, დაგვცინის, სხვა გამყიდველებთან ერთად, თითქოს ჩვენ საერთოდ ცარიელი ადგილი ვართ. თუ არ გავითვალისწინებთ ქუჩაში ალმაცერ გამოხედვას.

სტუდენტები, რომლებიც ლუგანსკიდან უჟგოროდში ჩამოვიდნენ, ამბობენ რომ იქ სახიფათო იყო სიარული ქუჩებში, რადგან კანის მუქი ფერი მომენტალურად უჩენდა კითხვებს მომსახლეობას. შიკუ იხსენებს შემთხვევებს, როდესაც მისალმებისას “გამარჯობა!” ლუგანსკში ხალხი ყოველთვის არ იწყებდა საუბარს მათთან:

– ვფიქრობდი: იქნებ ინგლისურად დაველაპარაკო? აქ უჟგოროდში თავისუფლად შემიძლია ველეპარაკო მოხუც ბებიებს.

შიკუ თვლის, რომ ეს შეიძლება გავამართლოთ ლუგანსკის მოსახლეობის განათლების დაბალი დონით და უმეტეს წილად იმით, რომ ის მონონაციონალური ქალაქია. უჟგოროდში პირიქითაა, ერთად ცხოვრობენ სლოვაკები, უნგრელები, პოლონელები, უკრაინელები. ის ამატებს:

– ასევე, შეიძლება, უჟგოროდში ხვდებიან, რომ ინდოელი სტუდენტები – კარგია მათი ქალაქისთვის, რადგან ჩვენ ფაქტობრივად, ჩვენი ფულის ინვესტირებას ვაკეთებთ მათ რეგიონში, როდესაც ვიხდით განათლებაში, ვყიდულობთ მაღაზიაში ნივთებს, ვიხდით სხვადასხვა მომსახურებას.

უკრაინაში ინდოელი სტუდენტის დაკვირვებით, ხალხი ძალიან ბევრს მუშაობს, განსაკუთრებით – ქალები. ინდოეთში არ არის იმდენი ქალი, რომლებიც მუშაობენ. უკრაინელები უფრო პუნქტუალურები არიან. უკრაინულ ქალაქებში სისუფთავეა, ხალხი ქუჩებში დისციპლინას იცავს.

ინდოეთი განსაკუთრებულია იმით, რომ მრავალფეროვანი ქვეყანაა, ენების დიდი რაოდენობით, კულტურითა და რელიგიით. ამის ფონზე, ინდოელებს ჰგონიათ, რომ უკრაინა ასე თუ ისე ერთნაირია ყველა რეგიონში. შიკუ აღნიშნავს:

– ინდოეთი და უკრაინა აბსოლუტურად სხვადასხვა ქვეყანაა. როდესაც ინდოეთში ჰორიზონტზე ჩნდება ახალი ადამიანი, ჩვენ მასთან მივდივართ და ვესაუბრებით, რომც არ ვიცნობდეთ. უჟგოროდში ჩვენთანაც მოდიოდნენ გასაცნობად, მაგრამ მხოლოდ რამდენჯერმე.

მასალა მომზადებულია

პროექტის ავტორი:

ბოგდან ლოგვინენკო

ავტორი:

დაშა პიროგოვა

რედაქტორი:

ევგენია საპოჟნიკოვა

ფოტოგრაფი:

გარი კრიშნანი

ტარას კოვალჩუკი

ოპერატორი:

დმიტრო ოხრიმენკო

დრონის ოპერატორი:

მონტაჟის რეჟისორი:

რეჟისორი,

მონტაჟის რეჟისორი:

მიკოლა ნოსოკი

ტრანსკრიბატორი:

თარჯიმანი:

ლაშა ავქოფაშვილი

თვალი ადევნე ექსპედიციას