Share this...
Facebook
Twitter

სოფელ შაბოს მოსახლეობა მას მისიეს უწოდებს. ენერგიული 64 წლის ფრანგი, კრისტოფ ლაკარნე დე ფაბიანი, 16 წელზე მეტი რაც ცხოვრობს და მუშაობს უკრაინაში, ზეიმობს მისი ცხოვრების ყოველ დღეს. მეწარმე, პარფუმერი და მეღვინე, რომელმაც ბესარაბეთის ცნობილ სოფელში არისტოკრატული მასპინძლობის კუთხე შექმნა, ღვინოს ხელით ამზადებს.

იუხედავად იმისა, რომ ყურძენი თითქმის ყველა კონტინენტზე მოჰყავთ, რამდენიმე რეგიონს განსაკუთრებული პოტენციალი აქვს, რომ მართლაც ლამაზი ღვინოები შექმნას.

ვენახისთვის დამაბინძურებელი ადგილების პარალელებია 30 ° და 50 ° ჩრდილოეთით და სამხრეთით. ეს იმის გამოა, რომ ცივ პირობებში ყურძენი არ მწიფდება და მაღალ ტემპერატურაზე კენკრა ძალიან სწრაფად იშლება და სპეციფიური გემო აქვს.

ითვლება, რომ საუკეთესო ღვინოები შეიძლება გაკეთდეს 45 პარალელზე. მას “პარალელურ ღვინოს” უწოდებენ. ამ გრძივში, არსებობს ისეთი ცნობილი ღვინის მზარდი რეგიონები, როგორიცაა საფრანგეთის ბურგუნდი და ბორდო, ასევე იტალიური პიემონტი.

მაგრამ კლიმატი არის მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ყურძნის ხარისხს. ზოგადად, ღვინო ადგილობრივი ტერიტორიის პროდუქტია. ღვინის დამზადებისას განსაკუთრებული ტერმინი არსებობს – ტერუარი. ის ერთმანეთში აერთიანებს ბუნებრივ და გეოგრაფიულ ფაქტორებს, როგორც კლიმატი, ნიადაგის ტიპი, რელიეფი და სხვა მცენარეები, რომლებიც ადგილზე იზრდება. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ყურძნისა და ღვინის გემოზე. საუკუნეების განმავლობაში, მეღვინეები ეძებენ რელიეფს ყველა საჭირო ბუნებრივი ფაქტორების განსაკუთრებული კომბინაციით.

შაბო

ნიჟნი პოდნიპროვიასთან, ტრანსკარპატიასა და ყირიმთან ერთად, ბესარაბეთი უკრაინის ერთ-ერთი ღვინის რეგიონია. ბესარაბეთში მეღვინეობის ერთ-ერთი ცენტრი სოფელი შაბოა. იგი მდებარეობს დნისტერის ყურის სანაპიროებზე, შორს არ არის იმ ადგილიდან, სადაც ის შავ ზღვაში გადადის; 8 კმ-დან ბელგოროდ-დნისტერია, ხოლო ოდესა 70 კმ-ით არის დაშორებული.

შაბოს, დიდი ხნის განმავლობაში მეღვინეობის კარგ ადგილად მიიჩნევდნენ, რადგან სოფელი “ვენახების” 46 და 47 პარალელებზე მდებარეობს. გარდა ამისა, შაბოს აქვს ზომიერი კლიმატი, თბილი სტეპის ჰაერი და ქვიშიანი ნიადაგი, ასე რომ ეს ყველაფერი ყურძნის მოყვანასა და მომწიფებას უზრუნველყოფს.

შაბოს ისტორია 500 წლის წინ დაიწყო, როდესაც თურქმა მომთაბარეებმა დააარსეს სოფელი და მას აშა-აბაგი დაარქვეს, რომელიც თურქულად “ქვემო ბაღებს” ნიშნავს. მე – 19 საუკუნეში ფრანგულენოვანი ტომი ვო, შვეიცარიიდან აქ გადმოსახლდა, იმისთვის, რომ ღვინის გასაკეთებლად საუკეთესო ადგილი ეპოვათ. გამოთქმის განსაკუთრებულობისგან გამომდინარე, ფრანგები საკუთარ დასახლებას შაბას ეძახდნენ, შემდეგ კი შაბო დაარქვეს.

კოლონიის პირველი დამფუძნებელი და გადმოსახლებული ადამიანი, შვეიცარელი ბოტანიკი და მეღვინე ლუი ტარდანი იყო. ის ამ მიწებზე 1822 წელს ჩამოვიდა, რომელიც ითვლება საფრანგეთის დასახლების შაბოს, დაარსების ოფიციალურ თარიღად.

თანდათან ყურძნის მასივად დნესტრის ყურის მთელი სანაპირო გადაიქცა.

კრისტოფი

კრისტოფ ლაკრენი – არისტოკრატია. დედის ხაზით ის დე ფაბიანის მარკიზის ტიტულს ატარებს. ლაკარენის ოჯახის ძირითადი ბიზნესი ფოტო და კინოინდუსტრიის პროდუქციის წარმოება იყო. გარდა ამისა, კრისტოფი ბავშვობაში საოჯახო ფერმაში მუშაობდა სადაც პირუტყვთან მოქცევა ისწავლა, ის ყველაფერს აკეთებდა განსაკუთრებით კი ღვინის კეთებას სწავლობდა. ლაკარენმა ეკონომიკური განათლება მიიღო. მოგვიანებით მან გაბანკროტებული ქარხანა შეიძინა, შვიდი წლის შემდეგ კი მან წარმატებული და მომგებიანი ქარხანა გაყიდა. სწორედ ამით შექმნა ძირითადი კაპიტალი.

კრისტოფმა თავისი პირველი სუნამო შექმნა, როდესაც იგი მხოლოდ 10 წლის იყო, დედამისის ორი ბოთლი სუნამოს შერევით. დედა მაშინ ძაან გამიბრაზდა, იხსენებს ლაკარენი. მან არ დაანება თავი საკუთარ გატაცებას. სამი წლის განმავლობაში მუშაობდა პარიზის პარფიუმერულ კომპანიაში სადაც ქმნიდა ახლა არმოატებს. როგორც პარტნიორი, ლაკარენი ლვივის კოსმეტიკურ ქარხანასთანაც თანამშრომლობდა სადაც 21 არომატი შექმნა. თითოეულ არომატს ალექსანდრე პუშკინის „დონ ჟუანის სიიდან“ არქმევდა: ანნა მარია, ელიზავეტა, ნატალია… ასეთი კოლექციის შექმნა აზრად პუშკინის მუზეუმის სტუმრობისას დაებადა.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

პირველად კრისტოფ ლაკარენი უკრაინაში 2001 წელს, ფრანგი მეცენატის მოწვევით ჩამოვიდა, რომელმაც ტერნოპოლში კონკურსი ჩაატარა. იქ მარკიზი ოდეისის კონსერვატორიის კონცერტმაინსტერს შეხვდა, ასევე მომავალ მეუღლეს, პიანისტ მარიანას.

წლის განმავლობაში კრისტოფი ცხოვრობდა ლვოვსა და ოდესას შორის. მან გაიხსენა დღე როდესაც ოდესა პირველად ნახა, თითქოს ეს გუშინ იყო:

— მახსოვს ოდესა 2002 წელს. დილა. ტაქსი – ძველი მანქანა „პობედა“. მძღოლს ვეკითხები: „რამდენი წლისაა მანქანა?“ ის მპასუხობს: „ არ დამითვლია, მაგრამ ვიცი, რომ 1953 წლის გამოშვებაა“. მაშინ ვიფიქრე, რომ ეს არაჩვეულებრივი შანსია!

საბოლოოდ, კრისტოფი გადადის ოდესაში, ქორწინდება მარიანაზე და ქმნის ოჯახს. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ: უფროსი სოფია და უმცროსი მერი. ზოგადად, კრისტოფ ლაკარენს სხვადასხვა ქორწინებიდან შვიდი შვილი ჰყავს.

კრისტოფ ლაკარენი
1953 წელს დაიბადა.

სუნამოს შადრევანი

2004 წელს, ლაკარენის ინიციატივით, ბაღის შადრევანი ოდესაში მდებარე ბაღში დამონტაჟდა, რომელიც, გარდა წყლისა, თბილი სეზონებში სუნამოს აფრქვევდა. მან ეს ოდესის 210 წლის იუბილეს დაუკავშირა, ასევე საკუთარი სიყვარულის მარიანასთვის. მხატვარი და სკულპტორი ალექსანდრე ტოკარევი გახდა. “სიყვარულის შადრევანი – ცოცხალი შადრევანია”. ქანდაკებაზე გამოსახულია კაცი და ქალი, მათ ქვეშ – წყლის თასი, სადაც ყოველდღიურად 250 მლ სუნამო ემატებოდა.

არომატს ოდესელები ირჩევდნენ. პუშკინის მუზეუმმა ლაკარეინის არომატის ტესტირება ჩაატარა. საბოლოოდ ოდესელების არჩევანი ისეთ სუნამოზე შეჩერდა, რომელსაც ზღვისა და ყვევილის არომატი ჰქონდა.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

ამბობენ, რომ კრისტოფერს ამ შადრევანის შექმნა პუშკინის „ბახჩისარაის პოემამ“ შთააგონა. „სიყვარულის შადრევანი“ და „ყირიმის იმედი“ მან ბახჩისარაიში შექმნა. პირველ შადრევანს საფუძვლად სუნამოს მძაფრი არომატი ჰქონდა, მეორეს კი ყირიმის ლავანდის.

2008 წლის გაზაფხულზე კიდევ ერთი შადრევანი ალუშტის პარკში ამუშავდა. ის ქალთევზას განასახიერებდა, რომელზეც სამი მუშლი იყო დამაგრებული. ამ შადრევანს ტკბილი არომატი ჰქონდა.

დღეს, არცერთი მათგანი არ ფუნქციონირებს.

შატო

კრისტოფ ლაკარენი ხშირად ოდესაში მანქანით მოგზაურობს – შეისწავლის სამახსოვრო ადგილებს. პუშკინის პოემა “ყურძნის” წაკითხვის შემდეგ მან გადაწყვიტა სოფელ შაბოში ჩასვლა:

— ასეთი შესანიშნავი მიწა ვნახე. აქ მშვენიერი კლიმატი და სუფთა ჰაერია! რამდენიმე დღეში აქ რაღაცის კეთება დავიწყე.

ლაკარენმა გაარკვია, რომ ლენინის სახელმწიფო ფერმაში მდებარე ვენახების ნაწილის გაჩეხვა სურდათ. როგორც კი გაიგო, რომ იქ ყურძნის იშვიათი ჯიში იზრდებოდა, კრისტოფმა შოკი მიიღო და ამ მიწის დაქირავება გადაწყვიტა. მას იჯარით 150 ჰა მისცეს.

ლაკარენის მიერ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთებზე ღვინის მარნები, სასადილო ოთახი, სადგომი იყო, სადაც ოდესღაც ტრაქტორის ბრიგადა იდგა. კრისტოფმა გაარკვია, რომ ეს შანობა შვეიცარიელების მიერ 1822 წელს აშენდა. ფაქტობრივად, ეს სოფელში ერთ-ერთი პირველი შენობა იყო.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

კრისტოფი გვიჩვენებს ღვინის მარანს – შენობას, სადაც ღვინო მზადდება და ინახება. აქ ღვინო ძველი ფრანგული რეცეპტების მიხედვით მზადდება. გარდა ამისა, ლაკარენი ახორციელებს ღვინის ეკოლოგიურად სუფთად, ქიმიური მინარევების გამოყენების გარეშე, წარმოებას.

მთელი ღვინის წარმოების ციკლი შაბოში მიმდინარეობს: ყურძნის მოსავალის აღება, სასმლის დამზადება, ჩამოსხმა, გამძლეობა, შეფუთვა და მიწოდება თითქმის მთელ უკრაინაში. ევროპაში ასეთი ღვინოებს “ციხესიმაგრეებს” უწოდებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტის წარმოების დაიწყო და დამთავრდა ერთსა და იმავე საწარმოში – შატოში (ფრანგ. chateau).

შაბოს გამძლეობა მინიმუმ 9 თვეს შეადგენს. მარკიზი გვიჩვენებს მარანს, სადაც 2013-2015 წლების ბოთლები ინახება. ღვინის შენახვა ყურძნის ჯიშსა და მისი კეთების თავისებურებაზე დამოკიდებული. ზოეგიერთი ბოთლი დღეში რამდენჯერმე უნდა მოაბრუნო.

კრისტოფ ლაკარენმა მეღვინეობას თავიდან ჰობის სახე მისცა და არა ბიზნესის. მისთვის ეს დიდი შემოქმედებით ექსპერიმენტს წარმოადგენდა.

— ყოველთვის, თქვენ უნდა იფიქროთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება უკეთესად.

ლაკარენს 14 სახეობის ყურძენი მოჰყავს, მათ შორის 7-8 ძირითადია: კაბერნე, სოვინიონი, რქაწითელი, შარდონი, ოდესა შავი … ფერმაში მას ჰყავს – ძაღლები, კატები, ქათმები, ცხვრები, თხები და სხვ.

ბიზნესის ხაფანგი

რამდენიმე წლის განმავლობაში ლაკარენი წარადგენდა დოკუმენტებს და ღვინის ნიმუშებს აბარებდა რათა მისი წარმოების ლეგიტიმიზაცია და გაყიდვის ლიცენზია მიეღო. 2016 წლის დასაწყისში ფისკალურმა სამსახურმა ალკოჰოლური სასმელებით უკანონო ვაჭრობაში ლაკარენი დაადანაშაულა. მარკიზს ჩამოართვეს დანადგარები და დაულუქეს საწყობი. როდესაც დაიწყეს სიტუაციაში დარკვევა, აღმოჩნდა, რომ ლაკარენს ღვინის წარმოებისა და გაყიდვისთვის მინიმუმ 14 ნებართვა სჭირდება.

2016 წლის გაზაფხულზე, კრისტოფ ლაკარენმა მიიღო ლიცენზია და აქციზური ბეჭედი ღვინის მანუალური წარმოებისა და შემდგომში ექსპორტირების ლიცენზიისთვის. გარდა ამისა, 2016 წელს პარლამენტმა გააუქმა ნახევარი მილიონი გრივნის გადახდის აუცილებლობა ღვინის წარმოებისთვის.

მაგრამ ამით მარკიზის პრობლემა არ დასრულებულა. მისი ურთიერთობები დაიძაბა მესაკუთრეებთან, რომლებთანაც ხელშეკრულება იყო გაფორმებული. იმავე წლის ბოლოს მიწებზე, რომლებიც ლაკარენს აქვს დაქირავებული, უცნობმა ადამიანებმა ვენახის განადგურება სცადეს. კერძოდ, თავდამსხმელებმა ყურძნის პლანტაციებისგან ბეტონის სვეტების ამოღება დაიწყეს. ლაკარენმა პოლიციას მიმართა, მაგრამ არც ქურდები და არც ისინი, ვინც ვენახის განადგურებას ცდილობდნენ არ არიან დასჯილნი:

— უკრაინაში არ უყვართ კონკურენტები. ეს მონოპოლიური სისტემაა. გარდა ამისა, კორუფცია… სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ კორუფცია არა მარტო უკრაინის, არამედ მთლიანად რეგიონის გენეტიკური კომპონენტია. ისტორიულად მოხდა ასე, როდესაც გასული საუკუნის 30-იან წლებში კოლექტივიზაცია დაიწყო. ხალხს არ ჰქონდა იმისი ფული რომ ეცხოვრათ. იმისთვის რომ ეცხოვრათ უნდა მოეპარათ.

კრისტოფ ლაკარენი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის დასაძლევად აუცილებელია ხელფასის გაზრდა, რათა ხალხს ჰქონდეს საკმარისი თანხა და სხვას არ მოპარონ:

— მახსოვს 1968 წლის მაინის არეულობა (როდესაც საფრანგეთის ჩატარდა სტუდენტური აქციები, მასობრივი არეულობა და თითქმის ათმილიონიანი გაფიცვა, რამაც რეჟიმის შეცვლა და ფრანგული საზოგადოების შეცვლა გამოიწვია – რედ.). ეს უზარმაზარი არეულობა იყო. რას აკეთებს სახელმწიფო? მინიმალური ხელფასი 60% -ით იზრდება. იყო ინფლაცია, მაგრამ მთლიანობაში ეს იყო კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე შესაფერისი გზა. ვერ ვიტყვი, რომ თუ ხელფასი მოიმატებს, ბიზნესი გაკოტრდება. კომპანიებმა უნდა ისწავლონ მუშაობა უფრო პროდუქტიულად და ხარისხიანად. მაშინ შეძლებ უფრო ძვირად გაყიდვას და ექსპორტირებას.

გულწრფელად ვიტყვი, 2013 წელს, როდესაც არეულობა დაიწყო, უკრაინიდან წასვლას ვგეგმავდი. ვიგრძენი, რომ ქვეყნისთვის რაღაც ცუდი ხდებოდა. რჩევა ვითხოვე – მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ვიმედოვნებთ, რომ ხვალ არა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში უკრაინა უკეთესი გახდება. მივიჩნევ, რომ არსებობს გარკვეული რეფორმები, ვხედავ ქვეყნის სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის სურვილს. არ უნდა იყო ევროპის ან შეერთებული შტატების მსგავსი, არამედ ნამდვილი უკრაინა, ნაკლები კორუფციით.

კრისტოფ ლაკარენ დე ფაბიანოს ისტორია კვლავაც განაგრძობს თავისი მშფოთვარე რომანტიკულ ხასიათს, ექსპერიმენტისა და აღმოჩენის სურვილს. რისი სწავლაც კი შეიძლება მარკიზისგან მისი უამრავი ნიჭის მიუხედავად – ცხოვრების სიხარულია.

— ცხოვრება არ არის მხოლოდ სამსახური, გესმით? არ უნდა იფიქრო მხოლოდ ფულზე. ბედნიერებაა საჭირო. ცხოვრებით მაშინაც კი ვტკბები, როდესაც ადმინისტრაციასთან, მეპატრონეებთან და სახელმწიფოსთან მაქვს პრობლემა. პრობლემა კი ნებისმიერ ქვეყანაშია, ყველაზე წარმატებულშიც კი.

როგორ ვიღებდით

ოდესის მონახულებისა და ლაკარენის მეურნეობამდე მიმავალი გზის შესახებ, რომელსაც კირჩხიბის სუნი აქვს, ვიდეობლოგში ნახავთ:

მასალა მომზადებულია

პროექტის ავტორი:

ბოგდან ლოგვინენკო

ავტორი:

ნატალია პონედილოკი

რედაქტორი:

ევგენია საპოჟნიკოვა

ფოტოგრაფი:

სერგიი კოროვაინი

ოპერატორი:

ანდრიი როგოზინი

პავლო პაშკო

360 გადაღება:

სერგიი კოროვაინი

იულია რუბლევსკა

მიკოლა ნოსოკი

რეჟისორი:

მიკოლა ნოსოკი

ბილდ-რედაქტორი:

ოლეკსანდრ ხომენკო

თვალი ადევნე ექსპედიციას