სოფელ ბეზვოდივკასთან, რომელიც სივერშჩინაშია, განლაგებულია ისტორიული ძეგლი, ბეზვოდივკის მიწის გორები, რომელთა გაჩენასაც სხვადასხვა ვარაუდი აქვს, ეს გორები დაახლოებით ოთხიათასი წლის არიან. მხარეთმცოდნე ოლეკსანსრ კლიკავკა იკვლევს ამ მიწის გორებს და ისტორიის საკუთარი ხედვა აქვს. ოლეკსანდრი ბეზვოდივკას საჰორიზონტო ობსერვატორიას უწოდებს, რომლის დახმარებითაც უძველესი ცივილიზაცია ცის სხეულების მოძრაობას აკვირდებოდა. იმ დროს, როდესაც ეს დისკუსია მიმდინარეობს, ოლეკსანდრ კლიკავკამ უამრავი რამ გააკეთა ამ მიწის გორების შესანარჩუნებლად და მათი პოპულარიზაციისთვის ტურისტებს შორის.
უძველესი დროიდან ადამიანები არ ზღუდავენ დედამიწის ჰორიზონტის ხედვას, უყურებდნენ ზეციერ სხეულებს და ცდილობდნენ გაეგოთ მათი მოძრაობის კანონები. მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში შეიქმნა თანამედროვე ობსერვატორიები, სადაც ტელესკოპების ნაცვლად გამოიყენება ეტიკეტების სისტემა. მისი ზუსტი ადგილმდებარეობის გამო, მზისა და სხვა სამყაროს აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე ჰორიზონტზე გამოსახული ეტიკეტები (ქვები, ქვის ბლოკები და ა.შ.) შესაძლებელი იყო გენახა მზის ჩასვლა და ამოსვლა ასევე სხვა ციური სხეულებიც..
რა თქმა უნდა, ასეთი ობსერვატორიების მშენებლობა პრაგმატული იყო. უძველესი ხალხი ცდილობდა გაეგო იმ განსაკუთრებული დღეების შესახებ, რომლებიც წლის განმავლობაშია, როდესაც მდინარეები გადმოდიან ნაპირზე, როდის უნდა ეთხოვათ ღმერთებისთვის კარგი წელი.
ასეთი რთული სამეთვალყურეო და ზუსტი სისტემის შექმნა ძველ დროში მეტად რთული იყო. უპირველეს ყოვლისა, ყრიდნენ მიწის გორებს ან უდიდეს ქვებს ეზიდებოდნენ სპეციალური ტექნიკის გარეშე – ეს ფიზიკურად რთულია. ასევე რთული იყო ზუსტი ადგილმდებარეობის გათვლა და ამ ობიექტების ერთმანეთზე ზემოქმედებისა და დაშორების გამოთვლა. ამიტომ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ადგილას განვითარებული ცივილიზაცია ცხოვრობდა.
მეცნიერებას, რომელიც ასეთ ძეგლებს იკვლევს არქეოასტრონომია ეწოდება. ეს სადისციპლინო მეცნიერება მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა და საინტერესოა იმით, თუ როგორი ასტრონომიული წარმოდგენა ჰქონდა ხალხს უძველეს დროში და თუ როგორ იმოქმედა ამ წარმოდგენამ მათ კულტურაზე.
მთელ მსოფლიოში განლაგებულია არც ისე ცოტა ისტორიული ზეგლი, რომლებსაც იკვლევს არქეოატრონომია. ერთ-ერთი უძველესი – ბრიტანული სტროუნჰენჯია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეყვენილი. ამ ქვების გამოკვლევა დღემდე მიმდინარეობს. თუმცა იმ ფაქტმა, რომ სტოუნჰენჯის თავი მიმართულია მზის ამოსვლის მხარეს ზაფხულის მზის ზენიტის პერიოდში, ბრიტანელ ასტრონომ ჯერალდ ჰოპკინსს მისცა საშუალება, რომ დაესკვნა – სტოუნჰენჯს ასტრონომიული დანიშნულება აქვს. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ამ ძეგლს სალოცავის ან სამარხის დანიშნულება ჰქონდა. ისევე როგორც ზორაც – კარერი სომხეთში ან ირმის ქვები მონღოლეთში, სტოუნჰენჯი მეგალითურ ნაგებობებს მიეკუთვნება, რომელიც 4-3 ათასწლეულის ჩვ.წ. ნაგებობებს ახასიათებდათ ევროპასა და შემდეგ უკვე აზია – აფრიკაში.
ბეზვოდივკა
მიწის გორების სისტემა, რომელსაც ოლეკსანდრ კლიკავკა საჰორიზონტო ობსერვატორიას უწოდებს სოფელ ბეზვოდივკასთან მდებარეობს, იჩნიდან 6-8 კმ-ით არიან დაშორებული.
არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებენ იმას, რომ იჩნიავის მხარე 15 ათასი წლის წინ დასახლებული იყო ხალხით. ამ ტერიტორიაზე შემოინახა ათობით მიწის გორა, რომლებიც V – I სს ჩვ.წ. არიან დათარიღებულნი..
პირველად ბეზვოდივკის შესახებ ცნობა 18 საუკუნის ბოლოს არის. ასი წლის შემდეგ ეს მიწები უკრაინელ მეურნე პავლ ხარიტონენკოს გადაეცა. ნაყოფიერ მიწებზე ხაროტინენკომ დიდი მეურნეობა ააშენა. შაქრის ლერწამი არ 1918 წლამდე მოჰყავდათ. იმ წელს, რევოლუციის შემდეგ, ბეზვოდივკა დაარბიეს და გაძარცვეს.
საბჭოთა ხელისუფლების დროს, 1925 წელს სოფელ ბეზვოდივკაში აღორძინების ხანა დაიწყო. თუმცა 70-იან წლებამდე ხალხმა მისი დატოვება დაიწყო, 90-იან წლებში ბეზვოდივკაში აღარავინ ცხოვრობდა. ამასთან, სოფლის ტერიტორია გადაასწორეს, რათა მიწა დაემუშავებინათ. დასახლებული პუნქტის ლიკვიდაცია არ მოუხდენიათ. სოფლის ადგილზე ტუპიკური გზა დარჩა, რომელსაც ტექნიკა იყენებს, ასევე სასაფლაო, რომლის მოსავლელადაც არავინ ჩამოდის.
მიწის გორათა სისტემა განლაგებულის ბეზვოდივკის პლატოზე, ზღვის დონიდან 170მ სიმაღლეზე. ამ სისტემას 20 კვ კმ უკავია. დაშორება გორებიდან 600 მეტრიდან 4 კმ-მდეა, განლაგებას რაც შეეხება ცენტრიდან გარშემო მთელ ტერიტორიაზეა.
ისტორიულ-სტატისტიკური აღწერის შესაბამისად, რომელიც 1874 წელს იყო და თანამედროვე აეროგადაღებით ოლეკსანდრ კლიკავკამ დაითვალა ეს ადგილები, სულ 35 მიწის გორა იყო, ახლა კი 14-ღა დარჩა. ოლეკსანდრი ხსნის, რომ მიწის გორები განლაგებულია ახლო და შორი ადგილმდებარეობით, ახლოს მდებარეები სწორად არიან განლაგებულნი და მათი დიამეტრი 185მ-ია. შორ მიწის გორებს კი სხვადასხვა ადგილმდებარეობა აქვთ, ოლეკსანდრ კლიკავკა საკუთარ ფილმებსა და სტატიებში დეტალურად ახსნის, ის ხსნის იმ მათემატიკურ ლოგიკას რომელთაც ექვემდებარება მიწის გორების განაწილება..
მიწის გორებს სახელწოდებაც აქვთ. ჩრდილოეთით ორი გორა არის რომლებსაც „ოსტრიცი“ ეწოდებათ. ცენტრალურს კი „რობლენიცა“ ანუ „გამოკვეთილი სასაფლაო“ ეწოდება. ასევე ორი პარალელური გორაც არის „იასკოს კუბო“. იასკოვისა და გამოკვეთილი სასაფლაოს შორის გორა „გორილი დიდ“ მდებარეობ. ერთ-ერთ უმაღლეს გორად „ოსიჩიხა“ ითვლება.
ოლეკსანდრ კლიკავკა ჰყვება, ბევრი გორა განადგურებული იყო მიწის აქტიურად დამუშავებისას. ზოგიერთ გორას მოედნის ფორმა აქვს. დანარჩენი კი უბრალოდ გორაა.
მეცნიერთა და მხარეთმცოდნეთა აზრი გორათა გაჩენის შესახებ ერთმანეთსგან განსხვავდება. ზოგიერთი გორებს სასაფლაოდ მიიჩნევს, არსებობს აზრი, რომ მათ დამცავი ფუნქციაც ჰქონდათ. 2009 წლის არქეოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, ეს გორები მომთაბარე ტომების მიერ შეიძლებოდა ყოფილიყო დატოვებული, ჯერ კიდევ რკინის ხანაში, II-I სს ჩვ.წ. ოლეკსანდრ კლიკავკა მიიჩნევს, რომ ტომებისთვის ხელსაყრელი იქნებოდა ასეთი გორების მშენებლობა, მათი ორმაგი ფუნქციის გამო:
— ტომებს, რომლებიც პურის მცხობელები იყვნენ, უნდთვალი უნდა ედევნათ ვარსკვლავთა მოძრაობისთვის და უნდა აღერიცხათ კალენდარში იმისთვის, რომ დროულად დაეთესათ მარცვლეული კულტურა და ასევე დროულად მოეკრიფათ ისინი. რატომ არის ეს საჰორიზონტო ობსერვატორია? ჰორიზონტის დახმარებით, ადვილია წერტილების ცვლილეის დაფიქსირება. ეს წერტილები შორს მდებარეობენ იმისთვის, რომ ზუსტი მდებარეობა გამოითვალო. მაგრამ ეს ზუსტი გამოთვლაა. ძველ დროს, მეცნიერება, ფილოსოფია, რელიგია, არ იყვნენ გაყოფილნი. გარდა ამისა, ეს გორა შეიძლება ცნობილი ადამიანის სასაფლაოც იყოს.
რა ფუნქციაც არ უნდა ჰქონოდა ამ გორებს ძველ დროში, ისინი ისტორიული ძეგლები არიან, რომლებიც დაცვას საჭიროებენ, გაფრთხილებასა და შესაძლოა განალებას. გარდა დროისა, რომელიც გადის, ბეზვოდივის გორები დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდნენ ადამიანის მხრიდან ზემოქმედებას. ისინი ინგრევა იმიტომ, რომ მანქანები ახლოს მიდიან და აცლიან საძირკველს. 2018 წლის ზაფხულში ოლეკსანდრ კლიკავკამ სოფლის საბჭოს აცნობა ამ დარღვევების შესახებ და ამ მიწის გორების გარშემო შეიქმნა 5-7 მეტრიანი დამცავი ზონა, სადაც არ მუშაობს აგრარული ტექნიკა. ახლა სეზონურ ხილვადობაზეც მუშაობენ. გვაცნობეს, რომ მინდვრის მეპატრონემ ამ ზაფხულს ამ ადგილებამდე გზა გააკეთა.
ოლეკსანდრი
განათლებით აგრობილოგი ოლეკსანდრ კლიკავკა ერთ-ერთი უძველესი უკრაინული ისტორიით არის დაინტერესებული. პირველად ბეზვოდივკაში ის 2012 წელს მოხვდა, დედამისის სამშობლოს გამოკვლევისას. იხსენებს, რომ არქეოლოგიური კომპლექსის ადგილას იმ დროს ორმეტრიანი სიმინდი იზრდებოდა:
— გზიდან მიწის გორები არ ჩანდა. სიმინდის ყანას გავდიოდი, რათა შევსულოყავი ამ ადგილას, სხორედ მაშინ შევაფასე ამ კომპლექსის მასშტაბები.
ოლეკსანდრი ამ ადგილების ძველ რუკებსაც იკვლევდა, რომელიც მე-19 საუკუნეში მეცნიერმა და გეოდეზისტმა ფრიდრიხ შუბერტმა შეადგინა:
— რუკაზე საინტერესო აღნიშვნებივნახე. რა იყო ეს? გორას არ ჰგავდა. ამ კითხვაზე ავაგე თეორია, რომ ეს ადრინდელი ასტრონომიული ობსერვატორიაა. რომელიც ინგლისურ სტოუნჰენჯსა და რუსულ არკაიმს ჰგავდა.
როდესაც ოლეკსანდრ კლიკავკამ ამ ობიექტის ფართოდ განხილვა დაიწყო, არა როგორც შემონახული ოთხი მიწის გორა, არამდე სხვა რამ, მან ახლოს სხვა კომპლექსებიც იპოვა, რომელთა განლაგებაშიც მათემატიკური და ასტრონომიული კანონზომიერება იმალებოდა.
—ეს მიწის გორები განლაგებულია ზუსტად იმ აზიმუტებში, სადაც მზე ამოდის იმ დღეს, როდესაც დღე და ღამე თანაბარია. ამას გარდა, ისინი იმ დაშორებით არიან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია გარკვეული მათემატიკური პროპორციებით. მაგალითად, ცენტრიდან დასავლეთ წერტილამდე 830 მეტრია. ჩრდილოეთ იასკოვის სასაფლაომდე ორჯერ მეტი – 1660 მეტრი. სამხრეთ-აღმოსავლეთ ოსიჩიხამდე კი კიდევ ორჯერ უფრო მეტი – 3320 მეტრია.
როდესაც ოლეკსანდრმა საჭირო ინფორმაცია შეაგროვა ამ ობიექტზე და არქეოასტრონომიის თემაზე მთლიანად, მან გადაწყვიტა, რომ ეს ცოდნა გადაეცა ხალხისთვისაც. 2015 წლის ბოლოს მან ისტორიულ-გამოსაკვლევი პროექტი „ბეზვოდივკის ობსერვატორია“ გახსნა:
— ჩვეულებრივი საიტი გავაკეთე ბეზვოდივკასთვის, სადაც სურათებს ვდებ, საავტორო სტატიებს. ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გადავირე ამ ადგილზე. ერთ-ერთმა 2016 წელს საერთაშორისო ფესტივალშიც მიიღო მონაწილეობა რომელიც იტალიაში იმართებოდა. ბეზვოდივკას ლოგოტიპი თვითონ გავაკეთე – წრე რვა აღნიშვნით. შემდეგ რამდენიმე სტატიაც გამოვაქვეყნე – Ancient History Encyclopedia ბრიტანეთში, ერთი კი ამერიკულ ჟურნალში Ukrainian People. ზოგადად, ვცდილობ რომ საინტერესოდ და კარგად მოვყვე უკრაინის ისტორია, რომელსაც არ განავრცობენ ფილმებსა და წიგნებში. ახლა ისე გამოდის, რომ ჩვენი ისტორია რამდენიმე ატასი წლით შემოიფარგლება, კიევის რუსეთის დასაწყისით. რამდენად ვიცით ჩვენი ძველი ისტორია, მაგალითად რა ხდებოდა უკრაინის ტერიტორიაზე 2-4 ათასი წლის წინ?
ძველი რუკების შესწავლისას, ოლეკსანდრ კლიკავკამ შეამჩნია, რომ დასახლებული პუნქტები ამ ადგილიდან დაშორებით არის განლაგებული. ამ ტერიტორიაზე, რომელიც 20 კმ-ს იკავებს, ხალხი არასდროს დასახლებულა. პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ არ არის წყალი. ასევე ამაზე იმოქმედა აკრძალვამ დასახლებაზე. ოლეკსანდრი ხსნის, რომ ეს აკრძალვა ხარიტონენკოებმა დაარღვიეს, როდესაც აქ ეკონომიკის შენება დაიწყეს. შემდეგ ხარიტონენკების შეცდომა საბჭოურმა ხელისუფლებამაც გაიმეორა, როდესაც მიწის ნაკვეთები სოფელ იჩნიას მცხოვრებლებს დაურიგა. ასე დაფუძნდა სოფელი ბეზვოდივკა, რომელმაც 50-60 წელი იარსება და რომელმაც ქვა ქვაზე არ დატოვა:
— მრავალი წლის განმავლობაშ დავდიოდი და ვათვალიერებდი გარშემო მინდვრებს. ადამიანთა ამ ადგილებში ცხოვრებას ქილებისა და კერამიკის არსებობა ადასტურებს. ჯერ არ მიპოვია დიდი სტაციონარული დასახლება. ანუ ხალხი აქ ცხოვრობდა. უბრალოდ ისინი მოდიოდნენ ამ ცენტრში, როგორც განსაკუთრებულ სულიერ ან ადმინისტრაციულ ცენტრში. აქ შესაძლოა შეკრებები და რიტუალები იმართებოდა.
ოლეკსანდრ კლიკავკას უნდა, რომ ბეზვოდივკა ამ რეგიონის ტურისტულ მექქად იქცეს. ამბობს, რომ ამისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რომლებიც თავის დროზე ბრიტანელებმა სტოუნჰენჯთან მიმართებით გადადგეს:
— სტოუნჰენჯის თითოეული ქვა შესაძლოა ბეზვოდივკის მიწას შევადაროთ, რადგან ისინი ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებენ: საზღვრავენ იმას, თუ სად ამოდის და ჩადის მზე ან მთვარე. სტოუნჰენჯი ათასობით ტურისტს იზიდავს. მათ მისტიკა იზიდავთ, საინტერესო საიდუმლოება, ისტორია, რომელიც იმ ქვებშია. სტოუნჰენჯზე რამდენიმე ათეული ფილმია გადაღებული და ასობით წიგნია დაწერილი. ჩვენ ასეთივე ობიექტი გვაქვს, რომელიც შეიძლება გამოვიკვლიოთ და რომლის შესახებაც არა მარტო სახლში, არამედ საზღვარგარეთაც უნდა ვისაუბროთ. ხალხი უნდა მოვიწვიოთ, ჩვენი ისტორიის შესახებ უნდა მოვუყვეთ.
გაფართოებული პრაქტიკა არის ამ გორების რესტავრაცია, ამბობს ოლეკსანდრი. მე-20 საუკუნეში აღადგინეს სტოუნჰენჯი, 5 წლის შემდეგ რაც გოზეკის წრე გახსნეს ტურისტებისთვის. ამისი თქმა შეიძლება ბეზვოდივკაზეც. 1874 წლის აღწერაც კი არსებობს, ამ ობიექტის ზომებითა და დაშორებებით. გამოკვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია თავდაპირველის ახე მიეცეს ამ ყველაფერს.
— უკრაინის ძველ ეპოქას ძალიან ცოტა დროს უთმობენ სკოლებში, ზოგადად ყურადღებას. მაგრამ იქ ბევრი საინტერესო რამ არის. ძალიან ცოტა საუბრობს უკრაინის არქეოასტროლოგიაზე, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ 2-3 ათასი წლის წინ აქ არ იყო ჭკვიანი და ცივილიზებული ცხოვრება. მხოლოდ ტომები იყვნენ, რომლებიც აკეთებდნენ პურს და ერთმანეთთან ომობდნენ. ასევე ის, რომ აქ იყო მომთაბარე ტომების დასახლება. სინამდვილეში, აქ მცხოვრებ ადამიანებს არ აინტერესებდათ არსებობის წყარო. ისინი თავსაც წევდნენ მაღლა და ვარსკვლავებს უყურებდნენ, კანონზომიერებებს სწავლობდნენ. რადგან ისინი ხედავდნენ, რომ ეს ყველაფერი ისე უბრალოდ არ მოძრაობს ცაში. ამასთან შესაბამისად იქმნებოდა მითები, ზღაპრები, კალენდრები. ამ ყველაფერს უსადაგებდნენ საკუთარი ცხოვრების ციკლს.