Share this...
Facebook
Twitter

შეუძლია ადგილობრივ ეკონომიკას 2+2=5 პრინციპით მუშაობა? უტკონოსივკა ბესარაბეთის ჩრდილოეთით მდებარე სოფელია, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს შესაძლებელია. მისაღები კლიმატი, მტკნარ წყალთან სიახლოვე და ერთ საქმეზე მობილიზებული ჯგუფი, უტკონოსივკას პომიდვრის ერთ-ერთ უდიდეს სოფელ-მწარმოებელს ხდის უკრაინაში.

მაზე თუ როგორ უნდა უზრუნველყო მდგრადი ეკონომიკური განვითარება და სოფლის არეში დამატებული ღირებულება, უკვე დიდი ხანია რაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საუბრობენ. ერთ-ერთი ასეთი საშუალება კლასტერია.

ტერმინი „კლასტერი“ ეკონომისტმა მაიკლ პორტერმა შემოიღო. გასული საუკუნის ბოლოს, ის იკვლევდა, თუ რატომ არიან ერთი რეგიონები სხვაზე უკეთესნი. მან აჩვენა, რომ მწარმოებლის კონკურენტუნარიანობა ბევრ რამეს წყვეტს.

ერთ-ერთი განმარტებით, კლასტერის მოდელი — ეს არის როდესაც ერთი სპეციალიზაციის ორგანიზაცია და მეწარმე ერთიანდება გეოგრაფიული პრონციპით. ასეთნაირად ისინი კონკურენციას უწევენ ერთმანეთს და ამავდროულად თანამშრომლობენ.

მაგალითად, კალიფორნიის შტატში, აშშ-ში, არის ნაპას ველი(Napa Valley). ეს ამერიკის ერთ-ერთი მთის ველია. ეს კლასტერი აერთიანებს 125 ათასიანი მოსახლეობის ცხრა დასახლებას და ერთ-ერთ საუკეთესო ღვინის რეგიონად ითვლება. 1950-იან წლებში რამდენიმე მფლობელი შეხვდა ერთმანეთს და მოიფიქრეს პროექტი. უამრავმა გადაწყვეტილებამ, დღევანდელობაში შედეგი გამოიღო. აშშ-ს მეღვინეობის დედაქალაეი Napa Valley ერთმანეთში აერთიანებს 400 ქარხანას, 100 სასტუმროსა და რესტორანს. 2014 წელს ეს ადგილი 3 მლნ ტურისტმა მოინახულა, რომლებმაც 1,63 მლრდ დოლარი დახარჯეს. თუ არ ჩავთვლით 3 მლრდ დოლარს, რომელსაც ველი ყოველ წელს ღვინის ექსპორტით გამოიმუშავებს. ერთი ბოთლი ღვინო საშუალოდ 10 დოლარით მეტი ღირს, ვიდრე მეზობელი კალიფორნიის ღვინო. ეს ყველაფერი კლასტერის პრინციპით განვითარების შედეგია, როდესაც შედეგი უფრო მეტია ვიდრე მომატებული თანხა.

კიდევ ერთი მაგალითი — Food Valley ჰოლანდიაში. პატარა რეგიონ გელდერლანდში, ქალაქ ვაგენინგენს საკუთარი “ხეობა” აქვს, სადაც მუშაობენ აგრობიზნესის, განათლების სფეროსა და ინოვაციური ტექნოლოგიების წარმომადგენლები. კლასტერულ ფუძედ ვაგენინგენის უნივერსიტეტი გახდა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაწესებულებად ითვლება. მის გარშემო იყო გაერთიანებული ლაბორატორიები, 60 კორპორაცია, მანქანების მწარმოებლები, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, წარმოების ტექნოლოგია და სურსათის უვნებლობა, კანალიზაციის გადამამუშავებლები, ბიოსაწვავის მწარმოებლები, ენერგეტიკის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ნანოტექნოლოგიის წარმომადგენლები. ქვეყანა, ამ კლასტერის წყალობით, რომელიც უკრაინაზე თხუთმეტჯერ პატარაა, ევროპის „ბაღის“ სტატუსი აქვს და აგრარული პროდუქციის მეორე ექსპორტიორია მსოფლიოში.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, ადგილობრივი ტურისტული კლასტერები, როგორიცაა ფრინველი და რძის მიწის კლასეტერი სპეციალობით აგროტურიზმის სფეროში პოლონეთში ფუნქციონირებს. უკრაინაში, სოფელ სნიტკივში, პოდილიაში (ვინიცას ოლქი), სადაც 700-მდე ადამიანი ცხოვრობს, კლასტერი მუშაობს.

— ბესარაბეთში კლასტერული მოდელის წარმატებული რეალიზაციის მაგალითი უტკონოსივკაა.

უტკონოსივკა

სოფელი უტკონოსივკა ბესარაბეთის ჩრდილოეთით კატლაბუხის ტბასთან არის განლაგებული. ეს დასახლება მე — 18 ს-ში მოლდაველებმა დააარსეს. 1947 წლამდე მას ერდექ — ბურნუ (Ördek-Burnu) ერქვა, რომელიც თურქულად „კვატის ნისკარტს“ ნიშნავს. სწორედ აქედან გამომდინარეობს სოფლის თანამედროვე დასახელება.

აქედან დუნაიმდე —16 კილომეტრია, შავ ზღვასა და დუნაის ბიოსფერულ ნაკრძალამდე – 50 კილომეტრი. უტკონოსივკაში 4 ათასამდე მცხოვრებია, მათი უმრავლესობა ბოსტნეულ კულტურას ამრავლებს: პომიდვრებს, კომბოსტოს, წიწაკასა და კიტრს. აქ რთულია სათბურის გარეშე არსებული ეზოს მოძებნა. პომიდორის კლასტერი აქ მხოლოდ ესაა.

 

გალინა

უტკონოსივკის მცხოვრები გალინა მიხაილოვა სათბურს გვაჩვენებს, სადაც მის ოჯახს პომიდორი მოჰყავს. ივნისში ისინი ნახევარზე მეტ მოსავალს იღებენ. სათბურში ადრეული ყურძენიც იზრდება. ეს კულტურები არ უშლიან ერთმანეთს ხელს, რადგან როდესაც იზრდება პომიდორი, ყურძენი ჯერ არ უშვებს ფოთლებს.

მიხაილოვების ოჯახის სათვურს გათბობა აქვს. ამან საშუალება მისცა მათ, რომ პირველი პომიდორი 27 თებერვალს დათესეს, ხოლო 9 მაისს ოდესაში პირველი ნაყოფი გაყიდეს:

—ერთი პომიდორი 350-400 გრამს იწონიდა, 450-საც კი. ასეთი დიდი პომიდორი იყო! ოდესაში არ უნდოდათ ყიდვა: თითქოს და, სამი პომიდორი უკვე ერთი კილოგრამი იყო.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

მოსავლის რაოდენობა ყოველთვის არ ემთხვევა. ამ წელს, გალინას თქმით, კარგი მოსავალია, გასულ წელს კი ბევრი დიდი პომიდორი დალპა. თუმცა, მისი მთავარი მიზანი არ არის რაოდენობა და იმის დათვლა თუ რამდენი ტონა იწარმოება წელიწადში:

— რაც თავი მახსოვს, მე კი 55 წლის ვარ, ბავშვობიდანვე სახლში სათბური მქონდა. 60-იან წლებში არ ვრგავდით სათბურებში. შემდეგ კი, როდესაც სოფლის მოსახლეობა მიხვდა, რომ სოფელში სასმელი წყალი საკმარისია, მათ დაიწყეს ბოსტნეულის დარგვა და მათი გადაფარება. თავიდან ხის სათბურები იყო, შემდეგ კი მეტალის. ასე, რა თქმა უნდა, უკეთესია, რადგან პომიდორს უფრო მეტი ჰაერი და შუქი აქვს.

გალინა ამბობს, რომ უტკონოსივკაში სათბური თითქმის ყველა ოჯახშია. ზოგს პომიდვრის 5 ათასი ბუჩქი აქვს, ზოგს კი 20 ათასი. ყველა გასაყიდად ზრდის:

—ძირითადად, გასაყიდად ოდესაში მივდივართ. პრივოზაში ერთი ადგილი 600-700 გრივნია ღირს. ეს არ არის დამოკიდებული პროდუქციის რაოდენობაზე, შემდეგ დღეს ისევ ადგილში უნდა გადაიხადო. არ ვიცი ასე რატომ არის. უკრაინის სხვა ადგილებში ადამიანი დგას, სანამ არ გაყიდის პროდუქციას.

ყოველი მეპატრონე პომიდორი თვითონ გააქვს, რადგან 20-დან 100-მდე ყუთი უნდა გაყიდოს. უტკონოსივკაში ყველაზე მეტი „პრიმადონას“ ჯიშის პომიდორი მოჰყავთ. ის პრიდნისტროვიიდან მოდის:

— ეს ჯიში ხორკლიანობით გამოირჩევა. სხვათა შორის, მთელ უკრაინაში, განსაკუთრებით ოდესაში, დიდი მოთხოვნაა ამ ჯიშზე. ჩამოტანისას ყველა წერს: „უტკონოსივკა, პრიმადონა“. ძალიან გემრიელი და ტკბილი პომიდორია.

უტკონოსივკას სეზონური კალენდარი ასე გამოიყურება: თავიდან ადრეული კომბოსტო, შემდეგ პომიდორი და გვიანი კიტრი. რამდენიმე ოჯახს მხოლოდ კიტრი მოჰყავს. უკანასკნელნი რთულად რეაგირებებნ ტემპერატურის ცვლილებაზე. თუ ის +14 გრადუსზე ნაკლები იქნება ისინი ჭკნებიან.

გალინა ამბობს, რომ საქმიანობის სფეროს შეცვლა არ აპირებს. მისმა თანასოფლელები მარწყვისა და კარტოფილის მოყვანას ცდილობდნენ. პომიდორი კი მეტ ყურადღებასა და ზრუნვას მოითხოვს.

სუპერმარკეტებში უტკონოსივკურ პომიდვრებს იშვიათად ყიდულობენ, რადგან სოფელში ბოსტნეულს ტონობით ყიდიან, მაღაზიას კი ას კილოგრამამდე სჭირდება. ხშირად უტკონოსივკაში კერძო მიკროავტობუსები ჩამოდიან, ყიდულობენ საქონელს ბითუმად და მიდიან ვინიცაში, ხმელნიცკში, ბილა ცერკვაში და ა.შ.

მოლდოვაში უტკონოსივკის მცხოვრებლებს წასვლა არ უღირთ. საჭიროა დიდი რაოდენობით ბენზინის დახარჯვა, ორი საბაჟო კონტორლის გავლა – მოლდავურისა და უკრაინულის. ამიტომ ოდესაში წასვლა უფრო მომგებიანია:

— ადრე, 80-იან წლებში, ბენდერაში, ტირასპოლში, კიშინოვსა და კაგულშიც მივდიოდით. პატარა მანქანებიც გვქონდა, რომელშიც ყუთებით პომიდორს ვალაგებდით, თითო 12-13 კილოგრამს იწონიდა. იმ დროს იმდენს არ ვრგავდით, რამდენსაც ახლა.

— ჩემი მშობლები პომიდორს ჩემოდანში ალაგებდნენ და ისე მიჰქონდათ გასაყიდად.

გალინა ყვება, რომ სოფელში არ არის ბევრი მეურნეობა, რომელიც სითბოს იყენებს. 50-მდეა, მეტი არა. დანარჩენები არ ათბობენ, მათ უბრალოდ მოჰყავთ.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

უტკონოსივკას ის მოლდავურ სოფელს ეძახის. აქ ძირითადად მოლდავურად საუბრობენ, სკოლაც მოლდავურია, თუმცა უკრაინული კლასებიც არის. ამ საუბრიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 2017 წლის შემოდგომით, ძალაში შევიდა უკრაინის ახალი კანონი „განათლების შესახებ“. დადგინდა, რომ საგანმანათლებლო პროცესის ენა არის სახელმწიფო, ანუ უკრაინული:

— უტკონოსივკას მოსახლეობა მოლდაველებად თვლიან თავს რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ. მოლდავური ენა – მშობლიური ენაა, ხოლო უკრაინა – სახლემწიფო, სამშობლო.

ოლექსანდრი

ოლექსანდრ გერგიშანს Ukraїner-ის გუნდი თავის სახლში მიჰყას, რომელზეც წერია „სამაგალითო სახლი“:

— უტკონოსივკის დღეზე, 21 ნოემბერს, კულტურის სახლი გასცემს ასეთ წარწერებს იმისთის, ვისაც სახლი სუფთა და მოწესრიგებული აქვს.

ოლექსანდრის ოჯახს 7,5 ათასი ბუჩქი პომიდორი მოჰყავს. სოფელში თითქმის ყველასთვის ეს ძირითადი სამსახურია. მაგალითად, ოლექსანდრი სოფლის საბჭოში იურისტად მუშაობს. მაგრამ ბოსტნეულის მოვლას დიდი დრო მოაქვს, რადგან თუ მიატოვებ, მაშინ მოსავალი არ გექნება.

თავიდან ოლექსანდრის ბებიასა და ბაბუას 500 ბუჩქი პომიდორი თავისთვის მოჰყავდათ. შემდეგ მიხვდნენ, რომ ამდენს ვერ შეჭამდნენ და მანქანით დსთ-ს ქვეყნებში დაიწყეს გატანა.

ოლექსანდრს პომიდვრები ბავშვობიდან მოჰყავს, ისე როგორც მის მშობლებს. ნაწილობრივ ცხოვრებაში შემოსავალია საჭირო, ნაწილობრივ კი ეს მისი გატაცებაა:

— მთელი წელი ვმუშაობ. ოქტომბრიდან მიწას დასარგავად ვამზადებ. ვაწესრიგებთ და ვათბობთ ყველაფერს. გამოგვყავს სარგავი და მარტში ვრგავთ.

იმისთვის, რომ პომიდორი სუპერმარკეტში გაიყიდოს, მოგვითხრობს ოლექსანდრი, ამისთვის საჭიროა შეთანხმება განუწყვეტლივ მიწოდებაზე. აქ ამინდს სიურპრიზების გაკეთება შეუძლია – პომიდორი ადრე ან გვაინ მწიფდება. გარდა ამისა, მაღაზიები თურქულ პომიდორს ყიდულობენ, რადგან ის უფრო იაფია

ევგენია

ევგენია კირუ გვიხსნის იმას თუ რით განსხვავდება პომიდვრის მოყვანა გათბობით და მის გარეშე. ეს იგივე ორი მოსავალია, მაგრამ გათბობით, პომიდვრის მოკრეფვა უფრო ადრეა შესაძლებელი და ანალოგიურად ის ძვირად იყიდება. ეს ფარავს დანახარჯებს(ნახშირის). ასევე გათბობის მქონე სათბურს უფრო მეტი დრო და ენერგია სჭირდება. ევგენიას, ქმარ ოლექსანდრთან ერთად სამი ათასამდე ბუჩქი აქვს. ამბობენ, რომ რთულია ორი პენსიონერისთვის, მაგრამ ზაფხულობით მოლდოვადან დასახმარებლად ორი შვილი ჩამოდის.

 

ადრე ოჯახი პომიდვრის გასაყიდად ოდესაში მიდიოდა, ახლა კი ისინი მხოლოდ კერძო მყიდველებთან თანამშრომლობენ, რომლებიც კვირაში ორჯერ ჩამოდიან:

— მანქანები მთელი უკრაინიდან ჩამოდიან. ძალიან სასიამოვნოა. დღეს 300 კილოგრამი, თითოეული 20 გრივნიად ჩავაბარე. ადგილზე მას 25-27 გრივნაიდ ყიდიან. ეს არის ტრანსპორტის, ბენზინისა და ბაზრის დანახარჯი.

ევგენია, ქმართან ერთად, კიშინოვის უნივერსიტეტში სწავლობდა. მათ შეეძლოთ იქ დარჩენა და მუშაობა, მაგრამ სოფელში საცხოვრებლად წავიდნენ:

— მადლობა ღმერთს. იცით, ეს რთული სამუშაოა. მაგრამ მე მადლობას მოვიხდიდი. რომ არ ყოფილიყო ქალაქი, არ იქნებოდა ფული სამკურნალოდ, კომუნალური მომსახურება და საჭმელი. პენსიას ვიღებთ, მაგრამ ის ცოტა იქნებაოდა. ალბათ მთელი უტკონოსივკა იტყოდა „მადლობას“, რომ არსებობს ქალაქი.

ევგენია გვიყვება, რომ ადრე სოფელში დამახარისხებელი ადგილი იყო. ისინი ინსტიტუტიდან სხვადასხვა თესლს იღებდნენ და არკვევდნენ, თუ რომელი ჯიშია საუკეთესო ამ ზონისთვის. ახლა ის დაიხურა, მაგრამ ცდები ყოველ წელს უნდა ჩატარდეს:

— მე ცდებს ისევ ვატარებ, რადგან ჩვენ ტირასპოლს უნდა დავუკავშირდეთ საიდანაც თესლს გვიგზავნიან. ჩვენ 5-10 ჯიშს ვრგავთ და ვხვდებით თუ რომელია საუკეთესო ჩვენი სოფლისთვის. 4-5 წლის წინ „პრომადონა“ გამოვარჩიეთ. ადრე „სოიუზი“, „რანოკი“, „სუპერნოვა“, მიკოლაივიდან იყვნენ.

უტკონოსივკაში პომიდორს კვირაში ორჯერ რწყავენ. ყურედან სოფელში წყლის მიწოდება ცენტრალიზებულია – ამისთვის მექანიკოსი, ელექტრიკოსი და ორი ძრავა მუშაობს, რომლებიც რთავენ სასრუტს. ევგენია გვაჩვენებს, თუ რა ჭავლით მოდის წყალი:

— ეს მტკნარი, კარგი წყალია. ადრე ხალხი მას სვამდა. ახლა ეზოში ყველას აქვს 25-30 მეტრის სიგრძის ჭა.

ევგენია ამბობს, რომ მას მოსწონს პომიდვრის მოყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ბოსტნეულს არ შეუძლია ლაპარაკი ის მაინც ზრუნავს მათზე, როგორც ცოცხალ არსებებზე:

— იცით, როდესაც დილით შემოვალ სათბურში და ვიტყვი: „დილამშვიდობისა, პომიდვრებო! როგორ ხართ, რამე ხომ არ გაკლიათ?“ აბა როგორ ამის გარეშე? თუ გინდა რომ გაიზარდოს და კარგი მოსავალი მოგცეს, მათ ასე უნდა მოექცე. შენ მცენარისგან კარგს ელოდები მათ კი თითქოს ესმით შენი, იზრდებიან და არ ავადმყოფობენ.

როგორ ვიღებდით

ნახეთ ვიდეო-ბლოგი, იმის შესახებ თუ როგორ ვიმოგზაურეთ იზმალის რაიონში. ჩვენი დღე კუნძულ მალიი ტარარუში დაიწყო და გასაოცარ უტკონოსივკაში დამთავრდა.

მასალა მომზადებულია

პროექტის ავტორი:

ბოგდან ლოგვინენკო

ავტორი:

ნატალია პონედილოკი

რედაქტორი:

ევგენია საპოჟნიკოვა

ოპერატორი:

ანდრიი როგოზინი

პავლო პაშკო

ფოტოგრაფი:

ოლეკსანდრ რატუშნიაკი

მონტაჟის რეჟისორი:

იულია რუბლევსკა

რეჟისორი,

მონტაჟის რეჟისორი:

მიკოლა ნოსოკი

ბილდ-რედაქტორი:

ოლეკსანდრ ხომენკო

ტრანსკრიბატორი:

დარინა სალო

თვალი ადევნე ექსპედიციას