Share this...
Facebook
Twitter

უკრაინის სამხრეთით, არაბატის ყურეზე, რომელიც აზოვის ზღვით არის მოცული, ხოლო დასავლეთით – სივაშის წყლებით, განლაგებულია სოფელი სტრილკოვე. ეს ხერსონის ყველაზე მოშორებით მყოფე დასახლებული პუნქტია, რომელიც ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს ესაზღვრება.

სივაში – მსოფლიოს ოთხ წყალსატევს შორის ერთ–ერთია, რომელიც ნატურალურ კაროტინს იძლევა  არაბატის ყურეში უამრავი მინერალური წყლის წყაროა, ასევე სამკურნალო ტალახიც. ყურეს დასახელება არაბული ენიდან მოდის, რომელშიც „რაბატი“ სამხედრო პოსტს ნიშნავს. საინტერესოა, რა არის ამ ყურეს დასასრულში, ადრე აქ კოზაკების სამხედრო პოსტი იყო იმისთვის, რომ ყირიმი დაეცვათ, რომლებიც თათრებთან ცხენებისთვის მიდიოდნენ.

ნატურალურ კაროტინს
სივაშის გარდა კაროტინოიდები მკვდარ ზღვაში ისრაელსა და იორდანიას შორის არის; ყარა–ბაგაზ–გოლის ყურეში, რომელიც თურქეთშია და აშშ–ს დიდი სოლომონის ტბაში.

დღეს არაბატის ყურე ისევ გამყოფ ზოლად იქცა. ასფალტის გზა სოფელ შჩასლივესა და სტრილკოვესთან მთავრდება. თვითონ სტრილკოვეში კი აღარ არის ასფალტის საფარი.

ახლა სტრილკოვეში პანსიონები და ბაზებია, რომლებიც აქ საბჭოური დროიდან დარჩა. თუმცა, ახლებსაც აშენებენ. ასე 2014 წელს – უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის დაწყებასა და ყირიმის ანექსიას – მიუხედავად შიშისა, რომ კონფლიქთი აქაც გადავა აქტიურ ფაზაში, ამ მხარეში პირველი სასოფლო ტურისტული გასაჩერებელი ადგილი „აგრუს აზოვი“ ჩნდება. აქ პრიაზოვიას ექსპედიციის დროს ჩამოვედით და შევხვდით დამაარსებელს, კიეველ ოქსანა ჩორნობრივცევას.

კარ–მიდამო

ოქსანამ სოფლის სახლი იყიდა, რომელიც ჯერ კიდევ 1964 წელს აშენდა. ჩვეულებრივი სახლის მაგივრად ახლა აქ 9 სასტუმრო ოთახი, სასადილო და ტერასაა. ასევე არის ნაკვეთი, საქათმე და ხეივანი.

აგრუსი ეზოში ჯერ არ იზრდება. ოქსანას თქმით, ამ ადგილმა ეს სახელი სწორედ მისი კენკრისადმი სიყვარულის წყალობით მიიღო. ნაკვეთზე იზრდება მწვანილი და ბოსტნეული. ყურძნის ხეივანი კი წინა მფლობელებისგან დარჩა. ნაყოფისგან ძალიან კარგი ღვინო გამოდის:

— ადრე არასდროს ვიყავი ამით დაკავებული, მაგრამ მინდა გავაკეთო. შეიძლება არ გამოვა ბევრი და ხარისხიანი, მაგრამ საინტერესო გამოცდილებას მივიღებ – ამბობს ოქსანა.

კარ–მიდამოს ტერიტორია არ არის გათვლილი დიდი ოდენობით ადამიანზე. მიუხედავად ამისა, რაოდენობაზე არავინ ღელავს. მფლობელებს უნდათ, რომ შექმნან წყნარი, ატმოსფერული  გარემო, რათა ყველას მიაქციონ ყურადღება.

— მომწონს, როდესაც სტუმრები სწრაფად იცნობენ ერთმანეთს, შემდეგ კი მიდიან ექსკურსიაზე, ერთად მიდიან ზღვაზე. ბავშვები მეგობრობენ, აქ გასართობს პოულობენ.

სახლს ნატურალური მასალისგან აშენებდნენ. ოქსანას თქმით, ყველაფრის იაფად და სწრაფად გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ მას „სულისვის“ უნდოდა გაეკეთებინა. შენობა ყირიმისა და ადგილობრივი მასალით არის მოპირკეთებული. სახურავი ხის ნაჭრებისგან არის გაკეთებული. ავეჯი კი ძირითადად ხისგან გაკეთებული არის.

შესამჩნევია მფლობელის სიყვარული თეთრი ფერის მიმართ. აქ ის ბევრია. ოქსანასთვის, ეს ფერი სუფთა ფურცლის ფერია, რომელზეც რაიმეს დაწერა ან დახატვა გინდა, იმის მიხედვით თუ რა ხასიათზე ხარ. ასევე ის ასოცირდება ახალთან, სუფთასა და სოფლის სიწყნარესთან:

— ვიხსენებ, თუ როგორ  მიყვარდა ბავშვობაში ბებიასთან ჟიტომირის ოლქში ყოფნა. ის ტრადიციული უკრაინული სახლი იყო, თეთრად შეღებილი, ხოლო ფანჯრები ცისფერი კარით იყო მოპირკეთებული. თითქოს ძალიან უბრალო ადგილი იყო, ნამდვილი დასვენება კი მხოლოდ იქ გამომდიოდა. ის სიმშვიდის ადგილი იყო, სადაც ყველაფერი ჩერდებოდა.

სწორედ ასეთი ატმოსფეროს შექმნას ცდილობს ოქსანა ამ სახლში. დროდადრო აქ ატარებენ მასტერ–კლასებს: ცომისა და თიხისგან ძერწვაში, თივისგან დამცავი ამულეტების წვნაში. პატარა კომპანია იკრიბება, მაგრამ სწორედ იმ ატმოსფეროში – დარწმუნებულები არიან ორგანიზატორები – შეიძლება გააკეთო სწორი რამ.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

სტუმრების მაქსიმალურ დაინტერესებაში მფლობელები არა მარტო ბიზნესისთვის ცდილობენ. ასეთნაირად მათ უნდათ გააფართოონ დასვენების სეზონი არაბატის ყურეში, რათა მოიშორონ შტამპი „სეზონურობა“, რომელიც ზღვაზე წასვლისას უკრაინელებისთვის ორიენტირებულობის საფუძველია:

— ზაფხულში ზღვის შემდეგ, როგორც წესი, არ გრჩება დრო სხვა საქმისთვის. ისე, ჩვენთან წელიწადის სხვადასხვა დროსაც ჩამოდიან, დასვენებებსა თუ დღესასწაულებზე: ცხელ სამკურნალო წყაროებზე, სანადიროდ, თევზაობისთვის. ხალხს საინტერესო გასართობი უნდა შესთავაზო: თუნდაც ეს მასტერ–კლასები, გამოფენები, მუსიკალური საღამოები. ადგილობრივებსაც ვრთავთ ამ საქმიანობაში – მათთვის დამატებითი სამუშაო ჩნდება, მათ ნიჭზე მოთხოვნა იზრდება, სტუმრებსაც აინტერესებთ.

„აგრუსის“ სტუმრებს სურვილისამებრ აგროტურიზმითაც შეუძლიათ დაკავება. ბავშვები აქ კვერცხებს აგროვებენ, ზოგიერთი უფროსი კი კრეფს ყურძენს ან რწყავს ბაღს. მიუხედავად ამისა, ოქსანა ამბობს, რომ დიდი მოთხოვნა ამაზე არ არის: ხალხი ქალაქიდან ჩამოდის დაღლილი, დასვენებისთვის კი დიდი დრო მიაქვს ზღვას.

ოქსანა

ოქსანასა და მის ქმარს საკუთარი ბიზნესი კიევში აქვთ – ქოლ–ცენტრი. მაგრამ, ამ ბოლო დროს მფლობელი უფრო მეტ დროს სტრილკოვეში ატარებს, შეძლებისამებრ კი მას მისი სამი ვაჟი ეხმარება. სამუშაოში, ძირითადად, ახლობლებსა და ნათესავებს რთავენ, ადგილობრივი დამხმარეების არიან:

— როდესაც მეკითხებიან მომუშავეებზე, მე არც კი შემიძლია ამ სიტყვის გამოყენება. რადგან აქ ყველა ჩემი დამხმარეა.

ასეთი ადგილის შექმნის იდეა, ოჯახს მოგზაურობებიდან დაებადა. იტალიაში, ხორვატიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში ყოფნისას, ოქსანას უყვარს ასეთ ადგილებში გაჩერება. ის თვლის, რომ სწორედ ასეთი დასვენებაა საუკეთესო მათთვის, ვინც უმეტეს დროს დიდ ქალაქებში ატარებს.

სიჩუმე, სიწყნარე და მიახლოებული ბუნებრივი პირობები.

— ამბობენ, თუ იპოვი საქმეს, რომელიც ნამდვილად მოგწონს, შენ არასდროს მოგიწევს მუშაობა. ძალიან რთულია მუშაობა, როდესაც სიამოვნებას ვერ იღებ.

ადრე ოქსანა PR–ის სფეროში მუშაობდა, დადიოდა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში. პირველად, არაბატის ყურეში დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ მაშინ ვერ იპოვა კომფორტული ადგილი გასაჩერებლად. შემდეგი მოგზაურობისას მან ოჯახთან ერთად იპოვა ადგილი, სადაც ჩამოსვლის შემთხვევაში შეიძლებოდა გაჩერება:

— ეს ასეთი ადგილისთვის ტიპური სახლია. 50–იანი წლების ბოლოსა და 60–იანი წლების დასაწყისში როდესაც აქ რეორგანიზება მოხდა, უამრავი გადამიანი გადაასახლეს. აქ ჩამოდიან ახალგაზრდა სპეციალისტები ოჯახებთან ერთად. სწორედ ასეთი იყო ძირითადი დასახლება.

წინა მეპატრონეები, წყვილი ვოლინიდან, რომლებმაც ეს სახლი ქორწილის შემდეგ მიიღეს:

— მაშინ სახლი ჯერ არ იყო ბოლომდე აშენებული. მისი (წინა მეპატრონის – რედ.) ქმარი ძალიან მზრუნველი იყო. ყველაფერი სინდისით კეთდებოდა, უამრავი მომავალი ბედნიერი წლისთვის.

— იცით, პირველი შთაბეჭდილება სახლიდან გაძლევს საშუალებას იცოდე, მოგწონს ის თუ არა. როდესაც პირველად შემოვედი ეზოში, ვიგრძენი, რომ დავბრუნდებოდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩემი მშობლიური ადგილი.

თავიდან, ამბობს ოქსანა, მის ჩანაფიქრს ახლობლები სკეპტიკურად უყურებდნენ. ალბათ, არ იცოდნენ, თუ რა იქნებოდა და დაარღვევდა თუ არა ეს მათ სიმშვიდეს. არ იცოდნენ თუ როგორები აღმოჩნდებოდნენ ახალი მეზობლები. ახლა მას მეგობრული დამოკიდებულება აქვს მეზობლებთან:

— ბევრი მეხმარება რჩევებით. მიხარია ასეთი მეზობლები რომ მყავს, რომლებთანაც უბრალოდ მისალმებაც სასიამოვნოა. რადგან ამ მხარეში არანაირი ფესვები არ მაქვს: არც ნაცნობები, არც კლასელები და არც ნათესავები.

2014. სტარტი და ბლოკპოსტი

ადგილის მშენებლობის პარალელურად, 2014 წელს ცელაზე უამრავი სამხედრო ტექნიკა შემოჰქონდათ, დგამდნენ ბლოკპოსტებს. სტრილკოვედან ყირიმამდე პირდაპირი გზა მიდის. ამასთან ერთად სამხრეთით გაზის საბადოა. ოქსანა ამბობს, რომ როდესაც ასეთ საშინელებას გადაიტან, უარს ამბობ მის რეალურად აღქმაზე:

— გადავწვიტე დამესვენა და გამოვცალკებულიყავი. მინდოდა შემენახა ეს მდგომარეობა, რომელიც ნებას გაძლევს ასეთ მდგომარეობაში სწორად მოიქცე.

— სახლის აშენება, ჩემი აზრით – ერთ–ერთი არაჩვეულებრივი საქმეა ცხოვრებაში. უამრავი ადამაინი მეკითხებოდა, უნდა გავიქცეთ თუ არა აქედან, იმის მაგივრად, რომ ავაშენოთ. მაგრამ ეს მე არ მაშინებდა. ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ შეგრძნებებს ვენდობი, გული არასდროს მოგატყუებს

საინტერესო იყო იმ მომენტში ბავშვების რეაქციებისთვის გედევნებინა თვალ–ყური. როდესაც სტრილკოვეში უამრავი სამხედრო გაჩნდა, სამხედრო ტექნიკა, ცუდი ახალი ამბები, ბავშვებს კი ცხოვრება უხაროდათ. ისინი სიხარულით ხვდებოდნენ უკრაინულ სამხედრო მანქანებს, ბრონირებულ ტექნიკას, ისინი დაცულად გრძნობდნენ თავს:

— მხოლოდ ამის დანახვას ვცდილობ. სერიოზულად. მაშინ ჯერ არ იყო ასეთი ფორმირებული დამოკიდებულება უკრაინულ არმიაზე, როგორც ახლა. ეს სწორედ ის დრო იყო, როდესაც მკაფიოდ გახდა ცნობილი თუ ვინ ვინ არის.

სასოფლო ტურიზმი, როგორც შემოსავლის წყარო

„აგრუს აზოვის“ მსგავსი ადგილი ოქსანა ჩორნობრივცევას არაბატის ყურეზე არ უნახავს. საკუთარი პროექტის უნიკალურობა იმაშია, რომ ის უკრაინული სოფლის პოზიციების გამყარებას ცდილობს, იქ დასვენების პროპაგანდას:

— მაგარია, როდესაც ასეთ მოვლენას სიფრთხილით ეკიდებიან. როდესაც შემოსასვლელზე უკვე დავწერეთ „სასოფლო ტურიზმის სამყოფელი“, ზოგიერთი ადგილობრივი თანაგრძნობით გვიყურებდა. ამბობდნენ, ვინ მოვიდოდა ასეთი დასახელების წყალობით ჩვენთან? აი თუ დავწერდით „ლუქსი“ ან VIP… ჩემი მიზანია გავაერთიანო ადამიანები, რომლებსაც სჯერათ სოფლის, მისი სიცოცხლისუნარიანობის. იმისი, რომ სოფლად მცხოვრებლებს შეუძლიათ საკუთარი თავის უზრუნველყოფა, ცხოვრების დონის ამაღლება, სხვაზე დამოკიდებულების გარეშე.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

სასოფლო ტურიზმს, ამბობს ოქსანა, დიდი პოტენციალი აქვს. უპირველეს ყოვლისა, სოფლის მოსახლეობის უდიდესი რაოდენობა არ არის დაკავებული, სახელმწიფოსგან მინიმალურ ფულს იღებენ. მაგრამ ამ გზას არსად მიჰყავხარ, რადგან წესიერი ადამაიანი – წესიერი სახელმწიფოს საწინდარია.

— ამ ყველაფერზე ისაც მოქმედებს, თუ არ ვცდები, ის, რომ მოსახლეობის 70% არც კი ყოფილა საკუთარი ოლქის გარეთ, არაფერი რომ ვთქვათ ქვეყანაზე. ასე რომ, საბჭოური ზეგავლენა მაინც იგრძნობა.

სწორედ სასოფლო ტურიზმი ქმნის დამატებით გზებს ან თუნდაც ძირითად შემოსავალზე. ასეთი საქმიანობა ძალიან პოპულარულია სხვადასხვა ქვეყანაში. უკრაინაში კი ეს მიმართულება ახლა იწყებს განვითარებას:

— ეს უბრალოდ დაუფასებელი პოტენციალია. ეს მაგარია. ასეთი ადგილი (სახლი სოფელში – რედ.) – ჩვენთან ჯერ კიდევ არაპოპულარულად ითვლება. სასოფლო ტურიზმის განვითარებისთვის ყოველთვის არ არის საჭირო დიდი ხარჯები. შესაძლებელია იმ რესურსის გამოყენება, რომელიც ხელთ გაქვს, ამასთან ერთად შრომაც. გლეხები საკუთარ თავსაც აჭმევენ და სახელმწიფოს ბიუჯეტსაც ავსებენ. სწორედ ასე შენდება ინფრასტრუქტურა, საზოგადოებაში ქვევით იწევს დაძაბულობა.

მაგრამ მხოლოდ ერთი ადგილის მიცემა უბრალოდ არ არის საკმარისი. საჭიროა დამატებითი მომსახურების ჩამონათვალის გაზრდა. კონკურენცია გაიზრდება და ხალხი ისე უბრალოდ აღარ დაბინევდება შენთან. ისინი აირჩევენ საინტერესო, უფრო გემრიელ, წყნარ და ლამაზ ადგილს.

цифри
შესადარებლად მოგვყავს პროექტ „გახსენი ევროპის“ 2017 წლის მონაცემები: ბოლო ორი წლის მანძილზე ევროკავშირი ყოველმა მეათე ზრდასრულმა უკრაინელმა მოინახულა. დასავლეთ უკრაინაში ეს მონაცემები სამჯერ მეტია ბოლო 2 წლის მანძილზე – 19% 7%–ის საწინააღმდეგოდ ცენტრში, 5% ჩრდილოეთით და 2% უკრაინის აღმოსავლეთით'.

უნდა განვითარდეს მომსახურების სფერო, საჭიროა მივცეთ ხალხს ცოდნა ამ სფეროში. ოქსანას თქმით, ამ რეგიონში საჭირო სამუშაოები არ ტარდება, თუმცა, უკრაინის სხვა ოლქის პოზიტიური მაგალითები არის.

2016 წელს ოქსანამ სასოფლო ტურიზმის სემინარი გენიჩესკის რაიონის მცხოვრებთათვის ჩაატარა. იწვევდა მეურნეობების ხელმძღვანელებს იმისთვის, რომ მათ გამოცდილება გაეზიარებინათ, ასევე მოიწვია იურისტი, რომელმაც ხალხს მიაწოდა ინფორმაცია ამ სფეროზე. ოქსანას ყოველწლიურად უნდა ასეთი სემინარის ჩატარება.

არაბატკის ბრენდი და ამერიკელი სტრილკოვეში

მეურნეობა და სემინარი – ოქსანა ჩორნობრივცევას არა მარტო ერთი იდეაა. 2016 წლის ზაფხულში მან საკუთარი დანახარჯებით გამოაცხადა არაოფიციალური კონკურსი არაბატის ყურის ბრენდის შესაქმნელად – ლოგოტიპისა და სლოგანის. ეს ელემენტები ნებისმიერი ბრენდის წარმატების აუცილებელი წინაპირობაა. განსაკუთრებით, ტურისტულის. არაბატის ყურეს ამ დრომდე ასეთი არაფერი ჰქონია. კონკურსის შედეგებით შეიქმნა ბრენდ–ბუქი.ზღვამდე ლოგოტიპ–მიმანიშნებელით კი – ახლა სუვენირული პროდუქციის გაკეთებას გეგმავენ.

2016 წელს ოქსანამ გაიგო პროექტ Go Global-ის შესახებ, რომელიც უცხოური ენის უკრაინაში პოპულარიზაციას ეხებოდა. Go Camp კი არის მოხალისეების მეშვეობით უკრაინულ სკოლებში ბავშვებისთვის უცხო ენის შესწავლის საშუალება.

2017 წელს განაცხადი სტრილკოვეს სკოლამაც შეიტანა. უნდა წარგვედგინა საკუთარი რეგიონი, მისი უნიკალურობა, ასევე გვეპოვა ადგილი, სადაც მოხალისე დაისვენებდა და მიიღებდა საკვებს. ასეთი ადგილი „აგრუს აზოვი“ გახდა.

სტრილკოვეში მოხალისე კარლოს მორეტი ჩამოვისა, რომელიც აშშ –ს ფლორიდის უნივერსიტეტის ფილოლოგი იყო. გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ ბავშვს ენა პირველწყაროდან უნდა შეესწავლა და დაეძლია ენის ბარიერი.  ადგილობრივ ბანაკში 25–30 ბავშვი უნდა ყოფილიყო. საბოლოო ჯამში კი – გაკვეთილებს 86 ბავშვი დაესწრო. სასოფლო საბჭოც დაგვეხმარა, რადგან ბავშვები საკვებით უნდა მოგვემარაგებინა.

მომდევნო წარმატებული მაგალითები

ოქსანას აზრით, სასოფლო ტურიზმში უამრავი მაგალითია. რომლის გათვალისწინებაც შეიძლება. უკრაინაში ესენია ზაკარპატია, ივანო–ფრანკისვსკი, ჩერნივეცის ოლქები:

— როგორ შეიძლება ამითი არ იყო დაკავებული, როდესაც ეს შენი მოწოდებაა? ამასთან ერთად, ტრანსკარპატიელები ყოჩაღები არიან, რადგან მათთან სტუმრები მთელი წლის განმავლობაში ჩამოდიან.

საზღვარგარეთის გამოცდილებით ეს ლიტვაა და მისი კურშის ყურე. ოქსანა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და გამოცდილების გაზიარებას გეგმავს:

— მიუხედავად იმისა, რომ ბალტიის ზღვა ცივია, იქ არ არის ცხელი წყაროები და სამკურნალო ტალახები, მათ ეს ყველაფერი არაჩვეულებრივად ორგანიზებული აქვთ. პოლონეთში ჰელსის ყურეც არის. ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას უბრალოდ ასეთი გამართლებული მაგალითების დანახვა უნდა.

როგორ ვიღებდით

როგორც ვხედავთ, ცალკეული ადამიანების ინიციატივები, თუნდაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნამდვილად მნიშვნელოვანია. ჩვენი გზა სტრილკოვემდე ასკანია–ნოვაზე ძევს უნიკალური სამუსიკო სკოლით, ასევე გრიგორივკაზე და მის უნიკალურ ხელნაკეთ ისტორიულ მუზეუმზე. გაიგეთ მეტი, ჩვენი ვიდეო–ბლოგის მეშვეობით.

მასალა მომზადებულია

პროექტის ავტორი:

ბოგდან ლოგვინენკო

ავტორი:

ნატალია პონედილოკი

რედაქტორი:

ევგენია საპოჟნიკოვა

ფოტოგრაფი:

სერგიი კოროვაინი

ოპერატორი:

დმიტრო ოხრიმენკო

რეჟისორი:

მიკოლა ნოსოკი

მონტაჟის რეჟისორი:

მარია ტერებუსი

იულია რუბლევსკა

ბილდ-რედაქტორი:

ტრანსკრიბატორი:

თვალი ადევნე ექსპედიციას