Share this...
Facebook
Twitter

ყურძენი – ადგილის კულტურაა. ითვლება, რომ ტავრიაში – საუკეთესო ყურძენია უკრაინის მასშტაბით. აქ ბევრი მზე და ნაყოფიერი მიწაა.

ფერმერს, ქალაქ ოლეშკიდან, ალბერტ ფედოტოვს ყურძენი სათბურებში მოჰყავს, აგროვებს ყურძნის სხვადასხვა სახეობას და მეყურძნეობას საკუთარი ცხოვრების აზრად თვლის. ამ სათბურით ოდესღაც მამამისი იყო დაკავებული, საბოლოოდ კი ალბერტიც დაკავდა ამით. ის ამ საქმის განვითარებას ცდილობს. სწორედ ამით ცხოვრობს ის.

ეყურძნეობით ალბერტი უკვე 10 წელია რაც დაკავებულია. ადრე ის ვაჭრობის სფეროში მუშაობდა, კომპანიის კომერციული დირექტორი იყო. იმ დროსაც კი ის ყურძნის სხვადასხვა ჯიშს აგროვებდა და სახლისთვის მოჰყავდა. ახლა მან მთელი დრო საოცნებო საქმეს დაუთმო.

— ადამიანს ყოველთვის უნდა რომ თავისუფალი იყოს. აკეთოს ის რაც მოსწონს, სამსახურში ისე მიდიოდეს, როგორც დღესასწაულზე

ალბერტი იხსენებს, რომ მამამისს ყურძნის 70 ჯიში მოჰყავდა, რაც საბჭოურ პერიოდში კოლექციად ითვლებოდა.

ახლა ალბერტის კოლექციაში 100 ჯიშია. ყოველ წელს ყურძენს ათობით ახალი ჯიში ემატება, რომლებიც ყოველთვის როდი ეტევა სათბურში. ამიტომ ალბერტი ახალ ჯიშებს ბუჩქებზე ამაგრებს. მისი თქმით, სწორედ ასე შეიძლება საუკეთესო ყურძნის მოყვანა.

ყველაზე მეტი ალბერტს „კრაინოვის სამების“ ჯიშის ყურძენი აქვს გრძელი ვარდისფერი მარცვლებით. ის ამბობს, რომ ხალხი ამ ყურძენს „ფერისცვალებას“, „ნოვოჩერკასის იუბილეს“ და „ვიქტორს“ უწოდებენ.

წლიდან წლამდე ყურძნის ბევრი ახალი ჯიში ჩნდება, რომლებიც სელექციის მეთოდით გამოჰყავთ. ყურძნის მცოდნეები და მეცნიერები ახალ და ბევრად კარგ მცენარეებს ქმნიან, რომლებსაც მასიური მარცვლები აქვთ. მეცნიერებას, რომელიც ყურძენს სწავლობს ამპელოგრაფია ეწოდება.

ალბერტს ჯერ არ გამოუყვანია საკუთარი ჯიშები. ამბობს, რომ არც გეგმავს რადგან ეს სულ სხვა საქმეა, რომელიც მას არც ისე მოსწონს.

ალბერტის სათბურში დაახლოებით 800 ბუჩქი იზრდება. გარდა ამისა, ყურძენი სალთან მდებარე ნაკვეტზეც იზრდება.

როგორც წესი, ივლისის შუა რიცხვებში ალბერტი უკვე ირებს პირველ მოსავალს. ის ყურძენი, რომელიც ღია ცის ქვეშ იზრდება ივლისის ბოლოს მწიფდება, ან აგვისტოს დასაწყისში.

მიუხედავად იმისა, რომ მცენარეები საბურში იზრდება მოსავალს მხოლოდ წელიწადში ერთხელ იძლევა. მხოლოდ გარკვეული ჯიშები იძლევიან წელიწადში ორჯერ მოსავალს. ასეთ მოვლენას „პასინკოვის მოსავალი“ ეწოდება. ალბერტი ხსნის: ხეივანზე იზრდება პატარა დამატებითი ნაწილები, რომლისგანაც მწიფდება ყურძენი. ისინი ერთი თვით გვიან მწიფდებიან მაგრამ ყურძნისგან ენერგიას იღებენ. ამიტომ ის ტეხავს ამ პატარა წამონაზარდებს, რომ პირველი მოსავალი საუკეტესო ხრისხის იყოს.

ამ ნაწილებს გაზაფხულზე რამდენჯერმე ტეხავენ. უპირველესად იმას – რაც ქვევით იზრდება. ალბერტი ყვება, რომ ერთი კოკორიდან რამდენიმე იზრდება. მათგან მხოლოდ ერთი უნდა დატოვო, ყველაზე ძლიერი. გაზაფხულის განმავლობაში წყდება თუ რომელი ნაწილი უნდა დარჩეს ხეივანზე. ეს საპასუხისმგებლო საქმეა, რომელსაც ყველა მეპატრონე დამოუკიდებლად უნდა აკეთებდეს.

– ზოგიერთი ყვირის: „რას აკეთებ?! ეს ხომ მოსავალია!“ მოსავალი არ იქნება, თუ არ იქნება ბევრი. ის ძალიან წვრილი და პატარა იქნება. მე არ შემიძლია ჩემი „ბავშვი“ სხვას ვანდო, რომლებიც ასე დაამტვრევენ აქაურობას. წინა წელს პატარა მოსავალი მქონდა, ამიტომ მარტომ გავართვი ამ ყველაფერს თავი, სხვისი დახმარების გარეშე. ნეტავ იყოს მოსაკრეფი ყურძენი!

ამ საქმეში ზოგჯერ შვილიც ეხმარება. მაგრამ მასაც აქვს საკუთარი სამსახური და სასწავლი. ამიტომ მას არ შეუძლია ყოველთვის დახმარება.

ყველაზე მეტად ალბერტს უხარია იმ დროს როდესაც მოსავალი მწიფდება. ერთ ახალგაზრდა ბუჩქს 10-50 კგ ყურძენი მოაქვს. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რა გარემოში იზრდება მცენარე. რათა მიიღოს მოსავალი მეყურძნეობიდან, თუ არ გაქვს დიდი ტერიტორია, სათბურია საჭირო.

სათბური

სათბურის პირობებში ყურძენი სამი წელი იზრდება. ამით ალბერტი ეკონომიკური მოგების მისაღებად დაკავდა. რადგან ყურძენი სწრაფად მწიფდება, ფასიც მაღალი ექნება. გარდა ამისა, შენობაში მარტივია მცენარეების მოვლა.

– სათბურებში იდეალური მარცვლებია. არც წვიმა, არც ქარი, არც ჩიტია. ბევრად ნაკლები დაავადებაა.

თუმცა ალბერტი ამას ხსნის იმით, რომ დღევანდელობაში ქიმიკატების გარეშე არ შეიძლება. მეყურძნე იყენებს ბიოპრეპარატებს, სპეციალურ ბაქტერიებსა და უახლეს ტექნოლოგიებს, რომელიც საშუალებას იძლება მოლეკულარულ დონეზე გააუმჯობესო მიწა.

ალბერტი ყვება, რომ ოდესღაც „ღია მიწაზე“ ყურძნის მოყვანა უნდოდა. მაგრამ დათვალა და მიხვდა რომ ფართობი არ არის დიდი. სწორედ ამიტომ, მან სათბურის აშენება გადაწყვიტა.

— არსებობს მოსაზრება, რომ სათბურში მარცვლის დათესვისას ისღა დაგრჩენია რომ დაელოდო მოსავალს. არა! უფრო მეტი სამუშაოა, რადგან ყურძენი ბევრად ადრე იღვიძებს და ის სხვადასხვა ყინულს იკიდებს.

ზამთარში სათბურის ტემპერატურასა და გარე ტემპერატურას შორის მცირეოდენი განსხვავებაა – 1-2 °C. 4,5 მეტრიანი სიმაღლის მქონე შენობის გათბობა ძვირი ღირს.

იმისთვის, რომ ზამთარში არ გაიყინონ მცენარეები, ალბერტი შენობას სპეციალური თხელი პარკით ფარავს. ამბობს, რომ ამ მეთოდით ტემპერატურის ორი გრადუსით გაზრდაა შესაძლებელი.

ასეთ მაღალ შენობას იმისთვის აშენებენ, რომ ზაფხულში მცენარეები კომფორტულად გრძნობდნენ თავს. მაღალი ჭერის წყალობით მზის სხივი წვავს ზედა მარცვლებს რომლებიც 2,5 მეტრზეა. დამატებითი მეტრაჟი მცენარეს ცხელი ჰაერისგან იცავს.

ალბერტის თქმით, ყურძნის ყოველი განვითარების ეტაპი სპეციფიურ კლიმატურ პირობებს საჭიროებს. იმისთვის, რომ აკონტროლოს ტენიანობა და ჰაერის ტემპერატურა სხვადასხვა სეზონზე, მეყურძნე ციფრულ თერმომეტრს იყენებს.

ალერტი ამბობს, რომ მეყურძნეობა დიდ ყურადღებას, ძალასა და დროს მოითხოვს. ყველაზე მეტად, მისი თქმით, დრო არ ჰყოფნის.

– როდესაც ამ მცენარესთან მუშაობ, არ უნდა ეჩხუბო მას, არ უნდა იჩქარო, არაფერი არ უნდა დაგავიწყდეს. ერთი დღეც არ უნდა ჩააგდო. თუ ცაგეძინა და ვერ მოასწარი – ერთი წლის სამქე წყალში ჩაიყრება. ამიტომ არ არის იმის დრო რომ თქვა: „ხვალ გავაკეთებ“. დღეს გასაკეთებელი დღესვე უნდა გააკეთო!

ალბერტი ხსნის: იმისთვის, რომ მეყურძნეობამ შემოსავალი მოიტანოს, სამი-ოთხი წელი უნდა იმუშავო. ამ საქმისთვის მან მანქანაც კი გაყიდა.

ალბერტს ოჯახი ეხმარება მას ამ საქმის განვითარებაში. ის აღიარებს, რომ მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ „ესაა მთავარი“.

პოტენციურად, ალბერტი საკუთარი ვენახის გაფართოებას გეგმავს. ამბობს, რომ მცენარეების მოყვანა სათბურში გაცილებით რთულია. რადგან ასეთი ორანჟერეის ასაშენებლად სპეციფიური მასალაა საჭირო. გარდა ამისა, საჭიროა ფული წვეთოვან სარწყავ მილებსა და ქიმიურ პრეპარატებზე.

ამ წელს ალბერტი კიდევ ერთ სათბურში იწყებს მუშაობას. მან უკვე დათესა იქ რამდენიმე ყურძნის ჯიში: „მასწავლებლის ჭკუა“, „ველიზი“ და სხვა.

ეს დაავადება – ყურძენია

იმის გამო, რომ სათბურში ყურძენი უფრო სწრაფად მწიფდება, ფასიც შესაბამისია. ალბერტი ამბობს, რომ ასეთ სიტუაციაში გამოსავალი – საბითუმოა. რადგან ბევ ადგილობრივს არ შუძლია საცალოდ დაწესებული ფასის გადახდა.

ტავრია – ნაყოფიერი მხარეა, ამიტომ საბაზრო ურთიერთობის დალაგება არაა რთული. ალბერტი ყვება, რომ არსებობს რამდენიმე საბითუმო ობიექტი, რომლებთანაც ყიველთვის შეიძლება თანამშრობმლობა.

როგორც წესი, ტავრიიდან ყურძენი კიევში, დნიპროში და უკრაინის სხვადასხვა დიდ ქალაქში მიაქვთ. საზღვარგარეთ ჯერ არ ყიდის ალბერტი თავის ყურძენს. ამბობს, რომ ამისთვის უფრო ფართო პროდუქციაა საჭირო. ის განიხილავს სხვადასხვა მეყურძნესთან თანამშრომლობის საკითხს. რადგან თვლის, რომ თუ გაერთიანდება სხვასთან უფრო ადვილი იქნება პროდუქციის მოძრაობის მოგვარება.

ალბერტის ტქმით, საბჭოურ პერიოდში მეყურძნეობის დაღმასვლა იყო. როდესაც მიხაილო გორბაჩოვმა შემოიტანა „მშრალი კანონი“, ხეივნების გაჩეხვა დაიწყეს. ამ მიმართულების დაღმასვლა 90-იან და 2000 წლებშიც აქტიური იყო. არავის ეცალა ყურძნისა და ღვინისთვის. ახლა, ალბერტის თქმით, ეს საქმე აღორძინების ხანაშია.

ალბერტი ამბობს, რომ ახლა რეგიონში ბევრს მოჰყავს ყურძენი. პროფესიონალურად ამით ერთეულები არიან დაკავებულნი, მაგრამ სახლისთვის მაინც ყველას მოჰყავს ის. თუ ყურძენი ეზოში არ აქვთ, მაშინ მიწის ნაკვეთზე მაინც ექნებათ.

ის აღიარებს, რომ როდესაც საქმიანობა დაიწყო, ის ვერც კი ხვდებოდა, თუ რამდენი ადამიანი იყო ამით დაკავებული. ახლა ის კოლეგების გამოცდილების გადმოღებას ცდილობს.

– ყოველ წელს რაიმე ახალი ჩნდება. ხან იქ არის გასაკეთებელი, გაკეთების შემდეგ უკვე იცი რაც უნდა გააკეთო. იქ დავწერ: „მეგობრებო, რა გავაკეთო?“. მეყურძნეები ყოველთვის დაგეხმარებიან და გაგიზიარებენ ინფორმაციასა და გამოცდილებას. სწორედ ასე ვეხმარებით ერთმანეთს.

მეყურძნეები მჭიდროდ ურთიერთობენ ერთმანეთთან. მას მეგობრები არამხოლოდ უკრაინაში, არამედ საზღვარგარეთაც ჰყავს. ალბერტი ამბობს, რომ მათთან სოციალური ქსელების მეშვეობით ურთიერთობს. ალბერტი იცინის და ამბობს რომ თავისიანს შორიდანაც ცნობს:

– ჩვენ ერთმანეთს მეგობრებს ვუწოდებთ, სხვები კი ავადმყოფებს გვეძახიან. ასეც არის. მაგრამ ეს დაავადება – ყურძენია. თუ დაავადდი, მთელ ფულს ახალ ჯიშებში დახარჯავ. ნეტავ იცოდეთ რა ღირს! ჩემმა ცოლმა არ იცის! მთელი დრო, მთელი ძალა.

ალბერტი ყვება, რომ თავის დროზე მიხაილო პავლივსკის გამოცდილება გაიზიარა – ერთ-ერთი პირველი მეყრძნის, რომელსაც ხერსონშჩინაში ყურძენი სათბურში მოჰყავდა. ახლა, მიხაილოს პატარა სათბური კახოვის წყალსაცავთან აქვს, სადაც მას 150 ჯიშის ყურძენი მოჰყავს. ამ დონის მისაღწევად, მიხაილო ბევრს მოგზაურობდა და სხვა ადამიანების გამოცდილებას იზიარებდა.

ალბერტს გასაყიდად ძვირიანი ჯიშებიც მოჰყავს. ხაივანი რჩება, ნერგების გადაყრა კი ენანება. ამ საქმიდან არ არის ბევრი შემოსავალი.

გარდა ამისა, ის ღვინოს სახლისთვისაც აკეთებს. ამ საქმისთვის ღვინის ჯიშების ცალკეული კოლექციაც აქვს, რომლებიც პატარა პლანტაციაზე იზრდება.

მეყურძნეობა ალბერტისთვის საუკეთესო საქმეა. ეს მისთვის შემოსავალი და სიამოვნებაცაა. მას მთელი ცხოვრება უნდოდა რომ ყურძენი გამოეყვანა რადგან ტავრიაში ამისთვის ყველა პირობაა.

– იმიტომ, რომ ყურენი – ადგილის კულტურაა. ერთ ხეივანზე შეიძლება იყოს კარგი, მეორეზე კი სხვანაირი. ამიტომ ყოველი ჯიში, როგორც არ უნდა აქოთ უნდა დარგო შენთან და ნახო თუ როგორი იქნება ის. ყველა ჯიში მეყურძნემ თავის ხელში უნდა გაატაროს.

– იმითი უნდა დაკავდე რითაც ყველაზე ცოტა ადამიანი არის დაკავებული. მე ვიცი გამოთქმა, რომლის თანახმადაც უნდა დაკავდე იმით რაც რთულია. კიდევ არაერთხელ გავიმეორებ: „მე მიყვარს ყურძენი!“.

მასალა მომზადებულია

პროექტის ავტორი:

ბოგდან ლოგვინენკო

ავტორი:

იანა კონიკი

რედაქტორი:

ევგენია საპოჟნიკოვა

კორექტორი:

პროდიუსერი:

ოლგა შორი

ფოტოგრაფი:

ალინა კონდრატენკო

ოპერატორი:

ოპერატორი,

ხმის რეჟისორი:

პავლო პაშკო

მონტაჟის რეჟისორი:

მარია ტერებუსი

სცენარისტი:

კარინა პილიუგინა

რეჟისორი:

მიკოლა ნოსოკი

ბილდ-რედაქტორი:

ოლეკსანდრ ხომენკო

ტრანსკრიბატორი:

თარჯიმანი:

ლაშა ავქოფაშვილი

თვალი ადევნე ექსპედიციას