Share this...
Facebook
Twitter

გემბას მთაზე, ტრანსკარპატიაში, 2013 წლის ზამთარში გაჩნდა ადგილი, რომელმაც დაიწყო მოგზაურების მაგნიტივით მიზიდვა. ადგილობრივები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდნენ წარმატების საიდუმლოს, ამ ჩაის სახლზე დღემდე არ არის პუბლიკაცია მედიაში, ჩვენ ვერ ვნახეთ აქაური ვარსკვლავი, აქ საერთოდ არ ღელავენ რეკლამასა და დამატებითი სტუმრების მიზიდვაზე, იციან, რომ ყოველთვის იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც აქ სპეციალურად მოდიან, ან თუნდაც შემთხვევით აღმოაჩენენ და შემოვლენ, ან ზაფხულის თავსხმა წვიმაში შემოაღებენ კარს და აღმოაჩენენ მთის მწვერვალის აღელვბულ ატმოსფეროს.

1949 წელი. იოსებ სტალინის დავალებით საბჭოთა კავშირის მეცნიერები მუშაობენ ჩრდილოეთის მცენარეების მოსაყვანად სამხრეთით და სამხრეთის მცენარეების – ჩრდილოეთით. ტრანსკარპატიის ცნობილი აკადემიკოსი ვიკტორ სოჩავა ხელმძღვანელობს ციტრუსის, ჩაისა და ევკალიპტის მოყვანას. ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ჩაი ეგუება აქაურობას. ჩაის პლანტაცია ჩერვონის მთაზეა, მუკაჩევოსთან ახლოს რომელიც 50 ჰა – ზეა განლაგებული, მისი ფართობის გაზრდას 1000 ჰექტარამდე გეგმავენ, მაგრამ საბოლოოდ აქ ყურძნის მოყვანას იწყებენ.

დღევანდელი უკრაინის ერთადერთი ჩაის პლანტაცია გადაშენების პირასაა. თუ წინა საუკუნის 60 – იან წლებში აქ 1300 კგ ჩაის კრეფდნენ, ახლა ერთნახევარ კილოგრამს ძლივსღა კრეფენ. ცოტა ხნის წინ, ეს ადგილი ერთადერთი გახლდათ ევროპაში, სადაც შავი ჩაის პლანტაცია იყო, მაგრამ როდესაც ინგლისში, შოტლანდიასა და გერმანიში დაიწყეს მოშენება, ტრანსკარპატიის პლანტაციის სტატუსი დადაბლდა, – ყვებიან მუკაჩევოს ტურისტულ – ინფორმაციულ ცენტრში.

ჩვენი დრო. გამოცდილი ტურისტები აქტიურად უწევენ კონსულტაციას მათ, ვინც ტრანსკარპატიაში დასვენებას გეგმავს. მონახულების სიაში არის – შიპიტის ჩანჩქერი, ერთსახელიანი ფესტივალი, პილიპტთან დასაკავშირებელი საბაგირო, ქალაქური ტიპის დასახლება ვოლოვეცი და ჩაის სახლი – „სურია“, ამბობენ, რომ მეპატრონეებმა ორიგინალურობა გამოიჩინეს და არ გახსნეს აქ ბანალური კოლიბა(ტრადიციული სახლის ტიპის შენობა).

– არ არის მაღაზიის შოკოლადი, ალკოჰოლი და ქიმიური თხილი ლუდისთვის. აქ არ ამზადებენ კოტლეტებს პელმენებით – ადგილი ვეგეტარიანულია. ტრადიციული საკვების ნაცვლად – მხოლოდ ბლითებია, ცომეულობა და ცხელი სასმელი. თან როგორი! სასმელი,მასალა(ნაციონალური ჩაი), ჯანჯაფილის ჩაი…ყველი და რძე პილიპციდან ჩამოაქვთ, კენკრასა და სოკოებს ტყეში კრეფენ. ამ ადგილზე შეშის სუნია, რომელიც ბუხარში იწვის. მაგრამ ამ ადგილის მთავარი საგანძური – ფანჯრიდან ხედია.

ბავშვობა. დასაწყისი.

ეს – ოლია ომელჩენკოა. ის ჯერ ბავშვია. ბებიამისი ჩაის კრეფს, ის კი, იმისთვის რომ დაეხმაროს, დიდი ინტერესით აწებებს ბებიამისის მონაპოვარს ქაღალდის შეფუთვას. გაივლის წლები, და ის შეეკითხება თავის თავს: „რისი გაკეთება გინდა?“ თავის თავს უპასუხებს, რომ მხოლოდ ატმოსფეროს შექმნა შეუძლია.

დიდი ხანია რაც ოლია ეთნო – ფესტივალებზე ჩაის სახლთან ერთად მოგზაურობს და აქვს თავისი თეატრალური ბუფეტი რომელსაც „დახ“ ჰქვია. მისი ჩაი ხდება ყოველი დიდი მუსიკალური ღონისძიებისა ან „დახის“ დადგმაში ერთგვარი დანამატი. მაგრამ ის ყოველთვის ეძებს ახალს, რაშიც შეიძლება ჩადოს თავისი ბავშვური სიყვარული ბალახსა და ჩაიში.

პლასტმასის ჭიქა, რამაც შთააგონა

უკვე ზრდასრულ ასაკში იულია ჩამოდის მთებში, როგორც ყველა, რათა დაისვენოს ქალაქის ხმაურისგან და ისუნთქოს სუფთა ჰაერით. დგას მწვერვალზე, ტკბება პეიზაჟით და სვამს მისი ქალაქის სავაჭრო ცენტრში ახლადშეძენილ პაკეტის ჩაის პლასტმასის ჭიქით, ამ დროს, მის წარმოსახვაში გაიელვა იდეამ: რა იქნება თუ იმ ადგილზე, სადაც ის დგას – შექმნას რაიმე ისეთი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, რომ დაელია ჩაი არა პლასტმასის ჭიქით, არამედ ლამაზი საინით, იმისთვის, რომ დატკბეს ნამდვილი ბალახით ან კენკრით, რომელიც ამ მხარეში ფეხქვეშ იზრდება და არ მოხდეს მეორეხარისხოვანი ჩაის ექსპორტი? გავა დრო და ეს აბსტრაქცია პლასტმასის ჭიქასთან დაკავშირებით, გადაიქცევა წარმატებულ პროექტად, ნატურალური ჩაით, ლამაზი ჭურჭლით და რა თქმა უნდა, გარემოთი.

იულია იხსენებს, როდესაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ჩაის სახლთან დაკავშირებით – თავის კომპანიაში დაუძახა ორ მეგობარს.

– მე ვუთხარი: ასეთი იდეა მაქვს. მე არ ვიცი რითი დასრულდება ეს ყველაფერი, რა გამოვა ამისგან. მზად ხართ ჩემთან ერთად წამოხვიდეთ? მათ თქვეს: კი, მზად ვართ. მაგრამ ეგონათ, რომ მე ვიხუმრე. დილით წავედი ამ მიწის პატრონის მოსაძებნად. შევუთანხმდი იჯარაზე და ჩვენ დავიწყეთ.

გახსნა დავგეგმეთ 2014 წლის 1 იანვარს, აქედან მშენებლობაზე დაგვრჩა მხოლოდ ერთი თვე. ძალიან დიდი სიცივე იყო, სასიკვდილოდ მძიმე და დაუჯერებლად საინტერესო.

– როდესაც ბიჭები მოდიოდნენ სახლში და მოჰქონდათ მთებიდან ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ეს გამოიყურებოდა როგორც რაღაც გულაგი. უბრალოდ თოვლის ცვენა. ხალხი, ცდილობს რომ ერთმანეთს გადასცეს ფიცრები. ქარი ისეთი იყო, რომ გლეჯდა “ორასიან” ლურსმნებს. ქარი ფიცრებს გლეჯდა და მიჰქონდა სადღაც. ეს იყო არარეალურად რთული. ამას ემატებოდა ისიც, რომ გვქონდა ძალზედ დაძაბული ურთიერთობა საბაგიროს ადმინისტრაციასთან. ისინი ყოველთვის არ გვიშვებდნენ. ხშირად მიწევდა ფეხით ასვლა. როდესაც თოვლში მივდიოდი და ხელში ჩემი შვილი მიტრო მეკავა ჩემს თავს ვეკითხებოდი: რა ხდება? რატომ მივდივარ იქ? ვხვდებოდი რომ ამის გაკეთება მინდოდა. მე ამაში არანორმალურ კაიფს ვხედავდი.

მშენებლობა 31 დეკემბრამდე დავასრულეთ. მაგრამ სურპრიზები არ დასრულდა:

– 31 დეკემბერს ჩვენ ძლივს ვიპოვეთ მანქანა სოფელში, რათა აგვეტანა მთელი დანადგარი ზევით. შევედი შენობაში და ვფიქრობ: ღმერთო. მერე რა გავაკეთო? უამრავი ყუთია აღჭურვილობით. ჭურჭლით. უამრავი სამშენებლო ნაგავი. ცივა და იწყება საახალწლო ღამე. ჩვენ ნელ – ნელა დავიწყეთ ყველაფრის დალაგება თაროებზე. თორმეტი საათისთვის ჩვენს წინაშე რაღაც ზღაპრული სივრე დაიხატა, რომელმაც მე მეტყველების უნარი დამაკარგინა. იყო ისეთი შეგრძნება, თითქოს მე მას ყოველთვის ვიცნობდი. მაგრამ ის ძლივს გამოჩნდა. ჩვენ ჭიქებით ფანჯარასან დავდექით. ქვემოთ პილიცაში მაშხალები ფეთქდებოდა, ჩვენ კი მთაზე ვიდექით და შევცქეროდით ვარსკვლავებს. მივხვდი, რომ მე მზად ვარ მთელი ძალისხმევა, ყველა ინვესტიცია მივცე საახალწლო ღამეს. ასეთი განწყობით ჩვენ დავწექით დასაძინებლად. ჩვენ გავაკეთეთ ისეთი გადაფარვა, რომ დაძინება შესაძლებელი ყოფილიყო. 1 იანვრის დილას გაგვაღვიძეს. ჩაის სახლის კარში, როგორც ოკეანის ტალღა, შემოიჭრა უამრავი ტურისტი. ეს იყო რაღაც. საჭირო იყო ამ ბუხართან დამეგობრება, რომელიც არსდროს ანთებულა. ის თავიდან თამამი იყო. როდესაც შენს წინაშე უამრავი ადამიანია. შენ კი არცერთი სისტემა გაქვს გამართული, არც კი იცი სად რა დევს.

– ყველაფერი შეშაზე მზადდებოდა. მებუხრე დიმა სპეციფიური ტექნიკური დავალების წინაშე იდგა, რის გამოც დიმა არ იყო „გამოსადეგარი“ რათა ამ პროექტისთვის ხელი მოეკიდა. მაგრამ მერე მან ნახა თავის თავში ძალები და გააკეთა. ის შეშფოთდა დავალებით, რომ იქ იქნებოდა რაღაც მოცულობა. იქ იქნებოდა ქვიშა, რომელზეც გამზადდებოდა ყავა. ცალკე უნდა ყოფილიყო ბუხარი. უბრალოდ სილამაზისთვის. რომელიც სითბოს მოგვცემდა. ცალკე ჭურჭლის გასაშრობი უნდა ყოფილიყო. იყო ცალკეული ტექნიკური მომენტები და ის გაუმკლავდა. ერთადერთი, რაც მან ვერ გააკეთა იყო დასაძინებელი ადგილი. მე მინდოდა, რომ ბუხარზე დაძინება შესაძლებელი ყოფილიყო .

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

სხვათა შორის, პირველი ქვიშა ყავისთვის, იულიამ ზურგჩანთით საქართველოდან ჩამოიტანა. ახლა ის ღიმილით იხსენებს ამას, როგორ მოუწია იმისი ახსნა მესაზღვრეებისთვის თუ რატომ სჭირდებოდა ის, რადგან ეს შავი მაგნიტური ქვიშა იყო, შესაბამისად ყველა დანადგარი ამაზე რეაგირებდა. ამჟამად ყავას ამზადებენ ორ ქვიშაზე – ერთი საქართველოდან, მეორე კი განგიდან. თავისებური შავ – თეთრი ხმაურიანი ნარევი გამოვიდა.

საახალწლო გახსნის შემდეგ, როდესაც ტურისტების ნაკადი შემცირდა, ჩაის სახლის გუნდი კიდევ ერთი კვირა არ ჩამოდიოდა მთიდან – ემზადებოდნენ, არეგულირებდნენ პროცესებს, ქმნიდნენ ლოგიკურ სამუშაო სქემებს. ყველაზე სასიამოვნო მომენტი, ამბობს იულია, დადგა მაშინ, როდესაც მათთან ადგილობრივი მაცხოვრებლები მოდიოდნენ, საერთოდ უცხო ხალხი სთავაზობდა თავიანთ დახმარებას.

– ამ სამი წლის განმავლობაში, ჩვენ უამრავი ადამიანი გვყავდა, მაგრამ, ამადროულად, უამრავი ადამიანი რომელიც მუდმივად მუშაობდა, ისინი ერთამნეთს დროდადრო ცვლიდნენ. ეს არაჩვეულებრივი ხალხია. მე არ ვიცი როგორ უნდა გავუკეთო მოტივაცია ადამიანს, თუ აქ უეცრად რაღაც მოხდება და ის დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელია მთისთვის. ადამიანები ათი სამუშაო საათის შემდეგ, ჩამოდიოდნენ ქვევით შემდეგ კი ფეხით ადიოდნენ უკან, რაგდან ეს იქ აუცილებელია. ან როგორ შეიძლება გაუკეთო მოტივაცია ადამიანს, რომელიც თოვლში წყლის მოსატანად უნდა წავიდეს. ისეთ თოვლში, როგორშიც, შენ უბრალოდ იხრები, როდესაც უბრალოდ დგახარ და ემზადები: ახლა, ერთი, ორი და სამი და მე გამოვდივარ. არა, კიდევ ერთხელ: ერთი, ორი სამი! მაშინ შენ აღებ კარს და უბრალოდ დიდი ტალღა სახელურთან გაბჯენს. დეკემბერში ძალიან დიდი ქარი იცის. სწორედ ასეთ პირობებში ადამიანი მიდის და მოაქვს წყალი. წყალი ჭაში გვაქვს. ის ცოტა ქვევით არის, ვიდრე ჩაის სახლი. ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ ეს წყალი ჩვენთან გამოგვეყვანა, მაგრამ ის ვერ მოვიდა ჩვენამდე. ასეა ყოველდღე. მინიმუმ ასი ან ორასი ლიტრი დღეში, ზოგჯერ მეტი. ეს რთული საქმეა. ხშირად არავინ გვეხმარება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თოვლია. იძულებული ხარ მუხლებამდე თოვლში იარო. ეს ყოველ ნაბიჯზე ასეა.

იულია ხსნის იმას, თუ როგორ იცვლება ჩაის სახლი და ამ ყველაფერთან ერთად იცვლება ყველა, ვინც იქ მუშაობს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩაის სახლი გაიძულებს რათა გამოცოცხლდე და გადააფასო ადგილობრივი მოვაჭრეების შესაძლებლობები.

– „როდესაც ჩვენ აქ ჩამოვედით ადგილობრივები მთაზე “ლიფტონს” ამზადებდნენ და ყიდდნენ რაღაც ჩიფსებს. როდესაც ჩვენ იქ გამოვჩნდით, თავიდან მტრულად მიგვიღეს, იფიქრეს, რომ ვიღაც უცხო ხალხი ჩამოვიდა. მათ არ შეეძლოთ ჩვენი ამოცნობა, ამოკითხვა. ჩვენ არ ვსხდებოდით არცერთ მათ კონცეფციაში. თუ კი ვჯდებოდით, მეორე დღეს ხდებოდა ისეთი რაღაც, რომელიც ანგრევდა ყოველივე წარმოდგენას მსოფლიოზე. ისინი ცდილობდნენ, მოეფიქრებინათ რაიმე ინტრიგა ჩვენს შესახებ. ტურისტებისთვის ჩვენს შესახებ რაიმე საშინელი ამბები მოეყოლათ. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენზე არ მოქმედებდა, რადგან ამისი მიზეზი არ იყო. ჩვენ არასდროს ვბრაზდებოდით მათზე. მე ყოველთვის ვყიდულობდი მათგან. ყოველთვის ვცდილობდი დამემყარებინა კომუნიკაცია. ვუხსნიდი, რომ პლასტმასის დაწვა არ იყო აუცილებელი. მაგრამ ყველას უნდა ესაუბრო თავის ენაზე და მათი ავტორიტეტის ენაზე. ამიტომ მე მათ ვეუბნებოდი, გთხოვთ, თუ თქვენს კედლებზე ჩამოკიდულია იესო ქრისტე – არ დაწვათ პლასტმასი.

ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასთან

ახლა უკვე არავის უკვირს, რომ გაყინულ საბაგირო გზაზე მაღლა ადიხარ, შენ კი თბილი და მყუდრო სახლი გხვდება, რომელშიც დაგაპურებენ და დაგალევინებენ, ისე გამოიყურება, თითქოს ის აქ ყოველთვის იყო. მაგრამ თავისი დრის ლეგენდარულ ჩაის სახლს მოუწია ებრძოლა “ადგილისთვის მზის ქვეშ”.

– საინტერესო მომენტია, რომ დასაწყისში, მოცვის სეზონზე ხალხი ჯერ კიდევ ყიდდა ჭიქებში შავსა და წითელ მოცვს როდესაც ტურისტი იქ ჩადის, რა თქმა უნდა, ტურისტს საუკეთესო უნდა მისცე. ვის აინტერესებს იქ კენკრა, ისინი ფიქრობდნენ. გასაგებია, რომ ეს მინიმუმ “ლიფტონი” უნდა იყოს, რაიმე ნორმალური. მათთვის ჩვენი სამუშაო თავიდან გამოიყურებოდა ისე, რომ ჩვენ სულელები ვგლეჯთ ბალახს და ვასაღებთ ხალხზე რაღაც საფასურის სანაცვლოდ. ახლა, როდესაც მიდიხარ მათთან, იქ უკვე ჩამოკიდულია ფრაის – ლისტი: მოცვის ჩაი, ჟოლოს ჩაი, ოჟინის ჩაი, ამითი, ამითი და ამ სიროპით. ნაყენი: ასეთი, ასეთი, ასეთი. მათ დაიწყეს ნამცხვრის გამოცხობა, ეს არაჩვეულებრივია, ეს კონკურენციაა. როგორც კი ჩამოვედი, მახსოვს, მათ ჰქონდათ მოცვის ნამცხვარი. მე ის ვჭამე, შემდეგ დღეს მივედი და აღარ იყო. ვკითხე, თუ სად იყო ნამცხვარი. მათ კი მიპასუხეს: როდესაც ცოტა ტურისტია, არ ვაცხობთ ნამცხვრებს. მაგრამ, ახლა ისინი ხუთი სხვადასხვა პოზიციის ნამცხვარს აცხობენ, რითიც გინდა. ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივი გაკვეთილია, ისინი ჩვენ გვბაძავენ, დაიწყეს კონტეინერების ყიდვა, თერმოსების ყიდვა, რაღაცაზე დაიწყეს ფიქრი, მაგიდას გადააფარეს. ადრე ეს ხის მაგიდა იყო, და მორჩა, ნახვამდის. ახლა კი ცდილობენ რომ ეს იყოს ლამაზი.

გარეგანი მექანიზმების მიუხედავად, რომელიც ჩაის სახლა ახასიათებს – კარგი ბიზნეს – პროექტია. იულია ამ ყველაფერს უპირველეს ყოვლისა გვიამბობს ისე, როგორც რაიმე სულიერის შესახებ.

– როდესაც ჩაის სახლში მოვდივარ და ვხედავ თუ როგორ შემოფრინდებოან ტურისტების ჯგუფები, დღეში მათ ათი ლოკაცია უნდა მოინახულონ, მათთან ერთად გიდია რომელიც ყოველთვის ახსენებს თაიმინგის შესახებ. შემდეგ, რაღაც წამის შემდეგ ადამიანი იღებს ჩაის ფინჯანს, ან საერთოდ არ იღებს უბრალოდ ფანჯერასთან მიდის და ჩუმდება, აბსოლუტურად დუმდება, მე ვხედავ, რომ ამომენტში ხდება შეხვედრა. მე ვხვდები, რომ ეს ყველაფერია. ეს ძალიან შთამაგონებს, აი ეს არის ყველაფრის მიზანი.

თავიდან აქ ბორში მზადდებოდა და თავისი ნაყენები კეთდებოდა, ვერმუტი და გლინტვეინი. მაგრამ დროდადრო უარს ამბობდნენ ხორცზე და შემდეგ ალკოჰოლზე. „ადგილობრივები, რამდენიმე თვე შოკში იყვნენ” ყველა ცდილობდა, რომ ამ გზის საიდუმლო გაეგო. დიდი ხანი არ სჯეროდათ, რომ ჩვენ შეგვეძლო ასეთი ოქროს საბადოზე უარის თქმა, სულ მოდიოდნენ, ამოწმებდნენ, აგენტებს გვიგზავნიდნენ.

იულია გვიყვება, რომ პილიპეცი მისთვის დღემდე არ გაიხსნა და ადგილი მომაჯადოვებლად გამოიყურება. ხალხი არაფრის კეთებას მიეჩვია, ფულის უბრალოდ ჰაერში მიღებას. პროდუქტებს ჩაის სახლისთვის ყიდულობენ მუკაჩევოსა ან მიჟგოროდის რაიონიდან, რადგან პილიპიცის მაცხოვრებლებთან მოლაპარაკების წარმოება ძალზე რთულია.

– პატარა ხელშეკრულების შესრულების დროს აქ ფასსა და დროს ცვლიან, ან საერთოდ უარს ამბობენ რაიმეს ჩამოტანაზე, რისი გაგებაც მხოლოდ ფაქტის დროს შეიძლება, პირადად გადარეკვისას – იქიდან გამომდინარე, რომ დღესასწაული “პეტრე – მესამე – წმინდა – უწმინდესი – ივანეს” დღეს არის ან “არ ამოიყვანეს ყველი, რომ ბავშვები ჩამოვიდნენ ან წავიდნენ”. სიტყვებს არ აქვს მნიშვნელობა და “დღეს” – არის “ამ დღეებში”, “ხვალ” – რამდენიმე კვირაში, “როგორღაც” – სავარაუდოდ, არასდროს.

ხალხს ხშირად არ ესმის, რომ მუდმივ ურთიერთობას, მუშაობის დალაგებას, მოაქვს მუდმივი შემოსავალი. სოფლებში ხშირად ცხოვრობენ დღევანდელი დღით, ცდილობენ, რომ არაფერი დაგეგმონ და მოძებნონ მუდმივი შემოსავალი.

– იყო ერთი ამბავი. მე შევთავაზე რძის დისტრიბუტორს, რომ მას ყოველდღე მოეტანა საბაგიროთი რძე, მთაზე დაერეკა – რომელი ნომრით მოდის რძე. ამაში მე მას არ ვთხოვდი ფასდაკლებას, როგორც მუდმივ მყიდველს, პირიქით, შევთავაზე დანამატი ყოველ მოტანაზე. მაგრამ მან ასე მითხრა: “მე ლაიფი მაქვს, თქვენ – კიევსტარი, ძვირი არის დარეკვა” მე დავპირდი დანახარჯის ანაზღაურებას, მაგრამ ეს ძალიან რთული იყო. პირველი მცდელობის დროს, მითხრე: “ან თქვენ თვითონ აიღეთ, ან ღორებს გადავუსხამთ!” ან ბრინზის შემომტანი სახალწლო დღესასწაულების დროს, ფაქტიდან გამომდინარე, მოაქვთ ყველი, და გვთხოვენ სამჯერ უფრო ძვირს, მიზეზად დღესასწაული მოჰყავთ.

სამწუხაროდ, პილიპცის დაწესებულებებთან საუბრისას, გექმნება წარმოოდგენა, რომ აქ ჩაის სახლი არ უყვართ, რადგან ისინი ადგილობრივები არ არიან და სხვის მიწაზე აპირებენ ფულის შოვნას. ალბათ, ვინც “პილიპეცკიდან” ალბათ ვერ გაიგებენ, რომ ასეთი ადგილები, როგორიც ჩაის სახლია – ტურისტების მაგნიტია, აქ ჩამოდიან, იმისთვის, რომ დასხდნენ ფინჯანი ჩაით ან ყავით “სწორედ იმ ფანჯარასთან”, გზად, აუცილებლად მონახავენ ტრადიციულ კოლიბას ვარენიკებსა და ბორშჩზე.

ჩაის სახლის ისტორია იქმნება ისე, რომ ყოველ დღე აოგნებს ხალხს მისი არარსებობა, თუ მისი არარსებობდა არ აოგნებს, მაშინ დაწესებულების პერსონალი ახდენს შთაბეჭდილებას სტუმრებზე.

როგორ ჩაატარეს მღვდლებმა წირვა ჩაის სახლში

– თებერვალი იყო, საბაგიროდან უამრავი ადამიანი გამოვიდა, თავიდან რაღაცის გაკეთებას ცდილობდნენ, ისინი დროშებით იყვნენ, საბოლოოდ შემოვიდნენ ჩაის სახლში და გვკითხეს შეიძლებოდა თუ არა აქ მსახურების ჩატარება? რა თქმა უნდა შეიძლება, რატომაც არა? მე ასე ვდგავარ ბართან, ვუყურებ მთელ ამ ფილმს და ორი მამაკაცი, მძლეთა მძლეები, იხსნიან კაპიშონს, ქუდებს, თავიანთ საციგურაო კურტკებს, იღებენ სამოსს, იცმევენ ოქროს სამკაულებს, იღებენ საცეცხლურს, იცმევენ თავსაბურავს და იწყება მსახურება. უბრალოდ იწყება მსახურება!

Електрика до чайовні йде від сонця.

– მართლმადიდებელი ქრისტიანული ორგანიზაცია მოვიდა, რომელიც აგროვებს ბავშვებს, დაჰყავს ხალხი, უქადაგებს მათ ასეთ ადგილებში. ეს რაღაც არარეალური იყო.

თავიდან ისინი ლოცვას კითხულობენ, მოძღვარი დადის საცეცხლურით, შემოდიან ტურისტები, რომლებიც გარკვეული პერიოდი ძალიან დიდ ქარში იმყოფებოდნენ, ისინი შემოდიან და საერთოდ ვერ ხვდებიან თუ რა ხდება. ხადავენ სახლს, გარედან ჩაის სახლი სხვანაირად გამოიყურება, ვიდრე შიგნიდან. ადამიანისთვის ეს ყოველთვის შოკია ჩვეულებრივ ამინდშიც კი. ცივი ზამთრიდან თბილი სახლის ატმოსფეროში გადასვლა ხდება. აქ კი შემოდის ხალხი, რომელიც ხედავს მლოცველ მამაოებს. ისინი ვერ ხვდებიან ტაძარში არიან თუ ჩაის სახლში. მოძღვრები ფანტასტიურად ქადაგებენ დროზე, იქ მამაოს ბევრი ფილოსოფიური აზრი იყო. ის ამბობდა, რომ დრო არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი დროულად ვაკეთოთ. ჩვენ მაშინ ვერ შევეგუეთ ბევრ რამეს და იმ დროს ვამზადებდით იმავე რაოდენობის დასალევს, საბაგიროს გზამ მიიღო თავისი სამუშაო. ის იყო ჩვენი პირველი სამუშაო დღე. ჩვენ ჯერ კიდევ არ შევიმუშავეთ ის მომენტი. ამ ქადაგების მერე, როდესაც ისინი წავიდნენ მე ვეუბნები ჩვენს ბიჭებს, ხედავთ, ჩენ მამაომ მოგვიყვა დროის შესახებ. მეორე დღეს მე დედაჩემისა და ვოლოვეცის დასახვედრად წავედი, რკინიგზის გადასასვლელზე, სადაც მე გათვითცნობიერებულად გადავწყვიტე გადასვლა, ვნახე რაღაც ამანათი, ვხდნი ყუთს, და იქ ახალი საათია. შეფუთული საათი და მასზე ლოგოტიპი. კორპორატიული საათი. სადღაც მინახავს ეს ლოგო, ეს ლოგო ამ ქრისტიანული ორგანიზაციისაა. ისინი სხდებოდნენ მატარებელში და დაკარგეს თავიანთი კედლის საათი და მე ის ვიპოვე, ის დღემდე ჩვენს კედელზე კიდია.

ორმოცი მგალობელი

– ერთხელ იყო არაჩვეულებრივი ზაფხულის დილა. ჩვენ ჯერ კიდევ ვემზადებით ასადგომად. ჩამოდის ერთი ჯგუფი და გვთოვენ აქ ყოფნას. გვეუბნებიან, აქ ცოტა ქარიანი ამინდია ჩვენ კი გუნდი ვართ, შეიძლება გიმღეროთ. მთაზე, ჩემს წინ, დგება გუნდი ორმოცი კაცისგან. ისე დაიწყეს. მომენტალურად ცრემლები მომაწვა. წამიერი სილამაზე. აქ იქმნება ისეთი გამჭოლი და ფაქიზი მომენტები.

ზღვის დონიდან 1 კმ 164 მ 50 სმ 5 მმ

–კიდევ ერთი საინტერესო ისტორია. ზამთარი იყო, საბაგირო არ მუშაობდა, ჩვენთან მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა საბაგირო, ყოველთვის ვიღაც არის. რაგდან ზოგჯერ, შეიძლება მთიდან დაეშვას ადამიანი და ეს ადგილი ხშირად შველოდა ადამიანს სიცივისას, მაგალითად ღამე დაიკარგა ადამიანი და აკაკუნებს. შემოდის შვიდი მამაკაცი, საერთოთ არაორიენტირებულნი, ისინი არ საუბრობდნენ. ძალიან გაიყინნენ, ჩვენ მათ ჩაი დავალევინეთ, ვუყურებ, რომ მათ საკმაოდ საინტერესო ნარინჯისფერი ქეისები აქვთ და მე არ ვიცი, ქინებ ამ ქეისების გამო, ან იქნებ რის გამო, მე გადავწყვიტე იქნებ მათ იციან მთის ამ წერტილის ზუსტი სიმაღლე. ორმა კაცმა ერთმანეთს გადახედა და დაიწყეს თავიანთი ქეისების გახსნა, იქიდან ამოიღეს რაღაც დანადგარი ბი – ბი – სი, რაღაც დაიწყო. ისინი მეცნიერები არიან. მილიმეტრებში ზომავდნენ სიმაღლეს ჩვენს შემოსასვლელამდე. შევეკითხე თუ რამდენია აქ სიმაღლე, მათ მიპასუხეს მილიმეტრებში. 1 კმ 164 მ 50 სმ 5 მმ. ჩვენ ჩავიწერეთ ეს ციფრები. ანუ ეს არ მოვიგონეთ, ასეთი პასუხი რეალურად მივიღეთ.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

გააკეთო შრი – ლანკის მაგვარი ქარხანა

ამჟამად, როდესაც ჩაის სახლში ყველა პროცესი დარეგულირებულია, იულიას უნდა ახალ ეტაპზე.

– მინდა, რომ ეს პროცესი ყველა ეტაპზე უნაკლო გავხადო. შეგროვება, გადამუშავება, შესყიდვა, შემდგომ მისი გავრცელება. ამჟამად, რაღაც ვარიანტებზე ვმუშაობ, ჩაის ფერმენტაციაზე, დაპრესვასა და გაშრობაზე. ვცდილობ, რომ ის უკეთესი გავხადო. ასევე, ვმუშაობ ბრენდზე. ეს ჯერ დაბადების პროცესია. ზოგადად, ქარხნის გაკეთებდა მინდოდა, ისეთის, როგორიც შრი – ლანკაშია, ულამაზესი მისაღებებით, სადაც ყველა პროცესს ხედავ, როგორ მზადდება ის, იფუთება, იქ სადაც ადამიანს პროცესში მონაწილეობის მიღება შეეძლო, ჩაის დაფქვა, სადაც ის ყველა დეტალს ნახავდა. არა ბუტაფორულად, არამედ ხალხი ნამდვილად ისხდებოდა, რომლებიც ამას აკეთებენ, რადგან იყო იდსეა, რომ ეს ყველაფერი ავტომატიზირებული ყოფილიყო, მინიმუმ – ბალახის დაფქვა, შემდეგ მე ვხვდებოდი, რომ ეს აბსოლუტურად ორი განსხვავებული კატეგორიაა – მექანიური და ხელით. ამიტომ ახლა, მაინც, გოგოები ხელით ამუშავებენ ფერმენტაციის პროცესამდე. იქამდე სანამ ამ პროცესს ჩავუშვებთ, უნდა გვახსოვდეს ყველა ეს ფოთოლი ისევ უნდა მოვურიოთ და დავჭმუჭნოთ, შემდგომ დავპრესოთ და კვლავ დავნაყოთ. გავაკონტროლოთ თუ როგორ იცვლება შემდგომ. ყველაფერი ხელით კეთდება, ჩემთვის სასიამოვნო იქნებოდა ასეთ ლოკაციებში ყოფნა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა ჩაის გასინჯვა, შევიძინო ჩაი, მივიღო ასეთ პროცესში მონაწილეობა, რაღაც გავიგო.

სასმელის ყველა რეცეპტს იულია სპეციალურად არ ეძებს, უკეთესი იქნება ვთქვათ, რომ ისინი თვითონ პოულობენ. ასე იყო ივან – ჩაიზე, რომელიც ქალმა თავისთვის აღმოაჩინა, მთაზე გატარებული ორი წლის შემდგომ, სწორედ ასე იყო ზბიტნეზე.

– სანკტ – პეტერბურგში ვიყავი, იქ პირველად გავსინჯე ზბიტნე. გაოგნებული ვიყავი. ძალიან მომეწონა ამ გემოთა კომბინაცია. კერძოდ, სიმჟავე, სუნელებისა და ტკბილის, თაფლის. როდესაც დავბრუნდი უკრაინაში, დავინტერესდი და დავიწყე ამ სასმლის რეცეპტის კითხვა. მისი განახლება გადავწყვიტე.

– საერთოდ არ უნდა იფიქრო ბიზნესზე. შენ უბრალოდ პროცესში ცხოვრობ…

იულია ამბობს, მისი წარმატება უკვე აღარ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად აშენებ მას, ამიტომ დიდ ქალაქში მუშაობა, სადაც უამრავი ადამიანი და ტექნიკური ბაზაა – უკვე აღარ არის წარმატებოის ხელის შემშლელი.

– ახლა, მე თუ მკითხავთ, იმ ბიზნესის დრო გავიდა, სადაც საჭიროა, დადგე გზაჯვარედინზე, გზის პირას, ხალხმრავალ ადგილებში. კომუნიკაციებში ყველაფერი შეიცვალა, არ აქვს მნიშვნელობა თუ სად იმყოფები. როდესაც შენ მართლა აკეთებ რაღაცას სწორედ და ღირსეულად შენ არ გჭირდება მისი გაყიდვა. საერთოდ არ უნდა ფიქრობდე ბიზნესზე. შენ უბრალოდ ცხოვრობ პროცესში, აკეთებ იმას, რას შეგიძლია, რისგანაც იღებ კაიფს. ყოველ დღე რაღაც წვრილმანი, მაგალითად, რაღაც ახალი კასრი ან ქვევრის რაც ვიღაცისთვის შეიძლება იყოს სასაცილო. მაგრამ ის გჩუქნის ბავშვურ სიხარულს, შეუჩერებლად, მე ვერ ვხედავ მასში არც A და B კოორდინატს. ეს უბრალოდ პროცესია, რომელშიც მე შევედი. მორჩე, მე მჭიდროდ ვარ პროცესში. საბოლოო წერტილზე არ ვფიქრობ, არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა ხდება იქ და რა კორდინატებია.

“…და ადგილი არ მოგცემს ყველაფრის რეალიზების საშუალებას”

ბორჟავის ქედები ლიდერობენ უკრაინის ბიუჯეტური დასვენების ადგილების სიაში, აქ მთელ კარპატებთან შედარებით უადვილესია ალპინისტური მოგზაურობა, მდელოებზე უამრავი ზარანა და მოცვია, ტრანსკარპატიული სოფლები, რომლებიც მიმოფანტულია მთის მისადგომებთან, ხიბლავენ თავისი ადგილობრივობით, აქაური ბუნება და ცხოვრების გაწონასწორებული რითმი მთელი წლის განმავლობაში იზიდავს ათასობით მოგზაურს, მიუხედავად ამისა ბორჟავის ქედებს პრინციპულად არ სურთ ტურისტებზე მორგება.

ადგილი სპეციფიურია, ხსნის იულია, მასზე უამრავ პროექტს წერდნენ მაგრამ თითქმის ყველა ჯერ–ჯერობით ფურცლებზე რჩება. იქნებ, ამბობს ის, ჯერ არ მოიძებნა ის ხალხიმ ვინც ამ საქმეს მოკიდებს ხელს, იქნებ – ადგილიც არ გაძლევს ყველაფრის რეალიზების საშუალებას.

– აი ასეთია, ველური, თვითმყოფადი. მე მკაფიოდ ვგრძნობ, რომ მე სტუმარი ვარ. ყოველთვის მივმართავ ამ სივრცეს. მე ხომ თავიდან ჯერ ნებართვას ვიღებდი ამ სივრცისგან, შემიძლია აქ ყოფნა? შემიძლია აქ ვქმნა? ვგრძნობდი, კი შემიძლია. შემდგომ დავიწყე მიწის რეალური მეპატრონეების ძიება, ვინც ამჟამად, ახლა არის.

ერთი ნაზი იულია თანამეოცნებეებთან ერთად, გეგმავს, რომ დააბრუნოს ჩაის ტრადიციები, სადაც ისინი კოლექტივიზაციამ, მეპატრონეებმა, დავიწყებამ და ურწმუნოებამ ისინი მოკლა. ახალი შეფუთვით, გაგებითა და მნიშვნელობით დაბრუნება. ერთმა პატარა ჩაის სახლმა მთაზე შეცვალა უამრავი მოგზაურის წარმოდგენა და მაცხოვრებელთა წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ შეიძლება რომ მოშორებით, უწყლოდ ფა უშუქოდ, გამუდმებით სკანდალებსა და უთანხმოებებში, გამოიყურებოდეს ოცნების ადგილი, თბილი და ტრადიციული ჩაით.

მასალა მომზადებულია

პროექტის ავტორი:

ბოგდან ლოგვინენკო

ავტორი:

მარიჩკა ალეკსეევიჩი

რეჟისორი:

მიკოლა ნოსოკი

ოპერატორი:

დმიტრო ოხრიმენკო

მონტაჟის რეჟისორი:

დმიტრო კოშევიი

ფოტოგრაფი:

ვალენტინ კუზანი

სერგოო პოლეჟაკა

ტრანსკრიბატორი:

დიმიტრი ჩერენკო

თარჯიმანი:

ლაშა ავქოფაშვილი

თვალი ადევნე ექსპედიციას