დამაკავშირებელი ცეზარი ტრანსკარპატიიდან

Share this...
Facebook
Twitter

ტიაჩივის რაიონის სოფელი კალინა ტიპურ ტრანსპარპატურ სოფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ. აქ ძირითადად ხის გადამუშავებით არიან დაკავებულნი. მაგრამ კალინში არსებობს ადგილი და ადამიანი, რომელიც ამ სოფელს უნიკალურს ხდის და აქ უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.

2005 წელს, ადგილობრივმა მკვიდრმა იური კუცინმა კალინაში უჩვეულო ეთნოგრაფიული მუზეუმი შექმნა. ყველას, ვისაც სურს ეგზოტიკა, არცერთი საზღვრის გადაკვეთის გარეშე, შეუძლია იგრძნოს ტროპიკის ან შორეული იაპონიის ატმოსფერო და მოუსმინოს მუზეუმის მფლობელთა ისტორიას შორეულ ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ. მუზეუმის ბაღში ლიმონის ხე იზრდება, ხოლო გაზაფხულზე, იაპონური საკურის ქვეშ, მიწა მოფენილია ვარდისფერი ფურცლებით.

One-man მუზეუმი

მსოფლიოში სულ უფრო და უფრო ვრცელდება – ტურიზმის ახალი მიმართულება – სულ უფრო მეტი ადამიანი მიილტვის local experience-ს მისაღებად: ადგილობრივი მოსახლეობის გაცნობა, ნახვა იმისა, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი, სად მუშაობენ და როგორ ისვენებენ. ქვეყნის შესახებ ინფორმაციის პირველწყაროდან მიღება. აქედან გამომდინარე one-man museums გაჩნდა. ერთი ადამიანის ფორმატის ასეთი სახის მუზეუმი ითვალისწინებს იმას, რომ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც სახლში არიან, ქმნიან თემატურ ან არტ-ექსპოზიციებს და ატარებენ ექსკურსიებს.

მაგალითად, სინგაპურელი Koh Nguang How-მ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მილიონზე მეტი კულტურული არტეფაქტი შეაგროვა და თანამედროვე ბინაში განალაგა.

სხვა სახის – თემატური მუზეუმია, მაგალითად რომელიც შექმნილია პენსიონერი ჩარლზ ევანსის მიერ, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. 2011 წელს მისი მეუღლის სიკვდილის შემდეგ, მის საპატივცემულოდ მუზეუმის აშენება გადაწყვიტა. ექსპოზიცია საერთო სურათებისგან შედგება, საგნები და მუსიკალური ფირფიტები, რომლის საშუალებითაც წყვილი ერთ დროს ცეკვავდა.

ასეთი მუზეუმები ხალხს შთააგონებს რომ ასობით კილომეტრი გაიარონ იმისთვის, რომ მეპატრონის ისტორია მოისმინონ და შეიგრძნონ ადგილის განუმეორებელი ენერგია. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ იური კუცინის ეთნოგრაფიული მუზეუმი უცხოელებში პოპულარულია.

იური

იური კუცინი საკუთარი ცხოვრების შესახებ გვიყვება, თითქოს ანეკდოტი ან მხიარული მოთხრობაა. საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი სუვენირებისა და სურათების არარსებობის შემთხვევაში რთულად დასაჯერებელი იქნებოდა რომ ერთი შეხედვით მოხუცი ადამიანი რომელიც მთის სოფელში ცხოვრობს თავის დროზე 15 წელიწადში 76 ქვეყანაში იმოგზაურა და თავის დროზე საბჭოური დაზვერვის თანამშრომელი იყო:

— ხდებოდა ისე, რომ მოსკოვიდან გამოფრენისას მინუს 25 გრადუსი იყო, ხოლო როდესაც დელიში ჩავფრინდებოდი იქ 42 გრადუსი სიცხე მხვდებოდა. სამხრეთით მივდიოდი, როგორც აქედან ოდესაში, მადრასის შტატში, იქ – 56 გრადუსია. კალკუტაში რომ მივდიოდი – აეროპორტში ომი იყო, ავტომატიდან ისვრიდნენ. პოლიციამ ბეტონის კიბის ქვეშ დაგვმალა და გვიცავდა.

იურის ყველა ცხოვრებისეული ისტორია – ნამდვილია, უცენზურო:

— ინდოეთში სამ ქორწილში ვიყავი: მდიდარ, საშუალო და ღარიბ ქორწილში. იქ ერთი ინდოელი გოგონა ისე მომიახლოვდა რომ ათასმა ვოლტმა ჩემში გაიარა!

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

სამი წლის წინ, კუცინის ოჯახმა ხმაურით, მთელ რაიონში ოქროს ქორწილში აღნიშნა. იურის უყვარს იმ ამბავის მოყოლა, თუ რამდენად ფრთხილად ირჩევდა ცოლს. ოთხ მეზობელ სოფლიდან ირჩევდა გოგონებს, მაგრამ საბოლოოდ დედამისის რჩევა გაითვალისწინა. ისინი ერთად აგროვებენ მწვანილს მთებში, რისგანაც კარპატულ ჩაის ამზადებენ. კუცინები მეფუტკრეობითაც არიან დაკავებულნი. მათი აღჭურვილობაც სამუზეუმო ექსპონატად ითვლება:

— ეს ისეთი სკა არის, რომელიც არც უკრაინაში და არც ევროპაში არავის აქვს. სკა – მონსტრი: მასში ორი ოჯახი ცხოვრობს. ეს საფუთკრე კი 100 ოჯახზეა გათვალისწინებული. ზოგადად, არ არის განსხვავება, მხოლოდ სხვა ფორმისაა. ხელები არ ამოძრავოთ, თორემ დაგკბენენ, მოგვიწევს ძმარში 10 გრივნის გადახდა – ვაქცინა, შპრიცი, მედდა.

იური კუცინს სოფელში პირველობა უყვარს. ის იყო პირველი სოფელში, რომელსაც „ჟიგული შვიდი“ ჰქონდა . როდესაც ვიეტნამში ჰო ში მინის აეროპორტს აშენებდნენ და ირანში – ბუშერის აეს-ს, იმ დროს ის იქ კონსტრუქტორ – მშენებელი იყო. როდესაც მალტის საელჩოს დამაკავშირებელი დასჭირდა, სწორედ იქ წავიდა იური:

— ეს არის სურათები, სადაც ვიყავი, სხვადასხვა ქვეყანაში. ყველგან ვიყავი, მოსკოვიდან დაწყებული. როდესაც ბრეჟნევი იყო, მას კომუნიზმის აშენებაში ვეხმარებოდი. გორბაჩოვს კი – მის დაშლაში.

ხანდაზმულებთან ურთიერთობის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ისინი, ვინც ერთ დროს საბჭოთა საიდუმლოების შემადგენლობაში შედიოდნენ, იშვიათად ყვებიან მასთან დაკავშირებულ ისტორიებს. პროპაგანდისა და სისტემის შიში ახლაც კი უშლით მათ ხელს ლაპარაკში, საუკუნის მეოთხედის შემდეგაც კი. გასაკვირია, რომ იური ძალიან ღიაა, ბევრს ხუმრობს და როგორც ჩანს, ყველაფერს ყვება, სწორედ ისე, როგორც იყო:

— სოფელში იური ივანოვიჩი ვარ. უკრაინულ პასპორტში – გიორგი იანუშოვიჩი, მოსკოვში კი ორი უცხოური მაქვს. იქ ცეზარ მარიკონე ვარ. ასე რომ თქვენ ვერ ამეკიდებით. სახლში დაშიფრული ტელეფონიც მაქვს.

მისი საზღვარგარეთული მოგზაურობის შემდეგ იური კუცინს ყოველ ჯერზე სუვენირები ჩამოჰქონდა, თუმცა იმ დროს დანახარჯებზე ცოტას აძლევდნენ: 58 დოლარი 5 ქვეყნისთვის. ერთხელ მან შეძლო და სახლში ხატი და ბრილიანტის ბეჭედი ჩამოუტანა ცოლს, სხვებს კი – ადვილი ბალახის ნარკოტიკი:

— ვღეჭავდი და მეგობრებსაც ვაძლებდი. ერთ უფროსს მივეცი, დაღეჭა და სახლში წავიდა. მისი ცოლი სამსახურიდან მოვიდა და ჰკითხა: „შენ რა, სვამდი?“ – „არა, რას ამბობ!“- „რატომ მატყუებ?!“. მას შემდეგ სამსახურში მოდის და ამბობს: „რა იყო ეს, იური ივანოვიჩ? მხიარული ვარ, ძალიან გამოვცოცხლდი.“ მე კი ვპასუხობ: „ნარკოტიკი“. ძალიან შეეშინდა.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

ახლაც კი, ათეული წლის შემდეგ ის აღტაცებით იხსენებს მორიგ ისტორიას, რომელიც ადრე და შორს მოხდა, სოფელ კალინადან ათასი კილომეტრის დაშორებით:

— ტბის გასწვრივ გზას მივუყვებოდი და ვხედავ: ექვსი ამერიკელი მიდის. ბერეტებითა და ამერიკის დროშებით ვიცანი. მე მაშინ დაცვის გარეშე მივდიოდი, მაგრამ არ ჰქონდა ამის უფლება, რომ დაცვის გარეშე საელჩო დამეტოვებინა. როგორც კი დავინახე, მივხვდი, რომ პრობლემები შემექმნებოდა. ახლოს ტბა იყო და ტბაში აყვავებული მწვანე ბალახი იზრდებოდა. ვეღარსად წავიდოდი, იმ ტბაში ჩავხტი, დიდი ტალახი იყო მასში. ერთი პატარა ბუჩქი ამოვიღე და სახე დავიფარე. ჩუმად გაიარეს, ვერ შემნიშნეს. ვიეტნამელმა კი (ახლობლად მისი სახლი იყო) ეს ეპიზოდი დაინახა. როგორც კი ამერიკელებმა გაიარეს, ამოძვრომა გადავწყვიტე, თუმცა არ შემეძლო რადგან ფეხი ტალახში გამეჭედა. ამ დროს ვიეტმანელი მოვიდა, ერთი ბამბუკის ჯოხი მომცა და ამომიყვანა, თავის სახლში წამიყვანა. დავიბანე, გავშრი და მაშინვე დავრეკე საელჩოში რათა მოსულიყო მანქანა და წავეყვანე.

ავანტიურიზმი და უშიშრობა – პირველი სიტყვაა, რომელიც თავში იურის ისტორიების შემდეგ გებადება. ახლაც კი, ის მზადაა რომ მთები გადადგას:

— არაფრის მეშინია, მხოლოდ ღმერთის. უკვე 20 წელია რაც წელი მტკივა, 5-ჯერ გავიკეთე ოპერაცია: თეძოს სახსარი შემიცვალეს. ადრე არაფრის მეშინოდა: პარიზში ფერადკანიანს ხელს ვუგრეხდი. რუს ქალს დოლარებს პარავდა. ცოტა უკან ვიდექი და ვნახე, თუ როგორ ყოფს ხელს ჯიბეში ეს ბოროტმოქმედი. მეორე ცდაზე ამოიღო. ეს ვნახე. დოლარი არ ამიღია, მხოლოდ ხელები გადავუგრიხე და რუსულად ვთქვი: “გოგონა, აიღეთ თქვენი დოლარები!”.

მუზეუმი კალინაში

იურის ისტორია – იდეოლოგიური მოქნილობის მაგალითია. მიუხედავად საბჭოთა სისტემის ინტეგრაციისა, თქვენ ვერ გაიგებთ მისგან თანამედროვე პოლიტიკაზე საჩივრებს. კავშირის დაშლის შემდეგ ის დაბრუნდა და განაგრძო იმის კეთება, რაც მან ყველაზე კარგად იცოდა – მშენებლობა.

საბჭოთა სიმბოლოები იური კუცინს არ აქვს, თუმცა სიმბოლური და მითოლოგიური დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, როგორც წესი, ყველაზე რთულია:

— ეს უკრაინის გერბია. მეორე მხარეს გერბი ჩაქუჩითა და ცელით იყო, რუსული. ერთ დღეს ტურისტი მოვიდა და ამბობს: “ეს არ არის ცელი და ჩაქუჩი, ეს სიკვდილი და შიმშილია”. შემდეგ საღამოს დავწექი დასაძინებლად და ვფიქრობ: “ის მართალი იყო”. როდესაც ლენინმა კავშირის გაერთიანება მოახდინა, რევოლუცია მოხდა და ყველა სახლში შიმშილი და სიკვდილი შევიდა. ის სიმართლეს ლაპარაკობდა. ახლა ყველა ტურისტს ვუხსნი რომ ეს სიკვდილი და შიმშილია.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

“სიკვდილისა და შიმშილის” გერბის გარდა, მუზეუმში სრულიად მოულოდნელი რამის დანახვა შეიძლება – ხის მოჩუქურთმებული სურათი ინდოეთის თაჯ – მაჰალის გამოსახულებით. თავისუფალ დროს, დაზვერვისა და მშენებლობისგან თავისუფალი, იური ასევე მუშაობდა ხეზე და ხატავდა. მუზეუმში, იურიმ მხოლოდ რამდენიმე ნახატი გამოფინა: ღვთისმშობლის ხატი, ინდოეთისა და კავკასიის ლანდშაფტები. იურის თქმით, ბევრი ნახატი საზღვარგარეთ წავიდა. სამუშაო მასალა სხვადასხვა იყო: წითელი ხე, წიფელი, კაკალი, ცაცხვი. ისინი ნახატს უნიკალურ ელფერს მატებენ.

მუზეუმის შესასვლელთან რამდენიმე ხის სკულპტურა დგას, მათ შორის – კარპატების ყაჩაღი, ოპტრიშოკი პინტო ხრუშჩი. აქ წისქვილიც არის, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს, ასევე ნამდვილი ტრანსკარპატული ხის სახლი რომელიც იურის სიტყვების თანახმად, XVIII საუკუნის ბოლოს აშენდა. ექსპონატების შორისაა: ეროვნული ტანსაცმლის კოლექცია, ოპრიშკის იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, უძველესი მუსიკალური ინსტრუმენტები, კერძოდ ტრემბიტა. მუზეუმის მფლობელი 4000-ზე მეტ ნივთს ითვლის. თითოეულ მათგანს საკუთარი ისტორია აქვს. იური პატარა ნივთს გვაჩვენებს, რომელიც არ ჰგავს ძველ გუცულურ ან ბოიკის არტეფაქტს:

— ეს ბარომეტრია, რომელიც მომდევნო კვირის ამინდს აჩვენებს. ნახეთ, აქ თხევადი ნივთიერება მოძრაობს. ის სამ კომპონენტს შეიცავს. არ ვიტყვი რომელს. საიდუმლოა. ერთი, კარგი ამინდის დროს მოძრაობს. როდესაც ის მაღლა მიდის, ძლიერი წვიმა იქნება. ზევით იღვრება კიდეც. მზიანი ამინდის დროს ქვევით ჩამოდის. ჩემი გამოგონებაა.

სწორედ ასე მოულოდნელად გავიგეთ, რომ პროფესიას “მშენებელი” და ჰობს “მხატვარი” შეიძლება დაემატოს “გამომგონებლის” წოდებაც. სინამდვილეში, ამ ადგილას გარკვეული დროის გატარების შემდეგ, როდესაც მაგიდაზე მუზეუმის მფლობელის გამოგონებას ხედავ, კედელზე – ინდურ ლანდშაფტებს, ბაღში კი – აფრიკულ ნიორს, აღარაფერი გიკვირს.

იური კუცინის მუზეუმი ცოცხალი ორგანიზმია. აქ სამუშაო ატმოსფერო მეფობს, უფუნქციოდ არაფერი დევს, არ იფარება მტვრით. აქ ატმოსფეროს ადამიანი ქმნის, ნივთები და ისტორიები კი ავსებენ მას.

მასალა მომზადებულია

პროექტის ავტორი:

ბოგდან ლოგვინენკო

ავტორი:

ირინა ოპარინა

რედაქტორი:

ევგენია საპოჟნიკოვა

ოპერატორი:

დმიტრო ოხრიმენკო

რეჟისორი:

მიკოლა ნოსოკი

ფოტოგრაფი:

ტარას კოვალჩუკი

ბილდ-რედაქტორი:

ოლეკსანდრ ხომენკო

თვალი ადევნე ექსპედიციას