ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი სოფელ სერნიკს, რომელიც პოლისიაშია, შეუძლია ყველას გაოცება, ვინც მას სტუმრობს. საქმე ისაა, რომ სერინელების უმრავლესობა ერთი გვარისაა. თუმცა, ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს ნათესავური კავშირი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ეს არავის ახსოვს. გარდა ამისა, განვითარებისა და თანამედროვე რეალობების მიუხედავად, ადგილობრივმა კვლავ შეინარჩუნეს გლეხებისა და გენიის უძველესი ისტორიული და სოციალური ყოფა.
თვალწარმტაცი სოფელი სერნიკი მდინარე სტუბლის ორივე მხარესაა. გარშემო ტყეა, რომლის მეშვეობითაც გზა რაიონულ ცენტრამდე მიდის.
ადგილობრივი მოსახლეობა ელეგანტურ დასახლებებში ცხოვრობს და სოფელს საკმაოდ პროგრესულად მიიჩნევს. არსებობს რამდენიმე მაღაზია, პაბი, სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, საბანკო ფილიალი, კაფე და ორი კლუბი.
ადგილობრივი ისტორიის მასწავლებელი – პავლო გორბაჩევსკი – ძირეული სერიჩანელია. ის 41 წელია რაც სკოლაში მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში, ის ორჯერ იკავებდა სკოლის დირექტორის თანამდებობას.
პავლო გვიყვება, რომ ეს ტერიტორია ყოველთვის “სასაზღვრო” იყო. მისი თქმით, ლიტვის სამეფოს დროს, პოლისიას ეს ნაწილი მდებარეობდა ორი სამთავროს – ვოლინისა და ტუროვო-პინსკის საზღვრებზე. ახლა კი, ხუთი კილომეტრით დაშორებულია ეს სოფელი უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ბელარუსთან.
1569 წელს ლუბლინის კავშირის ხელმოწერის შემდეგ ეს მიწები იყო რეჩ პოსპოლიტას თანამეგობრობის ნაწილი. ისტორიკოსების აზრით, პოლონეთის დედოფალმა ბონამ აქ გამოაგზავნა დარაჯი დმიტრო პოლიუხოვიჩი. მას შემდეგ ის დასახლდა აქ, მიიღო მიწის ნაკვეთი. დმიტრო სამ ძმასთან ერთად ჩამოვიდა, რომლებიც მას მართვაში ეხმარებოდნენ. პავლო განმარტავს, რომ ისინი პირველი პოლიუხოვიჩები იყვნენ ამ ტერიტორიაზე.
მასწავლებელი ყვება იმას, რომ სოფელის სახელის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს. პირველი — ადგილობრივი ლეგენდაა იმაზე, თუ როგორ გადაწყვიტა დედოფალმა ბონამ საკუთარი მიწებისთვის თვალის გადახედვა:
-—ეს იმდენად ლეგენდარულია, რომ ეს ფანტასტიკის კატეგორიიდან არის. დუბოვიციდან მოდიოდა, თითქოს გავლით იყო აქ. რაღაც მოეწონა და თქვა: ოქროსფერი. სხვამ კი – ზამოროჩენიე(ახლა — ლისოვე) — აგრძელებენ გზას და თავიც ასტკივდათ. მიდიან, მესამე ამბობს — სვარიჩევიცი. ასე იმიტომ დაარქვა, რომ იქ ქალები ჩხუბობდნენ და ხმამაღლა საუბრობდნენ. მიუახლოვდნენ სერნიკებს. აქ, დედოფალს ყველით გაუმასპინძლდნენ. სხვა ვერსიის თანახმად კი გზაზე თხამ გადაირბინა — სარნამ. დღემდე არ არსებობს ამ სიტყვის მეციერული ახსნა(სოფელის დასახელება — ავტ.).
კაცები და დიდებულები
დედოფალმა ბონამ დმიტროსა და ძმებს დიდებულთა წოდება მისცა. მათ საკუთარი ღერბიც კი ჰქონდათ — „ნალენჩი“, რომელიც ახლა სერნიკებიც ღერბია. საკუთარი ქალიშვილები ძმებმა სხვა დიდებულებს მიათხოვეს, ამგვარად ადგილობრივი დიდებულების გარემო ფორმირდებოდა.
პოლიუხოვიჩები და სხვა დიდებულები მდინარე სტუბლის ერთ მხარეს ცხოვრობდნენ. პავლო ხსნის, რომ დიდებულის წოდება იმანაც მიიღო, ვინც რუსეთის იმპერიის დროს არ იყო მონა.
მონათა უმეტესობა მდინარე სტუბლის მარცხენა სანაპიროზე ცხოვრობდა. 1861 წლამდე ისინი ეკუთვნოდნენ დიდებულს, რომელი სოფელ ვიჩივკაში ცხოვრობდა. ისტორიკოსი ამბობს, რომ მაშინდელი გაყოფა პირობითი იყო – ერთადერთი განსხვავებაა დიდებულებსა და მონათა შორის საუბარი და ცხოვრების დონე იყო. სერიჩანელები კვლავ სხვადასხვა დიალექტით საუბრობენ – მარცხენა სანაპიროზე ამბობენ „ლოჟკიუ“, „მისკიუ“, ხოლო მარჯვენაზე — „ლოჟკო“, „მისკო“. ორესღაც მცხოვრებთა შორის განსხვავება უფრო საგრძნობი იყო, თუმცა დრო ამ განსხვავების ზღვარს შლის:
— ისინი განსხვავებულნი იყვნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან სინამდვილეში არც ის დიდებული და არც ის ყოფილი მონა, რომელსაც დიდებული კაცს ეძახდა არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. მათ კი სწყინდათ ეს სიტყვა. ისინი არ რჩებოდნენ ვალში და საპასუხოდ, მარჯვენა მხარეს, „კუნდელს“(მოხეტიალე დარაჯი ძაღლი – ავტ.) ეძახდნენ. ეს საწყენი იყო ერთისთვისაც და მეორესთვისაც.
ასევე იყო დრო, როდესაც თანასოფელებს შორის განსაკუთრებული ომი მიმდინარეობდა:
— თუ გლეხები დაიჭერდნენ კაცს, ხიდზე მოჰყავდათ, აძლევდნენ ასანთს და აიძულებდნენ მანძილის გაზომვას — იმის გასაგებად თუ რა არის ხიდის სიგრძე. სხვანაირადაც სჯიდნენ. სცემდნენ კიდევაც. იგივე ელოდა დიდებულსაც, თუ მას კაცი დაიჭერდა.
სოფლის ხელმძღვანელი — ვასილ პოლხოვიჩი ამბობს, რომ გლეხებისა და დიდებულების ისტორიული განაწილება ისევ არსებობს. ასეთი მეტსახელით, როგორც “კაცი”, ადგილობრივი ხალხი არ არის შეურაცხყოფილი და საერთოდ, მეგობრულად ცხოვრობენ:
— ცოტა ხნის წინ, მათ საავადმყოფოსა და მოხუცებულთა სახლის საჭიროებებისთვის ექვსნახევარი ტონა კარტოფილი შეაგროვეს. ამ პროცესში ყველა მონაწილეობდა: დიდგვაროვანიც და გლეხიც. ყველა მეგობრულად აგროვბედა კარტოფილს. ამიტომ სოფელი მეგობრულია.
სოფლის ნაწილს, სადაც დიდებულები ცხოვრობდნენ „მესტეჩკო“ ეწოდებოდა. პავლო ამბობს, რომ სოფლის მარჯვენა მხარეს რეალურად ქალაქის სტატუსი ჰქონდა. მარცხენა სანაპიროს ახალ სოფელს ეძახიან. იქ უმეტესად კოსტიუკოვიჩები და პარჩუკები ცხოვრობენ.
მამაკაცთა უმრავლესობა – ორმოცდაათელები არიან(პროტესტანტობის მიმართულება — ავტ.). მარცხენა სანაპიროზე საკუთარი ეკლესია და წყობა აქვთ:
— ჩვენთან ისეთი შემთხვევებიც არის, როცა კაცი მორწმუნეა, ქალი კი ქრისტიანი — ქორწინდებიან. უბრალოდ ის იღებს ამ სარწმუნოებას (ორმოცდაათელობას — რედ.).
სერნიკში ასევე არსებობს ძველი ხის მართლმადიდებლური ეკლესია, სადაც ყველა სოფლის მცხოვრები დადის – დიდებულებიც და გლეხებიც. ეკლესია 1821 წელს აშენდა. პავლო ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დროს ეკლესიის დაწვა სურდათ:
— ამას მაშინდელი კომუნისტები და ახალგაზრდა კომუნისტური ლიგის წარმომადგენლები ამზადებდნენ. სხვათა შორის, ერთ-ერთი იმ კომსომოლის წევრი, რომლებიც ამზადებდნენ ამას და ამ ეკლესიისთვის ცეცხლის მოკიდება სურდა, უკვე დამოუკიდებლობის დროს, ეკლესიის ორდენი მიიღო. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია.
სლაიდების ჩვენება
პოლიუხოვიჩები
სერნიკის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა ისაა, რომ ადგილობრივების უმრავლესობა გვარად პოლიუხოვიჩია. უფრო მეტიც, ბევრი თანასოფლელი — არა მხოლოდ ერთი გვარის, არამედ სრულიად ერთი სახელი და გვარი აქვთ.
ვასილი ყვება, რომ 1976 წლისთვის, სერნიკივის მოსახლეობის 90% გვარად პოლიუხოვიჩი იყო. ახლა სოფელში ახალი სახელები თანდათანობით ჩნდება: ზოგი ქორწინდება, ზოგი სხვაგან გადადის საცხოვრებლად. ამაზე ადგილობრივებს არ აქვთ პრეტენზია, მხოლოდ უხარიათ ახალი ხალხის დანახვა.
— ღვთის გულისთვის! დიახ, ჩამოვიდნენ. ჩვენ ყოველთვის გვიხარია ახალი ადამიანების დანახვა.
პოლიუხივუჩებს შორის ყველაზე მეტი — ივანივია. მანამდე სოფელში ეს სახელი ძალიან პოპულარული იყო. თუმცა, სახელების მოდა თანდათან იცვლებოდა:
— დავიბადე 23 მაისს, ნიკოლოზობამდე. მამაჩემი საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა. დედას სურდა, რომ მიკოლა დაერქვა — რელიგიურ დღესასწაულამდე. მამა იქიდან ამბობს: “ვულოცავ დაბადებას ვასილს”. იმიტომ, რომ მამაჩემის მამას ვასილი ერქვა. სწორედ ამიტომ ჩემმა ბიძაშვილმა პირველ შვილს ვასილი დაარქვა. ჩემს მშობლებს ოთხი ძმა ჰყავთ და თითოეულის შვილს ვასილი ჰქვია. ხომ გეუბნებით, მთელ სოფელში ასეა.
სოფლის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ბოლო არჩევნებში შვიდი კანდიდატი იყო, რომელთაგან ხუთი პოლიხოვიჩი იყო. გარდა ამისა, სერნიჩის სასოფლო საკრებულოს 20 დეპუტატიდან 12 პოლიუხოვიჩია.
სიტუაცია მსგავსია სკოლაშიც. ყველა სკოლის მოსწავლეთა სიაში მხოლოდ ოთხი განსხვავებული გვარია. იმისთვის, რომ პედაგოგებმა განასხვავონ მოსწავლეები მათ ასე უწოდებენ, პოლიუხოვიი დმიტრო პირველი და პოლიუხოვიჩი დმიტრო მეორე:
—დიახ, ალექსანდრე პირველი, მე ვასწავლი მათ: საშა პირველი, საშა მეორე. ასეთი კარგი სიები გვაქვს.
მასწავლებელთა უმრავლესობა, სკოლის დირექტორი და სკოლის ექთანი გვარად ასევე პოლიუხოვიჩები არიან.
სერნიჩანები ამბობენ, რომ ერთნაირი სახელებისა და გვარების არ რცხვენიათ. პირიქით, ამაშია მათი სოფლის განსაკუთრებულობა. ადგილობრივები პატივიცემით ეკიდებიან ახალ მოსახლეებს და მოხარულნი არიან მათი, ვინც აქ ჩამოდის.