ღლიბოკა. თემთა პროექტები

Share this...
Facebook
Twitter

2014 წლის შუა რიცხვებიდან უკრაინაში დეცენტრალიზაცია დაიწყო. ეს სოფლებისა და ქალაქების ტერიტორიულ თემებად გაერთიანების პროცესია, რეგიონის საკუთარი ეკონომიკის ფორმირება, ცალკეული ბიუჯეტისა და მეურნეობის დაგეგმვა. იმ დროის შემდეგ 2017 წელს გაერთიანებულ თემთა ტერიტორიაზე (შემდეგ – ოტგ) 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ოტგ-ს გაჩენასთან ერთად უამრავ ადამიანს გაეხსნა აქამდე არნახული შესაძლებლობები.

ირველი თემი, რომლის შესახებაც მოგიყვებით, ღლიბოკის ოტგ იქნება, რომელიც ბუკოვინაში მდებარეობს. ეს პროექტების ნამდვილი თემია: ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსში და დროდადრო იმარჯვებენ კიდეც, ამით ისინი საკუთარი თემისთვის ახალი სოციალური და ბიზნეს ინიციატივა მოაქვთ.

თემის გაერთიანების შემდეგ – წარმატების უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი, ამა თუ იმ თემისა, მადლიერი ელექტორატი გახდა, როგორც ადრე, ბიზნესის რაოდენობა კი, ამა თუ იმ ტერიტორიაზე მობილიზებული, რომელიც აკუმულირებს ხარჯებს და იხდის გადასახადებს, რომლებიც მოგვიანებით თემთა ბიუჯეტში ხვდება, რომელ ტერიტორიაზეც ის არის დარეგისტრირებული. ამიტომ ბრძენმა თემებმა დაიწყეს ინვესტიციების მოზიდვა, ბიზნესისა და სოციალური პროექტების შექმნა, ხალხის გაერთიანება კოოპერატივებში.

ღლიბოკის ოტგაერთიანებს მხოლოდ ორ სოფელსა და ერთ დასახლებას, რომელიც დიდ ქალაქ – ჩერნივციში მდებარეობს, სადაც ადგილობრივების უმრავლესობა სამუშაოდ, სასწავლებლად ან ბაზარში მიდის.

მიუხედავად ღლიბოკის ოტგ- ს სიახლოვეს უკრაინა-რუმინეთის საზღვართან და M19 – ის მიმდებარე გზასთან, რომელიც მნიშვნელოვანი ევროპული მაგისტრალის E85- ის ნაწილია, რომელიც პორტ კლაიპედიდან (ლიტვა) პორტ ალექსანდრუპოლისამდეა (საბერძნეთი), გაერთიანებულ თემს არ გააჩნია არანაირი მოგება, ვინაიდან სამივე დასახლებული პუნქტი ამ ავტომაგისტრალისგან მოშორებითაა.

ღლობოკაში მოხვედრა არც ისე რთულია. M19 ტრასით მოგზაურობით, ჩერნივციდან ოცდაოთხ კილომეტრზე ვუხვევთ მარჯვნივ და 6 კილომეტრის შემდეგ უკვე ღლიბოკაში ვართ. მიხაილივკასა და ჩერვონა დიბროვაში მოხვედრა უფრო რთულია, რადგან იქ ცუდი გზაა.

— ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებსაც ჯერ არ გვიპოვია საკუთარი თავი. ღლიბოკას თემის დასახლებული პუნქტები საკუთარ ადგილსა და ეკონომიკას ეძებენ. – სწორედ ამას ამბობს გრიგორი ვანზურიაკი – ღლიბოკას ოტგ-ს ხელმძღვანელი.

მიხაილივა. სოფლის მეურნეობის აღორძინება

სოფელ მიხაილივკაში, აღორძინება ყველსახარშის შექმნით დაიწყო. ამ სოფელში ერთ დორს საკმაოდ ძლიერი კოლექტიური ფერმა იყო, რომლის დაშლის შემდეგ, ადამიანებს ბევრი რესურსი დარჩათ. ადგილობრივმა მოსახლეობამ დააფუძნა „დობრი ღაზდის“ კოოპერატივი, რომელმაც ავსტრიის კომისიის კონკურსში გაიმარჯვა და მიიღო ყველის ქარხნის აღჭურვილობის ნაწილობრივი დაფინანსება. თემის ხარჯით ძველი სოფლის საუნის შენობის რესტავრაცია მოხდა. შერჩეული გუნდი უკვე მუშაობდა ყველის გადარჩევაზე სკოლის სასადილოში, ჯერ კიდევ მანამდე სანამ საუნას ყველის ქარხანად გადააკეთებდნენ.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

ყველსახარში – ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ სოფლის მცოვრებლები არ წავიდნენ ბაზარზე, იმისთვის რომ გაყიდონ რძე, არამედ პირდაპირ ქარხანაში ჩააბარონ და მიიღონ ფიქსირებული შემოსავალი გზაზე დამატებითი დანახარჯების გარეშე. ასეთნაირად დროის ეკონომიაც ხდება, ახლა აღარ არის საჭირო ბაზარზე ვაჭრობაში დროის დახარჯვა.
ყველსახარში – სოფლის ეკონომიკის აღორძინების წარმატებული დასაწყისია. დეტალურად ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს ისტორიაში შვეიცარული ყველსახარში, სოფლის ყველსახარშზე ტრანსკარპატიაში, სადაც ღლიბოკას წარმომადგენლები ახალი გამოცდილების შესაძენად დადიოდნენ.

ყველსახარშის გაჩენის წყალობით, მიხაილივკაში მეცხვარეობის აღორძინებაც დაიწყო, რომელიც ათეულობით წლების წინ აქ საერთოდ განადგურებული იყო.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

მეორე კონკურსი, რომელშიც მიხაილივის მაცხოვრებლებმა მოიგეს, კერძო ბიზნესისთვის მცირე დახმარებაა. ფეროშენადნობის პროექტის განხორციელების ფული – ფუტკრებით მკურნალობიდან – მიიღო მიხაილო ბალოვსიკმა, რომელიც მთელ რაიონში ცნობილი მეფუტკრეა, მას 250 ფუტკრის ოჯახს ჰყავს. ახლა მიხაილო, სამკურნალო მიზნით, პატარა დასასვენებელ ცენტრს აშენებს  რომელსაც ერთდროულად ათობით ტურისტის მიღება შეეძლება.

– რა თქმა უნდა, პროექტის ფული არ გვეყოფა, მაგრამ ეს საქმის დაწყების კარგი ბიძგია – მიხაილო ბალოვსიაკი

ჩერვონა დიბროვა. ტურიზმი და დასვენება

სოფელ ჩერვონა დიბროვას უხუცესად ვოლოდიმირ ჩობოტარი აირჩიეს, ცნობილი გატილოს კიბორგის – ვალერი ჩობოტარის ძმა, რომელიც დონეცკის აეროპორტს იცავდა და ლეონიდ კანტერას ფილმ „ღმერთის მცველთა მოხალისეების“ მთავარი გმირი გახდა. ვალერი ჩერვონოდიბროვის სიჩის დაარსების ინიციატორი იყო, ის ბოქსისა და ჩინური საბრძოლო ხელოვნების ფრი-ფაიტის მწვრთნელი იყო.

— სიჩის შექმნის მთავარი იდეა თანამოაზრეთა გაერთიანება იყო, იმისთვის რომ შესაძლებელი ყოფილიყო აქ ჩამოსვლა და ვარჯიში. ჩერვონოდიბროვის სიჩის შესახებ საუბრობენ და სწორედ მისი წყალობით იციან სოფლის შესახებ. წელს ჩვენთან ინვესტორი უნდა მოვიდეს, რომელიც აქ ცხენის კლუბის აშენებას გეგმავს. ულამაზესი ლანდშაფტებია, განვითარებული ველო-მარშრუტები, ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით გვსურს განვითარება. არსებობს იდეა, რომ აქ მთელი უკრაინის ფესტივალი ჩატარდეს.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

როგორც მთავარი, ვოლოდიმირი არა მარტო ტურისტული პროექტებით არის დაკავებული. დასახლებულ პუნქტებში მრავალწლიანი ბაზური ნივთების არარსებობის შემდეგ, ჩერვონა დიბროვაში გაჩნდა გზები, შუქი:

— უპირველეს ყოვლისა, რაც ჩვენ გავაკეთეთ არის ქუჩების განათება. ექვსნახევარი კილომეტრი გავანათეთ, კერძოდ ძირითადი ადგილები, როგორიცაა ეკლესია, გაჩერებები და ა.შ. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი სტრატეგიული პუნქტი ეკოლოგიისთვის ბრძოლა იყო. ჩვენ რეგულარულად გაგვქონდა ნაგავი. თუმცა პრობლემა ჯერ კიდევ არ არის გადაჭრილი, მაგრამ ნაგავსაყრელთა რაოდენობა შემცირდა. ასევე გავაკეთეთ ძირითადი რემონტი ცენტრალურ ქუჩაზე. ეს არ არის ასფალტი, მაგრამ გავიყვანეთ წყალი. სავარჯიშო დარბაზში იატაკის კაპიტალური რემონტი გავაკეთეთ. სოციალური მარშრუტიც გავიყვანეთ. ხალხი ამბობს, რომ ორი წლის განმავლობაში უფრო მეტი გაკეთდა ვიდრე 20 წელში.

სოფელ ჩერვონა დიბროვასთან IX-X საუკუნეებში სლავური დასახლება არსებობდა, აქ პოლონეთისა და თურქეთის ჯარებს შორის ბრძოლები იმართებოდა. ამ ადგილის ტურისტული პოტენციალი საკმაოდ დიდია და ის ჯერ კიდევ არ არის სრულად გახსნილი.

ღლიბოკა. ბიზნესი და განათლება

სამი მილიონი ტიტა – სწორედ ამდენს ყიდის ინტერნეტ-მაღაზია ფლორიუმი ყოველ წელს. ეს ბიზნესი ბოლქვებისა და თესლების გაყიდვას ითვალისწინებს. უზარმაზარი საწყობია, მაცივარი და სათბური, სადაც ბოლქვები მწიფდებიან.

— ყოველ წელს სარვამარტოდ მეკითხებიან თუ სად იყიდონ ტიტები. – იცინის ფლორიუმის დამფუძნებელი პეტრო ტონენჩუკი. – მაგრამ ჩვენ მხოლოდ ბოლქვებსა და თესლს ვყიდით. ჩვენ არ ვზრდით ყვავილებს.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

თითოეული თემისთვის, საკუთარი ბიზნესის არსებობა საკუთარ ტერიტორიაზე, ამ ბიზნესის განვითარება, კანონიერება, პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად დიდია ამ თემის ბიუჯეტი. ეს არ ესმის ყველა თემს, ზოგიერთ თემში ადგილობრივი მთავრობა თემის დამორჩილებას ცდილობს, მას კონკურენციის მოსპობა და საკუთარი თემის ბიუჯეტის შემცირება სურს. სწორედ ყველა პატარა ინვესტიცია თემის ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია.

პროექტები არა მხოლოდ თანამდებობის პირების მიერ უნდა განხორციელდეს, არამედ მასწავლებლებისადა სამედიცინო მუშაკების მიერ. ეს კარგად ესმით ღლიბოკაში. ქალაქ ღლიბოკას ლიცეუმში, საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობა მუდმივად მონაწილეობს ყველა შესაძლო კონკურსში. ცოტა ხნის წინ გაიხსნა ფიზიკისა და ენერგორენტაბელობის თანამედროვე ლაბორატორია, გასულ წელს კი – ახალი სპორტული მოედანი გაჩნდა. მიხაილივკაში, სკოლის წინ, ასევე გაკეთდა ახალი პატარა საფეხბურთო მოედანი ხელოვნური საფარით.

— ათი პროექტიდან მხოლოდ ერთს ვიგებთ. – ამბობს ღლიბოკას ოტგ-ს ხელმძღვანელი. – მაგრამ ყველგან ვწერთ, სადაც შეგვიძლია. ჩვენთან ყველამ უნდა დაწეროს პროექტი. ეს წესია.

მასალა მომზადებულია

პროექტის ავტორი:

ბოგდან ლოგვინენკო

ფოტოგრაფი:

ვასილ სალიგა

პროდიუსერი:

ოლგა შორი

ოპერატორი,

რეჟისორი:

მიკოლა ნოსოკი

ოპერატორი,

ფოტოგრაფი:

პავლო პაშკო

თვალი ადევნე ექსპედიციას