გუცულური პური კარპატებისთვის

კარპატები
ხალხი
17 ნოემბერი 2018 11:33
33

რომანიუკები კარპატულ სოფელ ტოპილჩეში ტრადიციულ გუცულურ პურს აცხობენ განსაკუთერებული რეცეპტით, უკრავენ რამდენიმე ინსტრუმენტზე და სიმღერის უნიკალურ ტექნიკას ფლობენ. პარასკა რომანიუკის ხმით არა მარტო უკრაინა, არამედ საზღვარგარეთიც არის გაოგნებული. ქმართან და შვილთან ერთად ისინი ყოველ დღე აცხობენ პურს, შემდეგ კი სოფელში ჩამოატარებენ ხოლმე. ცხობისას ისინი მღერიან, სწორედ ასე, ისინი ინახავენ გუცულურ ტრადიციებს და თაობებს გადასცემენ საკუთარ ცოდნას.

გუცულური პური

პარასკა და ვასილ რომანიუკები უკვე 45 წელია რაც ერთად არიან. 20 წლის განმავლობაში კი ისინი პურს აცხობენ. ტრადიციული გუცულური პურის რეცეპტი პარასკა რომანიუკს ბებიისა და ბაბუისგან მემკვიდრეობით გადმოეცა:

— ასე აცხობდა ბებიაჩვენი, ბაბუა. როდესაც ბაბუა 18 წლის იყო, გერმანელებმა გერმანიაში წაიყვანეს. ის იქ 6 წლის განმავლობაში მუშაობდა ერთ ბაუერთან, ამბობს, რომ იქ იმდენი პურია, რამდენიც უნდა იყოს. თუ ბაბუა რაიმეს არასწორად აკეთებდა, გერმანელი მოდიოდა და პურს თავიდან აკეთებინებდა. თუ პური არ გადიოდა იმ საფეხურებს რაც უნდა გაევლო, მაშინ ის 25 კორბაჩივს ((სტუსანი — რედ.) გამოუწერდა ხოლმე. ღვთის წყალობით, ბაბუა დაბრუნდა აქ და ტრადიციულად გააგრძელა პურის ცხობა: ყველა აცხობდა, მთელი ოჯახი.

ვასილ რომანიუკი ტყეში მზარეულად მუშაობდა ამიტომ ტყეში ცხოვრობდა მთელი ოჯახი. მან ასევე ისწავლა და დაიწყო პურის ცხობა, როდესაც მისი ცოლი მოულოდნელად დაავადდა. მას შემდეგ პური ოჯახურ საქმედ იქცა.

პარასკისა და ვასილის ვაჟი, ასევე ვასილი, თავის მშობლებს ეხმარება: ამზადებს და დააქვს შეშა, ანთებს ღუმელს და პური გასაყიდად დააქვს.

რომანიუკები ფქვილის მხოლოდ უმაღლესს ხარისხს იყენებენ. შავ პურს საერთოდ არ აცხობენ. თითქოსდა, ხალხს თეთრი პური უფრო უყვარს. საერთო ჯამში ოჯახი პურის სხვადასხვა სახეს აკეთებს: კვადრატული, მრგვალი, ბულკს, კალაჩებსა და პასკებს. შეკვეთითაც აცხობენ.

IMG_0179

ახლა რომანიუკებს ცალკე შენობა აქვთ დიდი ღუმელით. იქამდე სანამ არ იყო დიდი ღუმელი, სახლის პატარა ღუმელში ამზადებდნენ. მაშინ ერთ დღეში 100 ცალს აცხობდნენ. ახლა კი — 400-მდე.

პარასკა ყვება, რომ ისინი პურისთვის შუა ღამემდე იღვიძებენ:

— პურისთვის აუცილებელია ღამის 1 საათზე გაღვიძება, რათა გამძლე და გემრიელი იყოს. ვდგებით, ვიხეხავთ კბილებს, ვლოცულობთ, ვსვამთ ყავას, რათა არ ჩაგვეძინოს. ვლოცულობთ, რათა სამუშაო ადვილად წარიმართოს და პური გემრიელი იყოს.

20:00-ზე ვიძინებთ, ღამის 1 საათზე კი ვიღვიძებთ, ვზელთ ცომს და ვაცხობთ. პური არ იქნება კარგი თუ მას ცუდად გააკეთებ. თუ არ გექნება კარგი განწყობა, პურიც არ იქნება კარგი. პურიც ცხობისას ვუკრავთ და ვმღერით – რადგან მუსიკა ძალას გმატებს.

3

ოჯახს,უსახსრობის გამო, არ შეუძლია ხალხის დაქირავება, რადგან ისინი თვლიან, რომ მძიმე სამუშაოს კარგი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს, ამ მომენტისთვის კი მათ არ აქვთ ფული:

— საშემოსავლო გადასახადიც უნდა გადაიხადო, საპენსიოც, ფქვილიც უნდა იყიდო. თუ ამ ყველაფერს დათვლი, არ არის ამხელა სახსრები. ეს ძალიან რთული სამუშაოა.

რომანიუკების პური, დაბრკოლებების მიუხედავად, „მოგზაურობს“ ვერხოვინაში, ბურკუტში, იავირნიკსა და ზელენეში:

— ძალიან ცუდი გზებია, ტექნიკა ფუჭდება. რთული საქმეა, რადგან ბევრი კონკურენტია. ღირსების რევოლუციის შემდეგ გუცულური პური მაიდანზეც კი იყო. ვასილს ყოველდღე 150 ცალი მიჰქონდა.

4

პარასკა პურის მამაპაპურ რეცეპტს საიდუმლოდ ტოვებს. პურის განუმეორებელ გემოსა და სუნს მისი ქმარი ასე ხსნის:

— ახლა პურს ბევრ საფუარას უმატებენ. ის ცომს ძალიან აფუებს, ცოტა ფქვილია საჭირო, მაგრამ ბევრი პური ცხვება. მაგრამ იმ პურს არ აქვს ხარისხი, ის ისეთია, როგორც ღრუბელი, არ აქვს წონა, არც გემო, მაგრამ ხალხი მაინც ჭამს მას.ჩვენ კი საფუარით, უძველესი რეცეპტით ვაკეთებთ. მას წონაც და გემოც აქვს. იმის გამო, რომ შეშაზე ვაკეთებთ მას სუნიც აქვს.

გამომცხვარი პური დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ინახება, სიცხეში კი – უფრო ცოტა ხანი. ვასილი ამატებს, რომ მიუხედავად ნელი მუშაობისა, გამოცხობის პროცესის ავტომატიზირება არ უნდა. აგრძელებენ პურის ხელით ფორმირებას და ღუმელში ცხობას:

— არა, ასე უკეთესია. ასეთი პური მოთხოვნადია. როდესაც ტურისტები მთაში სოკოს დასაკრეფად მიდიან ჩვენი პურიც მიაქვთ.

IMG_0825

პურის გამოცხობის გარეშე ოჯახს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია:

ეს არის ჩვენი ცხოვრება. ეს ისეთია, რომ მის გარეშე ვერ იცხოვრებ. ყველაზე ძვირფასი სიკეთეა.

მუსიკა და სიმღერა

რომანიუკების ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს მუსიკა და სიმღერაც თამაშობენ. პარასკამ სიმღერა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. ის იხსენებს, რომ დედამისი ლამაზად მღეროდა და „ექოობდა“. ექოობა ან კიგუობა ადრინდელ გუცულურ სიმღერებში ძალიან გავრცელებული იყო. რომანიუკებთან, მომღერალი რუსლანა ლიჟიჩკოც კი ჩამოვიდა ამ უნიკალური გუცულური სიმღერების სასწავლად, რომელიც ტრემბიტას მელოდიებს გვახსენებს:

— ეს (ეჰოობა – რედ.) тასეთი ჩვენი პოლონიანური ექოა – ხალხი ერთმანეთს ხმას აწვდიდა, იქნებ და ვინმე დაიკარგა. ბიჭ ტყის ერთი ნაწილიდან თუ იყვირებდა, გოგომ უკვე იცოდა თუ სად იჯდა ის. ეს იმას ნიშნავდა, რომ ხალხის ერთი მთიდან მეორე მთაზე ხმის მიწვდენა შეეძლოთ, რათა სცოდნოდათ, რომ იქ არის ის, ვინც ასევე დაიკარგა. ნისლი სხვადასხვაგვარია.

პარასკას სანათესაოში ყველა მღეროდა – ქალებიც და კაცებიც. ყველაზე მეტს პატარა პარასკა მღეროდა, როდესაც დედასთან ერთად ძროხები საძოვარზე მიჰყავდათ:

— როდესაც ძროხების საძოვრად მივდიოდით დედა მღეროდა მე კი ვსწავლობდი მისგან. სადაც მიდიოდა იქ მღეროდა.

6

სიმღერები მთელი ცხოვრება დაჰყვებიან თან:

— როდესაც ვასილზე გავთხოვდი, ის ტყეში სახელმწიფო კომბინატზე მუშობდა. ჩვენი სამსახური ტყესთან იყო დაკავშირებული. დღე არ გადიოდა რომ არ გვემღერა. ზამთარი თუ მოვიდოდა და ყველაფერს დათოვლიდა, ესაა და ეს. ამ დროს სახლში ვმღერივართ, საშობაო საგალობლებს.

უნიკალურ ხმაზე გუცულებმა იმის შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი, რაც ტოპილჩაში „ვეჩორნიცის“ გამოფენა ჩატარდა, რომლისთვისაც სცენარი მეზობელ ზელენეს მცხოვრებმა მწერალმა და მქარგველმა ვასილინა იანუშევსკამ დაწერა. ხელოსანმა იმ დროს შეაგროვა ხალხი, რომლებიც კარგად უკრავდნენ და მღეროდნენ.

ახლა პარასკა რომანიუკის უნიკალური სიმღერის მოსასმენად უცხოელებიც ჩამოდიან. ის დიდი სიამოვნებით მღერის ხალხისთვის. მას აქვს სურვილი იმისა, რომ სკოლაში მიჰყავდეს წრეები რადგან თვლის რომ ტრადიციებს შენახვა უნდა:

— მსურს, რომ ბავშვებში გუცულის მხარის ავთენტურობა ჩავაქსოვოთ. ისე, როგორც ჩვენი ბაბუები მღეროდნენ. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მსოფლიოში, უნდა რომ ის ახსოვდეთ. ისე, როგორც ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს მშობლებს, რომ ჩვენი მშობლები არაყის გარეშე ერთობოდნენ და მღეროდნენ. მსურს, რომ ახლაც ასე იყოს. რათა ამ სატანამ არ დაიმონოს მთელი მსოფლიო, რათა დარჩეს მწვანე ადგილის ნაწილი მაინც.

პარასკა მიეჩვია საქმისას სიმღერას:

ერთი მეორეს არ უშლის ხელს. პურის ცომს ვზელ და ვმღერი. ზოგჯერ ძალიან მძიმედ ვგრძნობ თავს, რადგან ცხოვრება ცხოვრებაა, სიკეთეც და ბოროტებაც არის. გესმის სიმღერა, გესმის მუსიკა, ყველა იმ ნეგატივზე, რომელიც ჩემზე ზემოქმედებს, ერთი შვება – სიმღერაა.

პარასკას ქმარს, ყველაფერთან ერთად, მოჩუქურთმებაც იზიდავს:

— დავამთარე სკოლა, ვიყიდე საჭრელები, ჩემთვის საბჭოურ სუვენირებს ვაკეტებდი. ასევე ბუს, კატას, დათვს, სხვადასხვა ნივთს. სკოლაში ვხატავდი, პატარაობაში მიყვარდა ხატვა. მაქვს მიდრეკილება და ნიჭი, ასეც არის.

მუსიკაში ვასილი თვითნასწავლია – ბაიანსა და დუდაზე უკრავს. ახლა, მართალია დიდ დროს არ უთმობს ინსტრუმენტებზე დაკვრას, რადგან რამდენიმე წლის წინ ხელის ტრავმა მიიღო.

უფრო და უფრო მეტ დროს ის სახელოსნოში ატარებს, სადაც რქების სადგამებს აკეთებს, ნახატები და ჩარჩოები ძირითადად სხვადასხვა ხისგან აკეთებს.

9

განსაკუთრებულად პოპულარულია ირმის რქების სადგამი. სხვათა შორის, მათ დასამზადებლად არ კლავენ ირმებს – გაზაფხულზე ცხოველები იცვლიან რქებს და აგდებენ ძირს, რომლებსაც შემდეგ ხელოსნები ტყეში პოულობენ:

— ასეთი მოდაა გუცულშჩინაში. ხალხს უყვარდა ეს ნადავლი, კედელზე კიდავდნენ. ჩვენი წინაპრები ასე იქცეოდნენ, შემდეგ კი ხალხი მიხვდა, რომ ამ ყველაფრისგან ნივთების გაკეთება შეიძლება. ამიტომ ისინი თლიან, ალამაზებენ და აკეტებენ ნივთებს.

უმცროსი ვასილი ასევე ბავშვობიდანვე სწავლობდა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას. თავიდან ეს მამამისის ბაიანი იყო, შემდეგ კი – ვიოლინო. ვასილის ერთ-ერთი მასწავლებელი, გუცულშჩინას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოს-ვირტუოზი რომან კუმლიკია:

— 20 გაკვეთილი მქონდა კუმლიკასთან, იქმდე კი ვუკრავდი უკვე. ცოტა წავივარჯიშე, შემდეგ მან მაგნიტოფონი მაჩუქა, კასეტებით ვსწავლობდი დაკვრას. ბევრი რამ მივიღე იქიდან.

10

მიუხედავად იმისა რომ ის მიხვდა, რომ მუსიკით შემოსავლის მიღება არის შესაძლებელი, ის მაინც არ ჩქარობს საკუთარი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნას, ეს მხოლოდ მისი ჰობია:

— დიდად არ ვფიქრობ კარიერის გაკეტებას, ეს ყველაფერი ჩემთვის მეორეხარისხოვანია. საბლების ოჯახში, დედის მხრიდან, ძლიერი მომღერლები იყვნენ.

ვასილისთვის მნიშვნელოვანია ნამდვილი გუცულური მუსიკა:

— არის მომენტი, როდესაც ადამიანები მღერიან, ფერებს გრძნობ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ მათი გაგება და ამბობენ რომ ყველაფერი იგივეა. მაგრამ ეს სხვადასხვა რამაა. მათი გარჩევაა საჭირო, ეგრევე ჩანს კარგად მღერის თუ ცუდად ადამიანი. თუ არ უკრავ კარგად, სიმღერისას ხვდები თუ როგორ უნდა დაუკრა. ზოგჯერ კი ისე მღერიან რომ აღარ არის ის ფერადოვნება და ავთენტიკა მუსიკაში. იწყებ ადამიანთან ერთად დაკვრას და ხვდები რომ ეს ის არაა.

გუცულური მუსიკალური ინსტრუენტები

საიდუმლო არ არის, რომ გუცულური მუსიკალური ინსტრუმენტები ყოველთვის იყო მათთვის ცხოვრების ატრიბუტი. ტრადიციულ გუცულურ მუსიკალურ ინსტრუმენტებად ითვლება: დრიმბა, ტრემბიტა, სოპილკა, ფლოიარა, დუდა, რიღ, ძვინოკ, ტელენკა, ოკარინა, დენცივკა, პოპისკალო, დერკაჩ, ლირა, ვიოლინო, ციმბალი, ბუბონ, ბერბენიცა.

ყველაზე ცნობილი გუცულური ინსტრუმენტი ტრემბიტაა, რომელიც „მაღვიძარას“ ფუნქციასაც ასრულებდა ასევე კომუნიკაციის საშუალებაც იყო.

სამწუხაროდ, ახლა არ იყენებენ ყველა ინსტრუმენტს:

— ჩვენ შემოვინახეთ, სკრიპა (ვიოლინო – რედ.) როგორც არსებობდა, ახლაც ასეა. ფლოიარა და ციმბალიც. სწორედ ესაა ჩვენთვის ყველაზე ტრადიციული, ტროისტულ მუსიკაში იყენებდნენ მათ. ბუბენსაც, მაგრამ ძირითადად ფლოიარაზე უკრავდნენ. ახლა კი მოიფიქრებს სხვადასხვა ინსტრუმენტი საქსოფონი, კლარნეტი, ბაიანი. ისე ჩცენში ყველაზე ძირეული სოპილკა, ვიოლინო და დუდკაა – რომლებიც თხის ტყავისგან მზადდება. უძველესი ინსტრუმენტია.

12

ტრადიციები

ბევრი ტურისტი მიდის კარპატებში სწორედ გუცულური კოლორიტის შესაგრძნობად. აქ იმის ნახვაც არის შესაძლებელი, თუ როგორ აცმევენ „დედოფალს“(პატარძალს – ავტ.), უძველესი საქორწილო სიმღერების მოსმენა, იმის მოსმენა, თუ როგორ ჟღერს ტრემბიტა მდელოზე, გუცულების ავთენტური ჩაცმულობის ნახვა, მათი ტრადიციული საჭმლის დაგემოვნება.

პარასკა რომანიუკისთვის ტრადიციების შენახვა და მათი თაობებისთვის გადაცემა აუცილებლობაა:

მგონია, რომ თუ არ შევინახავთ გუცულშჩინას ავთენტურობას: სიმღერას, ცეკვებს, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, ეს ყველაფერი გაქრება და თუ ეს მართლა მოხდება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს, გუცულები გაქრებიან.

 

15

შვილი ვასილი ასევე აზუსტებს, რომ მნიშვნელოვანია განვასხვაოთ შენახული და ცოცხალი ტრადიციის ცნება:

— ცოცხალი ტრადიცია ძალიან ცოტაა. ვინც უფროსი თაობიდანაა – ასე ფიქრობს და ცხოვრობს. რადგან გუცული – უპირველეს ყოვლისა კერპთაყვანისმცემელია. ეს ტრადიციაა, როგორც ივან ოგიენკო წერდა, ეს სინკრეტიზმი – ორრწმენობაა. უძველესი კერპთაყვანისმცემლური რწმენისა და ქრისტიანული რელიგიის შეერთება მოხდა და გამოვიდა გუცულირი რწმენა, გუცულური ტრადიცია, სადაც ბევრი უძველესი რწმენაა. ამ რწმენას ნამდვილად ინახავს ხალხი ქვეცნობიერად, მაგრამ ასეთი ძალიან ცოტაა. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი რაც კულტურის დონეზე ხდება – ეს ფოლკლორია, ეს გაცოცხლებაა, ეს არ არის ამით ცხოვრება, ეს ცოტა სხვა რამ არის.

პარასკამ და ვასილმა ვერ მოუსწრეს ტიპურ გუცულურ საღამოებს და მათ შესახებ მხოლოდ ბებიების მონაყოლიდან სმენიათ. ბებია, პარასკას თქმით, ითხოვდა საკუთარის დაფასებას და ჩხუბობდა „სხვისი მუსიკის“ გაგონებისას. ახლა ის იხსენებს საღამოების შესახებ მონათხრობს:

— დიდი ხანია რაც სახლები არ ყოფილა ასე ახლოს, როგორც ახლა არის. ძლაინ შორს იყვნენ ერთმანეთისგან. ექოებით და ტრემბიტით ურთიერთობდნენ და საღამოს იკრიბებოდნენ. ზოგს შეშა მოჰქონდა, ზოგი კერავდა. ტოლოკა ეწოდებოდა. ზოგი პურს აცხობდა. მაგრამ ადრე ვიოლინოზე და ფლოიარზე უკრავდნენ რადგან სხვა მუსიკა არ იყო. ფლოიარა და ვიოლინო. მღეროდნენ და ერთობოდნენ. არაყის შესახებ კი არავინ არაფერი იცოდა. რადგან მას არავინ სვამდა. ამას მიყვებოდა ბებიაჩემი, რომ არაყს არავინ არავის აძლევდა. საშობაოდ კი ალილოზე, როდესაც ხალხი მოდიოდა, დაახლოებით ოცი ადამიანი, დაახლოებით ორას ორმოცდაათი გრამი არაყი იყო, ეს ორას ორმოცდაათი გრამი მხოლოდ შობაზე იყო, შემდეგ სამ დღეზეც კი ყოფნიდათ. ასეთი პატარა ულუფა იყო. ორი სამი წვეთი არაყი იყო.

16

ბოლო 20-30 წლის განმავლობაში გუცულების კულტურაში, ცხოვრებასა და გარეგნულობაში უმარავი ცვლილება მოხდა, რომლის შესახებაც ვასილი გვიყვება:

— ფაქტობრივად, ადრე არ იყო ასეთი ჩაცმულობა, უფრო უბრალო იყო. საჭმელი არ იყო, რადგან გაჭირვებულად ცხოვრობდნენ. ტოლმას ხარშავდნენ, ხოლოდეცსა და ბანოშს. ცხენების ყოლა აკრძალული იყო, მხოლოდ კოლღოსპში იყო. ასეთი გასართობიც არ იყო, არც ასეთი სიმდიდრე. ახლა დიდ სასადილოებში და დარბაზებში არიან, ადრე კი სახლში ვქეიფობდით. ომის შემდგომ პერიოდში ცოტა ხალხი იყო, რადგან ომმა ბევრის სიცოცხლე წაიყვანა. ახლა კი ხალხმა უკეთესი სახლები ააშენა, ადრე კი ყველას პატარა სახლი ჰქონდა. ახლა ყველას მანქანა ჰყავს, ხალხი უკეთესად ცხოვრობს. პენსია პატარაა, მაგრამ ცხოვრება შეიძლება, თუმცა მაინც უნდა იმუშავო.

პარასკას ნათესავები საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მას გადასვლაც კი შესთავაზეს. რომანიუკებს არსად არ უნდათ გადასვლა:

არა, მე არ დავტოვებ ჩემს მთებს! ღმერთმა დამიფაროს.

კითხვაზე, თუ რატომ ინახავენ გუცულები ასე კარგად თავიანთ ტრადიციებს, რომანიუკები მოკლედ გვპასუხობენ:

– ამ ყველაფერს ყველა ადამიანში ღრმა ფესვები აქვს. ვისაც ეს უყვარს, პატივს სცემს, ეს ყველაფერი ზუსტად ასეც არის.

Як ми знімали

უფრო მეტს ჩვენი ვიზიტის შესახებ რომანიუკების ოჯახში ტოპილჩეში, ასევე სოკოების შესახებ და კოლორიტული გუცულების ქორწილი ვერხოვინეში, ჩვენს ახალ ვიდეობლოგში ნახავთ.

ავტორებიავტორი:ბოგდან ლოგვინენკოავტორი:მარინა ოდნოროგირედაქტორი:ევგენია საპოჟნიკოვაფოტოგრაფი:ალინა კონდრატენკოპროდიუსერი:ოლგა შორიოპერატორი:პავლო პაშკოოპერატორი:ოლეკსანდრ პორტიანირეჟისორი:მიკოლა ნოსოკიბილდ-რედაქტორი:ოლეკსანდრ ხომენკოთარგმანი:ლაშა ავქოფაშვილი

17 ნოემბერი 2018 11:33