Share this...
Facebook
Twitter

ვიაჩესლავ დერიაბინი პოლტავადან არის და ის 60 წლისაა. ბოლო ხუთი წელი ის ხის მოჩუქურთმებით არის დაკავებული. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ იპოვა ადამიანმა საკუთარი საქმე რთული და წინაღობებით სავსე გზის გავლის შემდეგ, რომელიც სხვებს შთააგონებს ახალ საქმეზე. ვიაჩესლავი ახალგაზრდობაში ციხეში მოხვდა, გადაიტანა ალკოჰოლიზმი და დაავადება, რის გამოც ახლა ის ინვალიდია. რთულმა ცხოვრებისეულმა სიტუაციებმა ვერ დასძლიეს ამ ადამიანის ხისადმი სიყვარული, რომელმაც ვიაჩესლავში უკვე ასაკში ჰპოვა გამოხმაურება, როდესაც სხვები მხოლოდ პენსიაზე ფიქრობენ.

ის მასალას ოსტატის ხელში მაქსიმალურად ბუნებრივი შეხედულება აქვს. ამ სიმარტივისა და ბუნების სიყვარულში ვიაჩესლავი ნამდვილ სილამაზეს ხედავს. დიდი ხნის განმავლობაში ვიაჩესლავ დერიაბინი ლანდშაფტის დიზაინერად მუშაობდა. მას ყოველთვის მოსწონდა რაღაც ახლის შექმნა და გამოგონება:

— მთელი ცხოვრების განმავლობაში ვმუშაობდი. ვსწავლობდი კოოპერატიულ ტექნიკურ სკოლაში და მთელი ჩემი ცხოვრება მშენებლობაზე ვმუშაობდი. უამრავ ადგილას მიმუშავია. იქ – საპირფარეშოს, სახლს ვაპირკეთებდი. სერიოზული სამსახური მქონდა.

ვიაჩესლავის აზრით, კაცისთვის მთავარი დასაქმებაა:

— კაცი რამით უნდა იყოს დაკავებული. ის არ უნდა იჯდეს სახლში, არ უნდა იყოს ქალის იმედად და არ უქმნიდეს პრობლემებს მეუღლეს. კაცი უნდა მუშაობდეს. აი მაშინ გვექნება ყველაფერი კარგად. ჩვენ ყურადღებას აღარ მივაქცევთ ხელისუფლებას, ყველა თავის საქმეს გააკეთებს და შევიცვლებით.

— მაგალითად, მე ვინმეს სკამს დავუმზადებ, ის კი კომბოსტოს გამიზრდის. ყველა უნდა იყოს საკუთარი საქმით დაკავებული, იმ საქმით, რომელიც უყვარს, სწორედ მაშინ იქნება ყველა კარგად.

ხესთან მუშაობა

ძველი ფარდულისგან ვიაჩესლავმა, შვილთან ერთად, სახელოსნო გააკეთა, სადაც ახლა ის წყნარად გადაადგილდება ეტლით. აქ უამრავი ხე, მომავალი ნახატებისა და ნაკეთობების დეტალია. ვიაჩესლავისთვის სახელოსნო ის ადგილია, სადაც მას მთელი დღის გატარება შეუძლია, ის ვერ გრძნობს დაღლას:

ეს ჩემი გატაცებაა. ხე ისეთია, რომ გსიამოვნებს სუნთქვა, ხელში რბილია. ხალხი ხეს იქამდე ამუშავებს, რომ ის აღარ ჰგავს ხეს. ის კი ცოცხალი უნდა იყოს, უნდა ისუნთქოს.

თითოეული ხე სხვადასხვაგვარად ექვემდებარება გადამუშავებას, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია საქმის კეთებისას:

— მუშაობისას, მასალას თვითონ შეუძლია გვიკარნახოს თუ როგორ მოვექცეთ. აი ნახეთ, თარო, ის არ არის დაპრესილი, მაგრამ ხარისხიანია. ის არ არის გაპრიალებული, მაგრამ მას სული აქვს. ახლა ის რომელიმე ზედაპირს მიაერთეთ და თქვენ თვალს ვერ მოსწყვეტთ მას. თქვენ მას შეხედავთ დილით, როდესაც ყავას დალევთ, შეხედავთ შუადღისას, როდესაც ბორშჩს შეჭამთ, საღამოს, თვალი თავისით გაგექცევათ. რადგენ ეს ხე არის – ცოცხალი, არასწორი ფორმის, ის ბუნებიდანაა.

ჩვენი გმირი ხის ბუნებრივ სილამაზეს ადამიანს ადარებს. ამბობს, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ არის საინტერესო, როდესაც ნამდვილია.

შთაგონება? არა, არ მსმენია

ვიაჩესლავ დერიაბინს არ სჯერა შთაგონების. მისთვის რაიმე ახლის შექმნა – გატაცებაა, როდესაც უბრალოდ იღებ და აკეთებ:

—  არის ასეთი გამოთქმა, ერთი ფილმიდან: „როდესაც რამე გინდა, უბრალოდ გადადგი ნაბიჯი წინ“. რამეს გაკეთება გინდა – გადი ეზოში, გაიქნიე ცოცხი რამდენჯერმე და შენ უკვე გააკეთე რაღაც. აქაც ასეა: ყველა დეტალი სადღაც „იბადება“, მთავარია – მიმართულება. შენ იღებ ყველა ამ მიმართულებას და მუშაობ.

მისი ყველა ნამუშევარი უნიკალურია, რადგან ნაკეთობათა უმრავლესობა – ექსპერიმენტია. სამუშაოს დაწყებისას ოსტატი განსაზღვრავს რომელი ხე სჭირდება და იწყებს სამუშაოს:

— დიზაინი — ეს ისეთი საქმეა, რომელიც ერთმანეთზეა მიბმული. ჯაჭვს ჰგავს. მაგალითად, რაღაც გააკეთე, ჩამოკიდე, შემდეგ კი ხედავ, რომ ზოგადი კომპოზიციისთვის არ არის საკმარისი და იწყებ დამუშავებას: იქით ჯოხი, იქით ხაზი, იქით პატარა ლაქა. რა გამოდის? კომპოზიცია.

შეკვეთებზე მუშაობას, ოსტატი პასუხისმგებლობით ეკიდება. შეიძლება დიდხანს იფიქროს ამოცანის შესახებ. ამბობს, რომ ფიქრისთვის საუკეთესო დრო ღამეა, რადგან ღამით არაფერი აცდენს ფიქრს. თუმცა, ხშირად დამკვეთები მთლიანად ენდობიან ავტორის გემობნებას და მას არც ერთ მითითებას არ აძლევენ:

— აქ ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გრძნობა მერთვება, რადგან მე უნდა დავრწმუნდე, რომ ასეთი არავის აქვს. ისე რომ, ადამიანი მოვიდეს და მას არანაირი კითხვა არ ჰქონდეს.

საკუთარ ნამუშევრებში ვიაჩესლავი ხშირად ასახავს ბუნებას. გარდა იმისა, რომ ის სურათებს ჩარჩოებსაც უკეთებს, ხანდახან ის ისეთ რაღაცეებს ხატავს, რაც ცოცხლად არ უნახავს. ზოგიერთ ნახატს წარწერა ინგლისურად აქვს გაკეთებული. მაგალითად, ნახატ – აპლიკაციას „North Sea” (ჩრდილოეთის ზღვა). მას არ უნახავს ეს ზღვა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ სწორედ ასეთი საღებავები უნდა გამოიყენოს, რათა აჩვენოს თუ როგორი შეიძლება იყოს ეს ადგილი:

— ჩვენი ადამიანი, რატომღაც, ყოველთვის იფიქრებს, რომ ინგლისურწარწერიანი არჩევანი უფრო მტკიცე და მიმზიდველია. ჩვენ ხომ მესამე თაობაში საბჭოთა ხალხი ვართ ეს კი ჩაიბეჭდა ჩვენში, რომ თუ ინგლისურად წერ, უფრო ხარისხიანია. სამწუხაროდ, ჩვენ დაგვავიწყდა, რომ მეფეთა დროს ინგლისელები, გერმანელები, იტალიელები ჩვენთან სამუშაოებზე დადიოდნენ.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

ვიაჩესლავი აღიარებს, რომ მისთვის ყოველთვის საინტერესო იყო ხელებით მუშაობა. მისთვის თვითონ პროცესია მნიშვნელოვანი, მასალა კი შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს – ქვა, მეტალი, ხე.
მიიჩნევს, რომ თუ ადამიანს რაღაცის კეთება სურს, მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი:

— ადმაინს ნიჭიც კი რომ ჰქონდეს, ეს არ არის ყველაფერი. მაგალითად, მყავს მეგობარი, ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი. ის ყველაფერზე უკრავს – ცარიელ ბოთლებზეც კი. მაგრამ თუ მას სთხოვ „აბა დამიკარი რამე გიტარაზე“, მას არ სურს. მე მას ვეუბნები, რომ ის იყოს ისეთი, როგორიც არის და მუსიკა თვითონ გამოვა მისგან. ის კი რას მეუბნება? არა და არა. ახლა ის არსად მუშაობს. რა არის ეს ნიჭი? ცარიელი ადგილი. თუ არ აჩვენებ საკუთარ თავს, თუ არავის შეუძლია შენი შეფასება, მაშინ ალბათ, არასწორი მიმართულებით მუშაობ. ჩემთან, მაგალითად, მეზობლები მოდიან, ამიტომ გავაკეთე შემოსასვლელი. ისინი ფულს მაძლევენ, მე კი ვიღებ, იმიტომ რომ ვიცი, ეს სამუშაო ფული ღირს.

ვიაჩესლავში, ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესებამ, მოტივაცია გამოიწვია:

— როგორც კი ერთი ფეხი გამიჩერდა, მუშაობისას ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ამ დროს, ადამიანს თვითგადარჩენის ინსტინქტი უჩნდება და ყველა რეფლექსი გამარჯვებაზეა ორიენტირებული. სამუშაოში უფრო მიზანმიმართული გავხდი, არსად შემიძლია ხეტიალი, უსაქმურობა და უაზრო ლაპარაკი.

— მთლიანად სამუშაოში ვარ ჩართული. ამით ვარ გატაცებული. ინვალიდობამ მეტ მოქმედებამდე მიბიძგა. უფრო მეტად ვფიქრობ სამუშაოზე. როგორც ამბობენ, „ღმერთი ერთს გართმევს, ხოლო მეორეს გაძლევს“.

როგორ ვიღებდით

პოლტავაში თბილ შეხვედრაზე, ბენზინგასამართი სადგურის დედოფლის კოშკსა და ვიაჩესლავ დერიაბინის სახელოსნოში სტუმრობის შესახებ, უფრო მეტს ჩვენს ახალ ვიდეო ბლოგში შეიტყობთ.

მასალა მომზადებულია

პროექტის ავტორი:

ბოგდან ლოგვინენკო

ავტორი:

მარინა ოდნოროგი

რედაქტორი:

ევგენია საპოჟნიკოვა

პროდიუსერი:

ნატალია პანჩენკო

ოპერატორი:

დმიტრო ოხრიმენკო

პავლო პაშკო

ოპერატორი,

ხმის რეჟისორი:

პავლო პაშკო

ფოტოგრაფი:

იულია რუბლევსკა

რეჟისორი,

მონტაჟის რეჟისორი:

მიკოლა ნოსოკი

ბილდ-რედაქტორი:

ოლეკსანდრ ხომენკო

ტრანსკრიბატორი:

თვალი ადევნე ექსპედიციას