კოსივი. მოტო კლუბი მთებს შორის

კარპატები
ხალხი
12 აგვისტო 2018 12:22
206

კარპატის ქალაქი კოსივი, რომელიც უკრაინაში ცნობილია კერამიკისა და ტრადიციული ბაზრის გამო, დიდი ხანია იცნობს მოტოციკლის გულშემატკივრებს. 40 წლის განმავლობაში ადგილობრივი ენთუზიასტი ვასილ კურიშჩუკი ავითარებს მას. ძველი ანგარის შენობაში მან საკუთარი სახელოსნო და ავტომობილებისა და მოტოციკლეტების მინი-მუზეუმი შექმნა. ვასილი ეზოს შესასვლელში გველოდება, სადაც მოტოციკლეტები და რამდენიმე ავტომობილი დგას, რომლებიც მალე მისი ექსპოზიციის ნაწილი გახდება. ამ სახელოსნოს კარი ღიაა სტუმრებისთვის – ვისაც სურვილი აქვს აქ დაძინებაც კი შეუძლია, რეტრო მოწყობილობებს შორის. ვასილი უარს არ ეუბნება ტურისტებს, რომლებსაც ექსტრემალურ პირობებში უნდათ დარჩენა, სტუმრებისთვის აქ საშხაპეც კი არის გათვალისწინებული.

მოტო კლუბის გზა უკრაინაში

მოტოციკლები უკრაინაში ომამდეც კი იყო, მაგრამ მათი ძირითადი ნაწილის შემოდინება ომის შემდეგ დაიწყო. ისეც კი ხდებოდა, რომ როდესაც სოფელში არ იყო ცხენი, ამ წკინის ცხენს მინდვრის მოსახნავად იყენებდნენ, რომელიც ომიდან მოჰქონდათ.

დღეს მთელ მსოფლიოში კლასიკად ითვლება გერმანიის, ავსტრიისა და იაპონური მოდელები – ეს არ არის გასაკვირი, რადგან ისტორიული ფონი ამას ხელს აძლევს. ომისთვის, რომლისთვისაც ძალიან ემზადებოდა, ჰიტლერს მოტოციკლის ორი მოდელი აჩვენეს: BMW-სა და Zündapp-ის ქარხნების. მან Zündapp შეიარაღებული ჯარებისთვის აირჩია. რადგან BMW საკმაოდ მძლავრი კომპანია იყო, Zündapp დროთა განმავლობაში გაკოტრდა. მოგვიანებით ომის შემდგომ პერიოდში საბჭოთა კავშირმა მთელი ქარხნები გაიტანა. მაგალითად, ხაზი იჟ – DKW ქარხანა, იქამდე მას არ ჰქონდა საკუთარი წარმოება: ომამდე შვეიცარიით BMW-ს 4 ხაზის მოტოციკლი შეისყიდა, რათა დაეშალათ, შეესწავათ და შემდეგ გამოეშვათ.

საბჭოთა პერიოდში, ბევრი რეპლიკა ისმოდა: გაზ-51 – როგორც ამერიკული Studebaker-ის ასლი ან „ზაპორჟეცის“ პირველი თაობის ასლი, როგორც იტალიური მანქანების ალტერნატივა “ხალხისთვის” Fiat-500; “ვიატკა” – იტალიური მოდელის Vespa-ს  ზუსტი ასლი.

საბჭოთა პერიოდში ბევრი სხვადასხვა შეჯიბრი იყო, მათ შორის მრავალდღიანი შეჯიბრებები, რომლებიც უფრო თავდაპირველ სამხედრო წვრთნებზე იყო ორიენტირებული. კოლომიშჩინასა და კოსივშჩინაში, უკრაინისა და მთელი კავშირის ჩემპიონატი იმართებოდა. ისინი შემუშავებულნი იყვნენ ტექნოლოგიისა და ხალხის მოთმინების შესამოწმებლად: სპორტსმენები ემზადებოდნენ ქვეყნის თავდაცვისთვის. შეჯიბრის ატრიბუტი ყუმბარის სროლის დროს იარაღის გადაღება და ზუსტი სროლა იყო. უკრაინას 3 დღეში გაივლი, ჩემპიონატი კი 5 დღე გაგრძელდა. ეს ყველაფერი მთიან ზონაში ხდებოდა. დღეში დაახლოებით 400 კმ-ს გადიოდნენ.

ახლა სპორტმენების გამძლეობის შეფასების ასეთ შეჯიბრებს ენდუროს უწოდებენ, რომელიც ტრადიციულად მანქანების გამოფენით იწყება, სროლისა და აფეთქების გარეშე.

დღეს კარპატის ქალაქ კოსივში, აქტიურად ვითარდება მოტოკროსი, ენდურო, მოტოტურისტული კულტურა და ქანთრი-კროსი.

მოტო გატაცების 40 წელი

ვასილ კურიშჩუკი ადგილობრივი მოტოკულტურის ძრავაა. ის უკვე 40 წელზე მეტია რაც გატაცებულია მოტოციკლითა და სხვა ტექნიკით:
— ჩაება და გაემართა. მთელი ცხოვრება მოტოციკლით. მამჩემი მეფრონტეა, დედა კი სასოფლო მეურნეობაში მუშაობდა, არავინ მყავდა ვინც მოტოციკლეტებთან იყო კავშირში. მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი: ვიდექით შეჯიბრს ვუყურებდით, ვითვლიდით. მოტოციკლის ნომერს წერ. ისინი პირველ წრეზე მიდიან, მეორეზე, მესამეზე, შენ კი იწერ. რა რიცხვებია. ჭუჭყიანები არიან, რადგან ტყის გავლით მიდიან. მესამე წრეზე ძალიან ცოტა დარჩნენ. ამ მოტოციკლის ბოლის სუნი მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

მოტოციკლით გატაცებამ ძალიან იმოქმედა მის ოჯახის წევრებზეც, რადგან ყველა მოტოციკლზე დაჯდა: ძმები, შვილი, ქალიშვილი, დისშვილი – ყველანი დადიან. მან დარწმუნებით იცის საკუთარი საქმე არა მარტო სუნით, რადგან პრაქტიკულად მან მოაწყო სახელოსნო, სადაც ღამის გათევაც შეიძლება, ასევე სტუმრების კომფორტულად მიღება, აქ ახალგაზრდა მიმდევრების სწავლებაც და ტექნიკის გარემონტებაც არის შესაძლებელი.

რეტრო-მოტოსახელოსნო

შენობაში, რომელიც კლუბს ადგილობრივმა მთავრობამ გამოუყო, ვასილს მხოლოდ სახელოსნო როდი მოუწყვია. აქვე შეგიძლიათ იხილოთ იშვიათი მოტოციკლების, ავტომობილებისა და ძველი ნივთების დიდი კოლექცია – ავტოსატრანსპორტო და მოტოციკლეტთა ელემენტები, ძველი მანქანების დეტალები.

მუზეუმი - ეს სიტყვა არ მაინტერესებს. რადგან „მუზეუმი“, „მავზოლეუმს“ მაგონებს. რეტრო მოტო სახელოსნო! „მუზეუმი“ - სხვა ჟღერადობისაა.

კოლექცია მოქმედია – პრაქტიკულად ყველაფერი, გარდა იმ მანქანებისა, რომლებიც ახლა აღდგენის პროცესშია. სამუშაო პროცესში მასალის შეგროვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითედ იჟ-ს მავთულისთვის ლოდინი მომიწია:
—მას არ აკეთებენ, როგორც ახლა ყველაფერი პლასტმასისაა. მაშინ სულ სხვა გაყვანილობა იყო. ინტერნეტიდან შევუკვეთე ნამდვილი მასალა, ახლა კი ველოდები, ყველაფერი გაჩერდა ამის გამო.
4

ვასილ კურიშჩუკი კოლექციას თითქმის 40 წლის განმავლობაში აგროვებს. დღეს მას 15 მოტოციკლი და 13 მანქანა აქვს. მოტოციკელთა შორის არის Gilera (მისი ქარხანა აღარ არის) 1984 წლის გამოშვების, იჟ-49, კ-750, მვ-750, მ-72, „ურალი“, „ირბიტი“, ასევე აღდგენილი მანქანები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი აქ 64 წელს გამოშვებული „ზაპოროჟეცი“ და სამხედრო გა-63, რომელიც არმიისთვის იწარმოებოდა. აქ ასევე ბალტიისპირეთის მინი-მოტოციკლია – სსრკ-ს ბავშვების ოცნება, მოტოველოსიპედი და რუკა.

ყველაფერს, რაც აქ მოხვდა, ცალკე ისტორია აქვს: რაღაც იცვლებოდა, რაღაცას ვყიდეულობდი, მაგრამ ოსტატმა ყველა რკინის ცხენზე ყველაფერი იცის. მან ასევე BMW-ს რეპლიკებიც იცის, რომლებსაც საბჭოთა კავშირი ომის შემდეგ აწარმოებდა. გატანილ ქარხნებში მოტოციკლები და ავტომობილები კეთდებოდა. ვასილის კოლექციაში 51 წლის იდენტური ასლიც არის, სადაც ყველა დეტალი გერმანული შტამპით კეთდებოდა. მაგრამ მოდელებს კ750, მ, მ72, “ურალი” საკუთარი შტამპები ჰქონდათ, მაგრამ ეს მოგვიანებით იყო, რადგან ომის შემდეგ ყველაფერი გერმანული იყო. ექსპორტირებულმა ქარხანამ – BMW ნაწილობრივი ფუნქციონირება კიევში დაიწყო, სადაც უშვებდნენ „დნიპროსა“ და კ750-ს. სხვა DKW ქარხანაში, ცნობილი საბჭოთა ბრენდების გამოშვება ხდებოდა, როგორცაა იჟ, „მინსკი მ“, „ირბიტი“ და „ურალი“.

5

სსრკ სხვადასხვაგვარად აფასებდა „ხალხისთვის“ ტექნიკის წარმოებას. ამის ნახვა რესტრო-სახელოსნოშიც არის შესაძლებელი:

— აქ გვაქვს “მოსკვიჩი”, იქ – Opel. მთელი განსხვავება ისაა, რომ ეს „მოსკვიჩია“ ეს კი – Opel. “მოსკვიჩი” – 4-კარიანია, ობელი – 2-კარიანი. ყველაფერი ერთი ერთშია.

რესტავრირებული „ზაპოროჟეციც“ არის, რომლისცთვისაც ახლა მთელ ინტერნეტ სივრცეში ნაწილებს ვეძებთ, რადგან არც ერთ საწარმოს არ აქვს ეს ნაწილები, საილენტბლოკიც კი.

მაგრამ მანქანაც ხომ კოპირებულია:

— ინტერნეტში მარიუპოლში 4 საილენტბლოკიანი ვიპოვეთ, შევუკვეთეთ, გადავიხადეთ, რომ გამოეგზავნათ. ის ხომ Fiat-500-ის ასლია: ძრავას მელიტოპოლი უშვებდა, ერთი ნაწილი კი ვოლკსვაგენისგან იყო (Volkswagen New Beetle — რედ.). როდესაც ხრუშჩოვი იტალიაში იყო და ნახა Fiat-500, მან თქვა: „გააკეთეთ მანქანა ხალხისთვის“. სწორედ ასე დაიწყეს (სსრკ — რედ.) „ხალხისთვის“ მანქანების შტამპირება. როგორც შვენთან ამბობენ – რითიც ფიქრობდნენ, იქ დადეს. მაგრამ ის ხომ დადიოდა!

„კუზიანი ზაპოროჟეცი“ ძალიან კარგი მანქანა იყო. ადრე ზამთარში მხოლოდ ამ მანქანით დავდიოდით, რადგან კარგი გამძლეობა ჰქონდა: თევზჭერისა ან ავტოტურიზმისთვის მასზე უკეთესი არ დადიოდა. დღეს, რესტავრირებული „ზაპოროჟეც-კაბრიოლეტი“ სახელოსნოს გაფორმებაა, მას გამოფენებზე ან აღლუმებზე იყენებენ. შობაზე მას მეზობელ სოფელში მალანკისთვის აძლევდნენ, „კავკასიის მდელოს“ განსახიერებისთვის.

ყოველი მოტოციკლი ვასილ კურიშჩუკისთვის მნიშვნელოვანი და ისტორიით გამაგრებულია.

ყველაზე დიდ სიმდიდრედ იმ ექსპონატებს მიიჩნევს, რომლებზე ყველაფერი მშობლიურია, თუ ორიგინალი საღებავი დარჩა, რომლითაც ქარხანამ გამოუშვა. სწორედ იმ კომპლექციისა და საღებავის შენახვა, რომლითაც ის თავდაპირველად იყო გამოშვებული გასულ საუკუნეში – კოლექციონერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია.

— ყველაზე ძველი 1949 წელს გამოშვებული მოტოციკლი “მოსკოვია”. გერმანული DKW – ის ასლია. მას ეწოდა DKW RT 125, მოსკალებმა კი მას “მოსკოვი” დაარქვეს. ჩვენ არასდროს არ გვქონდა ძველის შეგროვების მიზანი, რადგან ეს ძვირია. ძირითადად სპორტსა და ტურიზმს ვავითარებთ და პარალელურად კი სახელოსნოს, სარესტავრაციოსა და კოლექციას.

ძველი ავტომობილისა და მოტოციკლის აღდგენას საკუთარი თავისებურებანი აქვს:

—მოტოციკლი რესტავრაციაზე მქონდა, რომელიც ომიდან ჩამოიტანეს, შემდეგ კი წაიყვანეს, დაშალეს და გადაიტანეს, იქ იდგა. ადამიანი, რომელმაც მოიყვანა, გარდაიცვალა, შვილიშვილებმა გაყიდეს რა არც კი იცოდნენ მოტოციკლის შესახებ. მოტოციკლეტი DKW – 1932 წელს გამოშვებული გერმანული ორიგინალია. ჩვენ მას რესტავრაცია გავუკეთეთ, ხალხმა კი წაიღო, რადგან კაფეს ქვეშ სახლი იყიდეს, რესტავრირებული მოტოციკლი კი ისტორიისთვის დადგეს.

სახელოსნო ექსპონატების, სამუშაო ატმოსფეროს, უამრავი დეტალისა და ელემენტების თანხვედრით იზიდავს, სხვათა შორის, აქ ღამის გათენებახ შეიძლება, რადგან ამისთვის აქ არის ადგილი. ამ ადგილს საზღვარგარეთიდან სტუმრებიც კი ეწვივნენ – ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები, კერძოდ გერმანიიდან და ჰოლანდიიდან.

კოსივშჩინაში ძველ რეტრო-ტექნიკას შორის დასაძინებლად ჩამოვიდნენ, რადგან ისინი ასეთები არიან, გესმით? სხვა სულია!

გეგმაში ჰოსტელის გახსნაა, სადაც მოსწავლეებს, სპორტსმენებსა და მწვრთნელებს მივიღებთ, რადგან შეჯიბრის ჩატარება კოსივში უკვე ტრადიციად იქცა.

მოტო კლუბი „Highlanders”

სინამდვილეში კი კოლექცია – ძირითადი საქმიანობის დამატებაა. ვასილ კურიშჩუკი, უპირველეს ყოვლისა, მოტო კლუბ „Highlanders”-ის პრეზიდენტია, რომლისთვისაც საჭიროა კლუბის უმცროსი წევრებისთვის იაპონური და ავსტრიული მოტოციკლეტების ქონა, რათა მათ ვარჯიში შეძლონ.

სპორტისა და საავტომობილო ტურისტული განვითარების ვექტორმა სახელოსნოს, სარესტავრაციოსა და კოლექციის ასეთი გაერთიანება გამოიწვია. ყველაფერი ერთ ოთახშია, სადაც სპორტსმენებსა და ავტომოგზაურებს იღებენ. ყველაზე მეტად აქ ბავშვების განვითარებით არიან დაკავებულნი: მოტო სკოლა, ავტო განათლება ორგანულად ურთიერთქმედება კლუბის საქმიანობას, რომელიც აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდობის განვითარებაში. კლუბის უმცროსი წევრები სკოლამდელი ასაკში მოვიდნენ, ხოლო პირველი კლასის მოსწავლეები უკვე შეჯიბრებებში მონაწილეობენ. აქ ბავშვები ტარებას, ინჟინერულ აზროვნებას, ტექნიკის მოვლას და საკუთარ შიშტან გამკლავებას სწავლობენ – ეს ყველაფერი ონლაინ-გარემოს ალტერნატივაა. კლუბი „უფროსი“ წარმატებითაც არის ცნობილი.

რამდენიმე წლის განმავლობაში მოტო კლუბი შეჯიბრებების საუკეთესო სამეულში არის. პირად მიღწევებს კლუბში აღარ ითვლიან, რადგან ძალიან ბევრია. სპორტსმენები კვალიფიკაციას იმაღლებენ და კოსივს უამრავ შეჯიბრებაზე უკრაინასა და ევროპაში წარადგენენ:

—ვიტალი კურიშჩუკი კოსივშჩინაში პირველია ვინც სპორტის ოსტატის ნორმატივი შეასრულა, ვასილ ანდრიცულიაკიც უკვე ოსტატი გახდა. ასევე საყმაწვილო ნორმატივებიც არის. ეს ხომ რთულია, რადგან ერთწლიანი მომზადება და შეჯიბრში მონაწილეობაა საჭირო, რადგან ქულებს აგროვებ, წლის ბოლოს კი ყველაფერი ჯამდება. უკრაინის პირველობაზე თუ 1-3 ადგილს იკავებ, შენ ასეთ ნორმატივს ასრულებ, ახლა კი ყველაფერი უფრო სრულყოფილი გახადეს.

საავტომობილო კლუბის ძირითადი ნაწილი დაახლოებით 20 ადამიანია, რომელთაც არ წარმოუდგენიათ ცხოვრება მოტო ტექნიკის გარეშე. ზოგი სამუშაოდ მიდის, რათა მოტოციკლი იყიდოს, ზოგი კი ახალი წევრია:

— ახლა ყველაფერი ძალიან ძვირია. კოსივი – პატარა პროვინციული ქალაქია. რთულია. მაგრამ, ყოველთვის რჩება ის, ვისთვისაც მოტოციკლეტი – ცხოვრების სტილია. როდესაც კლუბი შეჯიბრზე მიდის, კოლეგა-სპორტსმენები, სხვა ქალაქიდან, ყოველთვის ოცდებიან: არის გუნდი, ბავშვები, უფროსები, სხვადასხვა დისციპლინა – ყველაფერი გათვლილია, დათვლილია, გუნდური ჩათვლაც არის. პარალელურად ბაიკერებიც შემოგვიერთდნენ, რომლებიც მოტოტურიზმს აღორძინებენ.

საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე, მათ შექმნეს ტერიტორია მოტოციკლისთვის, გვერდით კი ხისგან ენდუროს ვარჯიშისთვის წინაღობებს აკეთებენ. ყოველ წელს კოსივში რეტრო-ტექნიკის აღლუმს ატარებენ. გარდა ამისა, მათ შეიმუშავეს მარშრუტი „Ruba Grunem”-ის კონკურსისთვის – მარშრუტი, რომელიც ტყეებსა და დასახლებულ პუნქტებში (100 კმ-ზე მეტი) გადის:

— შეჯიბრს Ruba Grunem დაარქვეს. გრუნტი – იცით, რომ მიწაა. ხალხურად კი „გრუნ“ – ჩემი მიწა მთებში. „რუბა“ კი რბოლაა. როგორც დაარქმევ ისე წავა საქმე. სწორედ ასე გავყევით ამ საქმეს.

2017 წელს, ამ კონკურსში, უკვე სამი სრული ტრასა იყო – სხვადასხვა დონის სპორტსმენებისთვის: პროფესიონალთა, მოყვარულთა და ვისთვისაც ეს ჰობია. საშუალოდ, წრე დაახლოებით 30 კილომეტრი იყო, სადაც სპორტსმენები დღეში 4 წრეს გადიოდნენ. ყველაფერი სპონსორებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წყალობით გახდა შესაძლებელი. ვასილი გულწრფელად იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში კოსივში შესაძლებელი გახდება უფრო აქტიურად მოიწვიოს სპორტსმენები მთელი ევროპიდან.

როგორ ვიღებდით

იმის შესახებ, თუ როგორ გამოვედით TEDx-ზე ივანო-ფრანკივსკში, თუ როგორ მოვხვდით კოსივში არაჩვეულებრივ კერამიკოსთა ოჯახში და შემდეგ როგორ მივედით მოტო-სახელოსნოში.

ავტორებიავტორი:სოფია ანჟელიუკიავტორი:ბოგდან ლოგვინენკორედაქტორი:ტეტიანა როდიონოვაფოტოგრაფი:მიკიტა ზავილინსკიპროდიუსერი:ოლგა შორიოპერატორი:პავლო პაშკოოპერატორი:ოლეგ სოგოლუბიმემონტაჟე:მარია ტერებუსიმემონტაჟე:მიკოლა ნოსოკირეჟისორი:მიკოლა ნოსოკიხმის რეჟისორი:პავლო პაშკოვიდეოს რედაქტორი:კარინა პილიუგინაბილდ-რედაქტორი:ოლეკსანდრ ხომენკოტრანსკრიბატორი:სერგიი გუზენკოვითარგმანი:ლაშა ავქოფაშვილი

12 აგვისტო 2018 12:22