მამაკაცის საქმე: წინსაფრები და ფეხსაცმელი

კარპატები
ტრადიციები
ხელობა
3 იანვარი 2019 21:07
373

ოსტატები კარპატების სოფელ კოსმაჩიდან ინახავენ და განასახიერებენ გუცულების ძველ ხელობასა და მიმართულებას. აქ დღემდე კერავენ წინსაფრებსა და აკეთებენ ფეხსაცმელს.

ამ და სხვა ნაკეთობებისთვის აქ უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდიან, ასევე უკვეთავენ საზღვარგარეთიდან. ნამდვილი ოსტატი სულ უფრო და უფრო ცოტაა: ახალგაზრდა მოსწავლეების საქმისადმი ანთება დიდ ხანს არ ყოფნის ამ საქმეს, რადგან სამუშაო რთულია, შეცდომის ფასი კი დიდია. მათ კი, ვისაც უყვარს და აგრძელებს საოჯახო საქმიანობას, სიამოვნებით გიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და გაჩვენებენ წარმოების განსაკუთრებულობას.

უკრაინული ნაციონალური სამოსი ან სტრიი, რომლის ელემენტებიც დღევანდელობაში სულ უფრო და უფრო ხდება ფუფუნების საგანი, ვიდრე საჭიროება, საინტერესო ისტორია აქვს. ყოველ ელემენტს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

წინსაფრები და ფეხსაცმელი, მაგალითად, ქალის სამოსის ნაწილია და სხვადასხვა დანიშნულება აქვს. წინსაფარი – უძველესი სამუშაო ტანსაცმელია, რომელსაც კაბის ზევიდან იცმევდნენ, რათა არ გაეჭუჭყიანებინათ ის, ასევე არსებობდა სადღესასწაულო წინსაფარი და ფეხსაცმელი. პლახტა – სამოსის ელემენტია, რომელის უკრაინის ტერიტორიაზე კოზაკების დროიდან იყო ცნობილი. პლახტები განსაკუთრებული სიფაფუკით გამოირჩეოდნენ: მათ ძვირფასი ნაჭრებისა ან ოქროსფერი ნაქარგებით აკეთებდნენ. პლახტა ადრე თანამედროვე კაბის შემცვლელი იყო, ეს არამარტო ნაჭერი იყო, რომლის სიგრძე 4 მეტრს შეადგენდა, არამედ მატყლისაგან მოქსოვილი და მოქარგული ელემენტებიც თან ახლავდა.

ნამდვილი გუცულური ქორწილი დღესაც წარმოიუდგენელია ტრადიციული ტანსაცმლის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა ნამდვილი ოსტატი დარჩა, მაინც იღებენ ისინი საქორწინო შეკვეთებს.

დმიტრო ლინდიუკი. წინსაფარი

ოსტატი დმიტრო ლინდიუკი კაბებს ქსოვს – არაშეკერილი ოთხკუთხა ნაწილები მატყლის ნაჭრისგან რომლებიც გადაბმულია ზედა კუთხეში. ორ ნაჭერს იცმევენ პერანგის წინ და უკან, სწორად ასე გამოდის ქვედაბოლო ორი ნაწილისგან.
უკრაინელი კაცების შორის იშვიათობაა შეხვდე ოსტატს, რომელიც პროფესიონალურად კერავს ტანსაცმელს, რადგან ეს ოდითგანვე ითვლებოდა ქალის საქმედ.

კერვისადმი მიდრეკილება დმიტროს დედისგან აქვს, დედამისს კი ბებიამისისგან. პირველად ამ საქმით მაშინ დაინტერესდა როდესაც ძალიან პატარა იყო:

– სამი და იყო, მაგრამ არც ერთს არ ჰქონდა ამისი ნიჭი. მოთმინების უნარი და საქმის გაკეთების სურვილი უნდა გქონდეს, ეს საქმე უნდა გიყვარდეს. დედაჩემისგან ეს მერგო მე. პატარა ბიჭი, რომელიც 6-7 კლასში ვიყავი, უკვე დაზგასთან ვიჯექი, დედა მაძლევდა ამის უფლებას. სწორედ ასე შევიყვარე ეს საქმე.

ყოველ კარპატულ სოფელს აქვს თავისი ტრადიციული ნახატი და ფერი. მუქი ფერის წინსაფარი – პროკურავაში, ბრუსტურში, ვერხოვინაში, ვოროხტაში და მიკულიჩინში იციან, ღია ფერის კი – კოსმაჩში. დმიტროსთან ამ ხელობის შესასწავლად უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან: ნადდნიპრიანშჩინიდან და სლობოჟანშჩინიდან 12-15 კაციანი ჯგუფები ჩამოდიან. მოთმინების უნარი მოსწავლეებს მხოლოდ რამდენიმე საათი ჰყოფნით, რადგან ეს სამუშაო არ არის ადვილი და შეცდომის ფასი დიდია: ძაფები იხლართება და წყდება, თუ ოსტატი არ მონიშნავს ყველაფერს წინასწარ – მაშინ უნდა დაშალო და თავიდან დაიწყო:

თუ მთელი დღე ვმუშაობ, ორსაც გავაკეთებ. ერთ ქალზე – ერთ წყვილს, მაგრამ ამას დილიდან საღამომდე უნდა მუშაობა, რადგან შეცდომის დაშვება არ შეიძლება. თუ არ გადააგდე ძაფი, თვითონ იწყებს გამოსვლას. მისი დაშლა შეუძლებელია. 10 სანტიმეტრის გავლის შემდეგ – მას ვეღარ გაარჩევ. თავიდან უნდა დაიწყო გაზომვა.

2

—  ჯერ ვაგროვებთ, შემდეგ კი ვაკეთებთ. სამი ადამიანია საჭირო, აი ნახეთ, იღებ, ახვევ და მორჩა, შემდეგ უკვე იწყებ ქსოვას. ასეთი ტექნოლოგიაა. მარცხნივ უნდა წახვიდე. „ზომიტის“ ასე ჰქვია ამას.

დმიტრო ლინდიუკმა 25 წელი მეტყევედ იმუშავა, ამიტომ „საყვარელი სამუშაო“ მისთვის ორივეა. ახლა ოსტატს ბევრი შეკვეთა აქვს, ზოგჯერ 30 წყვილიც კი, ამიტომ ზოგჯერ კლიენტებს უარსაც ეუბნება. მაგრამ ახალგაზრდების ქორწილისთვის მოქსოვას ასწრებს, რადგან იცის, რომ ტრადიციული სამოსის მირება მხოლოდ მისი ნემსისგან არის შესაძლებელი.

ჩინეთში არ ქსოვენ წინსაფრებს

ახლა, წინსაფრებისთვის ოსტატი აკრილის ძაფს ყიდულობს, რომელიც ჩინეთიდან ბელორუსში ჩამოაქვთ. ამავდროულად იხსენებს, რომ საუკეთესო მაინც მატყლის ძაფი იყო. მათ დმიტრო თვითონ ღებავდა საღებავის დახმარებით. ადრე ასეთ ძაფებს ქალები ამზადებდნენ, რომლებიც ძალიან თხლად აკეთებდნენ:

— ქალები არ არიან. უფროსი ადამიანები, რომლებიც ამისი გაკეთება იცოდნენ – ისინიც აღარ არიან, ადრე კი სახელმწიფო ძაფები იყო მატყლის. ადრე არტილი იყო, ფეხსაცმელს წნიდნენ. ძველი მარაგიც იყო, აი მაშინ ვიყიდე ისინი, 50 კგ მქონდა. უფრო კარგი იყო, მასიური მატყლი, მაგრამ მათ ჩირჩილი ჭამს, ამიტომ უნდა გადავდო სხვაგან.

4

ხელით ძაფებისა და ნაჭრების გაკეთება აღარ არის მომგებიანი. ახლა ყველაფერი მზა იყიდება, რომელიც აადვილებს სამსახურს. ადრე დმიტრო წინსაფრებს კოსმაჩის ბაზარში ყიდიდა და უკრაინის ანსამბლების შეკვეთებს იღებდა რომლებიც საზღვარგარეთ მდებარეობენ – ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში. ოსტატი ყვება, რომ ახლა კონკურირება ჩინეთთან უწევს – იქ გუცულური პერანგების მანქანით დაშტამპვა დაიწყეს. წინსაფრებს ჯერ არ ამზადებენ:

— არა, ჩინეთი ვერ ასწრებს. იქნებ ვინმე აღმოაჩენს ამას.

იმისთვის, რომ გააკეთო წინსაფარი – კარგი ფიზიკური მომზადება უნდა გქონდეს:

— ახალგაზრდობას არ უნდა ამისი გაკეტება, რადგან ეს ისეთი (სამსახურია – რედ.), სულ უნდა იდგე, უკუზნაქიც გტკივა, აქ გეწვის, ჯანმრთელი ფეხები უნდა გქონდეს და კარგი მხედველობაც. ახალგაზრდობა ახლა ვეღარ ხედავს კარგად, ნებისყოფაც არ აქვთ, კომპიუტერებს არ შორდებიან. გოგონები მყავდნენ მკერავებად. ერთი საათის შემდეგ ეწვოდათ და ამბობდნენ: „აღარ შემიძლია მეტი“.

ყოველ დღე შემიძლია მუშაობა, არაა პრობლემა. მადლობა ღმერთს, არაფერი მტკივა. არც ხელები, არც უკუზნაქი – არაფერი.

საოჯახო ბიზნესი

კარპატებში წინსაფრის გაკეთება მხოლოდ ლინდიუკების ოჯახს შეუძლია. როდესაც ქორწილია – ყველა მათთან მიდის შესაკვეთად. დმიტრო ცოლთან მაიასთან ერთად მუშაობს, რომელსაც კოსიცის გაკეთება შეუძლია – ფერადოვანი თავზე გასაკეტებელი გვირგვინი. ამას ქალიშვილებსაც ასწავლიან: უმცროსი მარიჩკა ასევე ქარგავს, ორი უფროსი კი იტალიაში მუშაობს. როდესაც ჩამოდიან, გვეხმარებისნ ხოლმე:

— ეს პატარა მარიჩკაა, ის კიდევ მუშაობს, ჩამოვა ხოლმე გააკეთებს და მორჩა. კარგი მხედველობა უნდა გქონდეს, ეს ასეა. ჩამოვა, დამეხმარება. ცოლიც აკეთებს, მაგრამ ეს უფრო რთულია. კარგია ახალგაზრდა რომ ხარ.

9

წინსაფრების წყვილი 500 გრივნია ღირს, ბავშვების კი – 200 გრივნია. ლინდიუკებს საკუთარი ბიზნესი აქვთ – პიცერია გახსნეს, მას შემდეგ რაც ცოლი იტალიიდან ჩამოვიდა, რომელიც სამი წლის განმავლობაში სამუშაოდ იყო. იმას, რომ შვილები სახლში არ არიან დმიტრო არ დარდობს:

– მთავარია ისინი იყვნენ კარგად. აქ ჩამოვლენ. სანამ ახალგაზრდები არიან, სამსახური არაა ცუდი. არ ვიცი. დრო გვაჩვენებს.

ტარას ძვინჩუკი. ფეხსაცმელი

სახალხო ოსტატი ტარას ძვინჩუკი 50 წლის განმავლობაში გუცულების ტრადიციულ ტყავის ფეხსაცმელს აკეთებს. აცმევს როგორც უკრაინელებს, ასევე საზღვარგარეთიდან აქვს შეკვეთებიც. ფეხსაცმლის შეკერვა ტარასს მამამ ასწავლა, რომელსაც მისმა მამამ ასწავლა:

— მამაჩემი აკეთებდა. 20 წლის ვიყავი როდესაც მამა გარდაიცვალა. მამას სულ ვეხმარებოდი, ცოტას, უკვე ვიცოდი რაღაც. ასე დავრჩი და დავიწყე, რადგან ხალხი მოდიოდა. ძირითადი ვისწავლე უკვე ასე გავიდა 46 წელი.

11

ტარასმა თავის შვილსაც ასწავლა. მიუხედავად იმისა, რომ შვილს დიდად არ უნდოდა მამამისის ნიჭის მიღება:

— ახალგაზრდებს არ უნდათ ამისი გაკეთება. ყველა სოფელში იყო ფეხსაცმლის ოსტატი, ახლა კი არ არის. აქ დავრჩი, ვერხოვინის რაიონში. ქალები აქ ჩამოდიან, რადგან აღარ არის სხვა ხელოსანი. ამბობენ, რომ იყვნენ უფროსები მაგრამ ყველა მოკვდა. რითი უნდა იცხოვრო სოფელში? ან პოლონეთში წადი და მათ მთავრებს ემსახურე ან აქ უნდა გადარჩე. საშინელება ხდება ტყავთან მიმართებით. ახლა ის ძალიან ძვირია, ან აღარც არის, ამიტომ მივდივარ და ვეძებ.

12

ფეხსაცმლის შექმნა

იმისთვის, რომ რამდენიმე ფეხსაცმელი გააკეთო – ორი დღეა საჭირო: პირველი – თვითონ ფეხსაცმლის შესაკერად, მეორე – მისი მორთვა და დეკორირება. ფეხსაცმელს მხოლოდ ტყავისგან ვაკეთებთ. თვითონ პროცესი გადამუშავებით იწყება: ჯერ ტყავი უნდა დაალბო, შემდეგ ის ფქვილში ამყოფო, შემდეგ კი „ჩლიქზე“ გადაჭიმო – ფორმად რომელსაც სხვადასხვა ზომა აქვს:

აბა, რა ინსტრუმენტებია? აქ ყველაფერს ხედავთ. მთავარი – ჩლიქია. ფორმა რომ მისცე, ესაც არ არის ადვილი. ორივე ჩლიქი ერთნაირია, მარჯვენაც და მარცხენაც. ესაა მთავარი: ფეხსაცმლის სილამაზე მის ფორმაზეა დამოკიდებული, ჩლიქზე. თუ ჩლიქი ლამაზია მაშინ ფეხსაცმელიც ლამაზი იქნება.

საშუალოდ ოსტატი ერთ-ორ წყვილ ფეხსაცმელს აკეთებს ერთ კვირაში. მხოლოდ ამ საქმის გაკეთება არ შეუძლია, რადგან მწაზეც უნდა იმუშაოს, შეშაც უნდა მოამზადოს ზამთრისთვის. ყველაზე რთული – არა ფეხსაცმლის შეკერვა, არამედ შემკვეთის მოთთხოვნის დაკმაყოფილებაა:

— ვწვალობ, ვწვალობ, მაგრამ ყოველთვის ისეთი არ გამომდის, როგორიც ადამიანს უნდა. ტყავიც სხვადასხვანაირია: არის მყარი, რბილი. ოდესღაც მამა მეუბნებოდა, ყველა ადამიანს ერთნაირად არ უნდა გაუკეთო. მაგალითად, თქვენ გიკეთებთ ადვილად, სხვისთვის კეთებისას კი რთულია, რაღაც ისე არ მიდის: რაღაც შეიძლება გაწყდეს, არ გამოვიდეს.

მამაკაცისა და ქალის ფეხსაცმელი მორთულობით განსხვავდება:
– ძირითადად მამაკაცის ფეხსაცმელი არ არის მორთული. მხოლოდ მონახაზი აქვთ სპეციალური მანქანით გაკეთებული, ქალებს კი სხვადასხვა ძაფით ბრჭყვიალა მორთულო აქვთ. იცით, გუცულელი ქალი ისეთ ფეხსაცმელს იცმევს, რომ კაცები მხოლოდ მის ფეხებს უყურებენ.

ტრადიციული ფეხსაცმელი აქ თითქმის ყველა სახლშია. დაახლოებით 600-700 გრივნია ღირს. ნახევარი ფასი ტყავისაა, ნახევარი კი სამუშაოსი. ოსტატი, ფეხსაცმლის ბოლო ელემენტის მიკერვისას ყვება, რომ ასეთი ფეხსაცმელი ადრე საჭირო იყო, და არა ტრადიციული ტანსაცმელი:

— ეს უკანა ნაწილია. მივაკერებთ, ცოტაც და ფეხსაცმელი გამოვა. ადრე კი ფეხსაცმელი – საჭიროება იყო, ადრე არ იყო არჩევანი, არც ფეხსაცმელი, ერთი ფეხსაცმლით ყოველდღიურად ზამთარშიც და ზაფხულშიც დადიოდნენ, იმ გახეულ ნაწილს კი რომელიც დროთა განმავლობაში ჩნდებოდა ახალ ტყავს აკერავდნენ. ძალიან უჭირდა ხალხს.

ტარასი საკუთარ ფეხსაცმელს ბაზარშიც შეხვედრია – გადამყიდველებთან:

– იცით, ბაზარში შეიძლება იყოს ფეხსაცმელი, რომელსაც ჩემთან ყიდულობენ. კოსივში ვნახე ერთ-ერთ კიოსკში ფეხსაცმელი, როდესაც ჩემგან 600 გრივნიად ყიდულობენ, აქ უკვე 1600 ღირს. გესმით? ბიზნეს-ბიზნესი. ხალხს ადვილი ფული უნდათ.

21

ფუფუნება

ადრე ასეთ ფეხსაცმელს ყოველდღე ატარებდნენ, ახლა კი – ეს ფუფუნების საგანია. ხშირად უკვეთავენ ქორწილსა და აღდგომაზე:

– როდესაც გუცულელი ქალი თხოვდებოდა, მისთვის მთელ ტანისამოსს გუცულურს აკეთებდნენ, ამით ეკლესიაში მიდიოდა, ჯვარს იწერდა და დღესასწაულებზე იცმევდა ამ ტანსაცმელს, ამ ტანსაცმლით მარხავდნენ. ახლა, ამ ტრადიციებს ალბათ აღარ მიჰყვებიან. ადრე ეს ძალიან ძვირი იყო. ერთხელ გაკეთებულს ძალიან უფრთხილდებოდნენ. ზუსტად ასე იყო ფეხსაცმელიც: გავაკეთებ, ქალი კი ერთი-ორჯერ ჩაიცვამს წელიწადში, მშრალ ამინდში, რომ არ დასველდეს და დადებს ადგილზე. 10-20 წელი ძლებს ეს ფეხსაცმელი.

ტარასი დარწმუნებულია, რომ ფუფუნება სწორედ ასეთი ფეხსაცმელია:

ასეთი ფეხსაცმელი ახლა ფუფუნებაა. ახლა აღარ ვწუწუნებ. სად არის გაჭირვებული ხალხი? ახლა ხალხი ცხოვრობს. ყველა სახლთან მანქანაა, ადრე რომ იყო ისე აღარაა, ხალხი ფეხშველა დადიოდა და ძალიან უჭირდათ, ისინი არ საუბრობდნენ ამის შესახებ, ახლა კი სულ იმეორებენ რომ არაფერი აქვთ და ეს დიდი უბედურებაა. როდესაც გაჭირვება იყო კი ისხდნენ ჩუმად.

 

როგორ ვიღებდით

ავტორებიავტორი:დარინა კირიჩოკიავტორი:ბოგდან ლოგვინენკორედაქტორი:ევგენია საპოჟნიკოვაპროდუსერი:ოლგა შორიფოტოგრაფი:მიკიტა ზავილინსკიოპერატორი:პავლო პაშკოოპერატორი:ოლეგ სოგოლუბიმონტაჟი:ანნა ვორობიოვარეჟისორი:მიკოლა ნოსოკიხმის რეჟისორი:ანდრიი საჩევაბილდ-რედაქტორი:ოლეკსანდრ ხომენკოტრანსკრიბატორი:სოფია ბაზკოთარგმანი:ლაშა ავქოფაშვილი

3 იანვარი 2019 21:07