მეთუნეთა ოჯახი, რომელმაც ოპიშნე შეცვალა

ადგილები
პოლტავშჩინა
15 მარტი 2018 21:57
242

მეთუნუქეთა ოჯახი უკრაინაში ათობით არის. ოპიშნე, რომელიც პოლტავშჩინაშია – მათგან ყველაზე დიდია. ეს უძველესი კაზაკების ქალაქია(ახლა საქალაქო დასახლების ტიპის სტატუსი აქვს – რედ.) თიხის დიდი რესურსის გამო, XIX – XX სს.–ში ყოველი მესამე ოჯახი მეთუნეობით იყო დაკავებული. ოპიშნეში უკრაინის მეთუნეობის ეროვნული მუზეუმ–ნაკრძალია – მნიშვნელოვანი დაწესებულება, სადაც სწავლობენ, ინახავენ და პოპულარობას უწევენ უკრაინის მეთუნეობის დანატოვარს. სოფლის დასახელებაში რამდენიმე წინააღმდეგობაა: შესასვლელ გზაზე წერია „ოპიშნია“. ადგილობრივები კი ეძაიან ოპიშნიეს ან ოპიშნეს. დასახელების კაზუსსა და ოპიშნეს მეთუნეობის მუზეუმის მშენებლობის  შესახებ თვით მუზეუმ–ნაკრძალის დირექტორმა ოლეს პოშივაილომ გვიამბო:

— ოპიშნიე – ქალაქის ეთნოგრაფიული დასახელებაა. ზოგადად, მისი პირველი დაფიქსირებული სახელი ოპოჩინსკე იყო. ეს პოლონელი მეფის ვიშნევეცკის სამყოფელი იყო. ამიტომ პირველ რუქებზე ფიგურირებს სახელი ოპოჩინსკე. მაგრამ იმ დროსაც კი ადგილობრივები ოპიშნიეს ეძახდნენ, რადგან იმდროინდელი გეტმანშჩინის კიდეზე მყოფი დასახლება იყო. იმის იქით კი – დაუსახლებელი ველური მინდორი. ბელორუსულად „აპოშნი“ – კიდურას, უკანასკნელს ნიშნავს. შესაძლებელია, სწორედ აქედან მოდის ადგილის დასახელება. XIX საუკუნის მეორე ნახევრის საბუთებიც არის, რომლებშიც ეს ადგილი ფიგურირებს. რუსეთის იმპერიის რუქებზე წერია – ქ. ოპოშნია, მაგრამ ეს დასახელება რუსიფიცირებულია, რუსი კანცელარისტების მიერ გამოგონილი, რადგან „ოპიშნეს“ გამოთქმა უჭირდათ. ამიტომ XIX საუკუნეში გავრცელდა ტოპონიმი „ოპოშნია“. ჩვენ კი ვცდილობთ, რომ დავამტკიცოთ ძველი დასახელება და ვოცნებობთ, რომ ოდესღაც ვერხოვნა რადა დაამტკიცებს დასახელებას ოპიშნია და არა ოპიშნე ან ოპიშნიე.

რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ოპიშნიაში მცხოვრებნი დაკავებულნი იყვნენ კუსტარული მრეწველობით, რომელთა შორის, განსაკუთრებული ადგილი მეთუნეობას ეკავა. XIX საუკუნის ბოლოს, დასახლებაში გახსნეს პირველი მეთუნეობის სახელოსნო მარცხენა სანაპიროს უკრაინაში. ასე, არა მარტო მეთუნეობის შენარჩუნება სურდათ, არამედ მისი თანამედროვეობაზე მორგება და კონკურენტუნარიანად გახდომა. რადგან იმ დროსითვის, სოფელ ბუდიში (ხარკოვის ოლქი), უკვე მუშეობდა მატვეი კუზნეცოვის თიხის ქარხანა. ყოველწლიურად სამრეწველო პროდუქცია იაფდებოდა და უფრო ხელმისაწვდომი ხდებოდა.

ტრადიციული მეთუნეობისთვის ეს სერიოზული გამოწვევა იყო. იმისთვის, რომ არ დაეკარგათ მეთუნეობის პოზიციები მსოფლიოში, ხელოსნებს ძირითადად ხელოვნების ნიმუშებს აკეთებინებდნენ. XX საუკუნის დასაწყისში ცნობილ უკრაინელ მხატვრებსაც კი რთავდენენ ამ პროექტში, მაგალითად, პეიზაჟისტი სერგი ვასილკივსკი, მღებავი, არქიტექტორი და გრაფიკოსი ვასილ კრიჩევსკი, ანიმალისტი მიკოლა სამოკიში.

Олесь Пошивайло, засновник та директор музею гончарства

იმ პერიოდისთვის ოპიშნეში ყალიბდებოდა თიხის დეკორირების ახალი სტილისტიკა, რომელიც ბაროკოული ორნამენტებით გამოირჩეოდა. სწორედ მან განსაზღვრა ოპიშნეს კერამიკის გამოსახულება მთელი საუკუნის განმავლობაში და მან მოუტანა მსოფლიო აღიარება.

სამუზეუმო საქმისა და მეთუნეობის შენარჩუნების იდეა ოპიშნეში წინა საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, როდესაც იმ დროის ცნობილი კერამიკოს–ტექნოლოგი პეტრო ბაულინმა აქ, პირველად უკრაინაში, ძველებური მეთუნეობის ნაკეთობების მუზეუმი დააარსა. მის მიერ დაგროვებული ნივთები, შემდგომში პოლტავას მუზეუმს გადასცეს.

1970–იანი წლების დასაწყისში გავრილო და იავდოხა პოშივაილებმა თავიანთ სახლში, ოპიშნეში, პირველად უკრაინაში კერამიკის სახლ–მუზეუმი გახსნეს. სწორედ ამის საფუძველზე შვილიშვილმა ოლესემ აქ მეთუნეობის ეროვნული მუზეუმი გახსნა.

პოშივაილების მიერ შექმნილ მუზეუმში ყველას შეეძლო შემოსვლა და ენახათ მეთუნების ნიმუშები, რუშნიკები, გადასაფარებლები. მას უცხოელებიც ხშირად სტუმრობდნენ. მსგავს ინიციატივას, რომ უბრალო ქალმა შექმნას მუზეუმი, იავდოხა ვერ იხსენებს:

— არ ვიცი, რატომ გაუჩნდა ბებიას ეს აზრი. ალბათ, მეთუნეობის სიყვარულის გამო, რადგან მას ძალიან უყვარდა ეს საქმიანობა.

მეთუნეობის მუზეუმი

თავიდან ეს მხოლოდ ოპიშნეს მუზეუმი უნდა ყოფილიყო, რომელიც შემდგომში პოლტავშჩინის მეთუნეობის მუზეუმში გადაიზარდა, განიცადა ზოგადუკრაინული ევოლუცია.

— მაშინ მე და ოპიშნეს ხელოსნებს გვესმოდა, რომ თუ ჩვენ არ გადავარჩენთ ამ სახლს, რომელიც ერთ–ერთი უძველესია ამ სოფელში, ვასილ კრიჩესვკის მიერ აშენებული, ის განადგურდებოდა უკრაინის მეთუნეობის ისტორიისთვის. სწორედ ასე გამოვხატეთ ოპიშნეში მეთუნეობის მუზეუმის აშენების ინიციატივა.

დღევანდელობაში, მუზეუმის ფონდი 50 ათას ეკზემპლარს ითვლის. ეს უკრაინის ყველაზე დიდი კერამუკილი კილექციაა და მნახველები მხოლოდ მის ერთ პროცენტს ნახულობენ. ოლესი გვიყვება იმას, თუ როგორ ფორმირდებოდა კოლექცია:

— პირველი ექსპონატები გარშემო სოფლების ექსპედიციიდან ჩამოვიტანე. ხოლო როდესაც ახალი ექსპონატების შეძენისთვის არ იყო ფინანსები, ჩვენ მხატვარ–კერამიკოსების სიმპოზიუმს ვაწყობდით. ოსტატებს მთელი ქვეყნიდან ვიწვევდით. ერთი თვის განმავლობაში ისინი ქმნიდნენ სკულპტურებს, რომლებიც მუზეუმში რჩებოდა. ასე გაჩნდა მონუმენტური სკულპტურების პარკი. ტრადიციული ვიტრინებისგან განსხვავებით, მნახველებს შეუძლიათ ისეირნონ პარკში, ცოცხლად ნახონ და სურათები გადაუღონ სკულპტურებს.

დღეს მუზეუმში 108 საშტატო თანამშრომელი მუშაობს და დაწესებულება განაგრძობს ზრდას, ახალ სპეციალისტებს საჭიროებს. სამინისტროთა კაბინეტის ბრძანებით ბიუჯეტის დაწესებულებების თანამშრომლების შტატის გაზრდა არ შეიძლება. ასე ხდება კულტურული დაწესებულებების ხელოვნური განვითარება.

—ასეთი რამ ჩვენთვის სტიმულია, რათა ვეძებოთ განვითარებისა და მუშაობის ახალი მეთოდები. თუ არ იქნებოდა უკრაინაში ამდენი კრიზისი, ჩვენ ვერ ავაშენებდით მუზეუმს. მიუხედავად კრიზისისა, მეობის რევოლუციის შემდეგ მნახველთა რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთის ღირებულება ყველა ობიექტზე – 50 გრივნაა. ყველაფერი, რაც დღეს მუზეუმში ხდება, მხოლოდ ექსკურსიებიდან მიღებული თანხით კეთდება. ჩვენი მუზეუმის განმავითარებელნი უკრაინელები არიან, რომლებიც იხდიან ფულს შემოსვლისთვის. სახელმწიფოდან ფული მხოლოდ ხელფასებისა და კომუნალური გადასახადების დასაფარად მოგვდის.

როგორც ბატონი ოლესი ამბობს, მუზეუმის ჯგუფი წესდებას ისე განავითარებს, როგორც მიაჩნიათ სწორად:

— არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას, რომელსაც ჩვენ ვექვემდებარებით – რაიონული განყოფილება თუ კულტურის სამინისტრო – ამ პროცესში არ ერევა.

პოშივაილების მეთუნუქეთა შტო

მუზეუმის აშენების აზრი და პირველი გამოცდილება ბატონი ოლესი ბებიამისის იავდოსის დამსახურებას უმადლის. სწორედ ბებიამისის დარიგებით ის დაკავდა მეცნიერებით. მისი ბიძაშვილი იგორ პოშივაილოც ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატია, რომელიც „ივან გონჩარის მუზეუმში“ ეროვნული კულტურის ცენტრში მუშაობს, უკრაინელი სკულპტორისა და ეთნოგრაფის ივან გონჩარის საპატივცემულოდ დარქმეულ ცენტრში.

პოშივაილოების ოჯახი მეთუნეობით XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე არის დაკავებული:

— ჩემი მეთუნეთა შტო ერთ–ერთი უძველესია, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. თქვენ ვერცერთი მეთუნის გვარს ვერ იპოვით, რომელიც მოიხსენებოდა მე–18 სს–სა და 21–ე საუკუნის დასაწყისში. ხშირად მეთუნეები საზოგადოებრივი კატაკლიზმების გამო ნადგურდებოდნენ. განსაკუთრებით, მეთუნეობის ტრადიცია რეპრესიებისა და გოლოდომორის დროს კვდებოდა. ახლა ჩვენ ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ უკრაინის იმ ოჯახებს, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებულნი და ამავდროულად მეთუნეებსაც, რათა ისინი დავაინტერესოთ. იმისთვის, რომ მეთუნეთა ოჯახი არასდროს გაქრეს.

ოლესის პაპა, გავრილო პოშივაილო, ოპიშნეში დაიბადა მეთუნე–მეჭურჭლე ნიჩიპორა პოშივაილასა და მეთუნე განნა პოშივაილოს ოჯახში. მისი პაპა ტარასი მე–19 საუკუნის ბოლო მეოთხედში გლაზურული კერამიკის ჭურჭელს ამზადებდა, ბებიამისი კილინა კი საბავშვო სათამაშოებს ძერწავდა.

გავრილო ამზადებდა ჭურჭელს, დეკორირებას უკეთებდა სკულპტურებს, საბავშვო სათამაშოებს. მისი ცოლი იავდოხა კი ნიჭიერი თუნუქის მხატვარი იყო, ქმრის შექმნილ ნივთებს ნახატებით აცოცხლებდა. კერამიკის მოხატვის ძირითადი ფერები მხოლოდ წითელი, მწვანე, შავი და ცისფერი იყო.

მშობლების საქმეს მიკოლა პოშივაილოც აგრძელებს. ნიჭიერი მეთუნე, ადრე ხელოვანი მუშა ქარხანაში „ხუდოჟნი კერამიკ“, თავისი ცხოვრების 87–ე წელში ისევ აგრძელებს მუშაობას სულისთვის და მუზეუმის სტუმრებისთვის მასტერ–კლასებს ატარებს.

ბატონი მიკოლა მეთუნეობით 15 წლის ასაკიდან არის დაკავებული. ის მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა მეთუნეებისთვის აუცილებელია უფროსების მხარდაჭერა, განსაკუთრებით დასაწყისში. იხსენებს, რომ ახალი მუზეუმის აშენებაში მშობლები ეხმარებოდნენ:

— დედაჩემი მეუბნებოდა, რომ სანამ ის ცოცხალი იყო, მე მუზეუმი უნდა ამეშენებინა. ის მის ცხოვრებაშივე ააშენეს, თუმცა ყველა კორპუსის აშენება ვერ მოხერხდა.

1999 წელს, როგორც მეთუნეობის ეროვნული მუზეუმის განყოფილება, ოპიშნეში გაიხსნა პოშივაილების ოჯახის მემორიალური სახლ–მუზეუმი. მუზეუმში პოშივაილების სამი თაობის ნამუშევრები შეინახა და სხვა ხელოსნების მე–19–20 სს–ის ნამუშევრები, როგორებიცაა პოლტავური ტრადიციული ნაქარგი, სახალხო მხატვრობა და ძველებური ხატები. 2016 წელს, ქუჩას, რომელზეც ეს შენობა დგას, გადაარქვეს გავრილოსა და იავდოხა პოშივაილების საპატივცემულოდ.

მუზეუმის დღევანდელობა

ბოლო 100 წლის განმავლობაში უკრაინაში მეთუნეთა რაოდენობა ათჯერ შემცირდა. ნამდვილი ხელოსნები, რომლებიც მეთუნეთა წრეზე მუშაოენ ოპიშნეში დაახლოებით ათია. თუ ადრე მეთუნეები თავიანთი ნაკეთობები გამოფენაზე თავად მიჰქონდათ, ახლა მათ მაგიერ ამას გადამყიდველები აკეთებენ. ასე ხსნის ოლეს პოშივაილო, ქრება კავშირი ხელოსანსა და მომხმარებელს შორის:

— ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც მეთუნე ბაზარში მიდიოდა, ის შეისწავლიდა მოსახლეობის გემოვნებას, ცდილობდა მათ დაკმაყოფილებას. ხელოსანი აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ნაკეთობებს კარგი შეხედულება და ლამაზი ნახატი ჰქონოდათ. სწორედ ასე იქმნებოდა საუკუნეების განმავლობაში ოპიშნეს ნაკეთობების გამორჩეული ფორმა.

მუზეუმში ძალიან პოპულარულია მეთუნეობის მასტერ–კლასები. ხალხი მოდის აქ, რადგან მათ აქვთ სურვილი, რომ დამოუკიდებლად შექმნან რაიმე. გამოხმაურებებში ამბობენ, რომ მუზეუმის წყალობით, თავს უკრაინელებად გრძნობენ. სწორედ ამაში მდგომარეობს ყველა დაწესებულების არსი:

— ეს არ არის ძველი ნივთების შემნახველი ადგილი, არამედ ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც გაიძულებს მიხვდე, რომ შენ შენი ქვეყნის ნაწილი ხარ.

— მუზეუმი, როგორც ადრე, ასევე ახლაც აგრძელებს ოპიშნეს შეცვლას. თუ არ იქნებოდა მუზეუმი, მაშინ მეთუნეობაც აღარ იქნებოდა. ის გაქრებოდა ისე, როგორც სხვა მეთუნეობის ადგილები ქრება.

აქ ძალიან აქტიურად ვითარდება ტურიზმი. დასახლება სტარიი ხუტირი, მაგალითად, ისეთი ტურისტული ადგილი გახდა, სადაც ახლა ატარებენ ფესტივალებს, არის ადგილები სადაც შეგიძლია ჭამო და გაათენო. სხვა ობიექტებიც ჩნდება. ჩვენი ექსპედიცია ოპიშნეში, ზამთარში იყო, ამიტომ სრულყოფილად ვერ ვნახეთ ყველაფერის განვითარება.

90–იანი წლების შუაში, ყვება ოლეს პოშივაილო, კულტურის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი სტრატეგია უკრაინაში კულტურის განვითარებისა, რასაც ინოვაციური სამუშაოები უნდა მოეზიდა:

— ჩვენ, იმ დროისთვის, ერთადერთი მუზეუმი ვიყავით უკრაინაში, რომლის შემადგენლობაში ადგილობრივი კულტურის სახლი, ბიბლიოთეკა, სამუსიკო სკოლა და საშუალო სკოლა შედიოდა. საშუალო სკოლის ბაზაზე შევქმენით სპეციალიზირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ბავშვები პირველი კლასიდან სწავლობდნენ მეთუნეობას. ეს ყველაფერი 2003 წლამდე არსებობდა.

დღეს მუზეუმი აგრძელებს ზრდასა და განვითარებას. აქ ყოველწლიურად ატარებენ მეთუნეთა სიმპოზიუმს, კონფერენციებს, ფესტივალებსა და მხატვრებისთვის აწყობენ რეზიდენციებს:

— სახლი 1902 წელს ვიყიდეთ, რომელშიც მეთუნე მუზეუმთან ცხოვრობდა. ვაპირებთ მხატვარ–კერამიკოსებისთვის რეზიდენციის გაკეთებას. რეზიდენცია, თავისი შინაარსით, უკვე 4 წელია რაც არსებობს, მაგრამ სხვა შენობაში. ჩვენ ვიწვევთ მხატვრებს, რომლებსაც ყველაფერი საჭირო აქვთ, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობენ, იქ თავიანთ ნამუშევრებს ქმნიან. ისინი იმ შეთანხმებით მუშაობენ, რომ თავიანთი ნამუშევრის ნეხევარი მიაქვთ, ნახევრს კი – მუზეუმს უტოვებენ.

როგორ ვიღებდით

პოლტავშჩინის ექპედიციის დროს ჩვენი გუნდის თავგადასავლებისა და ოპიშნეს გზის შესახებ გაიგეთ მეტი ჩვენი ვიდეო–ბლოგიდან:

ავტორებიავტორი:ნატალია პონედილოკიავტორი:ბოგდან ლოგვინენკორედაქტორი:ევგენია გრინიფოტოგრაფი:სერგიი კოროვაინიიოპერატორი:დმიტრო ოხრიმენკოოპერატორი:პავლო პაშკომემონტაჟე:მარია ტერებუსიმემონტაჟე:ოლეკსანდრ ლაგოსტაიევირეჟისორი:მიკოლა ნოსოკიდახმარება:ნაზარ ომელიანოვიჩი,დახმარება:ნატალია კურსიკიბილდ-რედაქტორი:ოლეკსანდრ ხომენკოთარგმანი:ლაშა ავქოფაშვილი

15 მარტი 2018 21:57