პაცკანოვო: მამაპაპური პურის გადარჩენა

Share this...
Facebook
Twitter

თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, უკრაინაში აქტიურად მიმდინარეობს ურბანისტული პროცესები, სოფლები განაგრძობენ დაცლასა და დაბერებას. მხოლოდ ერთ რეგიონშია შესამჩნევი უკუ პროცეში, ეს სწორედ ტრანსკარპატიაა. ერთი მხრივ, ტრანსკარპატია უკრაინის ყველაზე ნაკლებად ურბანიზებული რეგიონია, მოსახლეობის მხოლოდ 36,6% ცხოვრობს ქალაქებში, მეორე მხრივ, ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაეცა 4% – მდე, მაშინ როდესაც, უკრაინის ყველა სხვა რეგიონში – გაიზარდა.

ალაქები, რომლებიც საბჭოურ დცხოვრებაში გარდამტეხიროს ხელოვნურად იყო დასახლებული სოფლის მაცხოვრებლებით, განაგრძობენ ტანჯვას ქაოსური მშენებლობის გამო, სასოფლო კულტურისა და სოციალური არმიის მომუშავეებისგან, მაშინ როდესაც, სასოფლო დასახლებებში ხდება მიწის ფასის დაკარგვა. ურბანიზაციამ აქტივობის პიკს XX საუკუნის 20 – 30 – იან წწ. – ში მიაღწია, იმ დროს ქალაქის მოსახლეობა რამდენჯერმე გაიზარდა, რამდენიმე ‘სოც – ქალაქის” მშენებლობა კი – ნულიდან დაიწყო. ამ ფაზამ ტრანსკარპატიას გვერდით ჩაუარა, იმ დროს, რეგიონი უნგრეთის შემადგენლობაში შედიოდა. სწორედ ამის გამო, ტრანსკარპატიამ შეძლო, რომ გამხდარიყო ნაკლებად ურბანიზებული რეგიონი ნაკლები რაიონებითა და საკმაოდ ცოცხალი სოფლით.

მიუხედავად ამისა, ყველაფერი არც თუ ისე კარგად არის. ტრადიციულმა მიწათმოქმედებამ, მესაქონლეობამ და მევენახეობამ დაკარგა აქტუალურობა და ხშირად ხვდებიან ღია ცის ქვეშ სამუზეომო ექსპონატებად და არა ხალხის ცხოვრების წესად. ამავე დროს უკრაინელები უფრო ხშირად ხედავენ თავიანთ თავს სიტყვა “ეკოლოგიაში”, “ეკოლოგიურობაში”, პროდუქტის შეფუთვისას ყურადღებას აქცევენ სიტყვა “ეკოს” დამატებას და იწყებენ მიხვედრას, თუ რას ნიშნავს ეს. მაგრამ ყველა როდი ფიქრდება იმაზე, თუ რა იმალება ბანალური ფრაზის, “ბუნების მეგობარი”, უკან და თუ როგორ უნდა იმოქმედო თანამედროვეობასთან, ძველი ტრადიციების დაცვით.

ეკოდასახლებების წარმოშობა

საფრთხეების გააზრებამ, რომელსაც საზოგადოება ქმნის შეუზღუდავად რესურსების გამოყენებისას, და იმის გააზრება თუ რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს სამყოფელ ადგილთან, თავის დროზე გამოიწვია ეკოლოგიური მოძრაობების ჩამოყალიბება. მათი მთავარი გზავნილი ხალხთან – დაცვის ვალდებულება, განვითარების აქტიურობა და საკუთარი არსებობისთვის პირობების შექმნაა. ფაქტობრივად, ნებისმიერი მოძრაობა იწყება ხალხის მიერ პრობლემის აღიარებით, რომელიც პირადად მას ეხება, ანუ, სწორედ მას აკისრია ვალდებულება საკითხების გადაწყვეტისას.

სწორედ ასეთი დასაწყისი ჰქონდა ეკოლოგიურ მოძრაობას, რომელმაც ეკოსოფლების ან ეკოდასახლების სახელწოდება მიიღო. ასეთი მოძრაობის მიმდევრები საკუთარ მიზანს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნასა და დაცვაში ხედავენ. ამ გარემოებაში, სადაც ხალხი იკვებება სასოფლო მეურნეობის ორგანული პროდუქციით, ჭკვიანურად იყენებენ ენერგიას და მთლიანად ცხოვრობენ ბუნებასთან ჰარმონიაში. ეკოდასახლების წარმოშობა დაკავშირებულია უტოპიურ საზოგადოებრივ გაერთიანებასთან. 60 – იან წლებში შოტლანდიაში უკვე შეიქმნა ჰიპი – დასახლება “ფინდჰორნი” და აშშ – ში “აღმოსავლეთის ქარი”. ეკოდასახლების მაგვარი ადგილი ახლაც არსებობს, რომელიც მოიცავს დასასვენებელ, სამუშაო, განსავითარებელ და სასაუბრო ადგილებს. “ფინდჰორნი” კი 90 – იან წლებში გახდა ასეთი ქსელური სასოფლო დასახლებების ერთ – ერთი დამაარსებელი.

უკრაინისთვის ასეთი ეკოდასახლება უფრო უჩვეულოა, ვიდრე დასავლეთისთვის. ისტორიულად უკრაინელებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა იმისა, რომ შეექმნათ ალტერნატიული დასახლებები. მაგრამ, 90 – იანი წლების მიწურულს ეკოდასახლების შექმნის იდეა ჩვენთანაც გავრეცლდა, ვოლოდიმირ მეგრეს წიგნების გამოცემის შემდეგ.

პაცკანოვო

ჩვენ მივდიოდით სასოფლო მუზეუმის მოსანახულებლად, რომლის ხელმძღვანელი სოფლის ყოფილი მერია, მაგრამ აღმოვაჩინეთ გაცილებით საინტერესო ისტორია. ისტორია იმაზე, თუ როგორ უნდა შექმნა ნამდვილი ეკოდასახლება პატარა მიწის ნაკვეთით და რამდენიმე ძველი სახლით, რომელიც იზიდავს ხალხს იმისთვის, რომ ჩამოვიდნენ და დარჩნენ. ეკოდასახლების ინიციატორი ვოლოდიმირ ვაშკო ცხენით გვხვდება. ბავშვობაში მას ძალიან უყვარდა ვესტერნების ყურება ამიტომაც ოცნებობდა ცხენებზე, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ რაც დიდი ხნის განმავლობაში იცხოვრა ქალაქში და გადაწყვიტა ვერტიკალურად ემართა, მიხვდა, რომ უპირველეს ყოვლისა მას სჭირდება ცხენები. ჩვენს ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ – ერთი მათგანიდან ჩამოვარდა.

— ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტებია, როდესაც მსოფლიო უკუღმა დგება. ღირებული და საჭიროა იცხოვრო იქ, სადაც სუფთა ჰაერია, სუფთა წყალია, ყველაზე მთავარი კი, სადაც შესაძლებელია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ჭამა. როგორც ადამიანები ამბობენ: ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ. მე არ მინდა თავის მოწამლვა, არც ახლობლების, არც მომავალი შვილების, მინდა რომ ისინი ბედნიერები და ჯანმრთელები იყვნენ.

ვოლოდიმირი ახლა პაცკანოვოს სოფლის საბჭოს დეპუტატია, აქამდე კი ქალაქის დეპუტატი იყო. იცინის: “ვერხოვნა რადაში ვგეგმავდი, მაგრამ აღმოვჩნდი პაცკანოვოში. მაგრამ მე მომწონს, არ ვნანობ, არაჩვეულებრივი არჩევანი გავაკეთე რომლითაც ყოველდღე ვრწმუნდები, რომ სწორი იყო. რადგან ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ, მე მაინც.”

ვოლოდიმირის მამა საცგ – ში (სამომხმარებლო ასოციაციის ცენტრალური გაერთიანება) მუშაობდა, დაკავებული იყო ხილისა და ბოსტნეულის დამზადებით, რომელიც მთელს სსრკ – ში იგზავნებოდა. ამიტომ მისი შვილი, გარკვეული წილით აგრძელებს მის საქმიანობას.

— როდესაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ნამდვილი და ნატურალური უნდა იყოს. ისეთი პურის ძებნა დავიწყე, როგორსაც ბავშვობაში ვჭამდი, ვერსად ვიპოვე, მას აღარავინ აკეთებს…

პური ყველაფრის თავია

იმ პურს, რომელსაც ბავშვობის გემო აქვს, რამდენიმე მიზეზის გამო არ ამზადებენ. ეს ძალიან რთული სამუშაოა, ასევე ძვირი, მაშასადამე, ეკონომიკურად არამომგებიანია. ამიტომ ვოლოდიმირმა, სხვა ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანთან ერთად გადაწყვიტა, რომ შეექმნა ასეთი პროდუქტი. მისი მთავარი მიზანი არამხოლოდ საკუთარი თავისთვის სარგებლის მიღებაა, არამედ გარშემო ადამიანებისთვის. ჩვენ მასთან ერთად მივდივართ სახლთან, სადაც უწინ პაპამისი ცხოვრობდა, საბჭოურ პერიოდში აქ მაღაზია იყო, ახლა კი ვოლოდიმირმა შეძლო შენობის რეკონსტრუქცია სასოფლო საცხობისთვის.

ვოლოდიმირი აღელვებული ამბობს, რომ ტრანსკარპატიის მცხოვრებლებს უბრალოდ არ აქვთ არჩევანი, როდესაც პურს ყიდულობენ. ყველა პურის შემცვლელ პროდუქტს ჭამს – რომელიც ნატურალურს ცვლის. მაშინ საიდან იზრდება ფეხები?

გასული საუკუნის 30 – იანი წლების მიწურულს, არც თუ ისე დამამშვიდებელი აღმოჩენა ჩვენი ორგანიზმისთვის. ეშმაკმა გენეტიკოსებმა აღმოაჩინეს სპეციფიური საფუარა – თერმოფილი. ასეთი საფუარა ღუმელში ყველანაირ ტემპერატურას უძლებს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს კუჭის მიკროფლორაზე. შედარებისთვის, ჩვეულებრივი საფუარას სოკო ვერ ცოცხლობს ადამიანის ორგანიზმში მაღალი ტემპერატურის გამო.

— ნუთუ ხალხმა, რომელიც ტრანსკარპატიაში ცხოვრობს, იცის, რომ ისინი არ ჭამენ ნამდვილ პურს, არამედ პურის პროდუქტს მიირთმევენ? როდესაც ვუყურებთ ეტიკეტს და ვკითხულობთ შემადგენლობას, წყლის, ფქვილისა და მარილის გარდა ბოლოში, პატარა ასოებით წერია “საფუარა”. რატომ ამბობენ არაჟნის პროდუქტი? ის ვითომ ჰგავს არაჟანს, მაგრამ სულ სხვა ინგრედიენტებისგან მზადდება: პალმის ზეთი, სახამებელი და არომატული დანამატები, რათა მას არაჟნის სუნი ჰქონდეს. პურზეც იგივეა. გაფუებული, თეთრი, ამ ყველაფერს საფუარაც ემატება რათა პური კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ასეთი საფუარა დიდი ხანია, რაც ორგანიზმისთვის მავნებელია. გახსენით უსს (უკრაინის სახელმწიფო სტანდარტები), თერმოფილური საფუარა, რომელსაც იყენებენ პურის საწარმოებლად ყველა საცხობში, თქვენ ნახავთ: ობის მჟავა, ამიაკი, რომლებიც გამოიყენება სასოფლო მეურნეობაში. საშინელება! სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაკეთებთ პატარა საცხობს, სადაც ვაცხობთ მამაპაპური რეცეპტებით, პური არ კეთდება საფუარით, არამედ ნატურალურად, “ზაკვასკაზე”, ისე, როგორც პაპაჩემი აკეთებდა.

ვოლოდიმირს ნოსტალგია აქვს და იხსენებს იმ დროს, როდესაც ხუთი წლის იყო და პურს ბებიამისთან ერთად ღუმელში შეშაზე აცხობდა. ასეთი პური არ ფუჭდებოდა, ამიტომ მთელი ოჯახი მას ორი კვირა ჭამდა. ახლა, ვოლოდიმირმა უნდა გააკეთოს ისე, რომ ხალხს ჰქონდეს საშუალება იმისა, რომ ნამდვილი პური ჭამოს. მისი თქმით, ასეთი პური მაქსიმუმ 12 გრივნია ეღირება.

ტრანსკარპატიაში სახლის საცხობი – როგორც წესი, არის ბუხარი, რომლის ზომა 1 მეტრი 70 სანტიმეტრზეა. ეკოდასახლების მცხოვრებლებს უფრო დიდი აქვსთ, ზომა ორი მეტრი ორ მეტრზეა. ერთ ჯერზე 120 პურის გამოცხობაა შესაძლებელი, ყოველდღე კი 500 – 700 პურის გამოცხობა.

ნამდვილი პურის ტექნოლოგიური წარმოება

საუკუნეების განმავლობაში პურს სოფლებში საყოფაცხოვრებო ფქვილისგან, ხორბლისგან, შვრიისგან, ქერისგან, ალაოსგან ამზადებდნენ. პურის ასეთი მომზადება რთული იყო, მაგრამ მათი წყალობით ორგანიზმი მდიდრდებოდა მჟავებითა და მინერალებით. ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის მოსახლეობაში ძველი ტრადიციებით სახლის პურის გამოცხობის ტენდენცია დაბრუნდა. თუ გავათვითცნობიერებთ თერმოფილურ საფუარის არსს, უკრაინელები სწრაფად გადადიან ე.წ.

ცოცხალ მომზადებაზე, რომელიც თავისი სასარგებლო ელემენტებით ცვლის იმუნიტეტს, მატებს ენერგიას და ეხმარება ადამინს გაციებისა და ავადმყოფობის თავიდან აცილებაში. ტრანსკარპატიაში შემორჩა განსაკუთრებით ბევრი კულინარიული ტრადიცია, ამიტომ არის იმედი იმისა, რომ ეტაპობრივად ხალხში აღორძინდება პურის გამოცხობის ძველი რეცეპტები.

ვოლოდიმირ ვაშკომ გაგვიზიარა თავისი გამოცდილება ნამდვილი სახლის პურის შექმნის კუთხით.

— პური შედგება “ზაკვასკის” ერთობლიობისგან. ესენია: ფქვილი, წყალი და დრო. პროპორციულად უმატებთ ფქვილს წყალს, ურევთ, ისე როგორც არაჟნის გაკეთებისას, ყოველ დღე უმატებთ წყალსა და ფქვილს. მე – 5 დღეს მიიღებთ “ზაკვასკას”, რომლის გამოყენებაც შეიძლება. ნამდვილ პურს წყაროს წყალი უნდა. ჩვენ ამ წყალს ძველი წყაროდან ვიღებთ, რომელიც ჩვენი სახლის წინ არის, ის დაახლოებით 200 წლის არის, მასში ძალიან გემრიელი წყალი მოედინება. ვიყენებთ მარილს შაქრის ნაცვლად, რადგან შაქარი თეთრდება სხვადასხვა ქიმიური საშუალებით, ჩვენ კი ვცდილობთ მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებას. გვყავს მეზობელი, ძალიან საინტერესო ადამიანია, პაცკანოვოში ცხოვრობს, მუკაჩევოში კი თავისი წისქვილი აქვს. ის ყიდულობს მარცვალს, ფქვავს და აკეთებს ფქვილს, რომლისგანაც ჩვენ პურს ვაცხობთ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ტრანსკარპატიული გვაქვს.

— ყველაფერი ძალიან მარტივია. არის ფქვილი, რომელსაც ვწონით, არის საცერი, სადაც ფქვილი იცრება, მდიდრდება ჟანგბადით, იმისთვის, რომ პური უფრო გადიდდეს. ასევე გვაქვს ცომის საზელი. საერთო ჯამში, პურის მომზადების პროცესი 16 – 20 საათს იკავებს. ეს ხუთ ან ექვსჯერ უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ საცხობში. ამიტომ არავის უნდა ასეთი პურის გამოცხობა: ბევრი საქმეა, მოგება კი მცირე. ყველა ფულს მისდევს. როდესაც ყველა შეშა დაიწვება, მხოლოდ ფერფლი რჩება. ფერფლს მთლიანად ვგვით იქიდან, ბუხარს ვრთავთ, მაშინ როდესაც ის უკვე სუფთაა, მეორე მხრიდან ვდებთ პურს. ყოველი გამოცხობის შემდეგ საჭიროა ბუხარის გასუფთავება. მისი დანთების შემდეგ, ერთ ჯერზე, მინიმუმ სამჯერ არის შესაძლებელი პურის გამოცხობა.

“მინდორში საძოვარზე არიან თხე…”

— მეურნეობაში არც თუ ისე ბევრი თხაა, ისინი მხოლოდ პირველი წელია რაც გვყავს. ახლა ოთხი ნამდვილი თხა გვყავს, რაც საკმარისია ეკოდასახლებისთვის, იმისთვის, რომ რძე და ყველი გვქონდეს. მაქვს გეგმები, რომ გავაკეთო პატარა თხის ფერმა, დავკავდე ყველის წარმოებით. ამ ადგილზე, მთა მაკოვიცის მისადგომებთან, რომელიც ჩრდილოეთით არის, ძალიან ბევრი ტყე და ბალახია – ეს კი – არაჩვეულებრივი ადგილია თხებისთვის.

მარინა ბაბიჩი, რომელიც ეხმარება ვოლოდიმირს მეურნეობაში, გვაცნობს ცხენებს, რომლების ტიაჩივსკის რაიონიდან არის ჩამოყვანილი.

— საერთო ჯამში, ცხენები მეურნეობისთვის გვყავს, იმისთვის, რომ სახნავად მოგვეხმარონ. რა თქმა უნდა, საჯირითოდაც.

როგორ მოვაწყოთ ცხოვრება?

ეკოდასახლების მთელი მოსახლეობა ( მიუხედავად იმისა, თუ მსოფლიოს რომელ კუთხეში მდებარეობს) ხელმძღვანელობს ახალი ალტერნატიული პრინციპებით ბუნებისა და ერთმანეთის პატივისცემით, ურთიერთდამოკიდებულებით, ურთიერთდახმარებით, სოლიდარობით. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ სოფელ პაცკანოვოში ყოველთვის ცხოვრობენ მოხალისეები, რომლებიც ვოლოდიმირთან ერთად მუშაობენ ერთნაირი მიზნის მისაღწევად: იცხოვრო სოფლის უბრალო ცხოვრებით, აღადგინო გარემო, იკვებო ნატურალური პროდუქციით და სულიერად განვითარდე. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ერთგვარი სივრცეა, რომელიც ღიაა ყველასთვის, ვინს ორგანიზატორებივით აზროვნებს. ასე შეიკრიბნენ თანამოაზროვნეები დნიპროდან, ივანო – ფრანკივსკიდან, ტრანსკარპატიიდან, ხარკოვიდან.

— სიმართლე რომ გითხრათ, მე არაფერს ვეძებ. ასე წარიმართა ცხოვრება, ასე ქმნის ღმერთი სიტუაციას, რომ ადამიანი მიიზიდოს. მაშასადამე ისინი არიან ნაცნობების ნაცნობები, ჩემი მეგობრები, ყველა ჩვენგანმა დიდი ცხოვრების გზა გაიარა, ამიტომ ერთმანეთს ვიღაცის მეშვეობით ვიცნობდით. ვუზიარებდი ჩემს აზრებს, რადგან ლაპარაკი მიყვარს. როდესაც ხალხს ესმის აზრები, რომლებიც ემთხვევა მათ აზრებს, ისინი ამბობენ: „მომწონს, მოდი ვცადოთ“. აი ასე, მარტივად, ერთი ხელის მოსმით.

მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერი ეკოდასახლება მოიცავს არამარტო ეკოლოგიურ განზომილებას, არამედ სოციალურ და სულიერ განზომილებებსაც. კარგი ეკოსოფელი – არის ადგილი, სადაც მოსახლეობას შეუძლია განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები და ცოდნა. აი ასე, ჩვენი საუბრის დროს, ვოლოდიმერი იხსენებს აბრაამ მასლოუს მოთხოვნის ცხრილს, უფრო ზუსტად, ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვან მოთხოვნებს უბრალო ფიზიოლოგიურიდან განსაკუთრებულ სოციალურ და სულიერამდე. პირველი – საჭმელი, მეორე – ძილი, მესამე – დაცულობის გრძნობა, შემდეგ გვარის გაგრძელება, უმაღლესი კი – სოციალური მოთხოვნილებებია.

— ადამიანს საუბრის გარეშე არ შეუძლია. თუ ადამიანი არ საუბრობს – ის დეგრადაციას განიცდის. როგორც ამბობენ, ვისაც შეეყრები – ისეთიც გახდები. ამიტომ აქ თანამოაზროვნეები შევიკრიბეთ. ყველაფრის გაზრდა, რაც საჭიროა ერთი ოჯახისთვის – შესაძლებელია, მაგრამ რთული. ამიტომ ასე ვმოქმედებთ: ერთი ადამიანი დაკავებულია მეფუტკრეობით, მეორე – ბოსტნეულით, ორი ბიჭი დაკავებულია პურის ცხობით. აი, მაგალითად, მე და მარინა დაკავებული ვართ თხებით და ყველით. ჩვენ ეს მოგვწონს. ვკრეფთ ჩაის, მათი შეფუთვაც გვინდა, ვაკეთებთ მურაბას. თქვენ დღეს დააგემოვნეთ დამჭკნარი პომიდორი, ყველი კი – ნატურალური, კლასიკური.

— ერთადერთი, რისი წაღებაც თან შემიძლია – არის ის, რასაც ვიშრომებ და შევინახავ ჩემში.

— ალექსანდრე მაკედონელზე არის ასეთი ისტორია. მან ანდერძად დატოვა ასეთი რამ, რომ როდესაც მას დაასაფლავებდნენ, ხელები გადმოწეული ჰქონოდა და ქალაქში ხალხს მისი ცარიელი ხელის გულები ენახა. ეს სამაგალითო მომენტი იყო: ის ნახევარი მსოფლიოს ხელმწიფე იყო და თან არაფერი წაიღო. ამიტომ არის მატერიალური ღირებულებები, მათ გარეშე ვერ იცხოვრებ, მაგალითად, საჭმლის გარეშე, მაგრამ მატერიალურთან ერთად არის უმნიშვნელოვანესი სულიერი ღირებულებები. უდავოდ ყველა მოვკვდება, მხოლოდ გიჟები ფიქრობენ, რომ ისინი უკვდავნი არიან. მე მჯერა, რომ მაქვს განსაზღვრული დრო და მოვა მომენტი, როდესაც ამ პლანეტისა და სხეულის დატოვება მომიწევს, სული კი სხვა განზომილებაში გადაინაცვლებს. ერთადერთი, რისი წაღებაც შემეძლება, ჩემი ნაშრომია, რომელსაც ჩემში შევინახავ.

როგორ გამოიყურება მომავალი?

— ვგეგმავთ კი გაფართოებას? სიმართლე რომ გითხრათ, სოფელში უამრავი საქმეა. განათლებით ფინანსისტი ვარ და აქ ათობით მიმართულებას ვხედავ, რომლის განვითარებაც შეიძლება. ჩვენ, მაგალითად, შესანიშნავი თიხა გვაქვს, მზა ბუხარიც გაქვს, რომელშიც ტემპერატურის აწევა 500 გრადუსამდეა შესაძლებელი, შეგვიძლია გავაკეთოთ ქილები, ჭურჭელი. უბრალოდ საჭიროა ადამიანი, რომელსაც ეყვარება ეს სამუშაო. ამ მომენტისთვის, ასეთი ადამიანი არ გვყავს. ვფიქრობ, რომ ის გამოჩნდება.
— გვინდა საკუთარი პროდუქციის დამზადება: მურაბა, კარაქი, ყველი, არაჟანი, იოგურტი, დამჭკნარი პომიდვრის ჩადება თიხის ქილაში მინდა და არა შუშის ქილაში. მოვიარე მთელი მსოფლიო, ასეთი რამ ინდოეთში ვნახე, ნატურალურ იოგურტს ქილაში ვყიდულობდი. არაჩვეულებრივად ინახება, განუმეორებელია, ლამაზი, ნატურალური. სწორედ ასეც უნდა იყოს.

ვეგეტარიანელებისთვის მნიშვნელოვანია ახალი ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქცია, ამიტომ რამდენიმე ენთუზიასტმა უკვე შექმნა პატარა სათბური, დაახლოებით 5 მეტრი 20 მეტრზე, სადაც მოგვყავს კიტრი, პომიდორი, მწვანილი – ძირითადი საკვები პროდუქცია. აქ ფუტკრებიც გვყავს, რათა ნატურალური თაფლი ვჭამოთ. ასეთი სამუშაოების განვითარება მომავალშიც შეიძლება.

მიმართულებებიდან, რითიც შეიძლება დაკავდნენ ეკოდასახლების მკვიდრნი, ვოლოდიმირი გამოყოფს ბალახისა და სოკოს შეგროვებას, სუნელების მოყვანას, ნატურალური კოსმეტიკის გაკეთებას. ასევე მინდა გავაკეთო მურაბა, კომპოტი, გამხმარი პომიდორი, და რა თქმა უნდა, გავაშრო ხილი და ბოსტნეული. გაყინულთან შედარებით, გამშრალი ხილი და ბოსტნეული უფრო ბევრ მიკროელემენტსა და დავიტამინს ინახავს. ამ წელს, პაცკანოვოში, აქტივისტები გეგმავენ პურის შემდეგ, ღუმელში ყველა ხილისა და ბოსტნეულის გაშრობას.

— იცით რითი დაინტერესდა ერთ – ერთი ბიჭი? ბალიშის გაკეთებითა და მისი შევსებით. იღებს ნატურალურ ქსოვილს, შიგნით კი დებს სხვადასხვა სამკურნალო ბალახს. მაშასადამე, ადამიანს სძინავს ამ ბალიშზე და სუნთქავს სამკურნალო მცენარეებით. არომათერაპია. უკიდეგანო ფანტაზიაა. ნეტავ ყოფილიყვნენ ადამიანები რომლებიც ამით დაკავდებოდნენ.

მარინამ კი თავისი პატარა პროექტის შესახებ მოგვიყვა. ახლა ის მასობრივად ყიდულობს ლავანდას და გეგმავს მისგან მინდორის გაშენებას. გაზაფხულზე მცენარეები სათბურში იქნებიან, ხოლო შემდეგ ბუჩქებს, ტერიტორიაზე დარგავს. მისი თქმით, ლავანდა – საუკეთესოა მცენარეებს შორის. ის არც ცივია და არც თბილი, ასევე ღირებულია იმით, რომ ძლიერი ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. მარინა სიხარულით გვაცნობებს: ლავანდას მინდორი ტრანსკარპატიაში პირველი იქნება.

— თუ ადამიანი საქმეს სიყვარულით აკეთებს, ეს სიყვარული გამოჩნდება იმ ნივთში, რომელსაც აკეთებს. სიყვარული იგრძნობა, მაგალითად, ამ საჭმელში, რომელიც მარინკამ მოამზადა. ჩვენ გზაში გაგატანთ სიროფს, რომელსაც წყალში გაურევთ და შიგნით ისევ იმ სიყვარულს იგრძნობთ. იმ პურშიც არის ის. იმიტომ, რომ ხალხი მართლა ცდილობს და აკეთებს სიყვარულით. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. აი, მოგიყვანთ მაგალითს. რატომ არის დედათქვენის საჭმელი ყველაზე გემრიელი? რადგან დედა, საკუთარი შვილისთვის, უსიყვარულოდ ვერ მოამზადებს საჭმელს. ხშირად მეკითხებიან: რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი სუნელი კულინარიაში? ეს მარტივი კითხვაა. თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მთავარი სუნელი? აი ასე მეკითხებოდნენ. იცით რა ვუპასუხე? ვუთხარი, რომ მარილი, რადგან მასზე უამრავი ისტორიაა. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე მთავარი სუნელი სიყვარულია. თუ საჭმელში სიყვარულს ჩააქსოვ – ფანტასტიური იქნება. თუ სიყვარულია, შეგიძლია არც მარილი და საერთოდ არაფერი ჩაყარო.

(არა) ბუნებრივი გარემო

— ზოგჯერ, ჩემი საერთოდ არ ესმით. მეკითხებიან: ‘რისთვის ჩამოხვედი? ჩვენ ყველას უჟგოროდში გვინდა გაქცევა, საცხოვრებელი ადგილი არ გაქვს?” არა, მე მაქვს საცხოვრებელი ადგილი, ბინა ქალაქის ცენტრში. უბრალოდ მომბეზრდა იქ, ის არ არის ის გარემო, სადაც ადამიანმა უნდა იცხოვროს. ქალაქი – ხელოვნური გარემოა, არაბუნებრივი. როგორ შემიძლია ვიცხოვრო იქ, სადაც არ არის სუფთა ჰაერი? ადამიანისთვის ბუნებრივია სუფთა ჰაერით სუნთქვა, სუფთა წყლის დალევა და სუფთა წყლით დაბანვა. ბანაობისას, ჩვენს ორგანიზმში 3 ლიტრი წყალი ხვდება კანიდან. რითი ბანაობთ ქალაქში – ქლორიანი წყალი, მაშასადამე, ქლორი და უამრავი ნივთიერება შედის თქვენს ორგანიზმში კანიდან. წყლის მილები კანალიზაციის მილების გვერდით გადის. მთელს უკრაინაში ძალიან ძველი მილებია. თქვენ ფიქრობთ, რომ წყლის მილში არ ხვდება კანალიზაციის დინება? ხვდება. სოფელში რამდენიმე თვე ვცხოვრობდი და მდინარის წყლით ვბანაობდი. ჩავედი ქალაქში და მომიწია მეგობართან დარჩენა, მან დამპატიჟა. საღამოს შევედი შხაპის მისაღებად და წყლის საშინელი სუნი ვიგრძენი. როდესაც რაიმე სუფთას ეჩვევი, ძალიან მძაფრად გრძნობ სუნსა და გემოს.

ბედნიერების წყარო

— სოფელში არაჩვეულებრივი ხალხია. ყოველ მათგანს აქვს არაჩვეულებრივი თვისებები, ვცდილობ სწორედ მათ დავაკვირდე და შევამჩნიო. რასაკვირველია, თუ მიკროსკოპის ქვეშ დაგვაკვირდებიან ყოველ ჩვენგანს, შეამჩნევენ კარგ და ძალიან კარგ თვისებებს. არის ფუტკრის ფსიქოლოგია, ასევე არსებობს ბუზის ფსიქოლოგიაც. აი, გამოფრინდებიან ფუტკარი და ბუზი დილით ერთი ადგილიდან. ორივე მათგანი მიფრინავს ლამაზი ყვავილის მოსაძებნად, რადგან ნექტარი უნდათ. მაგრამ, ბუზი მიფრინავს და ამჩნევს ძროხის განავალს: “უი, რა არის იქ, ჩავფრინდები ქვევით და ვნახავ”. ჩადის ქვევით და მთელ ცხოვრებას განავალში ატარებს. ფუტკარი კი არ აქვცევს ყურადღებას, რადგან ეს მისთვის არ არის საინტერესო. მას აქვს მარშრუტი ყვავილამდე და ნექტარამდე. ზოგი მხოლოდ ცუდს ხედავს ადამიანებში, ზოგი კი კარგს. ამაზეა დამოკიდებული, ადამიანი ბედნიერია თუ უბედური. რადგან ბედნიერების წყარო ჩვენს თავსა და გულშია – ის, რასაც ჩვენში ვატარებთ. ვცდილობთ, რომ შევამჩნიოთ კარგი – მაშასადამე ჩვენი ცხოვრება სავსეა სიკეთითა და ბედნიერებით, თუ ვხედავთ მხოლოდ ცუდს, სწორედ ასეთს ვიღებთ საპასუხოდ.

ეკოდასახლების მკვიდრებთან ასეთი საუბრის შემდეგ დავრწმუნდით, ბედნიერი ადამიანების ადგილი მართლაც რომ არსებობს. ექსპედიციაში ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ვერ ხედავენ პერსპექტივას და ინერციით მუშაობენ, ზედმეტი ვალდებულების შექმნის გარეშე, ასეთი არაჩვეულებრივი გამონაკლისი კი როგორიცაა პაცკანოვოს დასახლება – იშვიათობა და მიბაძვის ნათელი მაგალითია.

მასალა მომზადებულია

პროექტის ავტორი:

ბოგდან ლოგვინენკო

ავტორი:

ვასილინა გარანი

ოპერატორი:

დმიტრო ოხრიმენკო

მონტაჟის რეჟისორი:

ბილდ-რედაქტორი:

ვალენტინ კუზანი

ტრანსკრიბატორი:

თარჯიმანი:

ლაშა ავქოფაშვილი

თვალი ადევნე ექსპედიციას