ზღვა და მიწა აზოვის ზღვის ძირითადი ბუნებრივი ეკონომიკური რესურსებია. ეს რეგიონი ვერ იტრაბახებს დიდი რაოდენობით სახნავი მიწის ფართობით, როგორიც დნიპროშია, ან ნიადაგის ნაყოფიერებით, როგორც პოდილიაში. მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ზღვიდან შორს ცხოვრობს, მიწა ერთადერთი შემოსავალია.
სოფელი პერეკოპი ცივილიზაციისგან შორს არ არის. ადგილობრივ რაიონულ ცენტრ – გენსიჩესკამდე – აქედან 30 კილომეტრია, უახლოეს კურორტ სოფელ პრიმორსკამდე კი, რომელიც უტლუცკის სანაპიროზეა – 12 კმ. წელს პერეკოპი 90 წლის გახდება და ამ თარიღს დაახლოებით 20 ადგილობრივი მაცხოვრებელი აღნიშნავს, რომელთა შორის იური მოსპანია – ფერმის მფლობელი, რომელსაც არ ჰყავს კონკურენტები პერეკოპში.
იური აქ დაიბადა, პერეკოფში, 1971 წელს. იგი მისთვის მოულოდნელად აგრარული მომუშავე გახდა. 2000 წელს ის რადიოში შემცირებაში მოჰყვა და მიხვდა, რომ მან ოჯახის რჩენისთვის სხვა გზა უნდა მონახოს. ფერმერობა საწყისთან დაბრუნებას ნიშნავდა, რადგან აქამდე პერეკოპში მეცხოველეობით იყვნენ დაკავებულნი: ღორით, ძროხით, ხარით. ასე რომ, ბატონ იურის ჰქონდა იდეა, რომ სამშობლოში, პატარა აგრარულ სფეროში დაეწყო საქმიანობა, რომელიც მისთვის ბავშვობიდან იყო ცნობილი. პერეკოპში დედამისი ცხოვრობს, ხოლო გენიჩესკში – ცოლი და შვილები. მამაკაცი ორ დასახლებულ პუნქტს შორის არის. მეზობლების შესახებ იური ასე მოგვითხრობს:
— ახლა სოფელში 19 ადამიანი ცხოვრობს. ყველაზე ახალგაზრდა ზოია ივანივნაა, ის 67 წლისაა. ვასილევნაც ახალგაზრდა ქალია. ის, მისი მეუღლე და ქალიშვილი – პერეკოპის ყველაზე ახალგაზრდა ოჯახია. ორი მეზობელი 86 წლის არის. ეს ხნიერი ასაკის 10%-ია დანარჩენები 70 წელს გადაცილებულია.
პერეკოპი და კიდევ ოთხი სოფელი ოზერიანსკის სოფლის საკრებულოს ეკუთვნის. ქაღალდზე ხუთ სოფელში 600-მდე ადამიანია რეგისტრირებული. სინამდვილეში, მოსახლეობის ნახევარი ყირიმსა და რუსეთში გავიდა. შედეგად, სოფელში ბევრი სახლის დაცარიელება მივიღეთ. 100 დოლარად ჩვენი ისტორიის გმირი ორი სახლის ყიდვას გვთავაზობს, რადგან ამ სახლის პატრონებს ის არ სჭირდებათ.
იურიმ აქ ცხრა სახლი შეიძინა, მათ შორის სოფლის კლუბი, მაღაზია, სასადილო, ადგილობრივი ფერმა და მეზობელ სოფელში ერთი დიდი ფერმა. ფერმერთა სახლების დიდ ნაწილს მოსავლის შესანახად იყენებს. ფერმისთვის დაცვას არ იყვანს, რადგან დარწმუნებულია, რომ ყველა ქურდი გზას ვერ მოაგნებს. მაგრამ მას მაინც იარაღით სძინავს.
ფერმა
რიცხვები სოფლის მეურნეობის პოპულარობას აჩვენებენ რეგიონში: გენიჩენის რეგიონის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი მეურნეობა მოქმედებს. იური მოსპანის მეურნეობაში ხურჩა, ქერი და მზესუმზირა ოთხი ჰექტარის მქონე მიწის ფართობზე იზრდება. ასეთ პატარა ეკონომიკაში, მოსავლის სეზონზე, მფლობელთან ერთად, კიდევ 5 ადამიანი და რამდენიმე ერთეული ძველი ტექნიკა მუშაობს. ფერმერის აზრით, თუკი სწორად გაიანგარიშებ სხვადასხვა კულტურების შეგროვების მოცულობისა და კომბაინის დატვირთვას, მაშინ დასვენების დროც დაგრჩება:
— ჩვენ დიდი წარმოება გვაქვს, პროდუქციის დიდი რაოდენობა. აქ ყოფილი კომუნისტებიც არიან. სამუშაო 8 საათზე იწყება, მაგრამ ისინი 7:45-ზე მოდიან. მე არ ვარ ასე. ჩემი პარტნიორი ყოველთვის მეჩხუბება, რომ არადისციპლინირებული ვარ. მოგვიანებით მივდივარ, აი ის – ყოჩაღი.
ფერმის მუშაკებზე საუბრისას, მოსპანი ბიძია ლიოშაზე საუბრობს რომელსაც ოცწლიანი სტაჟი აქვს და კიდევ ორ ყოფილ კომუნისტური პარტიის წევრებზე, რომლებიც საბჭოთა კაშირის დაშლის შემდეგ სასოფლო მეურნეობაში წავიდნენ:
— ლიოშა ბიძია უფილტრო სიგარეტს ეწევა, პრინციპულად. სულ ფულს აგროვებს. არ ვიცი როდის შეაგროვებს, მაგრამ ყოველთვის შეგროვების პროცესშია. ვასილი დასავლეთ უკრაინადან არის და ყველაფერი აქ მოიტანა. ალექსანდრე ტვინის ცენტრია, ელექტრო ინჟინერი, ღამით წიგნებს კითხულობს. მას არ მოსწონს თავისი თავის აფიშირება. თავი თექვსმეტი ზომისაა, მასში ენციკლოპედია ისვენებს.
იური იხსენებს, რომ პირველი კომბაინი 2 ათას დოლარად იყიდეს, იმ დროისთვის(2000-იანის დასაწყისი) დიდი ფული იყო. ბევრი ტექნიკა საკუთარი ძალებით შეაკეთა. მაგალითად, ამწეკრანი რომელიც რემონტის მასალას ზევით სწევს. გერმანული კომბაინი უკვე გამოყენებული იყო. ფერმერი ამბობს, რომ საკუთარ შეცდომებზე უნდა ესწავლათ: პირველად მეზობელ ფერმაში ტრაქტორი და გუთანი იყიდა და მხოლოდ იმის შემდეგ რაც გუთანი და ტრაქტორი არ გამოადგა, წიგნებთან დაჯდა:
– ზოგიერთი ადამიანი ჯართისგან ნივთებს აკეთებს, ხოლო ნივთებისგან – ჯართს. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ჯართისგან ნივთს ვაკეთებთ.
— ის (კომბაინი – ავტ.) მიდის და თიბავს. სავარაუდოდ, 4-5 ათასი ჰექტარი დამუშავდა. „ჯონიკი“ ამდენს ვერ სძლებს.
John Deere
ამერიკული გამოცემის პოპულარული კომბაინი, რომლიც მაღალი ხარისხით გამოირჩეოდასოფლის კარიერისტები
ადგილობრივი მოსახლეობის გატაცება – მონადირეობაა, რადგან ამ დროს პრობლემებსა და აქტუალურ თემებზე შეიძლება საუბარი.
იური მოსპანი – სოფლის საბჭოს დეპუტატია. მაგრამ პოლიტიკასა და სეპარატიზმის შესახებ აზრს ფართოდ არ გვიზიარებს. ამბობს, რომ რეგიონი “უსიამოვნოა”: ზოგი თანახმაა, ზოგი წინააღმდეგი. ის ყოველ შემოწმებასა და ადგილობრივ ბიუროკრატიას უჩივის, რომელიც საკუთარ საქმიანობას უშლის ხელს.
სლაიდების ჩვენება
აგრარული მომუშავე ყვება, თუ როგორ მიენიჭა პრიზი რაიონში საუკეთესო მოსავლისთვის. ეს ამბავი წარსულისგან უხალისო მოკითხვას ჰგავს: ხუთწლიანი გეგმის დროულად შესრულებისა. ზოგიერთი ფერმერი, რომელსაც იური “კარიერისტს” უწოდებს, მაღალ მოსავალს აფიქსირებს, რათა უკეთესი იყოს. როდესაც რაიონში მოსავალი 42 ცენტნერი იყო, ხოლო იურის – 45 ჰქონდა, ის დააჯილდოვეს. თუმცა ამ გამარჯვებამ პირადი სიხარული არ მოიტანა. ამის შემდეგ, რაიონსა და რეგიონში კომისია მოვიდა, შემდეგ კი 1600 გრივნიად დააჯარიმეს. ასე რომ, ახლა ფერმერი თავს არიდებს საკუთარი შედეგების გამოცხადებას და ხუმრობს:
— ზოგი კარიერისთვის მუშაობს, სხვები კი საკუთარითავისთვის.
მცირედდასახლებულ უკრაინულ სოფლებში ხშირად ყიდულობენ მიტოვებულ ფასებს თითქმის უფასოდ და შლიან სამშენებლო მასალად. სწორედ ასე ხდება ყოფილ სახელმწიფო შენობებსა და დასახლებებში, რომელთა გამოყენებაც ბიზნესისთვის შეიძლებოდა.
სლაიდების ჩვენება
პერეკოპის უმეტესი სახლი კირქვისგან არის აშენებული, რომელიც ყირიმიდან უკვე აღარ ჩამოაქვთ, ამიტომ მეპატრონეებს და „ენთუზიასტებს“ ურჩევნიათ სახლი დაშალონ, რომლის ღირებულაება 2-3 ათას გრივნიას შეადგენს, შემდეგ კი ის ნაწილებად გაყიდონ. იური მოსპანი – ერთ-ერთი მათგანია, ვისაც აღარ უნდა ასეთი საშინელების ნახვა: სოფელი სახურავების გარეშე. ფერმერი ამბობს, რომ უმჯობესია “გაყინოს” 20 ათასი გრივნია, ამ სახლების ყიდვით, ვიდრე იცხოვროს დანგრეული სახლების მოცულობაში:
— სახლების შესახებ ბევრის მოყოლა არ შეიძლება, რადგან თუ გაიგებენ იმას, თუ რამდენი სახლი მაქვს აქ, იფიქებენ რომ კიეველი ოლიგარქი ვარ, შედეგად საგადასახადო სამსახური სხარტად მოვა.
რისკიანი მიწათმოქმედების ზონა
რეგიონში ერთ-ერთი პრობლემა მტკნარი წყლის მიუწვდომლობაა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. ეს გავლენას არა მარტო ადგილობრივ მოსახლეობაზე, არამედ მცენარეულობასა და მინდვრებზე ახდენს. იური განმარტავს, რომ მარილები და მსუბუქი წაბლის ნიადაგები ნაკლებად მოსავლიანია, რადგან ეს მიწა “სარისკო სოფლის მეურნეობის ზონად” ითვლება.
— თუ ზაპორიჟიას რაიონში მზესუმზირა ცუდი სეზონი დროს იძლევა 20 ცენტნერს ჰექტარზე, მაშინ ჩვენთან კარგი სეზონის დროს – 20 ცენტნერს. ცუდი სეზონის დროს 60 კილოგრამი მოსავალი ავიღეთ, როდესაც გვალვა იყო.
ბუნებრივი პირობების გარდა, ხანდახან კომუნალური პირობებიც გვიშლიან ხელს – წყალს მხოლოდ ორ დღეში ერთხელ „გვაძლევენ“, რადგან ბიუჯეტში ფულის დეფიციტია. იური მოსპანის ინიციატივით სოფლის ცენტრში, ძველი ჭა გაასუფთავეს და ახალიც ააშენეს. მაგრამ ეს წყალი ტექნიკურია, სასმელი წყლისთვის სოფლის იქით უნდა წახვიდე. ასევე, საკუთარი ძალებით შეიქმნა სარეზერვო ღრმულიც.
ამოუწურავი ენთუზიაზმი
უკრაინაში სულ უფრო პოპულარული ხდება აგრო და ეკოტურიზმი. ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ მასალები ამ თემაზე სხვადასხვა რეგიონიდან. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პერეკოპში აგროტურიზმის განვითარება, ფერმერი სკეპტიკურად პასუხობს:
— ეს ექსტრემალური და მკაცრი ტურიზმია. მაგრამ თუ მას ლამაზ ფერებში ვაჩვენებთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ აქ ადამიანები პატრიოტები არიან. მეც, გარკვეულ წილად პატრიოტი ვარ.
მიუხედავად ბიუროკრატიული სისტემასთან ხშირი კონფლიქტისა, ინფრასტრუქტურის თითქმის სრული არარსებობისა, მარილიანი ნიადაგისა და მტკნარი წყლის ნაკლებობისა, იური პარტნიორებთან ერთად 17 წელია რაც ამ მიწაზე მუშაობს, მისი ენთუზიაზმი, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში არ მცირდება. როგორც ჩანს, ბუნებაში ცხოვრების სიყვარული და საკუთარ მიწაზე მეურვის გრძნობა, ბევრი უკრაინელისთვის არის ცნობილი, – იური მოსპანის მთავარი მოტივაცია პერეკოპში დარჩენა და ყოველწლიურად საკუთარი მეურნეობის განვითარებაა. ის საკუთარ თავს უსვამს კითხვას და მასზე მოულოდნელ და გასაკვირ პასუხს სცემს:
– რაში მჭირდება ეს პერეკოპი? ქალაქში ყველაფერი მაქვს. არ ვიცი. ბედნიერი ვარ, როდესაც ყველა ჯანმრთელი და მდიდარია, როდესაც ჯიბეში სიგარეტის კოლოფი გიდევს. სხვა არაფერი მჭირდება.