ქართველები უკრაინაში. ვინ არიან ისინი?

Share this...
Facebook
Twitter

უკრაინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები ყველაზე გამორჩეულები არიან – მათ მაღალი თანამდებობები ეკავათ და პირველები იყვნენ უცხოელებში, რომლებმაც უკრაინის ჯარში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყების შემდეგ, მსახურების უფლება მიიღეს. უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ქართული საზოგადოება 300 წლის წინ ჩამოყალიბდა, ოსმალეთისა და ირანის იმპერიების თავდასხმების გამო და მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჩვენს დროში, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონის – აფხაზეთის, ოკუპაციის შემდეგ. დღეს უკრაინაში თითქმის 35,000 ქართველი ცხოვრობს.

იევის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ქართული მუსიკა ისმის. ბავშვები ეროვნულ კოსტუმებში კონცერტის დარბაზის სცენაზე ცეკვავენ. მათ ხელმძღვანელობს ქართული ცენტრის „იბერია“ პრეზიდენტი მანანა სულაქველიძე. ახლა გენერალური რეპეტიციაა, ერთ საათში კი კონცერტი, ტრადიციულად, ის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად – 26 მაისს* ტარდება.

მოღვაწეები
1918 1918 წლის 26 მაისს, რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ეს სტატუსი გაგრძელდა 1921 წლამდე, საბჭოთა ჯარების შემოსვლამდე. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს დაიბრუნა.

ბევრ ქართულ ტრადიციულ დღესასწაულს თან ახლავს ხალხური ცეკვები. კლასიკურს შორის, ყველაზე გავრცელებულია – ცეკვა ქართული, სამაია, ხორუმი, კინტაური.

დღესასწაული იწყება, როდესაც „იბერიის“ ცენტრის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები სცენაზე გამოდიან ტრადიციულ ქართულ კოსტუმებში, ცეკვავენ და მღერიან ორი საათის განმავლობაში.

ისინი აჩვენებენ იმას, რაც ისწავლეს ცენტრში სასწავლო წლის განმავლობაში. უკრაინაში მდებარე ეს ქართული ცენტრი დაარსდა ქართველი ქორეოგრაფის მანანა სულაქველიძის მიერ, ქართული კულტურის შესანარჩუნებლად და ამ ცოდნის გადასაცემად სამშობლოდან შორს დაბადებულ ახალ თაობებზე.

ცეკვა. მანანა სულაქველიძე

მანანა თბილისში მასწავლებელთა ოჯახში დაიბადა. დედამისი ფილოლოგი და ჟურნალისტი იყო, მამა კი ქორეოგრაფი. სწორედ მამამისის დამსახურებით, რომელმაც ჩაუტარა ქართული ხალხური ცეკვის პირველი გაკვეთილები, ცეკვას დაუკავშირა საკუთარი ცხოვრება.

მანანა სულაქველიძე კიევში 2000 წელს გადავიდა. შემდეგ მისი მეუღლე სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში და გადაწყვიტა ოჯახის დედაქალაქში გადაყვანა. კიევში ოჯახი ეძებდა ქართულ სკოლას ან საცეკვაო სტუდიას, რათა ექვსი წლის ვაჟისთვის მშობლიური გარემო შეექმნა. თუმცა, იმ დროისთვის კიევში ქართული ცენტრები არ არსებობდა, ამიტომ მანანამ გადაწყვიტა ასეთის შექმნა:

— ეს ჩემი შვილის და ყველა ქართველი ბავშვის პრობლემას აგვარებდა, რომლებიც კიევში ცხოვრობდნენ.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

ამიტომ ერთი წლის განმავლობაში მანანამ მოაგვარა ყველა იურიდიული და ორგანიზაციული საკითხი და გახსნა ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „იბერია“. სახელი შემთხვევითი არ არის, რადგან ასე ეწოდებოდა უძველეს ქართულ სამეფოს, რომელიც წარმოიშვა ძვ.წ. III საუკუნეში და არსებობდა ახ.წ. VI ს.

იბერიაში, ცეკვის გაკვეთილების გარდა, არსებობს საკვირაო სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა და კულტურა. მას სტუმრობენ როგორც ქართველების შვილები, ასევე შერეული უკრაინულ-ქართულ ქორწინებებში დაბადებული ბავშვები:

— მივიჩნევ, რომ მათ უნდა იცოდნენ საკუთარი მშობლებისა და წინეპრების ენა და კულტურა. ეს სამსახური ჩემი ცხოვრების აზრად იქცა.

— მივიჩნევ, რომ მათ უნდა იცოდნენ საკუთარი მშობლებისა და წინეპრების ენა და კულტურა. ეს სამსახური ჩემი ცხოვრების აზრად იქცა.

ამ ცენტრში ბავშვების ოთხი თაობა გაიზარდა. ამჟამად „იბერიაში“ ასამდე მოსწავლეა.

მანანა ამბობს, რომ უკრაინაში ცხოვრების წლებში მან ბევრი საერთო რამ აღმოაჩინა უკრაინელებსა და ქართველებს შორის:

— ქართველები და უკრაინელები ერთიანდებიან თავიანთი უზარმაზარი ისტორიით, კულტურით და ტრადიციებით. ისინი ყოველთვის იბრძოდნენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. მათ ჰქონდათ იგივე პრობლემები, იგივე მიზნები. ამ ხალხების მეგობრობა დღეს არ დაწყებულა – მისი ფესვი ძველ დროში დევს.

ყოველ ზაფხულს მანანას ოჯახი საქართველოში ჩადის:

— ამის გარეშე არ შეგვიძია. საქართველო – სამშობლოა, უკრაინა კი – მეორე სამშობლო.

ქართველები უკრაინაში

უკრაინაში ქართველების პირველი დასახლებები ცნობილია 1720-იანი წლებიდან, უკრაინის ისტორიის ენციკლოპედიის თანახმად. პოლიტიკურმა მიგრანტებმა თავშესაფარი შეინარჩუნეს უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან იმედოვნებდნენ, რომ მიიღებენ რუსეთის მეფის მხარდაჭერას ოსმალეთისა და ირანის იმპერიების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1738 წელს, რუსეთის იმპერატორმა ანა იოანოვამ შექმნა პოლტავაში მდებარე ქართული ჰუსარის პოლკი.

1764 წელს, იმპერატორმა ეკატერინა მეორემ ქართველ დიდებულებს გადასცა იმდროინდელი ნოვოროსიისკის პროვინციის (თანამედროვე უკრაინის ცენტრი და სამხრეთი) ტერიტორიები.

XIX და XX საუკუნის ქართველები უკრაინის ტერიტორიაზე ძირითადად დასახლდნენ ქალაქებში და მუშაობდნენ სამოქალაქო სამსახურში, მედიცინასა და იურიდიულ პროფესიაში. საბჭოთა პერიოდში, უკრაინაში ქართველთა რიცხვი თითქმის 18-ჯერ გაიზარდა.

2001 წლის აღწერის მონაცემებით, უკრაინაში ცხოვრობდა 34,199 ქართველი, რომლებიც ძირითადად დევნილები იყვნენ, სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში და კიევში. ნახევარზე მეტმა მშობლიურ ენად რუსული დაასახელა, მესამედმა კი — ქართული.

Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter
Share this...
Facebook
Twitter

დღეს უკრაინულ ქალაქებში უამრავი ქართული კულტურული ორგანიზაცია მუშაობს: ყოვლისმომცველი საზოგადოებრივი ასოციაცია “გეორგია” და უკრაინელ ქართველთა ასოციაცია “იბერიელი” (კიევი), ეროვნულ-საზოგადოებრივი ასოციაცია “საქართველო” (ხარკოვი), კულტურული ცენტრი “მზიური” (სუმი და ოდესა), იბერიის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი (ოდესა), „არაგვის საზოგადოება“ (ლვოვი), „ქართული სულის“ კულტურული ცენტრი (დნიპრო), ასევე უკრაინულ-ქართული მეგობრობის ცენტრი „საქართველო“ (რივნე).

2014 წლიდან ქართველები მონაწილეობდნენ რუსეთ-უკრაინის ომში და დააარსეს ქართული ეროვნული ლეგიონი მამუკა მამულაშვილის ხელმძღვანელობით. 2016 წელს, დანაყოფი გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილი. ქართველები გახდნენ პირველი უცხოელები, რომლებიც ოფიციალურად ჩაირიცხნენ შეიარაღებულ ძალებში.

ენა. მარინა დონაძე

მარინა დონაძე კიევის 88-ე სკოლის კლასშია, სადაც გაკვეთილებს ცენტრი „იბერია“ ატარებს. ახლახანს დაასრულა ქართული ენის გაკვეთილი, რომელსაც ის ატარებდა. მარინა ჟურნალისტია, წერს ქართული მედიისთვის და უკვე მეორე წელია კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრში ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას:

— ნახეთ, რა წერია დაფაზე? “ენა — ერის სიმდიდრეა”. მართლაც, თუ ენას დაკარგავ, საკუთარ თავსაც დაკარგავ. ჩვენი ენა კი ძალიან ძველია. რელიგიამ და ენამ შემოგვინახა როგორც ერი. მტკივა როდესაც ვხედავ, რომ ეს იკარგება.

მარინამ, ქმრის სამსახურის გამო, 2008 წელს თბილისი დატოვა და კიევში გადავიდა საცხოვრებლად. შვილი მიეჩვია ადგილობრივ სკოლას და დაარწმუნა მშობლები რომ დარჩენილიყვნენ. მაგრამ მარინა არ თმობს სამშობლოში დაბრუნების იმედს:

— ქართველებს არასდროს მოსწონთ საკუთარი მიწის დატოვება და ადაპტირება. არ მახსოვს, რომ ჩემს ბავშვობაში ვინმეს დაეტოვებინა საქართველო. ერთი კვირა ან ორი და უკვე გვბეზრდებოდა და უკან ვბრუნდებოდით. საქართველოს გარეშე არ შეგვეძლო. დადგება ეპოქა, როდესაც ჩვენ ნელ-ნელა დავბრუნდებით. მანამდე, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ენა, არ უნდა დავკარგოთ კულტურა და შევინარჩუნოთ სული.

მარინა დონაძე ცდილობს შეინარჩუნოს და გადასცეს ქართული კულტურა შვილებს. მას აქვს რამდენიმე ჯგუფი — ის გაკვეთილებს პატარა ხუთწლოვანისთვის და ზრდასრულთათვის ატარებს. ასწავლის საქართველოს ენას, კულტურასა და ისტორიას. თითოეული გაკვეთილი ეროვნული ჰიმნით იწყება.

სკოლაში ბევრი ბავშვია შერეული ქორწინებიდან, სადაც დედა ყველაზე ხშირად უკრაინელი ქალია, ხოლო მამა ქართველი, ამბობს მარინა:

— არიან დედები, რომლებიც მამებზე მეტად არიან დაინტერესებულნი. ისინი ყოველთვის მოდიან, ამოწმებენ რვეულებს და სვამენ კითხვებს. თუ დედა დაინტერესებულია, ყოველთვის ყველაფერი გამოდის.

მის მოსწავლეებს შორისაა აფხაზ ლტოლვილთა ოჯახებიც არიან, სადაც არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მშობლებიც გაიზარდნენ უკრაინაში:

— ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, ძალიან ბევრი ვიტანჯეთ, მაგრამ შევინარჩუნეთ ენა.

მარინა მშობლებს სთხოვს, რომ სახლში ისაუბრონ ქართულად, მისმა მოსწავლეებმა რამდენიმე ენა უნდა ისწავლონ, მაგრამ პირველ რიგში, მშობლიური — ქართული:

— როდესაც მშობლიური ენა გავიწყდება – არცერთი სხვა არ დაგჭირდება.

მარინა დონაძის აზრით, „იბერია“ არის ადგილი, რომელიც მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის ეროვნული სულისკვეთებაა:

— სკოლას ისინი ქართველებად ტოვებენ. ვფიქრობ, რომ ასე ხდება ჩვენი შენახვა. ისედაც მცირერიცხოვანი ერი ვართ. თუ დავიკარგებით, რთული იქნება.

მეორე სამშობლო. ნატო კვარაცხელია

”ქართველ გოგონას შეუყვარდა უკრაინელი ბიჭი” — ასე ამბობს ნატო კვარაცხელია და ხსნის მიზეზს თუ რატომ გადმოვიდა ქართული ქალაქიდან გაგრა კიევში.

ნატო უკრაინაში ჩამოვიდა ჯერ კიდევ მშვიდობიანი აფხაზეთიდან საბჭოთა კავშირის დროს. მან დაამთავრა კიევის ქალაქ ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტი, მიიღო ლიცენზია და ახლა მუშაობს როგორც კერძო ნოტარიუსი. ნატო საუბრობს ლიტერატურულ უკრაინულ ენაზე, რომელსაც ის წლების განმავლობაში კარგად დაეუფლა:

— როდესაც 1992 წელს უკრაინაში გაიხსნა საქართველოს პირველი საელჩო, ჩემთვის ეს ჰგავდა იმას, თითქოს პეტრე I- მა გააღო ფანჯარა ევროპისკენ. მე საელჩოსთან დავიწყე მუშაობა — დავეხმარე ქართველებს თარგმანის, დასაქმებისა და ბინადრობის ნებართვის საკითხებში.

ახლა, ამბობს ნატო, ის მუშაობს არა მოგებაზე, არამედ სულზე, რადგან მხოლოდ უკრაინაში ცხოვრებით, მას შეუძლია დაეხმაროს თავის თანამემამულეებს.

ნატოს თქმით, მან საკმაოდ სწრაფად შეძლო უკრაინაში ადაპტირება. ერთადერთს, რასაც უკრაინელები ვერ ხვდებოდნენ 90-იან წლებში, ეს იყო თანამედროვე ომი. 1992-1993 წლები, სწორედ ამ დროს დაიწყო აფეთქება შეიარაღებულმა კონფლიქტმა საქართველოს აფხაზეთის ტერიტორიაზე: რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ რეგიონის “დამოუკიდებლობა” გამოცხადდა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან მოხდა ბრძოლა. შედეგად, რეგიონი ოკუპირებული იყო რუსეთის მიერ, თბილისი ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებს ამ რეგიონს. სწორედ ამ პერიოდში, ისევე როგორც 2008 წელს, როდესაც დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, ქართველებმა მასობრივად დატოვეს ქვეყანა. მაშინ რუსეთი შემოიჭრა საქართველოში ცხინვალის რეგიონის გავლით. სამხედრო მოქმედება მიმდინარეობდა შიდა ქართლის რეგიონში, რუსეთის საზღვართან ახლოს:

— როდესაც აფხაზეთის შესახებ ვყვები, როგორ დავკარგეთ ყველაფერი, უკრაინაში არ ესმოდათ ჩემი. ახლა კი, როდესაც ეს ყირიმთან დაკავშირებით მოხდა, ისინი მეუბნებიან: “ჩვენ გვესმის, რა ძნელია ეს”.

მაშინ ქართველები მეზობელ რუსეთში მიემგზავრებოდნენ, ზოგიერთი კი უფრო შორს — უკრაინაში. ნატოს ხალხი აფხაზეთიდან გამოჰყავდა. ბევრმა საკუთარი სახლი უკრაინულ მიწაზე იპოვა:

— უკრაინამ მომცა როგორც სიყვარული, ისე ცხოვრება და სამუშაო. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით უკრაინაში, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მადლობელი ვარ. ეს ჩემი მეორე სამშობლოა.

მასალა მომზადებულია

პროექტის ავტორი:

ბოგდან ლოგვინენკო

ავტორი:

დიანა ბუზკო

რედაქტორი:

ევგენია საპოჟნიკოვა

კორექტორი:

ფოტოგრაფი:

ოლეკსანდრ ხომენკო

ფოტოგრაფი:

ანნა ვორობიოვა

პროდიუსერი:

ოლგა შორი

ოპერატორი,

რეჟისორი:

მიკოლა ნოსოკი

ოპერატორი:

მარია ტერებუსი

ბილდ-რედაქტორი:

ოლეკსანდრ ხომენკო

ტრანსკრიბატორი:

დარინა სალო

თარჯიმანი:

ლაშა ავქოფაშვილი

თვალი ადევნე ექსპედიციას