2017 წელს ბერდიანსკი უკრაინის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად აღიარეს. „Google უკრაინას“ მონაცემებით საძიებო ფრაზა „დასვენება ბერდიანსკში“ სხვა საძიებო სიტყვებს შორის ყველაზე ხშირია. ეს არც არის გასაკვირი. უპირველეს ყოვლისა, ბერდიანსკი – პრიაზოვიას ერთ-ერთი კურორტია, სადაც გემით შეგიძლია ჩასვლა. მეორე – თბილი ზღვა და წვრილი წყალი – ბავშვებთან ერთად დასვენების იდეალური პირობებია. ზაფხულში აქ 1,5 მილიონი ტურისტია. არც ისე ცოტაა იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობა 115 ათას კაცს შეადგენს..
ბერდიანსკში პირველი ცვილებები მაიდანთან და ომთან ერთად მოვიდა. ფრონტი საკურორტო ადგილს უახლოვდებოდა და პანსიონატების, ჰოსტელებისა და სასტუმროების უმრავლესობამ მკაცრი უარი განაცხადა რუსების მიღებაზე.
აქ აზოვის ზღვის ბიოქიმიაც იცვლება. წყალი უფრო გამჭვირვალე და მარილიანი ხდება.
ბერდიანსკის შემდეგი ცვლილება – სეზონია. ყოველ შემოდგომას ქალაქის ცხოვრება სწრაფად იცვლება. სეზონის ხანგრძლივობა 4 თვეა. სექტემბერში ტურისტული ინფრასტრუქტურის უმრავლესობა უბრალოდ კვდება. ტურისტების რაოდენობა, ისე როგორც გემებისა, იკლებს. პირდაპირი სარკინიგზო კავშირი მხოლოდ ზაპორიჟიასთან რჩება.
მიუხედავად ამისა, ოლექსანდრე ველიჩკო დიდი სიამოვნებით არის დაკავებული საკუთარი საქმით. ის ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესში არ ჰგავს სხვებს. როგორც ჩანს, ეს მას გამოუვიდა. წლიდან წლამდე ტურისტები სწორედ ძია საშასთან ჩამოდიან.
საშა ძია
პანსიონატის „სახლი ზღვასთან“ ხელმძღვანელს დიდი ხანია რც ყველა ძია საშას ეძახის:
— რატომ ძია საშა? პანსიონატი საბავშვოა, ამიტომ ყველა ბავშვი ასე მეძახის. ინერციით ასე მშობლებიც მეძახიან. 70 წელს მიღწეული მეზობელი ბაბუებიც კი ძია საშას მეძახიან. 2014 წელს აქ მაიდანის ხალხი ჩამოვიდნენ და დაბინავდნენ. მათ კითხვაზე თუ როგორ უნდა დამიძახონ, მე ვუპასუხე, რომ „ძია“ დამიძახონ. ეს სიტყვა მშობლიურია. ოჯახურად: ძია საშა.
ადრე ტურისტების უმრავლესობა ბერდიანსკში რუსეთიდან ჩამოდიოდა. მათთვის აქ ყველაფერი იყო: ვალუტის გაცვლიდან დაწყებული, მოსკოვამდე დამატებითი მატარებლებით დამთავრებული.
როდესაც 2014 წლის გაზაფხულზე ბერდიანსკში გაჩნდნენ პირველი დევნილები აღმოსავლეთიდან, ადგილობრივებმა გაიხსენეს სამშობლო. მაშინ ბერდიანსკის მცხოვრებლებს პატრიოტიზმის პირველი გამოვლინება ჰქონდათ. მათ გაიაზრეს, რომ ომი, მიუხედავად იმისა, რომ ჩაუარა ქალაქს, მაინც აქვე ახლოს არის, ძალიან ახლოს. დევნილებისგან მათ მოსიმინეს ისტორიები დაბომბვისა და მაროდიორობის შესახებ, გაიაზრეს, რომ ეს ყველაფერი მათ სახლებსაც შეიძლება მოუვიდეთ, თუ ისინი არ აღუდგებიან სეპარატისტებს. იმ დროისთვის დადგა ზაფხული და ჩვეული რუსი ტურისტების ნაცვლად ბერდიანსკში უკრაინელები ჩამოვიდნენ. ადგილობრივები კი მიხვდნენ, რომ ბიზნესი მარტო რუსებზე არ დგას.
იმ ზაფხულს საშა ძია რუს სტუმრებსაც დაემშვიდობა:
— 9 სეზონის მანძილზე ჩემთან „სვეტა ბებო“ ისვენებდა მოსკოვიდან. ის ჩემზე 8 წლით უფროსია. როდესაც მან მარტში დამირეკა და მკითხა „სანია რა ხდება? რას აკეთებთ? ყირიმი ჩვენია…“, შოკირებული ვიყავი. მაშინ პირველად ვნახე ასეთი „მეყირიმე“.
2014 წლის ზაფხულში ბავშვები არ ჩამოდიოდნენ დასასვენებლად. ოლექსანდრ ველიჩკო მაშინ მოხალისეობრივი საქმიანობით იყო დაკავებული, „აზოვის“ ბატალიონს საჭირო ნივთებით უზრუნველყოფდა, ამისთვის ფულს აგროვებდა. იმ დროისთვის პანსიონატში ცხოვრობდნენ დევნილები, მებრძოლეები, მოხალისეები. ორი ოჯახი დონეცკიდან აქ ერთი წელი ცხოვრობდა. უკრაინელ მეომრებს ოლექსანდრე, მართლაც, რომ ბიძასავით ექცევა, არასდროს ეუბნება მათ უარს:
—როდესაც ბიჭები მიდიან ფრონტზე, დაბანვას მთხოვენ. როდესაც დაზვერვაში მუშაობდნენ აქ ტანსაცმლის დასარეცხად ჩამოდიოდნენ, ღამით დაიძინებდნენ და გზას აგრძელებდნენ.
ოლექსანდრე დაიბადა და გაიზარდა ბერდიანსკში, შემდეგ ხარკოვში გადავიდა, სადაც 18 წელი იცხოვრა. მას კომპიუტერების გაყიდვის ბიზნესი ჰქონდა. რამდენიმეწლიანი მოგზაურობის შემდეგ მან გადაწყვიტა აქ ნავისა და მიწის ნაკვეთის ყიდვა. ერთ მომენტში ოლექსანდრე მიხვდა, რომ დაიღალა ხარკოვისგან, ბერდიანსკი კი მისთვის არამარტო დასასვენებელ ადგილად, არამედ სულისა და ცხოვრების გატარების ადგილად იქცა. შემდგომში ბერდიანსკში მთელი მისი ოჯახი გადმოვიდა. მთელი ამ წლების განმავლობაში მათ არც კი უნანიათ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს:
— აქ აბსოლუტურად დაუჯერებელი ადამიანები ცხოვრობენ. სამხრეთელები, მეზღვაურნი, ალალი და გულახდილი ადამიანები. ზოგჯერ ზემდეტად. ისინი დიდ ხანს ვერ მიღებდნენ. ხარკოვში შემეძლო 18 წელი მეცხოვრა ერთ სადარბაზოში და არც კი მცოდნოდა თუ რა ერქვათ ჩემს მეზობლებს. აქ ვცხოვრობ ისე, როგორც სოფელში. უკვე მიმიღეს, როგორც საკუთარი, ეს უკვე კარგია. აქ ერთი გზაა, ყველა ერთმანეთს ესალმება.
ბროდიაგა
სეზონზე ოლექსანდრ ველიჩკო თავის სტუმრებს ნავზე „ბროდიაგა“(ქარ. მოხეტიალე) ასეირნებს. საზღვაო სეირნობა სტუმრებს მოდუნებასა და ერთმანეთის გაცნობაში ეხმარება.
ძია საშა კატერს თვითონ არემონტებს:
— გემის ასაკი იმით განისაზღვრება, თუ რა სიხშირით არემონტებდნენ ან აკეთებდნენ. ის ბევრჯერ შედუღდა, ძრავა ახალი დგას. საჭე ტავრიისგან არის, ხოლო წინა შუშა გაზელისგან.
ძია საშას ჭიქაზე „კარპატები“ წერია
როდესაც ძალის მარაგი შესავსებია ძია საშა ჯდება ნავზე „ბროდიაგა“ და მიდის კუნძულ ძენძიკზე, რომელიც ბერდიანსკის ყურესთან არის. ზღვით იქამდე დაახლოებით 5 საათია. ამ დროს ის დასასვენებლად იყენებს:
— ზოგჯერ საჭიროა იზოლაცია. განსაკუთრებით ზაფხულში. ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდის, კარგი ხალხია. მარამ ღუმელში მოგიზგიზე ცეცხლს ჰგვანან. მოგიზგიზე ღუმელთან კი, როგორც ცნობილია, დიდ ხანს ვერ გაჩერდები. ამიტომ ასეთი პოზიტიური ენერგიისგანაც კი ზოგჯერ დამალვა მოგინდება.
ოლექსანდრე ამბობს, რომ ზღვის ბიოქიმია იცვლება: წყალი გამჭვირვალე და მარილიანი ხდება. ამიტომ აქედან პელენგასი გაქრა. თევზი იძულებული გახდა საკვები სხვაგან მოეძებნა. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზი ტბა სივაშიდან აზოვის ზღვაში წყლის გადმოღვრაა. მაგრამ, ამაში პოზიტივიც არის: მეთევზეები იშვიათად გამოდიან ზღვაში და არ ცდილობენ ყველაფრის, რაც კი ბადეში მოხვდება, მასიურად დაჭერას. ბერდიანსკთან ისევ გაჩნდნენ მიდიები. ცოტა ხნის წინ აქ ოფიციალურად აკრძალეს ღორჯოსებრი თევზის დაჭერა. ბრაკონიერობა ოდითგანვე იყო ადგილობრივობის პრობლემა.
ღორჯოსებრი თევზი ბერდიანსკის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლბა, ქალაქის მკვებავად, მას ძეგლიც კი დაუდგეს. აქედან გამომდინარე, მისი მასობრივი ჭერა ზღვის ეკოსისტემას ავნებს:
— ღორჯოს ძალიან გაუმართლა. ერთი კვირა სათევზაო ამინდი იყო, შემდეგ კი შტორმი. 1 მაისის შემდეგ კი კატეგორიულად აკრძალეს მისი მასობრივი ჭერა. ორი კვირა ამას ძალიან დაკვირვებით აკონტროლებდნენ. ასეთი რამ პირველად ვნახე: ზღვაში არავინ გადიოდა, ყველა ნაპირთან იდგა. ზღვისთვის, ალბათ ასე უკეთესია. ყველა რომ ასე გააკონტროლონ უკეთესი იქნებოდა, ზღვა აღდგებოდა. ახლა უფრო ცოტას იჭერენ, ვიმედოვნებ რომ წესრიგი დამყარდება.
— ბერდიანსკი, ახლა მართლაც აზოვის სანაპიროს მარგალიტია. იყო და იქნება. უბრალოდ ახლა ეს მარგალიტი უნდა გაიწმინდოს, გაიზარდოს და გაიხსნას. ამისთვის აქ დიდი ხარჯები უნდა ჩადონ.
სახლი ზღვის პირას
ძია საშას პანსიონატი 2005 წელს გაიხსნა. პირველმა ზაფხულმა არც ისე ბევრი მოგონება დატოვა. სტუმრები, რომლებიც აქ ჩამოდიოდნენ ძირითადად ლოთობდნენ და ღლაბუცობდნენ. ასეთი სეზონის შემდეგ ოლექსანდრმა ხელები ჩამოუშვა. დარჩა შეგრძნება, რომ ასე არ უნდა იყოს, ეს „სახლი“ ამისთვის არ აშენებულა:
—პირველი სეზონის ბოლოს დეპრესია მქონდა. საქმე ფულში არაა, რომელიც მაშინ თითქმის არ ვიშოვე. ვფიქრობდი: ნუთუ მთელი ცხოვრება ამ კოშმარის ყურება მომიწევს? 2005-2006 წწ-ის ზამთარი ძალიან მკაცრი იყო. ბერდიანსკში -27°С იყო, ზღვა გაიყინა, ჰაერში მთელი ტენიანობაც გაიყინა. მაშინ ვფიქრობდი თუ როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება. ნათელ მოგონებებს ვიხსენებდი. ეს მოგონებები ადამიანები იყვნენ, რომლებიც პანსიონატში ბავშვებთან ერთად ჩამოდიოდნენ. აქ დახურული ტერიტორიაა, პლიაჟი. მივხვდი, რომ საიტი უნდა გამეკეთებინა და იქ სწორი „გზავნილი“ უნდა დამეტოვებინა. მაშინ აღარ იქნებიან არასასურველი კლიენტები. გამახსენდა, რომ ბავშვები არაჩვეულებრივები არიან. ეს აზრი გამოუვალი მდგომარეობის გამო გაჩნდა. მან ისარივით გაისროლა.
სწორედ ასე დაიწყო საოჯახო ტიპის პანსიონის შექმნა. შემდეგ ზაფხულს საშა ძიასთან დასასვენებლად მხოლოდ ოჯახები ბავშვებთან ერთად ჩამოდიოდნენ. ყოველწლიურად ოლექსანდრე სრულყოფდა საკუთარ სერვისს, რათა ოჯახური დასვენება უფრო კომფორტული გაეხადა. პანსიონატში გაჩნდნენ აღმზრდელები, ფიზკულტურის მასწავლებლები, მედდები, მომსახურე პერსონალი. პანსიონატის სტუმრებს შორის, როგორც წესი, 50/50 უფროსები და ბავშვები არიან.
სლაიდების ჩვენება
მშობლები ბავშვების წინაშე ცდილობენ სამაგალითოდ მოიქცნენ. ბავშვის ყვირილი აქ ფონად აღიქმევა, რადგან აქ ყველა თანასწორია: დღეს სხვისი ბავშვი ყვირის, ხვალ კი – შენი. საღამოს ბავშვებს აღმზდელი ეთამაშება. თანამედროვე ბავშვებს აქ ავიწყდებათ პლანშეტები და სმარტფონები, ისინი აქ დამალობანას თამაშობენ:
— სტუმრები თვითონ ახდენენ ამის სინთეზს. აქ სრულიად ნორმალურ სიტუაციად ითვლება, როდესაც მამა მხრებიდან თავის შვილს ზღვაში აგდებს, ის ასევე აგდებს ოთხ-ხუთ სხვის შვილს. მას ხომ არ შეუძლია უარის თქმა ბავშვებისთვის. ასეთი გუნდური აღზრდა გამოდის. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ აქ გარკვეული კულტურული დონის ადამიანები ჩამოდიან დასასვენებლად. ისევ და ისევ, ეს ყველაფერი შემთხვევითობაა. მე მივეცი „გზავნილი“ – ხალხმა ის მიიღო.
ოლექსანდრესთვის უპირველესი დავალება სტუმრებისთვის კომფორტული ატმოსფეროს შექმნაა. აქ ყველა წვრილმანი მნიშვნელოვანია. აქ არ შეიძლება სახლთან მოწევა, ბარში ხმაური. პანსიონატის სტუმრებისთვის მნიშვნელოვანია უშუალოდ უფროსის ყოფნა. თუნდაც მოკლე დასვენება საღამოს, ან პლიაჟის კოლექტიური გასუფთავება წყალმცენარეებისგან. ისე ჩამოდიან როგორც საკუთარ აგარაკზე: ყველა ერთმანეთს იცნობს, ესალმება.
—ჩვენთან აბსოლუტურად ჩვეულებრივი სიტუაციაა, როდესაც დამლაგებელი კიბეებზე ალაგებს და სტუმრებს უყვება იმას, თუ რა უნდა ნახონ ბერდიანსკში.
ძია საშას შრომის დამსახურებით – რომლის სამუშაო დღეც იწყება მარტში და მთავრდება ოქტომბერში – ჩნდება სინამდვილისა და უდარდელი დასვენების შეგრძენება.
საუკეთესო მადლობა ყოველდღიური სამუშაოსთვის – არა მარტო სტუმრების განმეორებითად მოსვლაა, არამედ ის, რომ ადრე ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები აქ მეგობრობას იწყებენ, ოჯახთან ერთად ერთსა და იმავე დროს ჩამოდიან. მათი შვილები ძია საშას თვალების წინ იზრდებიან. ეს ფულსა და სხვა მატერიალურ კეთილდღეობაზე ძვირფასია:
— ზოგიერთი რამ ჩემთვის ნამდვილად ჯილდოა. მაგალითად როდესაც გათამამებული ბავშვი დასასვენებლად ჩამოდის, რომელიც პლანშეტებსა და სავაჭრო ცენტრებშია გაზრდილი. აქ გატარებული ორი კვირის შემდეგ კი მას კოლექტიურად თამაში შეუძლია, ივიწყებს ტექნიკას და ოცნებობს თამაშზე. ბავშვები აქ ნამდვილ ბავშვობას პოულობენ.