სენტ–მიკლოში: ციხესიმაგრე, რომელმაც გადაწყვიტა იყოს

სივრცეების გარდაქმნა
ტრანსკარპატია
ძეგლი
8 მაისი 2017 15:20
1005

ჩინადიივსკის სენტ–მიკლოშის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მოხვედრა და ექსკურსიაზე შეთანხმება არ არის რთული, აქ ყოველთვის ღიაა კარი ტურისტებისა და მოგზაურებისთვის. ამიტომ, ჩვენ უფრო მეტის გაგება გვინდოდა, ვიდრე ექსკურსიის დროს ყვებიან. ამიტომ, თავიდანვე ვცდილობდით მეპატრონე იოსიპ ბარტოშთან შეხვედრას. ის მიღებაზე დაგვთანხმდა მხოლოდ ცხელ და სასადილო დღისას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის ვხვდებოდით ტურისტულ ჯგუფებს, რომლებიც ამ ციხესიმაგრეს ყოველდღე ნახულობენ, ისინი იყვნენ – უკრაინელები, პოლონელები, უნგრელები.

თხუთმეტი წლის წინ ამ ტერიტორიაზე საბჭოთა ავტობაზა და ავტოფარეხები იყო, ციხესიმაგრის შიგნით იყო ნაგავსაყრელი. სენტ–მიკლოშის საკუჭნაოები დღემდე დაკონსერვებულ მდგომარეობაშია, რადგან საჭიროებენ თანხებს აღდგენესა და გასუფთავებაზე. რა შეიძლება რომ დამართოდა ციხესიმაგრეს ასეთ პატარა დროში, როგორ გადაიქცს ის ნანგრევებიდან ერთ–ერთ პოპულარულ ტურისტულ ობიექტად?

 

იოსიპ ბარტოში 1999 წელს საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა, სადაც დიდი ხანი ცხოვრობდა და შეისწავლა ოთხი ენა. მას შეშურდა, რომ უნგრეთში, რუმინეთში, გერმანიაში პატარა სოფლებს შეუძლიათ, რომ ყოველწლიურად ჩაატარონ პლენერები, რომელზეც პატიჟობენ ტურისტებს მთელი მსოფლიოდან, უკრაინაში კი რამდენიმეა, ტრანსკარპატიაში – ერთი, ისიც კი არანაირი.

— აქ, ციხესიმაგრეში, მხატვარმა ტეტიანა პეტრიჩკომ დამპატიჟა, რომელიც პლენერზე დავპატიჟე, აქ ავტობაზა იყო. სატვირთოები, უამრავი ავტოფარეხი, რაღაც წარმოუდგენელი. როგორღაც შემოვაღწიეთ, გვაგდებდნენ და არ გვიშვებდნენ. შემდეგ დაიბადა ასეთი იდეა: რა იქნება თუ პლენერი, რომელსაც სანატორიუმებში ვაკეთებთ, როგორც უკანასკნელი ადამიანები, გავაკეთოთ აქ, ციხესიმაგრეში და საერთოდ, კედლებზე რომ იყოს სურათები, რათა კონცერტები და შეხვედრები მწერლებთან აქ ტარდებოდეს. არავის სჯეროდა ამ გიჟურ იდეის, არცერთ ადამიანს. მეც არ მჯეროდა. მაგრამ, ციხესიმაგრემ სხვანაირად გადაწყვიტა, მან თქვა: “ეს იქნება” – ყველაფერი დაიწყო. ჩვენც კი არ ვიცით თუ როგორ გამოვიდა ასე.

ტეტიანა, რომელმაც იოსიპ ბარტოშს ციხესიმაგრე აჩვენა, შემდგომში მისი მეუღლე გახდა. ის უნიკალური პროფესიონალია, რომელიც ქმნის არაჩვეულებრივ სააღდგომო მოხატულობას. მათზე არის როგორც მისი, ასევე მსოფლიოს შედევრები, რომელიც მოხატულია შეღებილ კვერცხებზე. რამდენჯერმე მას უკვეთავდნენ ეგზოტიკური ნახატების დახატვას. მაგალითად, 2008 წელს საოლქო პროკურორმა შეუკვეთა პრეზიდენტ იუშჩენკოს პორტრეტი. ეს მისი დაბადების დღის საჩუქარი უნდა ყოფილიყო.

იოსიპი ტეტიანასთან ერთად ციხესიმაგრის ერთ–ერთ ოთახში ცხოვრობენ, ახლა კი – ახლოს ციხესიმაგრესთან. იქ ისინი წყლის გარეშე და საშინელ სიცივეში ცხოვრობდნენ. ეს იყო თავისებური საწყისი XV საუკუნის ცხოვრების მაგალითით. როდესაც ყველაფერი დაიწყო, იოსიპი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, ჩინადიევოში და ყოველდღე დადიოდა ფეხით ციხესიმაგრეში. მან ისესხა ფული, შეკრიბა თავისი მეგობრები და ნაცნობი მხატვრები სხვადასხვა ქვეყნიდან და ასე დაიწყო პირველი პლენერი.

ძველი ციხესიმაგრის წინ საბჭოთა კავშირის ტიპის სახლი დგას. აქ იოსიპ ბარტოშს პირველი სართული აქვს. ადრე აქ საერთო საცხოვრებელი იყო და დროდადრო ხალხმა მისი პრივატიზება გააკეთა. პირველ სართულზე, იოსიპმა და მისმა მეუღლემ გახსნეს ადამიანის ჰარმონიული განვითარების სკოლა. აქ არის კლასები, რომლებიც ხელოვნებას ავითარებენ, აგრეთვე მუსიკალური და სპორტული წრეები. აქ მუშაობს ჯგუფი “იუნნი არხეოლოგ”, ენის კურსები. იოსიპის კარზე მოკრძალულად არის ჩამოკიდული ფურცელი, რომელზეც მისი სახელი წერია. ყოველგვარი რეგალიებისა და მოოქროვილი ჩარჩოს გარეშე. ეს ეგრევე თვალში ხვდება სხვა არქიტექტურის ძეგლების  “წითელ” დირექტორებს.

— პირველი ნაბიჯები ძალიან სასაცილო იყო, იმდენად, რომ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ. მთელი სოფელი დამცინოდა, ისე, როგორც ჯერ არავისთვის დაუცინიათ. მე შთაგონებული, ბედნიერი და მოუწესრიგებელი მოვედი სასოფლო კრებაზე და ვთქვი, რომ ამ ციხესიმაგრის აღების სურვილი მაქვს, გავაკეთო კულტურულ – სახელოვნებო ცენტრი. მათ მითხრეს: “რას ამბობ ბიჭო, ხომ არ გაგიჟდი? შენ მხატვარი ხარ, გააქვს ფული, ან რამე შეგიძლია?” ვპასუხობ: “რაღაცას მოვიფიქრებთ”. მაგრამ აქ სოფლის ხალხი იყო, მე კი საზღვარგარეთიდან ჩამოვედი, ენა მებმეოდა, მათ რაღაც ვუთხარი და რატომღაც დამიჯერეს – იცოდნენ, რომ არაფერი გამოვიდოდა. მომიწერეს. ზუსტად ასეთი ისტორია იყო რაიონშო – ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ამისგან არაფერი გამომივიდოდა, მაგრამ ხელი მომიწერეს. არ ვიცი რატომ.

— როდესაც ხელმოწერილი საქმე სახელმწიფო საოლქო ადმინისტრაციაში გადავიდა – მაშინ ციხესიმაგრე უკრაინის სახელმწიფო მშენებლობას ეკუთვნოდა – იქ სხვა საქმე იყო. არქიტექტურის განყოფილება აკვირდებოდა – რა არის, სად და საით. არ იყო კანონი, რომელიც ნებას მაძლევდა და არ იყო კანონი, რომელიც ამიკრძალავდა. ასეთი ანალოგები უკრაინაში არ იყო, რეკავდნენ კიევში, რეკავდნენ ლვოვში, თითქოს არაფერი იცოდნენ. ივან მოგიტიჩი დაგვეხმარა, უკრზახიდრესტავრაციის უკრაინის დამსახურებული არქიტექტორი. ის მაშინ უფროსი იყო, ასეთი ორგანიზაცია ლვოვში არსებობდა. ის მე პირადად მიცნობდა, იცნობდა ჩემს სიმამრს, რომელიც უკრაინის გმირი იყო, ამიტომ ივანმა თქვა: “ვაკეთებთ ტიპიურ ხელშეკრულებას და მორჩა”. იჯარის ტიპიური ხელშეკრულების დამსახურებით ჩვენ აქ შემოგვიშვეს. ზოგადად ეს არ იყო კანონიერი. ხელშეკრულება პროლონგაციის უფლებით, თხუთმეტი წლით. 2005 წელს, როდესაც იუშჩენკომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონს მოაწერა ხელი, მაშინ ჩვენ ახალი დაცვის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი უკვე 49 წლით. მაშინ უკვე მოგვცეს ნამდვილი სახელმწიფო საბუთი ციხესიმაგრის იჯარის შესახებ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ იოსიპ ბარტოში, არის ციხესიმაგრის ერთადერთი წარმატებული მეიჯარე. რამდენიმე ხნის წინ, ამ თემას ჟურნალი “ბიზნესი” იკვლევდა – ჯერ მხოლოდ ორი ცდა იყო, ციხესიმაგრის კონცესიის აღებაზე, მაგრამ ის არაფრით დასრულდა. მხოლოდ ჩინადიივსკის ციხესიმაგრეს გაუმართლა რომ არსებობდეს. ამით, იოსიპ ბარტოში ამტკიცებს, რომ ციხესიმაგრემ აირჩია თითონ და არა პირიქით, თვით ციხესიმაგრემ გადაწყვიტა არსებობა.

— გამოვიდა სტატია სათაურით “იოსიპ ბარტოში მიიჩნევს, რომ უკრაინაში ციხესიმეგრეები და სასახლეები აყვავდებიან”. დიახ, მე ასე მივიჩნევ! მაგრამ იმ პირობით, რომ ციხესიმაგრეები და სასახლეები იქნება გადაცემული ისეთ ადამიანებზე, რომელთათვისაც უპირველეს ყოვლისა მთავარია იდეა. ბიზნესმენებს არფრის გაკეთება შეუძლიათ. ისინი მიაყენებენ ისეთ ზარალს, რომელსაც ასი წლის შემდეგაც ვერავინ მოაგვარებს. ხალხი იდეით სავსე უნდა იყოს, რომლებმაც იციან თუ რისთვის მიდიან, რომლებსაც კარგად ესმით კულტურის არსი, რისთვის არის საჭირო, როგორ უნდა იყო თანამედროვეობაში მათთან ერთად და რაზე უნდა გაამახვილო ყურადღება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამოჩდებიან ახალი ბიზნესმენები სახელად “მეცენატები”. უფრო ზუსტად, ისინი არ არიან ახალი ბიზნესმენები, ისინი თვით ბიზნესზე დიდებია არიან. ჩვენი საბოლოო მიზენი არის ის, სადამდეც მივდივართ – ციხესიმაგრის დიდი ზონა შემოვსაზღვროთ და შევქმნათ ისტორიულ – არქიტექტურული სახელმწიფო ნაკრძალი. როდესაც ეს გაკეთდება, ჩვენი მიზანი შესრულდება.

იოსიპ ბარტოში მუკაჩევოდან არის. ციხესიმაგრისთვის პირველი ფინანსური დახმარება მან მოძებნა არა უკრაინაში – ერთი მილიონი ფორინტი გადმორიცხა უნგრეთის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრიმ. პირველი სართულის გარემონტებულ ოთახებში იოსიპ ბარტოშმა გააკეთა მუზეუმი, დროთა განმავლობაში გახსნა ბიბლიოთეკა. იქ ახლა განთავსებულია ისტორიული არტიფაქტები და სურათები. ძირითადად ეს არის ძველი მეპატრონეების პორტრეტებისა და საგვარეულოს გერბის ასლები ჩინადიევის ციხესიმაგრეში – დედოფალ ილონა ზრინის, გრაფ იმრე ტიოკიოლის, მეფე ფერენც II რაკოცის, გრაფი შენგბორნის ოჯახის. პირველი მშენებლის შთამომავალი იანოშ პერენი ჩამოვიდა ამ სამუზეუმო ექსპოზიციების გახსნაზე.

— ჩინადიევში მე საშინლად მიმიღეს. ყველა თვლიდა, რომ ჩამოვიდა ოლიგარქი – მილიონერი და ყველაფრის დანგრევას დაიწყებს. მაგრამ ისინი ხედავდნენ, თუ როგორ პირობებში ვცხოვრობდი თვითონ. მე და ტეტიანა ბინაში ვცხოვრობდით და ყველა ხედავდა, რომ ჩვენ – ვართ ისეთები, როგორებიც ყველა ნორმალური მხატვარია. ზოგჯერ არ გვქონდა ფული საჭმელზე, ზოგჯერ პურზეც კი. ჩვენ ვსესხულობდით სამი წელი, ახლაც ასე ვცხოვრობთ. პირველი წელია, რაც წყალი გვაქვს, აქამდე ციხესიმაგრეში ცხოვრებისას არანაირი პირობა არ გვქონდა. წყალი ვედროებით მოგვქონდა. ახლა შეგვიძლია გავხსნათ ონკანი და დავიბანოთ ხელები, ეს მიღწევასავით არის. ზამთარში შენობას +11 °С – ზე მეტად ვერ ვათბობდით. ექსკურსიები დილიდან საღამომდეა, ყოველ დღე, დასვენების გარეშე. ერთხელ მაროკოში ხუთი დღით დაგვპატიჟეს. ვფიქრობდით, რომ იქ მოხატულობები გაგვეყიდა და ეს ფული ციხესიმაგრეში ჩაგვედო. ვერცერთი გავყიდეთ, მაგრამ ერთი – მაროკოს მეფეს ვაჩუქეთ. სწორედ ასე დავშორდით ყველაზე დიდი ხნით ციხესიმაგრეს – მთელი ხუთი დღით.

“კალგანი” (ჯანჯაფილის სახეობა) – ასე ეწოდება საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელიც ბარტოშმა შექმნა. ის ამბობს, რომ კალგანის ფესვი არის ჟენშენის ფესვის პროტოტიპი. ამ ფესვში განთავსებულია მთელი მცენარის ძალა. ფესვში მოძრაობა, თავის საფუძვლებში, თვითგაღრმავება – ეს ყველაფერი საზოგადოების განვითარებაა. “კალგანში” მუშაობენ დაკარგული ტრადიციებისა და მხატვრობის, მუსიკის, მორალური და სხვა ცხოვრებისეული სფეროს განახლებისთვის.

2012 წლის გაზაფხულზე ციხესიმაგრის ეზოში პირველად გაიმართა შუასაუკუნეების კულტურის ფესტივალი სახელად “სრიბნი ტატოშ”. მონაწილეობისთვის, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ რაინდების მეუღლეები, აგრეთვე სლოვაკეთიდან და უნგრეთიდან. ამ ღონისძიების მიზანი იყო – ახალგაზრდების ყურადღება მიგვეპყრო ძველი კულტურის აღორძინებსთვის, რომელიც დღევანდელ ხალხს წინა თაობისგან გადმოეცა.

— კიევში მომხდარი მოვლენების შემდეგ ჩვენთან ნაკლები უცხოელი ჩამოდის, სამაგიეროდ, მეტი უკრაინელი. მუკაჩევოს მოვლენების შემდეგ – საშინელება, აქ ყველაფერი მოკვდა. ჩემოსვლა შეწყვიტეს როგორც ბელორუსებმა, ასევე უნგრელებმა, გერმანელებმაც. ახლა უფრო დათბა, უფრო მეტი და მეტი უცხოელი ჩამოდის. მე ოთხ ენას ვფლობ, ჩემთვის სულ ერთია, თუ რომელ ენაზე ჩავატარებ ექსკურსიას.

სენტ–მიკლოშში მოხალისეები მუშაობენ. ატარებენ ექსკურსიებს, ალაგებენ, დაკავებული არიან სამხატვრო სკოლებით. ყოველწლიურად მინიმუმ ექვსი მოხალისე ჩამოდის საზღვარგარეთიდან.

— ერთხელ ინგლისიდან 58 წლის ქალბატონი ჩამოვიდა, პოლონეთიდან – 70 წლის ბაბუა. ის ჩამოვიდა, ის მოხალისეა, მიეცი ნიჩაბი და ის იმუშავებს, რადგან მას უყვარს უკრაინა. კეთილი, აიღე ნიჩაბი, მაგრამ მას ფეხი ტკივა, ის ვერ მიდიოდა ჩვენს ტუალეტში, შევუთანხმდით ჩვენს მეზობლებს და იქ დადიოდა. უკვე მეორე წელია რაც აქ მარიუპოლის უნივერსიტეტია ჩამოსული. ისინი იქ არსად დადიან, მათი პროფესორი ჩვენთან ჩამოვიდა – კარგი ადამიანია, ჩვენ შევთანხმდით და მისი სტუდენტები აქ გადიან პრაქტიკას. არიან კიევის ორგანიზაციები, რომლებიც აქ არქეოლოგიურ პრაქტიკებზე ჩემოდიან. აქ ესპანელი გოგონაც იყო. ის ლამის გავათხოვეთ.


— სერედნიანსკის ციხესიმაგრე, იქ ხომ საერთოდ…საშინელება ხდება. ხუსტის ციხესიმაგრე სულ დაშალეს ქურდებმა, არაჩვეულებრივი ციხესიმაგრე იყო, დიდი, ექვს ჰექტარს იკავებდა, დაცული ზონით. არის კიდევ ვიშკივის ციხესიმაგრე, ბრონეცკის ციხესიმაგრე, დოვჟანსკის… ნუ, დოვჟანსკის აღებას იჯარით, მომავალ წელს ვგეგმავთ. კიდევ ორი ციხესიმაგრის აღება გვინდა. ასეთი სიახლეებია. ვინც ერთხელ დაავადდა, ეს დაავადება უკურნებელია, ეს ბოლომდე იქნება.

— კიდევ კარპატის სანატორია. ეს შენგბორნის გრაფების სასახლეა, რომელიც 1895 წელს აშენდა. გრაფმა სასახლის ნახევარი გადასცა დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციის ცენტრს, ისინი იქ რეაბილიტაციას 44 წლამდე გადიოდნენ. 45 წელს კი, როდესაც ჯარი მოვიდა, გრაფი შენგბორნი აქ ბოლო დღემდე იყო – მას არ სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირის ჯარი კარპატებით გადავიდოდა. მაგრამ ისინი გადავიდნენ. მაშინ ის ჩაჯდა მანქანაში, ყველაფერი დატოვა და წავიდა ვენაში. მაგრამ ადგილობრივმა მოსახლეობამ აქტიურად “იმუშავა” – ყველაფერი გაანიავეს, აბსოლუტურად ყველაფერი, ბოლომდე გაასუფთავეს. ყველა სურათი, ავეჯი – ყველაფერი გაიტანეს. მაგრამ მე გამიმართლა, რადგან ჩემმა ცხონებულმა სიმამრი გულრწფელად გამომიტყდა, რომ ის იქ წიგნებს იპარავდა და ეს წიგნები სახურავშია დამალული. მე ის წიგნები ჩემთან გადმოვიტანე და ისინი ახლა ჩვენს ბიბლიოთეკაშია. ყველაფერი რაც დაგვრჩა იმ სასახლისგან – წიგნების თარო და ჭაღია.

რამდენიმე ხნის წინ ჩინადიივსკის სასახლეში გაიხსნა ბიბლიოთეკა. გახსნაზე ჩამოვიდა იური ანდრუხოვიჩი. იოსიპ ბარტოში ბიბლიოთეკას გვაჩვენებს, გზად ყოფილი საერთო საცხოვრებლის რამდენიმე კაბინეტში შევყავართ.

— გთხოვთ აქ შემობრძანდეთ! ჩვენთან ასეთი ინსტრუმენტებისგან აკეთებენ მოხატვას. ეს ტეტიანა ბარტოშია, ხელოვანი, რომელიც მოხატვას აკეთებს. ის იყო ამ ყველაფრის დამნაშავე, რაც აქ მოხდა, ის კიდევ განაგრძობს მუშაობს.

იოსიპი ამბობს, რომ ხალხი ვერ გამოჰყავს ციხესიმაგრის მეორე სართულიდან. იქ მთელი სახურავი ჩანს. ისინი ყველაფერს აკვირდებიან და ათვალიერებენ იმას, თუ როგორ ხდებოდა აქ ყველაფერი. კიევიდან ჩამოდიან მშენებლები და ამბობენ, რომ დღეს ამ ყველაფერს ვერ გაიმეორებენ. გეგმავენ, რომ სრულად დალუქონ სახურავი.

— ახლა ევროპაში ყველა ეყრდნობა იმას, რომ დალუქვა არაფერს ანახლებს. რადგან, მაგალითად, თუ საუბარი მიდიოდა რესტავრაციაზე, ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ გავაკეთოთ რესტავრაცია, ჩვენ არ ვაკეთებთ მას, ჩვენ ვლუქავთ. თუ განახლებაა, მაშინ რომელი საუკუნე ან რომელი პერიოდი ვაჩვენოთ? ჩვენ აქ ოთხი სახეობის ფანჯარა გვაქვს, ოთხი პერიოდის, და ეს მხოლოდ ფანჯარა, რომელი დავტოვოთ? თუ ჩვენ ხუთი პერიოდის კარის ჩარჩო გვაქვს – რომელი დავტოვოთ?

— ჩარჩოები იცვლებოდა სულ, იმის მიხედვით თუ ვინ იყო პატრონი – რას გავუკეთოთ რესტავრაცია? ამიტომ ჩვენ ვლუქავთ, ახლა ჩვენ ხალხს ვაჩვენებთ ყველაფერს: XV საუკუნის დასაწყისსა და XVI საუკუნის შუა პერიოდს. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვაჩვენებთ სხვა პერიოდებს. არ ვაჩვენებთ ციხესიმაგრის ძირითად ნაწილს. რადგან სიმართლეს ვეუბნებით, რომ ციხესიმაგრე XV საუკუნისაა, ჩვენ გვაქვს საბუთი და ნებართვა – იქ კიდია მისი ასლი, მეფე სიგიზმუნდის მიერ. წინა წელს ჩვენთან პროფესორი სერგეი რიჟოვი მოვიდა, თავის კოლეგებთან ერთად – შევიდნენ საკუჭნაოში, ამბობენ: “უ – უ – უ, ბიჭებო, რომაული პერიოდის თაღები. აქ ერთი ციხესიმაგრე და სხვა ფუნდამეტი გაქვთ”. ამით მან მოგვცა საფიქრალი კიდევ ოცდაათი წლის სხვაობით. ვიცით, რომ აქ სერიოზული დამცავი აღჭურვილობა იყო, ნელ–ნელა ვთხრით და ვხედავთ, სად იყო კოშკი, სად იყო ბასტიონი. უკვე ვიცით სვლის სისტემა, რადგან კიევის სპეციალისტთან ერთად დავასკანირეთ. ამიტომ ვიცით, რომ ის გზები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ვიპოვეთ – ჭა, ვიპოვეთ ბასტიონი, ძალიან ბევრი იყო. მაგრამ როგორ ამოვიღოთ ის მიწიდან?

— ექვსი წელია რაც აღარ ვხატავ. ეს იმასთან ერთად, რომ 94 ან 95 წწ–ში მე ვხატავდი ისეთ ნახატებს, რომლებიც ახლა გახდნენ აღიარებულ სტილად, რომელსაც visionary ჰქვია. მე მაშინ ვხატავდი ისეთ ნახატებს, რომლებითაც ვაკეთებდი გამოფენას მთელ მსოფლიოში. პარიზში, სტოკჰოლმში. მე დღემდე ვარ შვედეთის მხატვართა კლუბის წევრი. ამერიკაში, გერმანიაში, უნგრეთში –ძალიან ბევრი გამოფენა იყო. მაგრამ დადგა არჩევანის დრო, ციხესიმაგრემ ამირჩია მე. მე არამარტო ფუნჯით აღარ ვხატავ, არამედ ათი წელია რაც მუსიკასაც აღარ ვწერ. ვარ კომპოზიტორთა გუნდის წევრი, მაგრამ ახლა არაფერს ვწერ. გამოვეცი ერთი–ორი კრებული და… ამით მორჩა. ერთადერთი რაც მე ახლა შევძელი – შევკრიბე და გამოვეცი ადგილობრივი არქივის მასალა წიგნის სახით. ეს ერთადერთია, დანარჩენი ყუთებში დევს, უკეთეს დროს ელოდება. ასე ვარ ხელოვნებასთან. მაგრამ მოგიყვებით – არ დავანგრიეთ ერთი ავტოფარეხი. აქ სარემონტო ადგილი იყო, დიდი ავტოფარეხი იყო, ამ დროს მშენებლებმა შემთხვევით აღმოაჩინეს IX საუკუნის ბაზილიკა. მაშასადამე, ავტოფარეხს ბაზილიკის ფორმა აქვს. არ ვიცი როგორ მოხდა ეს. ვოცნებობ სახურავისა და დიდი თემატური ოთახების გაკეთებაზე. მაშინ უფუნჯოდ გატარებულ ამ ექვს წელს ავანაზღაურებდი, რა თქმა უნდა თუ მახსოვს ფუნჯის ჭერა. შემდეგ იქ საკონცერტო დარბაზს გავაკეთებდით, ორღანის დარბაზს, თუნდაც თანამედროვეს, ელექტრონული ორღანი. ადრე ბევრს ვუკრავდი ჩასაბერ ინსტრუმენტებზე, ტაძრში ორღანისტად ვმუშაობდი, იქ დაბრუნება მინდა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ.

ამიტომ შემდეგ წელს იოსიპ ბარტოში ტრანსკარპატიის კიდევ ორ ციხესიმაგრეს იღებს. წარმოუდგენელია, თუ როგორ მოასწრებს ყველაფერს. როგორც კი დავემშვიდობეთ, ის უნგრელების დიდ ჯგუფს შეხვდა და მორიგი ექსკურსიის ჩატარება დაიწყო. ექსკურსია ციხესიმაგრეში, რომელმაც ის სახელოვნებო შრომას მოსწყვიტა, მაგრამ აჩუქა სხვა – ისტორიკოსის, გამომძიებლის და საკუთარი საქმის ნამდვილი ფანატიკოსის სამსახური.

ავტორებიტექსტი:ბოგდან ლოგვინენკოოპერატორი:დმიტრო ოხრიმენკომონტაჟი:მიკოლა ნოსოკისურათი:ბოგდან ლოგვინენკოდახმარება:კატერინა დაშკოთარგმანი უკრაინულიდან:ლაშა ავქოფაშვილი

8 მაისი 2017 15:20