სერგიივკა: იალქნები ლერწამის ნაცვლად

ადგილები
ბესარაბეთი
ხალხი
25 თებერვალი 2018 1:41
287

სერგიიკა ბესარაბეთის საკურორტო დასახლებაა, ოდესის მახლობლად. თუმცა, ეს ადგილი მკვეთრად განსხვავდება მეზობელი ყურესგან. ნაკლები ხმაური, ღამის სეირნობა და ძვირფასი კატერები. ცხოვრების ტემპი მშვიდია, რასაც უპირატესობა აქვს. სერგიივკა კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, სადაც შეგიძლია სულ იცურავო, დალიო სამკურნალო მინერალური წყალი, დაიბანო სამკურნალო ტალახით. თუმცა, ყველა არ არის მზეზე მოდუნებული. დასახლება, რომელიც ბადაცკის ყურეს ნაპირზეა საიალქნო სპორტის განვითარების ადგილია. აქ, მცირე დაფებზე, მუდამ ცურავენ ბიჭები და გოგოები, რომლებიც სტიქიის მორჯულებას ცდილობენ. ისინი ვიაჩესლავისა და ალექსანდრე სმეტანკების მიერ შექმნილი საიალქნო სკოლის მოსწავლეები არიან. მათი ნავები სულ მიისწრაფიან ყურეში შავ ზღვამდე. ზოგიერთი ბავშვი ყვინთვას სწავლობს, რათა თავში არ მოხვდეს, სხვები კუ უკვე საიალქნო სპორტში უკრაინის ჩემპიონები არიან, რომლებიც უკვე თავდაჯერებულად დგნან.

ვიაჩესლავი

ვიაჩესლავ სმეტანკა გვიწვევს ღამის გასათენებლად დასვენების ცენტრ “ვოდნიკის” ერთ-ერთ ოთახში, ხოლო ნაოსნობის სკოლაში საკმაოდ მშვიდი სეზონია. მან საკუთარი ხელებით შექმნა ეს ბაზა, აშენებდა გასასვლელს, რათა ნავები ადვილად გასულიყვნენ ყურედან. ის ძველი ჟიგულით დადის და ერთადერთი ადგილობრივია რომელიც უკრაინულად გველაპარაკება, თუმცა აღიარებს რომ რუსულს შეეჩვია. მისი თქმით, რუსული ბესარაბეთში საბჭოთა ჯარის ენა იყო, რომელიც აქ, ხილითა და ბოსტნეულით სავსე აგარაკებზე, საპენსიო ასაკში  საცხოვრებლად ჩამოდიოდნენ. ვიაჩესლავის მამაც ყოფილი სამხედორა. ყაზახეთში მან მომავალი ცოლი გაიცნო. ვიაჩესლავი იხსენებს, რომ იალქნებით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული:

— სერგიივკაში დავიბადე. 8 წლის ასაკში, ანუ 50 წლის წინ, საიალქნო სპორტით დავკავდი, მოგვიანებით ჩემი უმცროსი ძმა ოლექსანდრიც დავპატიჟე.
სპორტმა იმდენად გაიტაცა, რომ მან მიზნად მშობლიური ბაზის შექმნა დაისახა, სადაც მაღალი დონის საერთაშორისო შეჯიბრის ჩატარება შეიძლება. უკვე 90-იან წლებში სერგიივკაში ახალგაზრდა სპორტსმენები დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიდნენ.

სერგიივკას საიალქნო sister town

— ჩვენ დაძმობილებულ ქალაქებს ვეძახით, ისინი კი sister town-ს ეძახიან – ვიაჩესლავი ქალაქ როტერჰემზე(Rotherham) გვიყვება, საიდანაც იახტსმენები უკრაინაში შეჯიბრზე ჩამოვიდნენ. სამხრეთ იორკშირში მდებარე მდინარე დონის ერთ-ერთ სანაპიროზე, როტერჰემი ინგლისში საიალქნო სპორტის ერთ-ერთი ცენტრია. მოყვარულები აქ, ერთ-ერთი წყალსაცავის ნაპირზე ვარჯიშობენ. ადგილობრივი იახტ-კლუბები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს და მუდმივად ატარებენ შეჯიბრს. როტერჰემში ზღვის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება შეგიძლია. არ აქვს მნიშვნელობა, დამწყები ხარ თუ პროფესიონალი, აქ მაინც იპოვი ადგილს სავარჯიშოდ.

ოლექსანდრმა და ვიაჩესლავმა, თავის დროზე, ხელშეკრულება ბილგოროდ-დნისტროვსკის ლიცეუმს, სერგიივკის სკოლასა და ბრიტანულ სასწავლო დაწესებულებასთან გაფორმეს, რათა ბავშვებს შეეძლოთ გამოცდილების გაზიარება.  მოხალისე-სტუდენტები ბრიტანეთიდან ინგლისურის სწავლაში ეხმარებოდნენ, უკრაინელი ბავშვები კი საზღვარგარეთ გამართულ შეჯიბრებში იღებდნენ მონაწილეობას. ვიაჩესლავი ამაყობს ამ პროექტით:

— ჩვენ პრემიერ-მინისტრს შევხვდით. სადღაც სურათიც მაქვს: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ჩემი ძმა, მე და ჩვენი ბავშვები.

ვიაჩესლავის „საერო“ დიპლომატიის დამსახურებით, ბრიტანელებმა სერგიივკას ამბულატორიული ხელსაწყოები, სარეანიმაციო ავტომობილი და წამლები გადასცეს. ასეთი უანგარო თანამშრომლობა ბრიტანეთთან 5 წელი გრძელდებოდა. ამის შემდეგ ვიაჩესლავის თქმით, ამაში ყოფილი „აპარატნიკები“ ჩაერივნენ, რომელთაგან არანაირი სარგებელი არ იყო, ამიტომ ეს პროექტი დახურეს. ახლა მისი აღორძინების დრო დადგა, ფიქრობს სმეტანკა.

საიალქნო სკოლა და მისი აღსაზრდელები

ვიაჩესლავი უკრაინის სამხრეთ კურორტებს საიალქნო სპორტისა და იახტინგის განვითარების პერსპექტივად მიიჩნევს:

— ინგლისელებს ყოველ პატარა ადგილზე ნავები აქვთ, სადაც ინსტრუქტორი მათ მართვას ასწავლის.

გამოცდილი მწვრთნელის თქმით, საიალქნო სპორტი – არ არის მხოლოდ შეჯიბრი. იგი საშუალებას აძლევს ბავშვებს მიიღონ სხვადასხვა ცოდნა და შეიძინონ უნარი:

— ჩვენ უნდა შევძლოთ ქარისა და წყლის ელემენტებთან გამკლავება; ვიცოდეთ ნავის აგებულება; კვანძის შეკვრა; მავთულის დაწვნა; იალქნების დაყენება; ლურსმნის დაჭედება; ცურვა. ბევრი რამ უნდა იცოდე.

ის ასევე სქელყდიან წიგნს შეჯიბრების შესახებ იხსენებს, რომელიც უნდა ისწავლო. ამბობს, რომ შემდგომში ეს ცოდნა ცხოვრების საშუალებას გაძლევს.

თუ თავიდანვე დაიწყებ ცოტათი გემის მართვას, მომავალში უფრო გაგიადვილდება. ასეთი ბავშვი, ვიაჩესლავის აზრით, ადვილად ისწავლის მანქანის ტარებას. ფიზიკური დატვირთვა, ასევე ხელს უწყობს ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერებას. მწვრთნელის აზრით, ვინც იალქნებით დადის, ნაკლებად ავადმყოფობს. ამბობს, რომ წყალზე არ არის იმდენი მიკრობი, რამდენიც ქალაქშია.

დაძველებულ ბიგბორდზე, რომელიც სკოლის ტერიტორიაზეა, გაღიმებული ბიჭებისა და გოგონების სურათია:

— ეს ჩვენი ბავშვები შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე არიან. სხვებს უკვირთ, რომ ისინი წავიდნენ, ამიტომ მათაც უნდათ.

ვიაჩესლავ სმეტანკა გვიყვება იმას, თუ როგორ ხვდებიან მასთან ახალი მოსწავლეები:

— ვიღაცამ ჟიულ ვერნი წაიკითხა, სხვამ მეზღვაურების შესახებ წაიკითხა ან დაინახა ისინი. ზოგიერთს მსოფლიოს ნახვა უნდა, რაიმე ახლის ჭამა, დალევა. ბავშვები ხომ ბავშვები არიან.

ყველა აღსაზრდელს მწვრთნელი საკუთარ შვილებს ეძახის. რომელიმეს გამოყოფა არ უნდა. ამბობს, რომ ბევრი ჩემპიონია. არიან ისეთებიც, რომლებმაც სპორტს ასაკის გამო დაანებეს თავი:

— ისინი უკვე დიდები არიან, 40-ს გადაცილებულნი. ახალგაზრდებიც არიან. აი ჩემი პატარა ნათლული – უკრაინის ჩემპიონია “ოპტიმისტში”»* *„საერთაშორისო.

იგრძნობა, რომ ვიაჩესლავი ამაყობს იმით, რასაც აკეთებს, მაგრამ მას არ უნდა პროფესიულ მიღწევებზე საუბარი:

— ახლა აღარ ვმუშაობ მწვრთნელად. მრავალი წელია რაც ადმინისტრატორი ვარ, ვზრუნავ ამ ბაზაზე, ვატარებ და ვაფასებ შეჯიბრებს.

კითხვაზე, თუ ვინ არის მისი სიამაყე, ვიაჩესლავ სმეტანკა თავის ძმას ასახლებს:

— ოლექსანდრმა ჩემსგან აიღო ესტაფეტა და ამ საქმეს ყოველდღიურად აკეთებს.

ვიაჩესლავთან ინტერვიუს ჩაწერის დღეს, ჩვენ ვერ შევძელით მის უმცროს ძმასთან საუბარი. სამწუხაროდ, 14 ოქტომბერს ალექსანდრე სმეტანკა ოდესის მახლობლად ტრაგიკულად დაიღუპა. საკუთარ ავტომობილში, ის ზღვის ფსკერზე იპოვეს.

ვარჯიში

— ცხვირი აწიეთ. საშა, დაეხმარე! ზემოთ! უცებ, აწიეთ! მატვეი, უნდა დაეხმაროს მას. დაეხმარე! სწრაფად! გადატრიალება!

კიევის მწვრთნელი იგორ ლეონჩუკი ბიჭებს დავალებას აძლევს, რომლებსაც საკუთარი იახტები ნაპირზე გამოაქვთ. ის თავის აღსაზრდელებთან ერთად სერგიივკაში სტუმრად ჩამოვიდა, მათ ავარჯიშებს. ერთი ასეთი იახტა 100 კგ-ს იწონის, ამიტომ მისი ადგილიდან დაძვრა ცხრა ახალგაზრდას შეუძია. ერთ-ერთი მათგანი ძალიან დაიღალა:

— უკვე ორჯერ ვთქვი „გადატრიალება“..

ამავდროულად, მწვრთნელი განაგრძობს:

— მეორე ნავი: ნაკლები ლაპარაკი, მეტი საქმე! ცხვირი აწიე! შემდეგი ნავი წავიდა!

კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც  ზღვაში გასასვლელად ემზადება. ბიჭები ენთუზიაზმით გვიყვებიან, თუ როგორ არიან მოწყობილნი მათი ნავები, თუ როგორ უნდა დააყენო ისინი და რატომ უნდა დააზღვიო ანძა* *წვრილი ჯოხი, რომელიც ერთი მხრით ნავს ეყრდნობა, მეორე მხრით კი იალქანს, რომელიც მას დიაგონალზე წელავს, - ავტ.  ისინი მზად არიან ერთმანეთს სიტყვები შეუსწორონ, რათა დაუმტკიცონ უფროსებს, რომ მათ წინაშე გამოცდილი იახტსმენები არიან. სამაშველო ჟილეტს ყველას აცმევენ, მათ ვინც იცის ცურვა და მათ ვინც არა.

— შეიძლება რეაგირება არ მოახდინო მაშინ, როდესაც მოულოდნელად იახტა ტრიალდება – ამბობს ერთ-ერთი ბიჭი.

ყურეში რამდენიმე იალქანი ჩანს. იგორ ლეონჩუკის აღსაზრდელები სწავლობენ ქარის შეგრძნებასა და იახტის მოტრიალებას. ახალბედები უფრო გამოცდილ მეგობრებთან ერთად დადიან, რათა შეეჩვიონ ნავს და შიში დაძლიონ. შემდეგ, კარგ ამინდში, მწვრთნელი წყალში მარტო გასვლის უფლებას აძლევს. მათ, ვინც რამდენიმე წელია ვარჯიშობს, ნავი თავდაჯერებულად მიჰყავთ.

— რომა, ყურადღებით, გვაჩვენე ოვერშტაგის ტრიალი (ნავი ქარის საწიანააღმდეგოდ ტრიალდება. ავტ.), – იგორის ხმა რუპორიდან ისმის. ის ძრავულ ნავზე ლავირებს და ამა თუ იმ ელემენტს მოსწავლეებს აჩვნებს. რომა ატრიალებს საჭეს სხვა მხარეს, იახტა კი არ უჯერებს მას. იგორი შეწუხებულია:
— სხვა მხარეს საჭე! გთხოვ, ნუ ურევ.

ბიჭი ცდილობს. დღევანდელი მისი ამოცანა – ლავირების შესწავლაა. რომა კვლავ ბრუნდება: დაღუნული ხის ქვეშ გადის, ხტება, იჭერს ქარს, ჯდება სხვაგან და ხელს ცვლის. უკეთესია, მაგრამ მწვრთნელი ხარისხიან შესრულებას ითხოვს:
— რომა, რატომ იყურები ქვევით? ზევით უნდა იყურო, იალქანს უნდა უყურო, რათა ნახო თუ როგორ დაიჭირე ქარი.

ამ დროს პირველი იახტა უკვე ნაპირთან არის. ქვიშა სუფთაა, წყალი გამჭვირვალე და თბილი. სერგიივკიდან აქ რომ ჩამოხვიდე, კილომეტრი ხიდით უნდა გაიარო, ის 1972 წელს ააშენეს, რათა ზღვის ყურესთან შეეერთებინათ. ასეთ მოგზაურობაზე ყველა არ დაგეთანხმება, იგორი კი მოხარულია.

—ნაკლები პლაჟი, ნაკლები მუსიკა. ჩვენ გვიყვარს ეს ადგილი.

ზოგჯერ ის ამ სანაპიროზე „ეკოდესანტთან“ ჯდება. მოსწავლეებთან ერთად, ის ტერიტორიას ალაგებს.

— გვინდა, რომ პლაჟის ნაწილი თეთრი და ლამაზი იყოს.

მომავლის გეგმები

თანამოაზრეებთან ერთად, ვიაჩესლავ სმეტანკამ ოდესის კიდევ ერთი საიალქნო სპორტის ახალგაზრდული სკოლა შექმნა. თუმცა, დარწმუნებულია, რომ მას შეეძლო გაცილებით დიდის გაკეთება, აბსურდულ კანონებს ხელი არ შეეშალათ. მისი აზრით, ინსტრუქტორებსაც შეეძლოთ ბავშვებისთვის ესწავლათ, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე არის სიტყვა „მწვრთნელი“, რომელიც მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი შეიძლება იყოს. ვიაჩესლავს აბრაზებს ისიც, რომ რეზინის ნავიც კი უნდა დაარეგისტიროს:

— მითხარით: თუ საზღვარგარეთ გაქცევა მომინდება, არაადექვატური უნდა ვიყო, რომ ასეთ ნავზე დავჯდე და შავი ზღვა გადავცურო! უფრო ადვილი არ არის პოლონეთთან ან რუმინეთთან გადავკვეთო საზღვარი და იქ დავიკარგო? ვისთვის არის ეს ცირკი?

ვიაჩესლავი დარწმუნებულია, რომ საიალქნო სპორტის შესწავლა ყველგან უნდა იყოს შესაძლებელი სადაც კი წყალია:

— იახტინგი ხომ საერთოდ სჯობს. სპორტში პირველი და საუკეთესო უნდა იყო, იახტინგი კი ამაზე უკეთესია. ეუფლები იალქნებს და მხოლოდ საკუთარ თავს ეჯიბრები – ამბობს ვიაჩესლავი.

ის ასევე, სერგიივკაში, ორკვირიანი კურსების ორგანიზებაზე ოცნებობს, რომლის განმავლობაშიც უკრაინის სხვა რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს ასწავლიდა იალქნურ სპორტს:

— მინდა, რომ ისინი აქედან დიდი წოდებით წავიდნენ „ახალგაზრდა, რომელიღაც ნავის მმართელი“. ზაფხულის განმავლობაში თუ ამ მოედანზე 2-3 ათასი ბავშვი გაივლის, ძალიან კარგი იქნება.

ამ პროექტის რეალიზაციისთვის სკოლებს ნავები აკლიათ. ჯერჯერობით, იქ მხოლოდ 15-20 მოსწავლე სწავლობს. აუცილებელია სტუმრებისთვის ოთახების დამატება, მათი მოწყობა. ვიაჩესლავის თქმით, სამუშაოს დასრულებისთვის მხოლოდ თანხა აკლია:

— ქვეყანაში ფინანსური აპარატი რომ ამუშავებულიყო, აქ ისეთ სილამაზეს შევქმნიდი. ათასობით ადამიანი ჩამოვიდოდა. ახლა ეს არავის უნდა. არა, აი: იქ ჩიტები მღერიან, მათთვის იქ კარგია, ადამიანებისთვის კი არც ისე.

ვიაჩესლავის აზრით, სერგიივკა უკრაინის სამხრეთით მდებარე სამოთხეა:

— აქ ყველაფერი გვაქვს: ცხელი წყალი, სამკურნალო ტალახი, უამრავი თევზი, ვარხვები, რომლებიც პირველად ექვსი წლის წინ გამოჩნდნენ. ისინი, რომლებიც ახლა მოფრინავენ, ჩვენებია. მათ სამშობლოდ უკრაინა აირჩიეს, ამიტომაც აქ ბრუნდებიან.

ამავდროულად, ამ ადგილისთვის უნდა იბრძოლო და მოუარო. ვიაჩესლავს სჯერა, რომ განვითარების საშუალება და საკუთარი საქმით დაკავების შესაძლებლობა უკრაინაში ყველას აქვს:

— აუცილებელია ძლიერი ქვეყნის შექმნა, ცხოვრებისთვის მოსახერხებელი რომ იყოს. ჩვენი ბავშვები აქ რომ გაიზარდონ, არავინ რომ არსად მიდიოდეს. არა ამერიკაში რომ არ მიდიოდნენ დოლარებისთვის, არამედ აქ რომ შოულობდნენ მათ. დაე გრივნიებით, მაგრამ ბევრი რომ იყოს. არაფრით არის ეს წყალი უარესი. ვარხვებს მოსწონთ. ისინი აქ, სახლში მოფრინავენ. მაშასადამე ვარხვები – სახლში არიან. ჩვენი თანამოქალაქენი კი იქ არიან, სადაც ფრინველები ზამთარში მიდიან. არასწორია. ყველა სახლში უნდა იყოს.

როგორ ვიღებდით

Ukraїner-ის გუნდის სერგიივკაში სტუმრობის შესახებ უფრო მეტი ვიდეო-ბლოგიდან შეგიძლიათ გაიგოთ.

ავტორებიავტორი:ალეკს პორტიანავტორი:ბოგდან ლოგვინენკორედაქტორი:ევგენია გრინიოპერატორი:  პავლო  პაშკომონტაჟი:მიკოლა ნოსოკირეჟისორი:მიკოლა ნოსოკისურათი:სერგი კოროვაინისურათი რედაქტორი:ოლეკსანდრ ჰომენკოთარგმანი:ლაშა ავქოფაშვილი

25 თებერვალი 2018 1:41