თემები

უტკონოსივკა: პომიდვრის მდელო

შეუძლია ადგილობრივ ეკონომიკას 2+2=5 პრინციპით მუშაობა? უტკონოსივკა ბესარაბეთის ჩრდილოეთით მდებარე სოფელია, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს შესაძლებელია. მისაღები კლიმატი, მტკნარ წყალთან სიახლოვე და ერთ საქმეზე მობილიზებული ჯგუფი, უტკონოსივკას პომიდვრის ერთ-ერთ უდიდეს სოფელ-მწარმოებელს ხდის უკრაინაში.

რა ცვლის ბერდიანსკს?

2017 წელს ბერდიანსკი უკრაინის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად აღიარეს.  „Google უკრაინას“ მონაცემებით საძიებო ფრაზა „დასვენება ბერდიანსკში“ სხვა საძიებო სიტყვებს შორის ყველაზე ხშირია. ეს არც არის გასაკვირი. უპირველეს ყოვლისა, ბერდიანსკი – პრიაზოვიას ერთ-ერთი კურორტია, სადაც გემით შეგიძლია ჩასვლა. მეორე – თბილი ზღვა...

სერგიივკა: იალქნები ლერწამის ნაცვლად

სერგიიკა ბესარაბეთის საკურორტო დასახლებაა, ოდესის მახლობლად. თუმცა, ეს ადგილი მკვეთრად განსხვავდება მეზობელი ყურესგან. ნაკლები ხმაური, ღამის სეირნობა და ძვირფასი კატერები. ცხოვრების ტემპი მშვიდია, რასაც უპირატესობა აქვს. სერგიივკა კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, სადაც შეგიძლია სულ იცურავო, დალიო სამკურნალო მინერალური წყალი, დაიბანო სამკურნალო ტალახით....

უმოდელოდ

სოფელი პანასივკა პელტას მდინარის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, პოლტავას რეგიონის მიროგოროდის რაიონში. ძნელია მისი პოვნა რუკაზე და რთულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით დისტანციურ წერტილში მისვლა. სოფელში მხოლოდ 90 ადამიანია. როგორც ჩანს, პანასივკაში არაფერი განსაკუთრებული არ არის, სანამ სეირნობისას არ დაინახავ მითური გმირის ქანდაკებას...

დამაკავშირებელი ცეზარი ტრანსკარპატიიდან

ტიაჩივის რაიონის სოფელი კალინა ტიპურ ტრანსპარპატურ სოფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ. აქ ძირითადად ხის გადამუშავებით არიან დაკავებულნი. მაგრამ კალინში არსებობს ადგილი და ადამიანი, რომელიც ამ სოფელს უნიკალურს ხდის და აქ უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.

შაგანი. ცხოვრება გეოგრაფიის კიდეზე

ბესარაბეთში პრიმორსკის დასახელებით სამი სოფელია. სამივე კურორტია. პრიმორსკე (ძველი დასახელება – შაგანი), რომელზეც საუბარი გვექნება, თათარბუნარის რაიონშია განლაგებული. სოფელი ზადუნაის სიჩის კოზაკებმა დააარსეს ყოფილი ბილიუკ-შაგინის თათრულ დასახლების ადგილას. აქ, მალიი სასიკისა და ჯანტშეი ლიმანზე, განლაგებულია ბალნეოლოგიურ-ტალახის კურორტი როსიეიკა. ეს წყალსატევები...

არაბატის ყურე

უკრაინის სამხრეთით, არაბატის ყურეზე, რომელიც აზოვის ზღვით არის მოცული, ხოლო დასავლეთით – სივაშის წყლებით, განლაგებულია სოფელი სტრილკოვე. ეს ხერსონის ყველაზე მოშორებით მყოფე დასახლებული პუნქტია, რომელიც ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს ესაზღვრება.

მეთუნეთა ოჯახი, რომელმაც ოპიშნე შეცვალა

მეთუნუქეთა ოჯახი უკრაინაში ათობით არის. ოპიშნე, რომელიც პოლტავშჩინაშია – მათგან ყველაზე დიდია. ეს უძველესი კაზაკების ქალაქია(ახლა საქალაქო დასახლების ტიპის სტატუსი აქვს – რედ.) თიხის დიდი რესურსის გამო, XIX – XX სს.–ში ყოველი მესამე ოჯახი მეთუნეობით იყო დაკავებული.

შემდეგი ჩანაწერების ჩვენება

თვალი ადევნე ექსპედიციას