უმოდელოდ

დაბა
პოლტავშჩინა
ხელოვნება
26 იანვარი 2018 16:28
838

სოფელი პანასივკა პელტას მდინარის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, პოლტავას რეგიონის მიროგოროდის რაიონში. ძნელია მისი პოვნა რუკაზე და რთულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით დისტანციურ წერტილში მისვლა. სოფელში მხოლოდ 90 ადამიანია. როგორც ჩანს, პანასივკაში არაფერი განსაკუთრებული არ არის, სანამ სეირნობისას არ დაინახავ მითური გმირის ქანდაკებას ერთ-ერთ ეზოში და არ ჩაუღრმავდები ანტკურობას პოლტავურად.

1

წარწერასთან “პანასივკა” უკრაინის დროშა ფრიალებს. სოფლის სტუმრებისთვის ის ორიენტირია – აქ მოქანდაკე და მხატვარი ვალერი ერმაკოვი ცხოვრობს. ის ვიწრო წრეშიც კი არ არის ცნობილი, თვითონაც კი აღიარებს რომ პოპულარობა არასდროს უნდოდა. პატარა სახლში, რომელშიც ყველაფერი საკუთარი ხელით არის გაკეთებული, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მარტო ცხოვრობს. ვალერის ეზო არც ერთ ეზოში არ აგერევა – მოქანდაკემ საკუთარი ნამუშევრები გამოფინა, რითაც ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმი შექმნა.

მფლობელი, როგორც ჩანს, ძალიან ბედნიერია მოულოდნელი სტუმრებით, რადგან მან დაუყოვნებლივ მოგვიხმო სახლში.

— ოჰ, მანქანა პურით წავიდა! ლაპარაკში გავერთე… არაუშავს, მომავალ კვირას მოიტანს. ცოტა მაინც მაქვს.

აქ პური კვირაში ერთხელ მოაქვთ. ერთ დროს დიდი სოფელიდან, პანასივკა პატარა სოფლად გადაიქცა. ვალერი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა მის სამკვიდროში. ის მხოლოდ 79 წლისაა.

მეუღლე – უფრო მეტი, ვიდრე მუზა

ვალერი პანასივკაში უკვე 11 წელია რაც ცხოვრობს.

მანამდე, იგი პოლტავაში ცხოვრობდა, მაგრამ მის მეუღლეს აქ გადმოსვლა სურდა, სადაც მიწაზე მუშაობა იქნებოდა შესაძლებელი. ვალერი არ მალავს: ყველაფერი გააკეთა, საკუთარი მეუღლისთვის: – როგორც უნდოდა, ისე იყო.

იქაც სოფელია და აქაც. ჩემთვის სულ ერთია, მთავარია ვქმნიდე

მოქანდაკე აღიარებს, რომ მისი მეუღლე არ იყო მისი მუზი, როგორც მხატვრებშია მიღებული. მაგრამ მისთვის ის უფრო მეტი იყო: ის მას ხელს არ უშლიდა და საშუალებას აძლევდა შეექმნა. ეს თავისუფლება მხატვრის მიერ ფასდება. მეუღლეების ტანდემს ვალერი არამარტო მადლიერებით, არამედ მისი დაკარგვის მიერ გამოწვეული მწუხარებით იხსენებს:

— მე მა ყოველთვის ვეკითხებოდი აზრს, რათა ვინმეს ეთქვა: ეს კარგია, ეს კი უარესი. მან ვაკულას გაკეთება მირჩია – მეც გავაკეთე. ჟურნალში ნახავდა ხოლმე სურათს და მეუბნებოდა – გააკეთე. უპრობლემოდ! მის გარეშე ძალიან მიჭირს…

ბერძნული ღმერთებიდან გოგოლის პერსონჟებამდე

ვალერი ხშირად იხსენებს საუბარში გოგოლის ვაკულას ქანდაკებას, რომელიც თანაბრად ორაზროვან და მრავალმხრივ შემოქმედებას იწვევს. მის შესახებ მხატვარს ცალკე ისტორია აქვს. ის ამბობს, რომ სოფელში ბიჭიც კი ჩამოვიდა, რომლისგანაც ზომები უნდა აეღოთ:

— დედამისი კი ამბობდა: რატომ უნდა გააკეთოთ მისგან ეშმაკი? – არა, არა! ეშმაკი კი არა, ვაკულა…!

მხატვრის ნამუშევრებს შორის ქანდაკება ქალბატონი ლურჯი თმით გვხვდება, რომელიც ქალთევზას ჰგავს:

— არც კი ვიცი, ვინ არის. ზოგიერთი ამბობს, რომ ქალთევზაა, სხვები – ნიმფას ეძახიან. მე არც კი ვეწინააღმდეგები.

მოქანდაკეს ეზოში ბერძნული ღმერთის ქანდაკებაც არის. ვალერი ისტორიას გვიყვება, რომელიც ქანდაკების იერსახის უკან დგას:

— ოლიმპზე დაიბადა, სადაც ზევსია. დედა ქალღმერთმა უარი თქვა მასზე, მაგრამ ღმერთებს შორის საყვარელი გახდა. შემდეგ ის გაიზარდა და გადაწყვიტა აპოლონთან მუსიკაში შეჯიბრება – სოპილკაზე უკრავდა და წააგო. აპოლონი – ძლიერი ღმერთია – ყურები გადაუტრიალა ისე როგორც ვირს. ამის შემდეგ ის ტყეში წავიდა სოპილკაზე საკრავად. ახლა კარგ მუსიკებს უკრავს.

შემოქმედების საიდუმლო

მხატვარი არ მალავს ტექნიკის საიდუმლოებას, ამბობს, რომ როდესაც არის ინსტრუმენტი, მაშინ ხელები ოქროა. ქანდაკებებს მხოლოდ კარგად გალესილი დანით ჭრის, წინააღმდეგ შემთხვევაში ქანდაკება არ იქნება ზუსტი. ამასთან, ვალერის არ აქვს სპეციალური განათლება, ის მხოლოდ უფასო სამოყვარულო გაკვეთილებზე დადიოდა. მაგრამ ერთი ან ორი თვე აქ ჩერდებოდა – მოთმინება არ ჰყოფნიდა.

ძირითადად ჟურნალებიდან სწავლობდა. მოქანდაკე სახლში გვპატიჟებს. ოთახები მწვანეა – ყვევილები ცოლისგან დარჩა, ის კი მათ უვლის. ყველაფერი დატვირთულია სკულპტურებით და ფერებით. კუთხეში ერთი დაუმთავრებელი სამუშაოა. ვალერი ამბობს, რომ ზამთარს ვერ დაელოდება, ის აუცილებლად დაამთავრებს ნახატს:

— აი, ამური ისვრის ისარს. ორ მეტრზე მაღალი იქნება, შეიძლება უფრო მეტი. ძალიან მიყვარს მითოლოგია, ბევრ სახეს ვიღებ იქიდან.

10

მითოლოგიისა და ანტიკური ეპოქის შესახებ წიგნები კი არ აქვს. ვალერის მაგიდაზე მხოლოდ სქელი შავი ბიბლია უდევს:

— არ მინდა და არც არასდროს მინდოდა ბიბლიოთეკა. მისთვის ფართია საჭიროა, არა. ყოველთვის ქალაქის ბიბლიოთეკაში მივდიოდი, აბონემენტი მქონდა. ტექნიკური ნაწილის ბევრ ლიტერატურას ვკითხულობდი.

11

ამის ნაცვლად, მხატვარი ჟურნალებსა და გაზეთებს აგროვებს. მოდელი არ ჰყავს, ამიტომ რასაც ქმნის, ეს მისი წარმოსახვაა:

— სახის ნაკრები: აქედან ცხვირი მომწონს, აქედან – დიდი თვალები. ამიტომაც ბერძნულ ცხვირს და უხელო ვენერას ვიღებ და საკუთარი გემოვნებით ვაკეთებ.

ანალოგიურად, სკულპტურის სხეულიც: ჟურნალებში სურათებს ნახულობს, ირჩევს რაც მოსწონს და საშუალო კოეფიციენტს ზომავს.

ხელოვნება გაყიდვის გარეშე

მხატვარი არ ყიდის თავის ქანდაკებებსა და ფერწერებს. ამბობს, რომ არ უნდა:

— მე ვიყავი გამოფენებზე, სორჩინსკის გამოფენაზე – სული არ მიდევს მათ გასაყიდად. ეს ჩემნაირი ტრივიალური იქნებოდა. მათზე ბევრ ენერგიას ვხარჯავ, სულს ვდებ, ამიტომ არ მინდა მათი გაყიდვა დაბალ ფასად და არც ძვირად მე არ ვყიდი – მე მხოლოდ ვაძლევ.

ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ მან სკოლასა და ეკლესიას აჩუქა. მის ნამუშევრებზეც არავინ სვამს კითხვას:

— არც კი იციან, რომ ისინი არსებობენ. მე კი არ ვახდენ აფიშირებას – ეს თქვენ გესაუბრებით. შესაძლოა იმიტომ, რომ მარტო ვცხოვრობ.

შემოქმედს თვითკრიტიკას ვერ დაესესხები, გულახდილად აღიარებს საკუთარ შეცდომებს და არ ეშინია საკუთარი ნამუშევრების სრულყოფა:

— ეს „ტყის სიმღერების“ მავკაა. როდესაც მის შესახებ გავიგე – ცრემლები მომადგა. ახლა ბევრი რეჟისორი იღებს ფილმებს მის მოტივებზე. ამიტომაც მინდოდა რაიმეს გაკეთება. მაგრამ მე არ ვამბობ, რომ მან წარმატებას მიაღწია… მინდა შეცვალო, დახვეწილობა შევმატო – ის ასეთი არ მომწონს. უკვე დიდი ხანია რაც ის პლასტელინისგან გამოვძერწე, შემდეგ მზის ქვეშ დადნა, განვაახლე და ცემენტისგან გავაკეთე. ახლა მას არაფერი ემუქრება.

ერთადერთი, რაც მოქანდაკეს ნამდვილად აკლია, არის დრო:

— მომეცით დრო – და მე ყველაფერს გავაკეთებ (ამავე დროს ის გვიჩვენებს სკულპტურას ოთახში, რომლამდეც უკვე ერთი წელია რაც ხელი არ მისდის).

18

ახლა შეშაზე ნერვიულობს, რომელსაც მთელი პენსიითაც კი არ იყიდი. მთელი დრო ტყეში წასვლასა და ხის მოტანაზე ეხარჯება. ამბობს, რომ ეს სამუშაო ერთ კვირაზე კი არა – მთელ თვეებზეა. შემდეგ კი ამბობს, რომ ჭა გაფუჭდა – ყველაფერი გასარემონტებელია. თუმცა ვალერი არ ბრკოლდება პრობლემებით, არამედ თავს იმშვიდებს:

— არაუშავს, ნელ-ნელა გაკეთდება.

ცხოვრებაში ყველაზე მთავარი – დეტალები

 

ვალერი თავის ნამუშევრებს „სალონურ ფერწერას“ უწოდებს. ის არ ბრაზდება, როდესაც ასეთ ნამუშევრებს არ აფასებენ და შეურაცხყოფილად ექცევიან. პირიქით – ამბობს, რომ ეს მთელი მატერიალურობის ფუძეა:

— აი პიკასო, რომელიც კუბისტია, საკუთარ ადრეულ ნამუშევრებს XVIII საუკუნეში ხატავდა. აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ შემდეგ წინა პლანზე წამოიწიო, პირველ რიგში აკადემიურად უნდა ხატავდე. მას ეს კარგად გამოსდიოდა.

ვალერი აღიარებს, რომ მას არ მოსწონს კუბიზმი: მას სურს, რომ ადამიანები ნახატებს უყურებდნენ, აღფრთოვანდნენ, რაიმე მსგავსების ძიებაში იყვნენ. საკუთარ ნაკლოვანებებზეც მიუთითებს: ნახატებს არ აქვთ მოცულობა, სიკაშკაშე…ბოლოს კი ის მხატვრულ საქმიაობასთან მიდგომის საკუთარ შეხედულებებს გვიზიარებს:

— ძალიან ბევრ საღებავს ვურევ ერთმანეთში – ეს ჩემი სისუსტეა და მე მასზე ვიმუშავებ. ბევრი უნდა დახატო, მე კი ამას ძლაინ იშვიათად ვაკეთებ. უნდა ენთო! როდესაც ვენთები ქანდაკებით, ის ძალინ კარგი გამომდის. შემდეგი კი, თუ ვიცოცხლებ, შედევრი იქნება.

ყველაფერში უნდა ჩაერთო, რასაც აკეთებ, უნდა ამჩნევდე დეტალებს. ჩემთვის აბსოლუტურად ყველა დეტალია მნიშვნელოვანი.

ვალერი კიდევ ერთ სურათს გვაჩვენებს. საინტერესო წარწერაა: “მე არ ვარ მარტო, იქამდე სანამ თქვენთან არიან – ხეები, ფრინველები, ცა “. ადრე, მისი ცხოვრების დევიზი მეუღლის სიყვარული იყო, ახლა კი – ეს ფრაზაა. ამბობს, რომ მარტო ყოფნა არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როდესაც ყველაფერი რაც დაგრჩა – ქანდაკებებია.

როგორ ვიღებდით

იმის შესახებ თუ როგორ შეგვხვდა ამ ისტორიის გმირი, პანასივკის თავზე მფრინავ დრონსა და უკრაინის ლიდერობის აკადემიის ერთ-ერთ სამყოფელში ვიზიტის შესახებ გაიგეთ მეტი ვიდეო-ბლოგიდან.

ავტორებიავტორი:ნატალიია კუჩერიავაავტორი:ბოგდან ლოგვინენკორედაქტორი:ტეტიანა როდიონოვასურათი:სერგი კოროვაინიოპერატორი:დმიტრო ოხრიმენკოოპერატორი:პავლო პაშკომონტაჟი:ოლეკსანდრ ლეღოსტაიევმონტაჟი:მიკოლა ნოსოკიპროდიუსერი:ნატალიია პანჩენკორედაქტორი:კარინა პილიუღინასურათი რედაქტორი:ოლეკსანდრ ჰომენკოდახმარება:ტეტიანა პასიჩნიკთარგმანი:ლაშა ავქოფაშვილი

26 იანვარი 2018 16:28