ალისა სმირნა და მისი ველო კარ – მიდამო

საკუთარი საქმე
სივრცეების გარდაქმნა
ტრანსკარპატია
26 აპრილი 2017 9:18
840

ამ პატარა სოციალურ საქმეს, ტრანსკარპატიაში შეუძლია, რომ ვინმეს შთააგონოს, მისცეს ბიძგი. ისტორია, რომელიც შეიძლება რომ მომხდარიყო უამრავ სოფელსა და ადგილზე. თანამედროვე უკრაინის უამრავი ინიციატავა – ახლის აშენებასა და ჩამოყალიბებაში გამოიხატება, ეს კი – განახლებას ემსახურება. ძველი შენობის განახლება ახალი საქმისთვის, რომელსაც შეუძლია თანამოაზროვნეთა შეკრება, ძველი ტრადიციების ტურისტულად გადაქცევა. უკრაინას არც თუ ისე ბევრი გადაქცევის მაგალითი აქვს. ჩვენ ველოდებით ძველის დალპობას, იმისთვის, რომ მის ადგილზე ახალი ავაშენოთ, ყოველგვარი ისტორიული საფუძვლის გარეშე.

 

ალისა სმირნა, თავის ქმართან, ვიტალისთან ერთად, რომელსაც ვერ წავაწყდით სახლში, პირველად დაკავდა ველოსიპედების გაყიდვით ტრანსკარპატიაში, შემდეგ კი მიხვდნენ, რომ მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ ადგილი, სადაც შეეძლოთ სტუმრების მიღება. მათ საკუთრებაში იყო ძველი შემნახველი ადგილი, რომელიც ტრანსკარპატიის ოლქის სოფელ დუბრინიჩში იყო. პირველ სართულზე საბანკეტო დარბაზი გააკეთეს, ტრადიციული ქორწილისა ან მოკრძალული საუზმისთვის. იქ მოსახერხებელი ჰოსტელია დიდი ოთახით. გარეთ საზაფხულო შხაპია. ახლა მას “დობრა ნუჩი” ჰქვია, რომელიც სოფლის დასახელებიდან გამომდინარეობს, ან “Bed&Bike”.

როდესაც იქ მივდიოდით, არ ველოდით რაიმე არაჩვეულებრივის ნახვას. ალისა ძაღლით შეგვხვდა.

– ეს იროკეზია, ის უბრალოდ ყეფს. მას ძალიან უყვარს პუბლიკა, ბავშვების გარდა. ბავშვები არ უყვარს. სამაგიეროდ, წვერიანი მამაკაცები უყვარს.

მაისიდან ოქტომბრამდე სიხარულით ვიღებთ ჭუჭყიან და დაღლილ ტურისტებს, მოგზაურებს, რომლებიც მიეჩვივნენ ეკონომიას და ხშირად ტრადიციული სასტუმროების მეპატრონეებს არ უხარიათ მათი დანახვა. ალისა ყველას არ იღებს, აქ ფეის – კონტროლია, ის ამბობს, რომ ეს მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანებისთვის არის. აქ მოდიან უცხოელები და ისინი, ვინც ხვდება, რომ ეს არ არის კომფორტული სასტუმრო.

– რითი დავიწყო? ეს ყოფილი მარცვლეულის შემნახველი ადგილია, რომელიც ხუთმა ოჯახმა მიიღო ხელფასის სახით, როდესაც არავის არსად უხდიდნენ. ამ ადამიანებმა არ იცოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ. მათ დაშლა და გაყიდვა უნდოდათ. დროთა განმავლობაში, ამ ადგილით ხალხი დაინტერესდა, რომლებსაც იქ შეშის საჭრელი ქარხანის გაკეთება უნდოდათ. მაგრამ რადგან ეს ადგილი ბებიაჩემის სახლს ესაზღვრება – მე არ მინდოდა, რომ მას ასეთ ადგილთან ეცხოვრა.

ტრანსკარპატიაში საკმაოდ ბევრი ტარტარკია. ეს აყვავებადი ბიზნესია, ეს შენობა კი – არაჩვეულებრივად შეეფერებოდა ასეთ ბიზნესს, რადგან აქ წლების განმავლობაში არალეგალური წარმოება იყო.

– მაშინ ტურიზმით ტურიზმით დავკავდი და ჩემმა გერმანელმა კოლეგებმა მითხრეს, რომ ეს არაჩვეულებრივი ობიექტია, იმისთვის, რომ აქ გააკეთო სასოფლო – სამეურნეო აღჭურვილობის მუზეუმი და საერთაშორისო შეხვედრების ცენტრი. თავიდან ვერ დავიჯერე, რომ აქ რაიმეს გაკეთება შეიძლებოდა. მაგრამ, რატომღაც, ასეთი აზრი ძალიან მომეწონა. მართალია, მარტო მე. მეზობლებსა და ნათესავებს, არ ეხამუშათ ასეთი აზრი. მარტვივად რომ ვთქვა, ისინი შოკში იყვნენ: „როგორ შეიძლება რაიმეს ყიდვა ვირთხებით, შემდეგ კი იქ ტურისტების მიყვანა?“, ორი წელი ვებრძოდი იმ სტერეოტიპს, რომ სოფელში შეიძლებოდა საინტერესო ადგილის გაკეთება. არავის ესმოდა, ამბობდნენ, რომ მე მხოლოდ უკრაინის ნეგატიურ მხარეს ვაჩვენებდი. ეს ყველაფერი აბსურდამდე მიდიოდა – ჩვენს უცხოელ ტურისტებს ღამე ველოსიპედის საბურავებს უჭრიდნენ.

ხშირად, უკრაინაში მოგზაურობისას, შეიძლება მოისმინო გასაოგნებელი ისტორიები ადგილობრივი მოსახლეობის ნებისმიერ ცვლილებაზე, თუნდაც კერძო ან საზოგადოებრივ ტერიტორიებზე, რაღა უნდა ვთქვა, სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებზე. ხალხი კიცხავს მთავრობას, უფულობისა და უყურადღებობის გამო, ამის სანაცვლოდ, ნებისიერი ინიციატივა იქვე იხშობა. საბედნიეროდ, ალისა და მისი ქმარი არ აღმოჩნდენ სუსტები და გაუძლეს თანასოფლელების წნეხს, შეძლს დაედასტურებინათ, რომ ტურისტები სოფლისთვის სასარგებლონი არიან.

– ათი წლის შემდეგ, რაც ეს ადგილი არსებობს, თანასოფლელებმა დაიწყეს მომართვა იმაზე, რომ დაგვხმარებოდნენ და როგორღაც ფული ეშოვათ. ისინი, ასე ვთქვათ, სამუსიკო კოლექტივები და უბრალო ქალები არიან, რომლებიც მზად არიან გაგვიწიონ მომსახურება: დალაგება, საჭმის კეთება. სამწუხაროა, რომ ახალი თაობა არ გვთავაზობს იმას, რომ იმუშაონ მიმღებში მაინც. ყოველთვის ვიწვევთ ადგილობრივებს, როდესაც ქორწილი გვაქვს, რათა ნახონ ეს ყველაფერი. აქ სოფლის ტურიზმის ყველა სფეროს ამუშავება შეიძლება. ადგილობრივი ფოლკლორის გუნდი მღერის, მეზობლები, ნათესავები, ამზადებენ საჭმელს ადგილობრივი პროდუქტისგან, ადგილობრვივი გოგონები გვეხმარებიან სუფრის გაშლასა და ალაგებაში. ასეთ პროდუქციას მეზობლებისგან ვყიდულობ, რათა დავწყნარდე, და ვიფირქო, რომ ეს არ არის ცუდი, როდესაც ტურისტები ჩამოდიან.

– როდესაც ექვსი წლის ვიყავი, აქ პირველად ვიშოვე ფული. ვმუშაობდი მარცვლეულის შემნახველ ადგილზე ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს. მთელი სოფლიდან მარცვლები შემოჰქონდათ, შემდეგ კომბაინი მეორე – მესამე სართულზე სწევდა, იქ კი შრებოდა. ამ ადგილის ახალი სიტორია 2003 წელს დაიწყო. თავიდან ძალიან გართულდა მიწის ყიდვის მომენტი, რადგან შენობის მიღება ადვილი იყო, სამი ოჯახი დაგვთანხმდა გაყიდვაზე, მაგრამ პრობლემა მიწაზე იყო. ახლა, საბედნიეროდ, ყველაფერი გავაფორმეთ. შევეცადეთ ყველაფერი ისე დაგვეტოვებინა, როგორც არის. მხოლოდ მეორე სართულზე გავაკეთეთ ახალი კედლები. აქ, დიდი ხნის განმავლობაში იდგა მარცვლის სუნი.

ეკოლოგიური ველო კარ – მიდამო ტრანსკარპატიის ტრადიციებს ინახავს და იზიდავს უცხოელებს, რომლებიც აქ კარპატების ტრადიციებით აღნიშნავენ ქორწილს. ალისამ აქ პატარა „მწერთა სასტუმრო“ მოაწყო. ჯერ მხოლოდ ყუთია, მაგრამ მალე ჭიანჭველები დასახლდებიან. ერთხელ მეპატრონეებმა დაშავებული ბუ იპოვეს, რომელსაც მოუარეს და გაუშვეს ტყეში. მის შემდეგ, სახურავის ქვეშ, პატარა სახლი დარჩა.

– დიდი ხანი ვაკეთებდით შენობის რემონტს. დიდი ხანი, რადგან ნივთების ყიდვითაც ვიყავი დაკავებული. უნდა ვიპოვო ქირურგი, რათა მან დიდი ნემსი ამოიღოს ერთი ადგილიდან. რემონტის დროს, ზევით, მეტალოპლასტმასის ფანჯრები დავაყენეთ. შემდეგ მივხვდი, რომ ღამურები გაქრნენ. დავიწყე კითხვა, თუ როგორ დამებრუნებინა ისინი. მეშინია მათი, მაგრამ ეკოსისტემის დაშლა არ მინდოდა. ზემო სართულის ფანჯრების ამოღედა და მათი შემოშვება მომიწია. ვირთხები არ არიან, რადგან საჭმელი არაფერია. მაგრამ თაგვები არიან. შემოდგომისას მოდიან და მეზობლის ქათამს იპარავენ, მეზობელი კი მე მიბრაზდება. უამრავი მწერი და ობობაა, რომლებიც გაგვაქვს. მწერთა სასტუმროც გავაკეთეთ. აქ ყველაფერი ბუნებისთვის არის, რადგან ჯერ ისინი მოვიდნენ, შემდეგ კი ჩვენ ამიტომ, ვცდილობთ, რომ არ შევუშალოთ ერთმანეთს. პირველ სართულზე საერთაშორისო შეხვედრების ცენტრი გვაქვს. ავსტრიაშიც ასეა, უქმე დღეებზე რაიმე დასასვენებელ ოთახებს აკეთებენ, აქ 50 – მდე ადამიანია, ლემკურ ქორწილს ვაკეთებთ. ტურისტული ჯგუფები ჩამოდიან ვიყვანთ წყვილს და ვაქორწინებთ ეროვნულ სამოსში.

ალისა გვიყვება, რომ აქ თითქმის არ ჩამოდიან უკრაინელები. მას, ცოტათი ეშინია ადგილობრივი ტურისტის. სახლში ყველაფერი რამდენიმე ენაზეა: ინგლისური და გერმანული ყველამ იცის. აქ ველოსიპედის აღება შეიძლება, ან როგორც აქ ამბობენ ბიციღლი, შეგიძლია წახვიდე და ნახო ტრანსკარპატიის არაჩვეულებრივი ბუნება.

– ჩემი ქორწილი აქ იყო, ამიტომ ხალხი მიეჩვია თხოვნებს. სხვადასხვა დღესასწაულს ვატარებთ, დაბადების დღეებსაც. ზაფხულში ორკვირიანი ენის  ბანაკი გვქონდა. სურათებს, რომლებსაც კედლებზე ხედავთ, ლუჟანის მდელოა, რომელიც დანახულია ჩემი ავტრიელი და გერმანელი ტურისტების მიერ, ამიტომაც აქ დაკიდეს. თუ ვისაუბრებ უკრაინელ ტურისტებზე – მე მათი მეშინია. დიდი ნეგატიური გამოცდილება მქონდა. უცხოელებისთვის გასაღების დატოვება შეიძლება. ჩვენს ტურისტებს კი – თვალის დევნება. გასაგებია, რომ ყველას არ უნდა მაგრამ ასე გვიჩვენა გამოცდილებამ. მეშინია, რომ აქ რამეს დამიწვავენ. ამიტომ უკრაინელი ტურისტები – არ არის ჩემი მიზანი, რადგან ყოველთვის მეშინია მათი რეაქციის, როდესაც მატრასს იატაკზე ნახავენ.

დღემდე რამდენიმე ადამიანი მიიჩნევს ამ აზრს გიჟურად. ველოსიპედების სამყოფელი ადგილი ალისას მეორე სართულზე აქვს, პირველზე კი ქორწილებს მართავენ. ალისა, მის ქმარ ვიტალისთან ერთად, რომელიც ცოტა ხნის წინ ატო – დან დაბრუნდა, თან დაჰყვებიან ველო ტურებს, ველოჯგუფებს, უმეტესად გერმანულად მოლაპარაკეებს. ამ ადგილას შეგიძლია გაშრობა, მოწესრიგება, ისინი ოთხ ენაზე საუბრობენ და ოცნებობენ, რომ ველოტურისტებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.

– იმას, რასაც ზევით ხედავთ, გერმანულად „მატრაცენლაგერი“ ჰქვია. მატრასები გააზრებულად გავაკეთეთ იმის გამო, რომ მათი გადაადგილება და დამატება შესაძელებელი ყოფილიყო. ჯერ 16 ადგილი გვაქვს. აქ წვეულებებსაც ვაწყობთ. პოლონელებს, ჩეხებს, გერმანელებს, ავსტრიელებს – მათ აქ ძალიან მოსწონთ. მაშინ, როდესაც მიგვიწვიეს ველოტურისთვის, ცოტა ვიცოდით ველოსიპედების შესახებ. 6 – 7 წლის წინ იყო. იმის შემდეგ ძალიან მიგვიზიდა. მან ჩემში გააღვიძა ის, რასაც ადრე ეძინა. მას ახლა არ შეუძლია ველოსიპედის გარეშე, მისი დეტალურად შესწავლის გარეშე. მაგრამ, აგრძელებს მუშაობას დაცვად, ზაფხულში კი ველომექანიკოსად ტურისტებისთვის. ველოსიპედები საზღვარგარეთიდან ჩამოგვაქვს, ქმარი მათ ალაგებს. ველოსიპედს „უკრაინა“, არავინ გვაძლევს, რადგან სოფელში ძალიან აქტუალურია, ეს რკინები უკვდავია.

ალისა და ვიტალი გერმანიის, ავსტრიისა და უკრაინის რამდენიმე ტუროპერატორთან მუშაობენ. მათთან ibooking – ის მეშვეობით შეიძლება მოხვედრა. ყველაზე ეშმაკები კი უფასო გასათენებელს Couchsurfing – ისა და Warmshowers – ის მეშვეობით იღებენ. სხვათა შორის, Warmshowers ნაკლებად ცნობილია, რადგან მასში მხოლოდ ველოსიპედისტები ეძებენ ერთმანეთს.

– აღარ მახსოვს, როდის და როგორ დავრეგისტრირდი იქ, მაგრამ ეგრევე მომივიდა უამრავი შეტყობინება. ჩვენ ყველას ვიღებთ, ვაჭმევთ, ვტოვებთ, რამდენი ხნითაც საჭიროა. სამაგიეროდ, მაგარი ისტორია, გამოცდილება და სურათები გვაქვს. აქ ერთი ბიჭი კოსტა რიკიდან იყო, რომელიც ჩვენთან 90 დღით ჩამოვიდა, ევროპაში ველოტურით. ძალიან გამხდარი და გამოლეული იყო, ჩვენთან გამოიკვება და მადლიერების ნიშნით გოგონებს სალსას გაკვეთილები მოუწყო. მეორე მოგზაური შვეიცარიიდან იყო. ის გათავისუფლდა სამსახურიდან, ყველაფერი გაყიდა, იყიდა უძვირფასესი ველოსიპედი, აღჭურვილობა და გაემგზავრა მსოფლიოს სანახავად. ჩვენთან თურქეთის გზად აღმოჩნდა, და ჩავიდა კიდეც! თოვლში ველოსიპედი ჩანთასთან ერთად 25 კილოგრამს იწონიდა. ასეთი ისტორიები ძალიან შთაგვაგონებს, გვინდა განვვითარდეთ, არ გვეშინოდეს. ყველა ადამიანში უდიდესი პოტენციალია, უბრალოდ არ იციან ამის შესახებ.

სიმართლე რომ ვთქვათ, ველოსიპედის ადგილი – არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, თუ როგორ იწვევს ხალხის უნდობლობას მიზანმიმართულობა და რწმენა. ახალი მარცვლეულის შემნახველი საკნის მაგივრად, აქ გაიხსნა ნამდვილი სოციალური საქმე, რომელიც მოიცავს სოფლის მცხოვრებლების თანამშრომლობას, არის უმნიშვნელოვანესი პუნქტი, სადაც მოგზაურებს ფულით ან უფულოდ ელოდებიან.

ავტორებიავტორი:ბოგდან ლოგვინენკოოპერატორი:დმიტრო ოხრიმენკოსურათი:ტარას კოვალჩუკიმონტაჟი:მარია ტერებუსითარგმანი უკრაინულიდან:ლაშა ავქოფაშვილი

26 აპრილი 2017 9:18