ღორიშნი პლავნის თავისუფალი ცურვა

ადგილები
პოლტავშჩინა
ხალხი
10 ივლისი 2017 19:13
659

წყლის რესურსის უზარმაზარი პოტენციალის მიუხედავად, უკრაინაში არის რამდენიმე ადგილი, რომლებსაც პატარა გემების მშენებლობის ოაზისი შეიძლება ვუწოდოთ. ერთ–ერთი მათგანი პოლტავას რეგიონშია, ქალაქ ღორიშნი პლავნიში. აქ თავის დროზე მთელი სსრკ–დან ჩამოდიოდნენ “კომუნიზმის ასაღორძინებლად”. ქალაქი, რომლის საბჭოური სახელი – კომსომოლსკი იყო, რეგიონის ერთ–ერთი სანიმუშო ადგილი იყო. სამთო–გამამდიდრებელი კომბინატის მშენებლობის გამო აქ, თავის დროზე, რამდენიმე სოფელი განადგურდა, მდინარე დნიპრო კი კახოვის ზღვად გადაიქცა, რომლის მეშვეობითაც ჩერკასებამდე ან კიევამდე შეიძლებოდა მისვლა. საბედნიეროდ, დაჭაობებული ადგილები, რომელთა საპატივცემულოდ ოდესღაც დაარქვეს დასახლებას , ახლაც არსებობენ ქალაქში. ცოტა ხნის წინ ქალაქს დაუბრუნეს ისტორიული სახელწოდება – ღორიშნი პლავნი – სწორედ იმ ადამიანების დამსახურებით რომლებიც ჭაობების საშუალებით ცხოვრობენ.

ასეთი ადამიანი ვასილ ლეშჩენკოა, რომელსაც ექსპედიციისას ვესტუმრეთ. მან ქალაქში ერთადერთი იახტ–კლუბი დაარსა, რომელიც სწრაფად გახდა ღორიშნი პლავნის სავიზიტო ბარათი, მისი თვითაშენებული იახტა კი – ქალაქის სიმბოლოდ არის აღიარებული. მისი გემებით მსოფლიოს შემოვლაა შესაძლებელი, მაგრამ წყალში ახლად ჩაშვებული გემ “ფრეგატ–2–ის” კაპიტანი ოჯახთან ერთად დნიპროს გასწვრივ მოგზაურობს. ის არ საუბრობს ქალაქის სახელწოდების შეცვლაზე. იგრძნობა, რომ სორედ პლავნი და არა კომსომოლსკი – მისი სტიქიაა, გადმოსახლებულთა უმრავლესობა, რომლებმაც დასახლების ფუძე შეადგინეს, ეწინააღმდეგება ქალაქის სახელწოდების შეცვლას მართლაც ძალიან რთულია მათთან კამათი..

ვასილ ლეშჩენკო გვიყვება იმას, თუ ვინ არის ნამდვილი იახტსმენი

იახტინგით გატაცება

– იახტინგით დავკავდი, რადგან წყალში ყოფნა ძალიან მიდნოდა. ყველაფერი 1972 წელს დაიწყო. ხელფასი 100 რუბლი იყო, კარგი ნავი კი რამდენიმე ასეული ღირდა. ამიტომ ჩეულებრივ მაღაზიაში 10 რუბლად ვიყიდე ხის ნავი და იალქანი ზეწრისგან გავუკეთე. მე ჩემს ახალგაზრდგა ოჯახთან ერთად (ბავშვი მაშინ 5 წლის იყო) ვცურავდი. შემდეგ გადავწყვიტე კაიუტის გაკეთება, რათა ღამის გათენება შესაძლებელი ყოფილიყო. იახტის მაგვარი გამოვიდა მაგრამ მაშინ არ იყო ძრავა, რადგან ფული არ მქონდა.


– ნავის ძრავა “მოსკოვი–10”, მეორადი, კრემენჩუკში ვიყიდე. იქიდან ბიჭებმა პატარა სუფრის წყალობით ჩამომიტანეს აქ. მაშინ საწვავი ძალიან იაფი ღირდა, ძრავა კი ძვირი ღირდა, დაახლოებით 200 რუბლი. ყოველდვის ვეძებდი ისეთ გზას, რომ ყველაფერი იაფად გამეკეთებინა, ძრავა სულ რაღაც 40 რუბლად ვიყიდე.

იმ დროიდან ვასილს ორი იახტა ჰქონდა – 4,5 მ კაიუტითა და ძრავით. ის ღორიშნი პლავნის ყველაზე მაგარ მენავედ ითვლებოდა. სხვებს, თუ ძრავა გაუფუჭდებოდათ, მაშინ ნიჩბებისთვის უნდა მიემართათ. ახალგაზრდა მენავე კი სპეციალურად თიშავდა ძრავას და იალქნით მიდიოდა, რადგან ეს მას იტაცებდა. თუ სასწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყო სახლში ან არ იყო ქარი, მაშინ ვასილი ძრავას რთავდა, რადგან მას სხვებთან შედარებით უპირატესობა ჰქონდა. ვასილი ამბობს, რომ მათ არ შურდათ, მაგრამ ინტრიგებს ხლართავდნენ. ხდებოდა ისე, რომ ჭრიდნენ თოკს.

– ხელნაკეთი იახტები მაშინ კრემენჩუკშიც იყო. იქ ბიჭებმა ჩემზე დიდი ააშენეს. მაგრამ თვითგაკეთებული იახტების ცენტრი მაინც კიევი იყო. 1978 წელს კრემენჩუკელ ბიჭებთან ერთად შეჯიბრში ვმონაწილეობდი: 300 მილი ვცურავდით კანივის წყალსაცავში. სწორედ მაშინ მოვხვდი კიევის კრეისერების იახტ–კლუბში. ეს იყო რაღაც! იქ უამრავი ხელნაკეთი იახტა იყო. როდესაც ისინი ვნახე, მივხვდი, რომ მეც შევძლებდი ასეთი იახტის გაკეთებას. თუ კიეველებს შეუძლიათ, რით ვარ მე უარესი?


ძმები ბირიუკოვიჩები

კიევის საქალაქო კრეისერული იახტ–კლუბის(კკრი) ხელმძღვანელები მაშინ ძმები ბირიუკოვიჩები იყვნენ. 1968 წელს მათ შეძლეს, რომ შეექმნათ სსრკ–ში იახტსმენების პირველი საზოგადოებრივი სპორტული ორგანიზაცია კიევში. ორგანიზაციის მოღვაწეობის ფორმა და მეთოდები აბსოლუტური ნონსენსი გახდა იმდროინდელი ცინიკური ტოტალიტარული კომუნისტური სისტემისთვის, რომლის იდეოლოგია არ აღიარებდა დამოუკიდებელი იდეის გამომჟღავნებას. იახტ–კლუბი “საზოგადოებრივი ინიციატივის ფენომენი გახდა, რომელიც ქვევიდან მოვიდა და არა ნაბრძანები ზედა მხრიდან, მიუხედავად ამისა მან გაუძლო ყველაფერს”..

5

მარცხნივ – ნავი ბატკივშჩინა. მარჯვნივ – კაპიტანი დმიტრო ბირიუკოვიჩი.

უსარგებლო ნივთებით “გართობის” შემდეგ, ბიჭებმა იახტის ყიდვა გაწყვიტეს, მაგრამ სსრკ–ს დროს ეს ძალიან რთული იყო. ერთი მხრივ, იახტები წყლის სადგურების ბალანსზე იყვნენ. მეორე მხრივ კი: სოციალისტური სისტემა ითვალისწინებდა იმ იახტების განადგურებას, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა ამოეწურათ. ხშირად, იახტები, რომლებსაც შეეძლოთ ემსახურათ ადამიანებისთვის, ჭრიდნენ და წვავდენენ. ლოგიკა არ არსებობდა. მთავარი მიზანი იყო ის, რომ ინვენტარი არ უნდა მოხვედრილიყო კერძო პირის ხელში, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა სოციალისტურ იდეას – კერძო საკუთრების არარსებობას. უმჯობესია იახტა დაიწვას, ვიდრე ვინმეს საკუთრებად იქცეს. ბირიუკოვიჩებს გაუმართლათ: წყლის სადგურ “ვოდნიკის” მწვრთნელი ოლეგ ბუზოვსკი დაეხმარა კონსტანტინეს, რათა მას ნავი “ზიბი” კერძო საკუთრებაში მიეღო.

1960–იანი წლების დასაწყისში ასეთი “კერძო მესაკუთრეები” როგორებიც იყვნენ ბირიუკოვიჩები კიევში, რამდენიმე ათეული იყო. ისინი ჩერდებოდნენ მსს(მოხალისეობრივი სპორტული საზოგადოება) წყლის სხვადასხვა სადგურში შენიღბულნი იყვნენ სახელმწიფო საკუთრების სახით. ასეთი ადამიანები ვერ იტანდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი იახტები ჰქონდათ. ასეთი იახტსმენების სპორტული გამარჯვებების შემდეგ დამამცირებელი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაძლიერდა. ზაფხულში მსს–ში საკუთარი იახტების დატოვება უკვე აღარ შეეძლოთ.

პირველი უკრაინული საზოგადოებრივი იახტ–კლუბი

ამიტომ კონსტანტინე ბირიუკოვიჩმა გადაწყვიტა შეექმნა საზოგადოებრივი იახტ–კლუბი, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოებისგან. თანამოაზროვნეებისა და სოციალისტური სისტემის პატიოსანი ბიუროკრატების საშუალებით მან შეძლო ამ იდეის განხორციელება. დიდი მუშაობისა და ენთუზიასტების ვიწრო წრეში მოლაპარაკებების შემდეგ, დაიბადა ქალაქ კიევის სპორული საზოგადოებისა და ორგანიზაციის საბჭოსთან არსებული “ქალაქ კიევის კრეისერული იახტ–კლუბის შინაგანაწესი”. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან თავისუფლების მოყვარულებს უნდა მოეძებნათ ტერიტორია, თავისით მოეწყოთ, ეზრუნათ უსაფრთხოებასა და დაცვაზე. გათვლები, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ძალებზე უნდა მომხდარიყო, რადგან საბჭოს ბიუჯეტიდან კლუბი ფულს არ იღებდა.

6

კიევის კრეისერული იახტ კლუბის შეკრება, XX საუკუნის 60–იანი წლები

პარალელურად, ორგანიზაციის მისამართით ისმოდა იმ დროისთვის სახიფათო დადანაშაულება: “თქვენ – დამოუკიდებელი უკრაინა ხართ!” ირონია იმაშია, რომ ეს გამოძახილები უკრაინის ცკ კომპარტიიდან ისმოდა, რომელმაც შემდგომში უკრაინას პირველი პრეზიდენტი დანიშნა. მაგრამ 70–იან წლებში “დამოუკიდებლობაში” დადანაშაულება იმ საუკუნეში, ხალხს სიცოცხლის ფასად უჯდებოდა.

დმიტრო ბირიუკოვიჩის ექსპედიცია

მოგვიანებით კკრი–მ ისევ გააგრძელა უკრაინის დამოუკიდებლობის დადმტკიცება. 2000–2004 წლებში დმიტრო ბირიუკოვიჩმა გააკეთა ექსპედიცია “დაე, მსოფლიომ შეიცნოს უკრაინა!” “ბატკივშჩინას” ნავით. მარშრუტის სიგრძე – 1,5 ეკვატორის სიგრძე. ის ოთხ კონტინენტზე იყო, 14 ქვეყანასა და 70 პორტში, სამ ოკეანეში, უამრავ ზღვაში, ხუთ ტბაში, ექვს მდინარესა და რვა არხში. თურქეთში “ბატკივშჩინას” კაპიტანის მიმართ დიდ ინტერესს გამოთქვამდნენ, თუ რა უცნაური დროშა ჰქონდა. მაშინ გუნდმა გააკეთა პატარა სტენდი უკრაინის რუქითა და ინფორმაციით: დედაქალაქი, მოსახლეობის რაოდენობა, ეროვნული ვალუტა. საზღვარგარეთ მოგზაურობისას, მას წინა მხარეს კიდავდნენ.

gorishnipl-106

როდესაც “ბატკივშჩინამ” მიაღცია აშშ–მდე, ექსპედიციის შესახებ ინფორმაცია Los Angeles Times-ისა და The New York Times-ისპირველ გვერდებზე გაჩნდა. ექსპედიციის ოთხი წლის მანძილზე, ეკიპაჟის წევრის სტატუსით მონაწილეობა 50 ადამიანმა მიიღო, რამდენიმე ასეულმა კი – სტუმრის სტატუსი მოირგო.

სახლში დაბრუნებისას, დმიტრო ბირიუკოვიჩმა კიდევ ერთი იახტის მშენებლოდა დაიწყო, მაგრამ სულ მალე ცუდად გახდა. მაშინ პაპის საქმის გაგრძლება შვილიშვილმა ვადიმმა გადაწყვიტა, რომელიც 14 წლის ასაკში “ბატკივშჩინაში” მუშაობდა. ახლა ის, მეგობრებთან ერთად თავის “ბატკივშჩინას” აშენებს. როდესაც დაამთავრებს, ეს იქნება ერთ–ერთი უდიდესი საჰაერო ნავი უკრაინაში.


ღორიშნი პლავნის იახტ–კლუბი

კიევში ნანახი იახტების შემდეგ, ვასილ ლეშჩენკომ გადაწყვიტა შეექმნა საკუთარი იახტ–კლუბი კომსომოლსკში. 1978 წლის 7 ოქტომბერს ერთმანეთს შეხვდა ხუთი თანამოაზროვნე და ჩაატარეს პოლტავას სამთო–გამამდიდრებელი კომბინატის საორგანიზაციო შეკრება(იმ დროისთვის დნიპროს სგკ – რედ.). მათ გამოყვეს აუდიტორია ტექნიკუმში, რათა ჩაეტარებინათ კურსები. ამავე წლის დეკემბრის ბოლოს დადგა საკითხი, რომ შეექმნათ იახტ–კლუბი სამთო–გამამდიდრებელ კომბინატთან.

თავის დროზე ეს იახტ–კლუბი ძალიან მდიდარი იყო. აქ საბავშვო ოლიმპიური კლასები: “კადეტები”, “ოპტიმისტები”, “ფინები” იყო. ისინი ტალინში ნაყიდი ნავებით ვარჯიშობდნენ. იმ დროისთვის ასეთი სპორტით ყველას უნდოდა დაკავება. არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობდა, თითქმის ყველას ვიყვანდით:

– ბავშვები 6 წლიდან, ახალგაზრდები, მომუშავეები. იცით, მთელი საჰაერო სპორტი – სტიქიასთან ბრძოლაა, მიუხედავად ამინდისა და დღის მონაკვეთისა: წვიმაში, ქარბუქში; ქარი ან არის ან არ არის; ცივა ან ცხელა. ასეთ პირობებში იწვრთნება ფიზიკური გამძლეობა, ადამიანი სწავლობს ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრებას.

იახტების საკუთარი ხელებით აშენება

– როდესაც შეიქმნა კლუბი, დიდ იახტებს არ ვყიდულობდით – ვაგრძელედით მშენებლობას. ჩვენ ხომ ვნახეთ კიევში კარგი ნავები და დავბრუნდით სახლში, რათა უკეთესი შეგვექმნა. იმ დროისთვის ნებისმიერი ცემენტისა თუ ხის იახტა ხელოვნების შედევრი იყო, რადგან ადრე ჩვენ არ გვქონდა ასეთი რამ ნანახი. მაშინ ტელევიზორში არ აჩვენებდნენ ასეთ რამეს, ინტერნეტი კი არ იყო. ეს ახლა ვხვდები, რომ ის ნავები შედარებითად უკეთესი იყო. დღეს ისინი “შეშაა”. ჩემი ნავი, შედარებულია ისეთებთან – იმპორტულ, მაღალ კლასთან. სულ სამი იყო ნაყიდი: “ესტონეთი”, “ფავორიტი”, “მირაბელა”.

– იმ წლებში, ისე როგორც ახლა, გამოდიოდა ჟურნალი “კატერები და იახტები”. მისი პირველი გამოშვება 60–იან წლებში იყო. მართალია, თავიდან არ ვიცოდი მისი არსებობის შესახებ. შემდგომში სრულიად შემთხვევით ვნახე კიოსკში. ეს ჟურნალი ინფორმაციის ერთადერთი წყარო იყო. შემდეგ ლიტერატურის ძებნა დავიწყე. ძირითადად, ეს უცხოური მწერალ–სპორტსმენები იყვნენ: ბრიტანელი ფრენსის ჩიჩესტერი, პოლონელი ანჯეი ურბანჩიკი. უკანასკნელი, უამრავ მეზღვაურს აღწერდა, რომელიც იახტებით დადიოდნენ და შესაბამისად, ამ იახტების უამრავი სურათი იყო. მე მისი წიგნი მაქვს “მარტო ოკეანესთან”, “ზღვის რობინზონები” და სხვა..

1982 წელს გაჩნდა კურტ რეინკეს წიგნის “იახტების მშენებლობა” რუსული თარგმანი. ის ეგრევე გაქრა წიგნების თაროებიდან:

– მე ის საკუთარი იახტის მშენებლობისას გამოვიყენე. პროექტი თვითონ გავაკეთე, რეინკესგან კი მონაცემები ავიღე. მაგალითად, შპანგოუტის ტიხარი, მეტალის სისქე და უამრავი მონაცემი გადმოვაკოპირე მისგან. მე ხომ არ ვაპირებდი სერიული იახტის გამოშვებას. მაშინ პატენსტს მომთხოვდნენ, დამტკიცებულ პროექტს. მე ჩემთვის ვაშენებდი, იმიტომ, რომ ეს სრულად რეალური იყო. მისგან ავიღე ეს მონაცემები, რადგან მე არ მომიწევდა გათვლების გაკეთება დატვირთვაზე. მას მეტალის იახტის ორი პროექტი ჰქონდა: 10 და 14–მეტრიანი. მე 12–მეტრიანი გავაკეთე. მართალია, მე ცოტა მოდერნიზება გავუკეთე იმ პროექტს, რადგან ის 60–იანი წლების იყო. მაშინ სულ სხვა ნავები იყო.

კარგი ნავი იყო, წინაც და უკანაც ვიწრო, შიგნით კი არ იყო ისეთი კომფორტი როგორიც ახლა არის. იქ კაიუტაც კი არ იყო, მხოლოდ საწოლი. ამას გარდა, იახტების მშენებლობის ტენდენციებიც შეიცვალა. ოდესღაც თვლიდნენ, რომ იახტები ვიწრო უნდა იყოს, მაგრამ შემდგომში პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ისინი შეიძლება განიერიც იყოს, კომფორტული, ყველა პირობით. იმ დროის იახტებზე არ იყო საპირფარეში, ხელსაბანი, რომ აღარაფერი ვთქვათ ცალკე კაიუტაზე, სადაც დასაძინებლად დაწოლა შეიძლებოდა. ამიტომ, ვასილმა “ფრეგატის” მშენებლობისას თანამედროვე ტენდენციები გაითვალისწინა:

– კომფორტული იახტის მშენებლობა გამოცდილებასთან ერთად დაიბადა. ოდესღაც ჩვენ სევასტოპოლიდან ზღვით სამი დღე–ღამის განმავლობაში მოვდიოდით, ნაპირთან გაუჩერებლად. ბორტზე სამი ოჯახი იყო. იახტაზე კი განმარტოების ადგილი არ იყო: არ იყო კაიუტა, სადაც გამოცვლა შეგეძლებოდა, დაძინება, ან ადგილი სადაც არავინ შეგაწუხებდა. მაშინ მივხვდი, რომ ასეთი იახტებისთვის საჭიროა ცელკე კაიუტები, სადაც შეგეძლებოდათ განმარტოება, წიგნის წაკითხვა, დაძინება, რადიოს მოსმენა, საღამოს კი სავახშმოდ გამოსვლა. ასეთი იახტის დაპროეტება დავიწყე, რადგან პატარა ზომებით ასეთი რამის მიღწევა რთულია. კაიუტა ორსართულიანი ლოგინით – ეკიპაჟისთვის. ზოგჯერ საცურაოდ გასვლა მხოლოდ კაცებთან ერთად მიწევდა, მე კი არ მომწონს ვინმესთან ერთად ერთ ლოგინში წოლა. ასე კი ძალიან მოსახერხებელია, გვერდზე არავინ გაწუხებს. საოჯახო წყვილისთვის კი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი – ორადგილიანი კაიუტაა.

იახტ–კლუბში ვასილმა იახტები “ვიქტორია”, “კროლევა” და “ფრეგატის” კონსტრუირება გააკეთა და კიდევ ერთი 13–მეტრიანი ნავიც ააშენა:

– ჩემს ნავს 6 წელი ვაშენებდი. ყოველ დღე, დასვენების გარეშე, დღეში 12–16 საათი ვმუშაობდი. ჩემი ცოლი უკვე მიეჩვია იმას, რომ მთელი ცხოვრება იახტებს ვაშენებ. აი, უკვე ორი წელია რაც “ფრეგატი–2” წყალზეა. ყველა გამოჩენილი მეიახტე იახტის დასახელებას არ ცვლის. იახტებს ცვლიან, დასახელებას კი ტოვებენ, მხოლოდ ციფრს უმატებენ. გადავწყვიტე ფრენსის ჩიჩესტერისა და ერიკ ტაბარლის მაგალითზე გამეკეთებინა – თავის დროზე იყვნენ ასეთი გამოჩენილი მეიახტეები – ჩემს სამომავლო იახტებს “ფრეგატ–2″–ს, “ფრეგატ–3″–ს და ა.შ.

დავარქმევ. ვასილმა თავად შეიმუშავა სამომავლო ნავის პროექტის ესკიზი და მოდელი. ერთი – მთლიანად, იალქნით, აქ გამოსცადა, წყალსაცავზე. მოდელის გატესტვა კომპიყტერის 3D-მოდელირების საშუალებითაც შეიძლება.

– მეორე მოდელი, გეგმის მიხედვით, მეტალისგან გააკეთა. გამოცდის შემდეგ, მოდელი გაადიდა. ნახევარი წლის განმავლობაში წარმოების მოედანზე კორპუსს ვაგროვებდი – გავაკეთე შტემპელი, მოვნიშნე, გავაკეთე შპანგოუტი, გავშალე მეტალის ქაღალდები, დავადუღე ისინი, გავასუფთავე ქვიშის დანადგარზე, გავუკეთე ფუძე და მოვიტანე იახტ–კლუბში. ხის ნაწილი, შიდა აღჭურვილობა უკვე აქ გავაკეთე, 5 წელსა და 6 თვეში.

შიდა ნაწილის ესკიზების კეთებისას, ვასილი უამრავ ვარიანტს განიხილავდა, იყენებდა სურათებს ინტერნეტიდან და ირჩევდა იმას, რაც მოსწონდა:

– საფირმო იახტებს ნიმუშად ვიღებდი, მაგრამ საკუთარს ისე ვაკეთებდი, როგორც უკეთესად მივიჩნევდი. მართლაც, რამდენიმე ნივთი უკეთესი გამომივიდა. მე, მაგალითად, იახტის კორპუსი იფანისგან მქონდა და არა პლასტმასისგან. ხე სამამულო ადგილას მოვჭერი და აქ მოვიტანე, გავაკეთე მისგან ფიცრები და მივიღე მთელი მატერიალი. ფაქტობრივად, ფული მხოლოდ ტრანსპორტზე დავხარჯე.

– “ფეგატი – 2″–ის ძრავა, სხვათა შორის, ავტომობილის, კონვერტირებულია, რადგან ნამდვილი დიზელი იახტისთვის 5–დან 10 ათას დოლარამდე ღირს. ასეთი გამოყეებული კი ათასად შეგიძლია იყიდო და გადააკეთო. მაგრამ ამითი, რა თქმა უნდა, ბევრი საქმეა.

1999 წელს სამთო–გამამდიდრებელ კომბინატმა უარი თქვა იახტ–კლუბის დაფინანსებაზე და ის ქალაქის ბალანსს გადასცა. ქალაქს კი არ აქვს მისი შენახვის ფული. ამიტომ მათ კლუბს რეორგანიზება გაუკეთეს საბავშვო სპორტულ სკოლად, შესაბამისად შეიცვალა მისი სტატუსიც, უამრავი ახალი დისციპლინა დაემატა.

– საჰაერო სპორტი აღარ იყო მთავარი. ახლა იქ ტენისია, ბადმინტონი და უამრავი სხვა სპორტი. ერთ–ერთი მთავარი ნიჩბოსნობაა. ამ წელს ჩვენმა სპორტსმენმა იური ჩებანმა ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მიიღო. ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ახლა მთელი ფინანსები მიდის იმაზე, რომ განვითარდეს ნიჩბოსნობა. ამიტომ იახტინგი ახლა სამოყვარულო დონეზე დარჩა. ძველი დასახელება “იახტ–კლუბი” შენარჩუნდა, მაგრამ უკვე 16 წელია, რაც ის საბავშვო–საყმაწვილო სპორტული სკოლაა, იახტ–კლუბი კი – მხოლოდ დასახელებაა. აქ საიალქნო განყოფილებაც არის და ადამიანთა ჯგუფი, რომლების აგრძელებან იახტინგს, ძირითადად, კრეისერულს. წავიდეთ შეჯიბრზე. სხვათა შორის, წელს სვიტლოზავოდსკში კრეისერული იახტების შეჯიბრი ჩატარდა. ჩვენი იახტა მონაწილეოდა და მეორე ადგილი დაიკავა. ესეც კაია. ხელნაკეთმა იახტამ უკრაინის ჩემტიონატზე ადგილი დაიკავა, როდესაც გარშემო ყველა მაგარი ნავებითაა, რომლებთანაც კონკურენცია რთულია.

ვასილ ლეშჩენკოს მიერ გაკეთებულ იახტებზე, მსოფლიო მოგზაურობაში წასვლაც კი შეიძლება. მართალია, ამისთვის მორალურად და ფიზიკურად უნდა იყო მზად, უფრო მორალურად. მაგალითად, ყველაზე პატარა იახტა, რომელმაც მსოფლიოს შემოუარა – რუსეთიდან არის. ევგენ გვოზდევი მახაჩკალადან თვითონ ააშენა ის “ხრუშჩოვკის” აივანზე. მისი სიგრძე – 3,5 მეტრია.

– ის ნამდვილად გაბედული ადამიანია. მაგრამ, როდესაც ის პირველად მიდოდა, ის 50 წელს გადაცილებული იყო. მეორედ ის 70 წლის ასაკში წავიდა. სამწუხაროდ, მესამედ გამგზავრებისას, იტალიის სანაპიროსთან შტორმში მოხვდა და დაიღუპა. ეს ადამიანი – ჩვენი მხარის უნიკუმია. თუმცა, დასავლეთში ეს არ ითვლება მიღწევად. ზღვის ქვეყნებში ხალხი იახტებზე 10–15 წელი ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ხშირად მოგზაურობენ მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ვასილი იხსენებს სახიფათო შემთხვევას წყალში:

– ერთხელ კრემენჩუკის წყალსაცავში 4–მეტრიან ტალღაში მოვხვდით. პატარა 5–მეტრიანი ნავით ტალღის მწვერვალზე ავდიოდით, შემდეგ კი ჩამოვცურდებოდით დაბლა. საშინელი ამინდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული იყო. წვიმა, სეტყვა, უეცრად დაბნელდა. აღმოვაჩინეთ კუნძული, რომელსაც გადარჩენის კუნძული ვუწოდეთ. მას ძალიან საინტერესო ფორმა აქვს: ნალის სახე აქვს. ძალიან წყნარი ადგილია, სადაც გავათენეთ. გარშემო ხეები იხრება, ტალღები ფარავენ, ჩვენ კი ძალიან წყნარად ვიყავით. ასეთი შტორიმი ერთადერთხელ იყო. ისე კი, პრინციპში, ძლიერ ქალში არ მოვხვედრილვარ.

გემით მოგზაურობისას სანაპირო ნებართვა უნდა გქონდეს, გემის ბილეთში უნდა ეწეროს “ნებადართულია საზღვაო სანაპირო ცურვაში”. მაშინ მესაზღვრეები გიშვებენ ზღვაში. რა თქმა უნდა ამას თავისი ნიუანსებიც აქვს. ახლა მეზღვაურები საზღვაო რადიოტალღას სთხოვენ, რათა მუდმივად ჰქონდეთ კონტაქტი მესაზღვრეებთან. მათ მოთხივნაზე უნდა უპასუხი ის თუ ვინ ხარ, სად მიდიხარ და საიდან მიდიხარ.

უკრაინული ქალაქები, რომლებიც ოდესღაც სამრეწველო გიგანტები იყვნენ, ახლა აქტიურად განავითარებენ ტურიზმს, ამით ისინი იხსნიან მეორე სუნთქვას. იმისთვის, რომ ღორიშნი პლავნი გაემართოს თავისუფალ რთულ სამრეწვლელოსგან მოშორებულ ცურვაში ყველაფერი აქვს: ენთუზიაზმი, რომელსაც უყვარს თავისი საქმე, წყალი და იახტები. კომსომოლსკი ფორმალურად მიმზიდველი ადგილი გახდა, მაგრამ წინ არც თუ ისე ადვილი გზაა. ხალხის ყურადღების მიქცევა არა მარტო ფორმალური სახელწოდებით უნდა მოხდეს, არამედ ადგილითაც, ისეთი მიმზიდველი და წყნარი ადგილით, მათთვის, ვინც აღმერთებს წყლის სტიქიას.

როგორ ვიღებდით

იმაზე, თუ როგორი იყო ჩვენი გზა კიევიდან ღორიშნი პლავნისა და ვასილ ლეშჩენკომდე თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, ნახოთ ჩვენი პირველი ვიდეო–ბლოგი პოლტავშჩინიდან:

ავტორებიავტორი:ალეკს პორტიანავტორი:ბოგდან ლოგვინენკორედაქტორი:ევგენია გრინიოპერატორი:დმიტრო ოხრიმენკოოპერატორი:პავლო პაშკოსურათი:ტარას კოვალჩუკიმონტაჟი:იულია რუბლევსკამონტაჟი:მარია ტერებუსიმონტაჟი:მიკოლა ნოსოკიდახმარება:ივანნა ზარიკაცთარგმანი:ლაშა ავქოფაშვილი

10 ივლისი 2017 19:13