შაგანი. ცხოვრება გეოგრაფიის კიდეზე

ბესარაბეთი
წყლის ტრანსპორტი
5 ოქტომბერი 2017 9:38
745

ბესარაბეთში პრიმორსკის დასახელებით სამი სოფელია. სამივე კურორტია. პრიმორსკე (ძველი დასახელება – შაგანი), რომელზეც საუბარი გვექნება, თათარბუნარის რაიონშია განლაგებული. სოფელი ზადუნაის სიჩის კოზაკებმა დააარსეს ყოფილი ბილიუკ-შაგინის თათრულ დასახლების ადგილას. აქ, მალიი სასიკისა და ჯანტშეი ლიმანზე, განლაგებულია ბალნეოლოგიურ-ტალახის კურორტი როსიეიკა. ეს წყალსატევები ეროვნული ბუნების პარკ “ტუზლივის ლიმანში” შედის, რომელიც 2010 წელს დაარსდა. 15 წლის წინ, რამსარის კონვენციაში საკუთარი წევრობის განახლებით, უკრაინამ ლიმანის სისტემა “შაგანი – ალიბეი – ბურნასი” წყალ-ჭაობის ეროვნული მნიშვნელობა მიანიჭა. ისინი დაცულია როგორც უამრავ ფრინველთა სამყოფელი.

 

“ტუზლივის ლიმანის” გავლით, ერთ-ერთი სატრანსპორტო-საიმიგრაციო გზა ევროპას, აზისასა და აფრიკას შორის გადის. პარკის ტერიტორიაზე 254 სახეობის ფრინველი ცხოვრობს, რომელთა მეოთხედი უკრაინის წითელ წიგნშია შეტანილი და სხვადასხვა ბუნებრივ სიაში.

ლიმანი ზღვისგან ქვიშით არის გამოყოფილი რომლიც სიგრძეში 50 კმ, სიგანეში კი 100-300 მ–ია. სწორედ ამ ყურეში, ლიმან შაგანის მოპირდაპირე მხარეს, განლაგებულია იმავე სახელის მქონე შუქურა. ის, ზმიინის კუნძულის შუქურასთან ერთად, აფრთხილებს რუმინეთის ზმიინი კუნძულის სახიფათო მონაკვეთზე რომელიც უსტ-დუნაის სავაჭრო პორტში ცურვას სახიფათოს გახდის.

1944 წლიდან შუქურა “შაგანი” მუშაობდი ისე, როგორც სანავიგაციო ცეცხლი. 1960-იან წლებში მისი რეორგანიზება გააკეთეს, 1980-იანებში, უკვე 16-მეტრიანი შუქურა, ავტომატურ რეჟიმში მუშაობს.*.

*XX ს-ში, გუსტავ დანელის მიერ მზის სარქველის აღმოჩენის წყალობით, შუქურების კონსტრუქცია უფრო ავტომატიზირებული გახდა. ნავიგაციის სრულყოფისა და GPS-ის ტექნოლოგიის გამოყენებით, არაავტომატიზირებული შუქურების რაოდენობა შემცირდა.

ვიქტორი

ვიქტორ საკარა უკვე 16 წელია რაც შუქურაზე მუშაობს. ის პრიმორსკში ცხოვრობს. განათლებით შემკვრელია. ჯარში ჯგუფურ-შტაბური მანქანის ხელმძღვანელი იყო. აზერბაიჯანში მსახურობდა, ის მოესწრო მთიანი ყარაბაღის ბრობლემას. დემობილიზაციის შემდეგ, პრიმორსკში დაბრუნდა, სადაც ადგილობრივი კულტურს სახლის დირექტორად მუშაობდა.

ზედამხედველის სამსახურზე კი, ვიქტორ საკარა არც კი ოცნებობდა, ხოლო როდესაც შუქურაზე შემკვრელს ეძებდნენ – მაშინვე შესთავაზა თავისი კანდიდატურა:

— მე აქ ტექნიკოსიც და მექანიკოსიც ვარ. ყველაფერს მე ვაკეთებ. ყველაფერს ვასრულებ და შევასრულებ, რადგან ეს მე მომწონს და მივეჩვიე.

IMG_5213

ზაფხულში შუქურის რეკონსტრუქციას გეგმავდნენ: თავი მთლიანად მეტალის უნდა ყოფილიყო, შემოღობის შეცვლა უნდოდათ, შუაში დღის მხედველობის კონსტრუქცია უნდა დაედგათ.

— როდესაც დიდი ტალღა მოდის, ზღვა ისე მოდის, რომ ყველაფერს წყალი ფარავს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ: ფანჯარაში ვიყურები, ტალღა მოდის და მისადგომებს არტყამს. ზამთარია, ძალიან ცივა და საშინელებაა როდესაც ამას ხედავ.

პირდაპირი სახმელეთო კავირი შუქურას სოფელთან არ აქვს – ქვიშის ყურე წყალს ესაზღვრება. ამიტომ ყოველ დღე, მიუხედავად ამინდისა, ვიქტორი იცმევს სათევზაო შარვალს, ჯერ მანქანით მატერიკის კიდემდე მიდის, შემდეგ კი გადადის არხს, რომელიც ლიმანში ვარდება. ზამთარში ისე ხდებოდა, რომ ფეხსაცმელი იყინებოდა. მაშინ მას კი არ იხდიდა, არამედ ჭრიდა.

ხშირად ვიქტორი შუქურაზე დღე-ღამე რჩება. მისთვის შუქურა- მეორე სახლია. შიგნით ოთხი ლოგინი დგას: ერთი თავისთვის, დანარჩენი – სარემონტო ჯგუფის მოსვლის შემთხვევისთვის. არის პატარა გასათბობი. ყველაზე აქტუალური არის შემთხვევა ზამთარში, როდესაც მეთვალყურე ამინდის გაუარესების გამო, ყოველ საღამოს ვერ ბრუნდება სახლში:

— იძულებული ვარ გავიდე და ვნახო. რადგან ყოველდღე უნდა ჩაირთოს შუქურა, რათა ეს რაიონი უზრუნველყოფილი იყოს მისი მუშაობით. სახლიდან მომაქვს საჭმელი, მოვდივარ აქ და ვათენებ, რადგან ზამთარში იქით-აქეთ სიარული არარეალიურია. მაინც თუ წახვედი, შეიძლება წვიმამ ან თოვლმა მოგისწროს. ასე ხდება ზაფხულშიც. ჩემთან ერთად ორი კავკასური ნაგაზია. ისინი გასასვლელში წვებიან ამიტომ მე უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს. სადმე თუ ისმის ფათუნი ისინი თავს წევენ და თვალ-ყურს ადევნებენ ყველაფერს.

ვიქტორი, როგორც წესი, 4:00-ზე ან 5:00-ზე იღვიძებს და იწყებს სამსახურს. შუქურაზე ის ყველაფერს აკეთებს – ალაგებს, იცავს და აღჭურვილობას უვლის:

— ერთხელ კარს ვკეტავდი, ტურები კი სიმღერას 15 ხმაში მღეროდნენ. სწრაფად კარი, ოჯახს დავურეკე. მეკითხებიან: “სად ხარ?”. მე კი ვეუბნები: “ზოოპარკში, უსმინეთ”. ტურები და კამეჩები აქ თავს კარგად გრძნობენ. მატერიკზე ისინი პატარა ლეკვებს აჭმევენ. მესმის, თუ როგორ ყვირიან დილით ლეკვები, როდესაც მშობლებს საჭმელი მიაქვთ.

ვიქტორის გადაწყვეტილებას, ემუშავა შუქურაზე, ოჯახი წყნარად და პატივისცემით შეხვდა. ცოლი და შვილები ხანდახან ჩამოდიან მის დასახმარებლად:

— ცოლმა მითხრა: “შენ წავედი ამ სამსახურში, ეს შენი არჩევანია”. არანაირი კითხვა არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ დაშორება 9-12 კმ-ია ისინი ჭაობის, წვიმისა და თოვლის გამოვლით მაინც მოდიან. ისინი ყველაფერს წყნარად მიუდგნენ, რადგან მიხვდნენ, რომ ჩვენ ოჯახი ვართ და ეს ჩვენი სამსახურია.

ოდესღაც ამ შუქურაზე ვიქტორის პაპაც მუშაობდა. ის დრო მას მხოლოდ სურათებისა და მონაყოლიდან ახსოვს:

— აქ სპეციალური აღჭურვილობა იყო, თევზაობდნენ. ზღვაში მაგუნებზე თევზის დასაჭედად მივდიოდით* *ასე ეძახიან ადგილობრივი დიალექტით დიდ ნავს ზღვაში თევზის დასაჭერად. სურათი მაქვს, რომელშიც პაპას ტარაღანა უჭირავს, 4 კილოგრამია. ძლივს უჭირავს. როდესაც ეს პროფესია ავირჩიე, შემდეგ მეც გამიკვირდა, რომ პაპაჩემის შემდეგ მეც ამ სფეროში ვარ.

IMG_5185

გააგრძელებენ კი ვიქტორის შვილები მამის საქმეს? ვიქტორი მიიჩნევს, რომ უკვე ამაზე საუბრის დროც არის:

— ჩემი შვილი უშინსკის პივდენნოუკრაინსკის ნაციონალურ პედაგოგიურ უნივერსიტეტში სწავლობს. ვოლეიბოლისტის პროფესიას ეუფლება. უნდა მას შუქურაზე? ჯერ არ ვიცი, არ მიკითხავს. დაშა, ჩემი პატარა გოგონა, ჯერ მეოთხე კლასში წავიდა. მისთვისაც არ მიკითხავს. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მათ მოსწონდეთ იქ, სადაც არიან და სწავლობენ. დანარჩენს უკვე მომავალში ვიხილავთ.

შუქურაზე ვიქტორმა უკრაინის დროშა დაკიდა. სწორედ აქ, სადაც არასდროს არის უამრავი ადამიანი, მან ყურადღება მიიპყრო:

— ოდესღაც აქ „მემარჯვენე სექტორი“ მოვიდა. ხუთი დიდი მამაკაცი. ეკითხებიან: „ხომ არ იცით ვინ არის აქ მეშუქურე?“. აღმოჩნდა, რომ მათ შუქურაზე დროშა დაინახეს, მოვიდნენ ჩემთან იმისთვის, რომ ხელი ჩამოერთმიათ. მე კი მათ ვუთხარი, რომ უკრაინელი ვარ და ყოვეთვის ვიქნები. ჩემი შვილებიც იქნებიან უკრაინელები. ჩვენს სოფელში ყველას ვეუბნებოდი და ვიტყვი: „თუ რამე არ მოგწონთ: აიღეთ 300 გრივნია და მიბრძანდით რკინიგზის სადგურში. მაგადანი დიდია. წადით თქვენთვის. ბილეთსთვის ფულსაც დაგიმატებთ“. ბევრი ასეთი ადამიანია.

გეოგრაფიის დასასრული

ზაფხულში ტურისტები როსეიკაზე ჩამოდიან, ასევე ჩერდებიან ყურეში. შლიან კარვებს და ოჯახებთან ერთად კვირაობით ცხოვრობენ. შუქურას ხშირად უღებენ სურათებს, მაგრამ მასზე ასვლა არ შეიძლება, რადგან ის სტრატეგიული ობიექტია. ვიქტორი თვლის, რომ ტურიზმისთვის ეს არაჩვეულებრივი ადგილია. მაგრამ ცოტამ თუ იცის მის შესახებ:

— ძალიან ლამაზი ადგილებია, სუნთქვის საშუალებაც რომ მიგვეცა. აი, მაგალითად, მტკნარი ლიმანი სოლონის უერთდება, სოლონი კი იქით, ოდესამდე არის. ეს შავი ზღვის ყურეა, იქ კატრანკა, ლებედივკა და ვილკოვეა.

არა ტერიტორიულად, არამედ ინფრასტრუქტურულად, პრიმორსკის მცხოვრებნი გეოგრაფიის კიდეზე ცხოვრობენ. ოდესღაც სოფლიდან თათარბუნარის, რიბალსკესა და ვიშნევეს მიმართულებით მარშრუტი დადიოდა. რაიონთაშორისი მარშრუტიც იყო. ახლა მხოლოდ ერთი ავტობუსი ოდესა–პრიმორსკე დარჩა, რომელიც დღეში ორჯერ დადის.

IMG_5227

ვიქტორი ყვება, რომ პრიმორსკში ოდესის „მაჟორებთან“ ომი მიმდინარეობს, რომლებიც სანადიროდ ჩამოდიან. თუმცა, ამ წელს მონადირეობის სურვილმა იკლო, ხოლო ფრინველთა რაოდენობამ კი იმატა:

— ცოტა ხნის წინ დანიიდან ჩამოვიდნენ. ვფიქრობ, იცოდნენ, რომ აქ ეროვნული პარკია, რადგან მკითხეს თუ სად შეიძლებოდა ფრინველების ნახვა. ის ქალი წიგნს ფრინველებზე წერდა. დიდად არ მიკითხავს, რადგან მას ჩემი, მე კი მისი არ მესმოდა. რამდენიმე დღის შემდეგ შევხვდით. მან მითხრა, რომ აქ უფრო მეტი ფრინველია, ვიდრე ვილკოვეში. დიდი ხანია რაც ვილკოვეში არ ვყოფილვარ, ამიტომ არ ვიცი.

ამ მხარის ყველაზე დიდი მაგია ბუნებაა. ასეთ გარემოცვაში ცხოვრება კი შთაგაგონებს:

— ყველაზე სასიამოვნო სუფთა და ხელუხლებელ ბუნებასთან მუშაობაა. ჩამოდიახ აქ და ხედავ იმას, თუ როგორ ზის ფრინველი, როგორ დადის ბატი, როგორ დაცურავენ თევზები, აქ ხოხობი მღერის ხიდან. მამალიც შემოფრინდება ხოლმე. ოდესმე გინახავთ ფილმი „სენიორ რობიზონი“? როდესაც აქ ჩამოვდივარ იმავეს ვგრძნობ. აქ ყველაფერი ბუნებრივია. არავინ არაფერს ეხება. ცოტა ხნის წინ აქ ნადირობაც აკრძალეს. ახლა აქ ისეთი სიწყნარეა: ყველა ჩიტია, წყალსატევიც აქვეა, წყალი მათ ჰყოფნით. დილით, როდესაც იღვიძებ, ფრინველთა გალობის მრავალფეროვნების მოსმენა შეგიძლია…

როგორ ვიღებდით

ნახეთ ვიდეო–ბლოგი იმაზე, თუ როგორ ვიმოგზაურეთ ბესარაბეთში. მივდიოდით იმისთვის, რათა გვენახა ვარდსფერი ვარხვების კოლონა, მივსულიყავით შუქურაზე და ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი საინტერესო კუთხე აღმოგვეჩინა.

ავტორებიავტორი:ნატალიია პონედილოკავტორი:ბოგდან ლოგვინენკორედაქტორი:ევგენია გრინისურათი:პოლინა ზაბიჟკოოპერატორი:მარია ტერებუსიოპერატორი:პავლო პაშკომონტაჟი:მარია ტერებუსიმონტაჟი:მიკოლა ნოსოკისურათი რედაქტორი:ოლეკსანდრ ჰომენკოდახმარება:ანასთასიია ბლაზკოთარგმანი:ლაშა ავქოფაშვილი

5 ოქტომბერი 2017 9:38